ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.
"18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები).
თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით.
მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, ვეებერთელა ლოდები მოწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ, მცველი უვნებელად გადარჩა", - წერს მეტრეველი.
თუ ასეთი საშიშია ან ხელოვნური ბარიერი უნდა შექმნან,არა ისეთი,როგორიც სურათზე ჩანს,ან ლოდების ცვენა ხელოვნურად უნდა გამოიწვიონ და რაც ჩამოვარდნის პირასაა წინასწარ განზრახულად და უსაფრთხოდ ჩამოყარონ...
ვარძიას ვინ კარგად იცნობს, ყველამ იცის, რომ ძალიან ბევრი დიდი როდი შემაღლებულ ადგილას არის გაჩერებული და ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩამოვარდება დაბლა. ასე მოხდა ეხლაც. სამწუხაროდ კომპლესიდან ქვები დროდადრო წვიმის თუ ქარის შედეგად მაინც ცვივა. ამიტომ მანდ სტუმრობისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ნებისმიერ დროს. ზოგადად მონასტერში ცხოვრებაც ამ მხრივ ძალიან სახიფათოა, ვინაიდან უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის