მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსწავლეთა სტარტაპების დემო დღე - პროექტის „სკოლის ინოვატორთა კლუბების“ შემაჯამებელი ღონისძიება ალტე უნივერსიტეტში გაიმართება
მოსწავლეთა სტარტაპების დემო დღე - პროექტის „სკოლის ინოვატორთა კლუბების“ შემაჯამებელი ღონისძიება ალტე უნივერსიტეტში გაიმართება

18 ოქ­ტომ­ბერს ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ექ­ტის „სკო­ლის ინო­ვა­ტორ­თა კლუ­ბე­ბის“ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა - მოს­წავ­ლე­თა სტარ­ტა­პე­ბის დემო დღე გა­ი­მარ­თე­ბა. პრო­ექ­ტის შე­მა­ჯა­მე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მე­წარ­მე­ო­ბის კლუ­ბის წევ­რი ახალ­გაზ­რდე­ბი მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ბიზ­ნეს იდე­ებ­სა და მი­ღე­ბულ შე­დე­გებს წა­რად­გე­ნენ. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ექ­ნე­ბათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­ათ­ვა­ლი­ე­რონ და შე­ი­ძი­ნონ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ცია და ნა­მუ­შევ­რე­ბი.

პრო­ექ­ტი „სკო­ლის ინო­ვა­ტორ­თა კლუ­ბე­ბი“ ახალ­გაზ­რდუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის - Rethink, ევ­რო­კავ­ში­რი­სა (EU) და გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის (UNDP) მხარ­და­ჭე­რით, ალტე უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს 8 სა­მიზ­ნე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში (ხულო, ქედა, ბორ­ჯო­მი, ახალ­ქა­ლა­ქი, თეთ­რი­წყა­რო, დე­დოფ­ლის­წყა­რო, ლა­გო­დე­ხი, ყაზ­ბე­გი) გან­ხორ­ცი­ელ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­ირ­ჩა 21 სკო­ლა, გა­დამ­ზად­დნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შე­იქ­მნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი ინო­ვა­ტორ­თა კლუ­ბე­ბი და მოხ­და სა­უ­კე­თე­სო 10 ბიზ­ნეს იდე­ის პრო­ტო­ტი­პი­რე­ბა. ასე­ვე, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თი­თო­ე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­ი­მარ­თა ინო­ვა­ცი­ე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჯამ­ში 400-მდე ახალ­გაზ­რდამ მი­ი­ღო.

გარ­და ამი­სა, ჩა­ტარ­და ესე­ე­ბის კონ­კურ­სი თე­მა­ზე „რა­ტომ უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს სკო­ლა­ში მე­წარ­მე­ო­ბა?“. პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გა­ნახ­ლე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ­ჩე­ვით საგ­ნად და­ე­მა­ტა მე­წარ­მე­ო­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­მუ­შავ­და და და­ი­ბეჭ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო - „რო­გორ და­ვი­წყოთ ბიზ­ნე­სი 0-დან“ სკო­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა თუ თე­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბის­თვის.

დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ეწ­ვი­ეთ ბმულს.

R

ავტორი:

მოსწავლეთა სტარტაპების დემო დღე - პროექტის „სკოლის ინოვატორთა კლუბების“ შემაჯამებელი ღონისძიება ალტე უნივერსიტეტში გაიმართება

მოსწავლეთა სტარტაპების დემო დღე - პროექტის „სკოლის ინოვატორთა კლუბების“ შემაჯამებელი ღონისძიება ალტე უნივერსიტეტში გაიმართება

18 ოქტომბერს ალტე უნივერსიტეტში პროექტის „სკოლის ინოვატორთა კლუბების“ შემაჯამებელი ღონისძიება - მოსწავლეთა სტარტაპების დემო დღე გაიმართება. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეწარმეობის კლუბის წევრი ახალგაზრდები მათ მიერ განხორციელებულ ბიზნეს იდეებსა და მიღებულ შედეგებს წარადგენენ. დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა დაათვალიერონ და შეიძინონ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ ერთობლივად შექმნილი პროდუქცია და ნამუშევრები.

პროექტი „სკოლის ინოვატორთა კლუბები“ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის - Rethink, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ხულო, ქედა, ბორჯომი, ახალქალაქი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ყაზბეგი) განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეირჩა 21 სკოლა, გადამზადდნენ მასწავლებლები, შეიქმნა მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ინოვატორთა კლუბები და მოხდა საუკეთესო 10 ბიზნეს იდეის პროტოტიპირება. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გაიმართა ინოვაციების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა ჯამში 400-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

გარდა ამისა, ჩატარდა ესეების კონკურსი თემაზე „რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში მეწარმეობა?“. პროექტში ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლაში არჩევით საგნად დაემატა მეწარმეობა. პარალელურად შემუშავდა და დაიბეჭდა სახელმძღვანელო - „როგორ დავიწყოთ ბიზნესი 0-დან“ სკოლების, მასწავლებლებისა თუ თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს.

R