საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკრაინაზე თავდასხმამ საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა... ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს" - გერმანიის ახალი ელჩი
"უკრაინაზე თავდასხმამ საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა... ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს" - გერმანიის ახალი ელჩი

ზოგი და­სავ­ლეთს აკ­რი­ტი­კებს, თუმ­ცა მე მყა­რად მჯე­რა და­სავ­ლე­თის და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ და­სავ­ლე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ. რო­დე­საც ვინ­მე ამ­ბობს, და­სავ­ლე­თი "ასე­თი" და "ისე­თია“, პირ­ველ რიგ­ში ეს არ არის კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბა და მე­ო­რე ის, რომ მე და­სავ­ლე­თის უკე­თეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვერ ვხე­დავ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის ელჩმა, პე­ტერ ფი­შერ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, დიდი ის­ტო­რი­უ­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტია, რო­დე­საც ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭო სა­ქარ­თვე­ლოს ეუბ­ნე­ბა, რომ სურს სა­ქარ­თვე­ლოს მათ­თან ყოფ­ნა.

"ქალ­ბა­ტონ­მა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა თქვა შემ­დე­გი: „ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო გვინ­და ვი­ხი­ლოთ ჩვენს კავ­შირ­ში და ჩვე­ნი კავ­ში­რი თქვენს გა­რე­შე არ არის სრულ­ყო­ფი­ლი“. მინ­და გერ­მა­ნი­ის მა­გა­ლი­თი ვახ­სე­ნო: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სა და ნა­ციზ­მის სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ჩვენ არ გვქონ­და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და ჩვენ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო ის, რომ კვლავ და­სავ­ლე­თის ნა­წი­ლი გავ­ხდით და მოგ­ვე­ცა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით. ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და მათი დახ­მა­რე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აღმშე­ნებ­ლო­ბის­თვის. პლუ­რა­ლის­ტუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა უფ­ლე­ბე­ბით - ეს იყო ევ­რო­კავ­ში­რის კე­თილ­დღე­ო­ბის მთა­ვა­რი სა­ფუძ­ვე­ლი და ასე ვფიქ­რობთ ჩვენ და­სავ­ლე­თის შე­სა­ხებ. მისი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, დე­მოკ­რა­ტია, პლუ­რა­ლიზ­მი და მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბი. ზოგი და­სავ­ლეთს აკ­რი­ტი­კებს. რა თქმა უნდა, ყვე­ლას შე­უძ­ლია თქვას ის, რაც სურს, ეს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და პლუ­რა­ლიზ­მის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, თუმ­ცა მე მყა­რად მჯე­რა და­სავ­ლე­თის და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ და­სავ­ლე­თის მო­ქა­ლა­ქე ვარ. რო­დე­საც ვინ­მე ამ­ბობს, და­სავ­ლე­თი ასე­თია, ისე­თია, პირ­ველ რიგ­ში, ეს არ არის კონ­კრე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბა და მე­ო­რე ის, რომ მე და­სავ­ლე­თის უკე­თეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას ვერ ვხე­დავ. ჩემ­თვის და­სავ­ლე­თი სა­უ­კე­თე­სო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ გზას პო­უ­ლობს, სა­კუ­თარ მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუმ­ცა და­სავ­ლე­თის ასე­თი კრი­ტი­კა, ვფიქ­რობ, არ არის კარ­გი არ­გუ­მენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და პე­ტერ ფი­შერ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 2008 წლის შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და და დღეს სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბა გვაქვს, ვიდ­რე ეს იყო მა­შინ.

"ვფიქ­რობ, რუ­სე­თის სას­ტიკ­მა თავ­დას­ხმამ უკ­რა­ი­ნა­ზე და ასე­ვე ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვის შე­თა­ვა­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეც­ვა­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. 2008 წლი­დან ძა­ლი­ან მჭიდ­რო და კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ­სე­ბობს ნა­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. ნატო ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ხედ­რო სფე­როს მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით: სტრა­ტე­გი­ის, ტაქ­ტი­კის, ოპე­რა­ტი­ულ დარ­გებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო კი ეხ­მა­რე­ბო­და ნა­ტოს მის მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში. ნა­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა მისი წევ­რი, რო­დე­საც შე­სა­ბა­მი­სი დრო დად­გე­ბა. ახლა უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და ვფიქ­რობ, ნა­ტო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ეს პრო­ცე­სი ორ­გა­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას პო­ვებს. დღეს ვერ ვი­ტყვი, გერ­მა­ნია მომ­ხრეა თუ წი­ნა­აღ­მდე­გი, ჩვენ პრინ­ციპ­ში ამის მომ­ხრე­ე­ბი ვართ, ეს ნა­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შიც არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, და­ნარ­ჩე­ნი კი თა­ვის­თა­ვად გა­მო­ი­ღებს შე­დეგს მომ­დევ­ნო წლებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში გერ­მა­ნი­ის ელჩმა, პე­ტერ ფი­შერ­მა.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია იხი­ლეთ ბმულ­ზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წიწაკა
10

შენს ანგელა მერკელს მიხედე,თავი და თავი ეგ დედაკაცია ამ უბედურების სულის ჩამდგმელი !!! 

კაი ერთი
12

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო... თუ ასე გინდივართ, მიგვიღეთ ხვალვე, უარს კი არ გეუბნებით. მაგრამ არ გინდივართ, არაფერს გასცემთ და ჩვენგან კი ყველაფერს ითხოვთ, სადაა ეგრე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"უკრაინაზე თავდასხმამ საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა... ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს" - გერმანიის ახალი ელჩი

"უკრაინაზე თავდასხმამ საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა შეცვალა... ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს" - გერმანიის ახალი ელჩი

ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს, თუმცა მე მყარად მჯერა დასავლეთის და ბედნიერი ვარ, რომ დასავლეთის მოქალაქე ვარ. როდესაც ვინმე ამბობს, დასავლეთი "ასეთი" და "ისეთია“, პირველ რიგში ეს არ არის კონკრეტული ბრალდება და მეორე ის, რომ მე დასავლეთის უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუს დროს განაცხადა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, დიდი ისტორიული და სასიხარულო მომენტია, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოს ეუბნება, რომ სურს საქართველოს მათთან ყოფნა.

"ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა შემდეგი: „ჩვენ საქართველო გვინდა ვიხილოთ ჩვენს კავშირში და ჩვენი კავშირი თქვენს გარეშე არ არის სრულყოფილი“. მინდა გერმანიის მაგალითი ვახსენო: მეორე მსოფლიო ომისა და ნაციზმის საშინელი პერიოდის შემდეგ ჩვენ არ გვქონდა დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენთვის დიდი ბედნიერება იყო ის, რომ კვლავ დასავლეთის ნაწილი გავხდით და მოგვეცა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობა დემოკრატიული ქვეყნების დახმარებით. ჩვენ გვჭირდებოდა მათი დახმარება დემოკრატიული აღმშენებლობისთვის. პლურალისტური საზოგადოება თავისუფლებათა უფლებებით - ეს იყო ევროკავშირის კეთილდღეობის მთავარი საფუძველი და ასე ვფიქრობთ ჩვენ დასავლეთის შესახებ. მისი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება, დემოკრატია, პლურალიზმი და მოქალაქეთა უფლებები. ზოგი დასავლეთს აკრიტიკებს. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია თქვას ის, რაც სურს, ეს დემოკრატიისა და პლურალიზმის შემადგენელი ნაწილია, თუმცა მე მყარად მჯერა დასავლეთის და ბედნიერი ვარ, რომ დასავლეთის მოქალაქე ვარ. როდესაც ვინმე ამბობს, დასავლეთი ასეთია, ისეთია, პირველ რიგში, ეს არ არის კონკრეტული ბრალდება და მეორე ის, რომ მე დასავლეთის უკეთეს ალტერნატივას ვერ ვხედავ. ჩემთვის დასავლეთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ყველა ქვეყანა საკუთარ გზას პოულობს, საკუთარ მიმართულებას, თუმცა დასავლეთის ასეთი კრიტიკა, ვფიქრობ, არ არის კარგი არგუმენტი“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს სრულიად ახალი რეალობა გვაქვს, ვიდრე ეს იყო მაშინ.

"ვფიქრობ, რუსეთის სასტიკმა თავდასხმამ უკრაინაზე და ასევე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის შეთავაზებასთან დაკავშირებით შეცვალა სტრატეგიული ხედვა საქართველოს მიმართ და საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა. 2008 წლიდან ძალიან მჭიდრო და კარგი თანამშრომლობა არსებობს ნატოსა და საქართველოს შორის. ნატო ეხმარება საქართველოს სამხედრო სფეროს მრავალი მიმართულებით: სტრატეგიის, ტაქტიკის, ოპერატიულ დარგებში. საქართველო კი ეხმარებოდა ნატოს მის მნიშვნელოვან სამშვიდობო მისიებში. ნატოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ საქართველო გახდება მისი წევრი, როდესაც შესაბამისი დრო დადგება. ახლა უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება სტრატეგიული მდგომარეობა და ვფიქრობ, ნატოსა და საქართველოს შორის კარგი თანამშრომლობის საფუძველზე ეს პროცესი ორგანულ განვითარებას პოვებს. დღეს ვერ ვიტყვი, გერმანია მომხრეა თუ წინააღმდეგი, ჩვენ პრინციპში ამის მომხრეები ვართ, ეს ნატოს გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული, დანარჩენი კი თავისთავად გამოიღებს შედეგს მომდევნო წლებში“, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.