სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკოლოზი და მისი ოჯახი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - ბასილაშვილის მეგობარი ქალი
"ნიკოლოზი და მისი ოჯახი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - ბასილაშვილის მეგობარი ქალი

ჩვენ თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტყუ­ი­ლი ვნა­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ში და შე­იძ­ლე­ბა ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში, - ასე უპა­სუ­ხა ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა ქალ­მა, კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დემ კი­თხვას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი მას ადა­ნა­შა­უ­ლებს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­სა და იმა­ში, რომ ავ­ჭა­ლის ეპი­ზოდ­ში ის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და.

„მე სა­სა­მარ­თლო­ში ხელი მო­ვა­წე­რე, რომ ვი­ტყო­დი მხო­ლოდ სი­მარ­თლეს და არა­ფერს სი­მარ­თლის გარ­და. ჩვენ ამ თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტყუ­ი­ლი ვნა­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ში და შე­იძ­ლე­ბა ის ფიქ­რობს რომ ყვე­ლა იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში“,- გა­ნა­ცხა­და კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დემ.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, უჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ ვინ­მეს მათ­თვის რა­ი­მე მსგავ­სის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია.

"ნი­კო­ლო­ზი და მისი ოჯა­ხი ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვი­საც კი ოდეს­მე შევ­ხვედ­რი­ვარ და ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ვინ­მეს შე­უძ­ლია რა­ი­მე მსგავ­სის გა­კე­თე­ბა მათ­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დემ.

ცნო­ბის­თვის, ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მე­გო­ბარს კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დეს ცრუ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ამას­თან, დო­რო­ყაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, როცა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბის სახ­ლთან ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ეს კარ­ლო­ტა ჰე­ლე­ნა ფონ­დერ­ლინ­დეს არ და­უ­ნა­ხავს, ვი­ნა­ი­დან იქ არ ყო­ფი­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლოვ­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
4

ფული არ წარმოადგენს ბაბა ყველაფერს. რა საჭიროა ეს გოგო ამ საქმეში!? აქ უკვე ყველა ერთი ხართ, სპირიდონა-პატარაია-გრიგოლია-საკაშვილ-ივანიშვილობა, დოროყაშვილ-ბასილაშვილებით და ეს მაგარი ბინძური თამაშია. გიხაროდეთ, თქვენ ნანა არ იყოს ზეცაში, ამის მაკეთებლობისა, ხალხი ხართ, თუ პრობკა!? გიხაროდეთ!

!!!
102

შენი რიგიც მოვა!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ნიკოლოზი და მისი ოჯახი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - ბასილაშვილის მეგობარი ქალი

"ნიკოლოზი და მისი ოჯახი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ" - ბასილაშვილის მეგობარი ქალი

ჩვენ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება ნელი დოროყაშვილი ფიქრობს, რომ ყველა იტყუება სასამართლოში, - ასე უპასუხა ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარმა ქალმა, კარლოტა ჰელენა ფონდერლინდემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ნელი დოროყაშვილი მას ადანაშაულებს ცრუ ჩვენების მიცემასა და იმაში, რომ ავჭალის ეპიზოდში ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

„მე სასამართლოში ხელი მოვაწერე, რომ ვიტყოდი მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ჩვენ ამ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბევრი ტყუილი ვნახეთ სასამართლოში და შეიძლება ის ფიქრობს რომ ყველა იტყუება სასამართლოში“,- განაცხადა კარლოტა ჰელენა ფონდერლინდემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ოჯახის წევრები ყველაზე კეთილი ადამიანები არიან, შესაბამისად, უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს მათთვის რაიმე მსგავსის გაკეთება შეუძლია.

"ნიკოლოზი და მისი ოჯახი ყველაზე კეთილი და მოსიყვარულე ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ და ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს შეუძლია რაიმე მსგავსის გაკეთება მათთვის“, - განაცხადა კარლოტა ჰელენა ფონდერლინდემ.

ცნობისთვის, ბრალდებული ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს.

ამასთან, დოროყაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის 21 მაისს, როცა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლთან ინციდენტი მოხდა, ეს კარლოტა ჰელენა ფონდერლინდეს არ დაუნახავს, ვინაიდან იქ არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ნახეთ ასევე