სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართული ოცნება" ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას" - მელია
"ქართული ოცნება" ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას" - მელია

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რი ნიკა მე­ლია წა­ლენ­ჯი­ხა­ში მე­რის, გია ხარ­ჩი­ლა­ვას მხარ­და­სა­ჭე­რად ჩა­ვი­და. რო­გორც მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­რის ავ­ტო­მან­ქა­ნის დაწ­ვის ფაქ­ტი არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მო­რი­გი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯი.

ნიკა მე­ლია აცხა­დებს, რომ მას ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­ლო­დი­ნი არა აქვს.

"ის, რაც მოხ­და წა­ლენ­ჯი­ხა­ში გუ­შინ, ეს არ იყო გია ხარ­ჩი­ლა­ვას, არ­ჩე­უ­ლი წა­ლენ­ჯი­ხის მე­რის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის დაწ­ვის ფაქ­ტი, ეს იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან მო­რი­გი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ წა­ლენ­ჯი­ხელს. დღეს გია ხარ­ჩი­ლა­ვა ემ­სა­ხუ­რე­ბა ყვე­ლა წა­ლენ­ჯი­ხელს, გან­სხვა­ვე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი მრწამ­სი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა, არ­ჩე­უ­ლი მერი და მისი გუნ­დი წე­სით და რი­გით ასე უნდა იქ­ცე­ო­დეს. ვინ რო­მე­ლი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რია, არ უნდა აინ­ტე­რე­სებ­დეს არც მერს და არც მე­რის მო­ად­გი­ლეს და არ­ცერთ სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს. სამ­წუ­ხა­როდ, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არის და გვხვდე­ბა მხო­ლოდ წა­ლენ­ჯი­ხა­ში. რა­ტომ წა­ლენ­ჯი­ხა­ში? იმი­ტომ, რომ ოპო­ზი­ცია უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში არის მხო­ლოდ წა­ლენ­ჯი­ხა­ში.

იმის მა­გივ­რად, რომ მთე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­რაზ­მუ­ლი იყოს, ეხ­მა­რე­ბო­დეს უნი­კა­ლურ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს, უწ­ვა­ვენ მან­ქა­ნას სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან და ამით ღიად დეკ­ლა­რი­რე­ბენ, რომ მათ არა­ფე­რი არ დარ­ჩე­ნი­ათ სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ რე­პერ­ტუ­არ­ში გარ­და და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნი­სა. რა თქმა უნდა, ეს და­ნა­შა­უ­ლი არ გა­იხ­სნე­ბა. ნუ გექ­ნე­ბათ ამის ილუ­ზია, იმი­ტომ, რომ რო­დე­საც და­ნა­შა­ულს ჩავ­დი­ვარ მე და ვი­ძი­ებ მე, ამ და­ნა­შა­ულს მე არ გა­მო­ვი­ძი­ებ, იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში". სა­ბო­ლოო ჯამ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ცე­ცხლს უკი­დებს სა­კუ­თარ თავს და არა გია ხარ­ჩი­ლა­ვას ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას. პრობ­ლე­მა არის სიღ­რმი­სე­უ­ლი, პრობ­ლე­მა არის სის­ტე­მუ­რი", - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

წა­ლენ­ჯი­ხის მე­რის გია ხარ­ჩი­ლა­ვას კუთ­ვნი­ლი მან­ქა­ნა, მი­სი­ვე სახ­ლია ჭიშ­კარ­თან დაწ­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯემო
0

100წელი ვის რაში ჭირდება ხარჩილავა გამომივიდა უგო ჩავესი თვითონ დაწვა პიარისთვის 

pensioneri
0

მელია კუდა გრძელია, ხელი მოგირჩა, ახლა ენა უნდა ამოგგლიჯონ რომ დადუმდე ნაძირალა

ავტორი:

"ქართული ოცნება" ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას" - მელია

"ქართული ოცნება" ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას" - მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია წალენჯიხაში მერის, გია ხარჩილავას მხარდასაჭერად ჩავიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერის ავტომანქანის დაწვის ფაქტი არის "ქართული ოცნების" მორიგი დანაშაულებრივი ნაბიჯი.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მას ამ საქმის გამოძიების მოლოდინი არა აქვს.

"ის, რაც მოხდა წალენჯიხაში გუშინ, ეს არ იყო გია ხარჩილავას, არჩეული წალენჯიხის მერის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაწვის ფაქტი, ეს იყო "ქართული ოცნების" მხრიდან მორიგი დანაშაულებრივი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება თითოეულ წალენჯიხელს. დღეს გია ხარჩილავა ემსახურება ყველა წალენჯიხელს, განსხვავებით პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებებისა, არჩეული მერი და მისი გუნდი წესით და რიგით ასე უნდა იქცეოდეს. ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია, არ უნდა აინტერესებდეს არც მერს და არც მერის მოადგილეს და არცერთ საჯარო მოხელეს. სამწუხაროდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს დამოკიდებულება არის და გვხვდება მხოლოდ წალენჯიხაში. რატომ წალენჯიხაში? იმიტომ, რომ ოპოზიცია უმრავლესობაში არის მხოლოდ წალენჯიხაში.

იმის მაგივრად, რომ მთელი ცენტრალური ხელისუფლება დარაზმული იყოს, ეხმარებოდეს უნიკალურ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, უწვავენ მანქანას საცხოვრებელ სახლთან და ამით ღიად დეკლარირებენ, რომ მათ არაფერი არ დარჩენიათ საკუთარ პოლიტიკურ რეპერტუარში გარდა დანაშაულების ჩადენისა. რა თქმა უნდა, ეს დანაშაული არ გაიხსნება. ნუ გექნებათ ამის ილუზია, იმიტომ, რომ როდესაც დანაშაულს ჩავდივარ მე და ვიძიებ მე, ამ დანაშაულს მე არ გამოვიძიებ, იგივე მდგომარეობაა "ქართულ ოცნებაში". საბოლოო ჯამში "ქართული ოცნება" ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს და არა გია ხარჩილავას ავტოსატრანსპორტო საშუალებას. პრობლემა არის სიღრმისეული, პრობლემა არის სისტემური", - განაცხადა ნიკა მელიამ.

წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას კუთვნილი მანქანა, მისივე სახლია ჭიშკართან დაწვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.