ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ბოლო დღეებია მედიის ყურადღებას სხვადასხვა საბრძოლო იარაღის, რაკეტების გამოცდით იქცევს, მაგრამ გარდა ამისა, რეზონანსული გახდა მისი ჩაცმის სტილიც.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ მათი ლიდერის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კიმმა იმიჯი შეიცვალა.
როგორც ჩანს, დიქტატორს მობეზრდა მუქი სამოსი, ან იქნებ გადაწყვიტა, რომ საზოგადოების თვალში ბრუტალური ადამიანის იმიჯს სამოსის ფერებით ებრძოლოს?! - ფაქტია, რომ დიქტატორი თეთრი ტანსაცმლითა და შლიაპით პოზირებდა კამერების წინ.
სოციალურ ქსელში ამ ყველაფერს ირონიით "კიმის ანგელოზად გარდასახვა" უწოდეს.
ფოტოები ინტერნეტსივრცეს ვირუსულად მოედო და ბევრმა ის ცნობილ ადამიანებსაც შეადარა.
"ტვიტერის" ერთ-ერთ მომხმარებელს, კიმის თეთრმა მოსაცმელმა და ქუდმა 2003 წელს გადაღებული ფილმი “Something’s Gotta Give" და მსგავსად ჩაცმული დაიან კიტონი გაახსენა.
"კიმ ჩენ ინი, სანაპიროზე მცხოვრები ბებია", - წერს ის სოციალურ ქსელში.
Kim Jong Un: Coastal Grandmother Icon. pic.twitter.com/SvCNyXVfL6
— Lee Radziwill (@RadziwillLee) October 12, 2022
კიმ ჩენ ინი, როგორც "ინსტაგრამის" ინფლუენსერი გოგონა, რომელიც არდადეგებზეა.
Kim Jong Un doing the "Instagram Vacation Girl" is precious. pic.twitter.com/fMnzPolTkj
— Tubohm (@DendriteChirp) October 9, 2022
ცნობისთვის, ბოლო ორი კვირაა ჩრდილოეთ კორეაში ტაქტიკური ბირთვული დანაყოფების წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნებს დიქტატორი ხელმძღვანელობდა.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ჯოჯოხეთში მაინც სიბნელეა თან ისეთი რომ არც კიმის შლიაპა გაანათებს მაგ უბედურის...