საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე“ - სოსო გოგაშვილი მისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება და მედიას მიმართავს
"ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე“ - სოსო გოგაშვილი მისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება და მედიას მიმართავს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სოსო გო­გაშ­ვი­ლი მის­თვის ბრალ­დე­ბის დამ­ძი­მე­ბას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან ეხ­მა­უ­რე­ბა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ წე­რილ­ში სოსო გო­გაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სუს-ში "ოც­ნე­ბის“ 10-წლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის არ­ქი­ვი დევს. რო­გორც ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი აცხა­დებს, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბის საქ­მე­ზე დად­გე­ნი­ლია ის პირი, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა ატ­ვირ­თა, თუმ­ცა, ირაკ­ლი შო­თა­ძეს საქ­მე "თა­რო­ზე უდევს“, ვი­ნა­ი­დან ის ადა­მი­ა­ნი "რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თა­ნაა კავ­შირ­ში“.

"გა­ვე­ცა­ნი ბინ­ძუ­რი "ქო­ცე­ბის“ მიერ შე­კე­რილ საქ­მის მა­სა­ლებს, იმას, რაც 16 ივ­ლისს ჩემს სახ­ლში ია­რაღ­თან ერ­თად ჩა­მი­დეს. ამ­დე­ნი სი­ბინ­ძუ­რის კე­თე­ბა რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ, სად მო­აგ­რო­ვეთ ამ­დე­ნი სა­ზი­ზღრო­ბე­ბი, რა თქმა უნდა, "ნა­ცე­ბის“ დრო­ინ­დე­ლი. "ოც­ნე­ბის“ დროს გა­კე­თე­ბუ­ლი რომ შე­მო­ე­ტა­ნათ, ეს ხომ აღი­ა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, რომ იწერთ ყვე­ლას: მთავ­რო­ბას, პარ­ლა­მენტს, ოპო­ზი­ცი­ას, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, ენ­ჯე­ო­ებს, დიპ­ლო­მა­ტებს, თქვე­ნი გუნ­დის წევ­რებს, მათ ცო­ლებს, საყ­ვარ­ლებს. დიახ, ვა­დას­ტუ­რებ, რომ მსგავ­სი ბინ­ძუ­რი ათწ­ლი­ა­ნი არ­ქი­ვი "ოც­ნე­ბის“ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი­სა დევს სუს-ში. დამ­კვე­თი­დან შემ­სრუ­ლებ­ლამ­დე ყვე­ლა უსას­ტი­კე­სად და­ის­ჯე­ბით კა­ნო­ნით, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აღარ იქ­ნე­ბით. ჩემს სახ­ლში შე­მო­ტა­ნი­ლი ეს ნა­გა­ვი ზუს­ტად ასა­ხავს თქვენს რე­ა­ლურ ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას, წარ­მო­ა­ჩენს თქვენს ბინ­ძურ ამო­რა­ლურ სა­ხეს. კი­დევ ერთხელ დავ­რწმუნ­დი ჩემს მიერ თქვე­ნი მხი­ლე­ბი­სათ­ვის გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯის სის­წო­რე­ში. თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ყო­ვე­ლი დღე ქვე­ყა­ნას მი­ა­ქა­ნებს დაშ­ლის­კენ, გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ და სის­ხლის ღვრის­კენ.

რაც შე­ე­ხე­ბა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კად­რე­ბის საქ­მეს, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი, ეს საქ­მე გახ­სნი­ლია, გა­მო­ძი­ე­ბუ­ლია, დად­გე­ნი­ლია ად­გი­ლიც, სა­ი­და­ნაც აიტ­ვირ­თა, პი­როვ­ნე­ბა, ვინც ატ­ვირ­თა, მაგ­რამ საქ­მე შო­თა­ძეს უდევს თა­რო­ზე. დამ­ნა­შა­ვე თა­ვი­სუ­ფა­ლია, ამ საქ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია წლე­ბის წინ გა­მო­ი­ჟო­ნა, მაგ­რამ არც მა­შინ არ და­ი­ჭი­რეს და არც ახლა არ იჭე­რენ, იმი­ტომ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი პირ­და­პირ კავ­შირ­შია რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან. ამ საქ­მეს მი­აქ­ცი­ოს მე­დი­ამ ყუ­რა­დღე­ბა, მო­ი­კი­თხეთ რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე, ნუ აყ­ვე­ბით "ოც­ნე­ბის“ ფეიკ კამ­პა­ნი­ას და ნუ დამ­სვამთ ვირ­ტუ­ა­ლურ საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე“, - წერს გო­გაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს, სოსო გო­გაშ­ვილს ბრა­ლი და­უმ­ძი­მა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გაშ­ვილს ახა­ლი ბრალ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გან­ზრახ გახ­მა­უ­რე­ბის და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფის ფაქ­ტებ­ზე წა­რედ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

აი, რას შეიძლება დაემსგავსოს სამშობლოს მოღალატე და გაუმაძღარი ადამიანი!

 

ია
0

უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ყოფილა და თვითონ გახდა საფრთხე ქვეყნისთვის. რამდენ გაჭირვებულს დააკმაყოფილებდამ მისგან მოპარული ფულით სახელმწიფო. ასეთ ქურდებს აქვთ სახალხო დამცველის იმედი.

ავტორი:

"ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე“ - სოსო გოგაშვილი მისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება და მედიას მიმართავს

"ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე“ - სოსო გოგაშვილი მისთვის ბრალის დამძიმებას ეხმაურება და მედიას მიმართავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი მისთვის ბრალდების დამძიმებას პენიტენციური დაწესებულებიდან ეხმაურება.

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ წერილში სოსო გოგაშვილი აღნიშნავს, რომ სუს-ში "ოცნების“ 10-წლიანი დანაშაულებრივი ქმედებების არქივი დევს. როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დადგენილია ის პირი, ვინც აღნიშნული მასალა ატვირთა, თუმცა, ირაკლი შოთაძეს საქმე "თაროზე უდევს“, ვინაიდან ის ადამიანი "რუსეთის სპეცსამსახურებთანაა კავშირში“.

"გავეცანი ბინძური "ქოცების“ მიერ შეკერილ საქმის მასალებს, იმას, რაც 16 ივლისს ჩემს სახლში იარაღთან ერთად ჩამიდეს. ამდენი სიბინძურის კეთება როგორ შეგიძლიათ, სად მოაგროვეთ ამდენი საზიზღრობები, რა თქმა უნდა, "ნაცების“ დროინდელი. "ოცნების“ დროს გაკეთებული რომ შემოეტანათ, ეს ხომ აღიარება იქნებოდა, რომ იწერთ ყველას: მთავრობას, პარლამენტს, ოპოზიციას, სასულიერო პირებს, ენჯეოებს, დიპლომატებს, თქვენი გუნდის წევრებს, მათ ცოლებს, საყვარლებს. დიახ, ვადასტურებ, რომ მსგავსი ბინძური ათწლიანი არქივი "ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებებისა დევს სუს-ში. დამკვეთიდან შემსრულებლამდე ყველა უსასტიკესად დაისჯებით კანონით, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ჩემს სახლში შემოტანილი ეს ნაგავი ზუსტად ასახავს თქვენს რეალურ შინაგან მდგომარეობას, წარმოაჩენს თქვენს ბინძურ ამორალურ სახეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემს მიერ თქვენი მხილებისათვის გადადგმული ნაბიჯის სისწორეში. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ქვეყანას მიაქანებს დაშლისკენ, განადგურებისკენ და სისხლის ღვრისკენ.

რაც შეეხება გახმაურებული პირადი ცხოვრების კადრების საქმეს, სადაც პოლიტიკოსები არიან დაბარებულები, ეს საქმე გახსნილია, გამოძიებულია, დადგენილია ადგილიც, საიდანაც აიტვირთა, პიროვნება, ვინც ატვირთა, მაგრამ საქმე შოთაძეს უდევს თაროზე. დამნაშავე თავისუფალია, ამ საქმის შესახებ ინფორმაცია წლების წინ გამოიჟონა, მაგრამ არც მაშინ არ დაიჭირეს და არც ახლა არ იჭერენ, იმიტომ, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ საქმეს მიაქციოს მედიამ ყურადღება, მოიკითხეთ რეალური დამნაშავე, ნუ აყვებით "ოცნების“ ფეიკ კამპანიას და ნუ დამსვამთ ვირტუალურ საბრალდებო სკამზე“, - წერს გოგაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა.