სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მანქანის დაწვა არის აქტი გზავნილით - წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა" - გია ხარჩილავა
"ჩემი მანქანის დაწვა არის აქტი გზავნილით - წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა" - გია ხარჩილავა

წა­ლენ­ჯი­ხის მერი გია ხარ­ჩი­ლა­ვა აცხა­დებს, რომ მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი გან­გებ დაწ­ვეს. მი­სი­ვე თქმით, იმის გამო, რომ წა­ლენ­ჯი­ხა ერ­თა­დერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია, რო­მე­ლიც რე­ფორ­მებს ახორ­ცი­ე­ლებს და ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებს შიფ­რავს, სის­ტე­მი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­და და ამან ვი­ღა­ცა ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

ხარ­ჩი­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მან­ქა­ნა 100%-ით გა­მარ­თუ­ლი იყო და ამი­ტომ ის თვი­თა­ა­ლე­ბას გა­მო­რი­ცხავს.

"03:30-ზე შვილ­მა რა­ღა­ცის გას­კდო­მის ხმა გა­ი­გო. მა­შინ­ვე 112-ში დავ­რე­კეთ. მან­ქა­ნას უკვე ცე­ცხლი ეკი­და. აქ სუ­რა­თი იკი­თხე­ბა. ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვით მოხ­და ეს აქტი. ეს არის რა­ღაც აქტი, რო­მე­ლიც გზავ­ნილ­საც შე­ი­ცავს. მან­ქა­ნა იყო 100%-ით გა­მარ­თუ­ლი, ამი­ტომ თვი­თა­ა­ლე­ბას გა­მოვ­რი­ცხავ.

ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ წა­ლენ­ჯი­ხა­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი, ერ­თა­დერ­თი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, რო­მე­ლიც რე­ფორ­მებს ახორ­ცი­ე­ლებს, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებს შიფ­რავს, ამ­ხელს და წა­ლენ­ჯი­ხა მუჭ­ში მოქ­ცე­უ­ლი არ გახ­და, სის­ტე­მი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­და და ამან ვი­ღა­ცა ძა­ლი­ან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა.

დას­კვნებს ნაჩ­ქა­რე­ბად არ ვა­კე­თებ, მაგ­რამ ესაა სუ­რა­თი, რა­საც ხე­დავთ. ჩვენ ვცხოვ­რობთ რუ­სეთ­ში, პირ­და­პირ მოს­კო­ვის სის­ტე­მი­ზი­რე­ბუ­ლი იმ­პე­რი­ის გუ­ბერ­ნია ვართ. ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი მე­თო­დე­ბი ალ­ბათ, აქაც ჩა­ნერ­გი­ლია. ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ უფრო აზარ­ტუ­ლი ვიქ­ნე­ბი რე­ფორ­მებ­ში, ყვე­ლა­ფერ­ში, რის­თვი­საც ხალ­ხმა ამირ­ჩია", - გა­ნა­ცხა­და გია ხარ­ჩი­ლა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, გია ხარ­ჩი­ლა­ვას მან­ქა­ნის დაწ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
5

მანქანა დაზღვეული იყო ?

ეჭვი მაქვს ,რომ თვითონ დაწვავდნენ და ახლა ამბავი ატეხეს.მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

ანდრი
0

წალენჯიხა ვერ ააყვავა ვერავის ჯინაზე, არიქა უკვალოდ არ გავქრეო და მსხვერპლად მოგვე ლინა :))) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩემი მანქანის დაწვა არის აქტი გზავნილით - წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა" - გია ხარჩილავა

"ჩემი მანქანის დაწვა არის აქტი გზავნილით - წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა" - გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა აცხადებს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილი განგებ დაწვეს. მისივე თქმით, იმის გამო, რომ წალენჯიხა ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტია, რომელიც რეფორმებს ახორციელებს და ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა.

ხარჩილავას განცხადებით, მანქანა 100%-ით გამართული იყო და ამიტომ ის თვითაალებას გამორიცხავს.

"03:30-ზე შვილმა რაღაცის გასკდომის ხმა გაიგო. მაშინვე 112-ში დავრეკეთ. მანქანას უკვე ცეცხლი ეკიდა. აქ სურათი იკითხება. ადამიანის ჩარევით მოხდა ეს აქტი. ეს არის რაღაც აქტი, რომელიც გზავნილსაც შეიცავს. მანქანა იყო 100%-ით გამართული, ამიტომ თვითაალებას გამოვრიცხავ.

ვფიქრობ იმაზე, რომ წალენჯიხაში ოპოზიციური, ერთადერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც რეფორმებს ახორციელებს, ანტიკორუფციულ სქემებს შიფრავს, ამხელს და წალენჯიხა მუჭში მოქცეული არ გახდა, სისტემიდან გამორჩეული გახდა და ამან ვიღაცა ძალიან გააღიზიანა.

დასკვნებს ნაჩქარებად არ ვაკეთებ, მაგრამ ესაა სურათი, რასაც ხედავთ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთში, პირდაპირ მოსკოვის სისტემიზირებული იმპერიის გუბერნია ვართ. ძალიან ბუნებრივია, რუსეთში არსებული კრიმინალური მეთოდები ალბათ, აქაც ჩანერგილია. ჩემთვის გასაგებია ყველაფერი, მაგრამ უფრო აზარტული ვიქნები რეფორმებში, ყველაფერში, რისთვისაც ხალხმა ამირჩია", - განაცხადა გია ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, გია ხარჩილავას მანქანის დაწვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.