ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია რუს ჯარისკაცებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ოპოზიციის პოზიციაა, რომ ბელარუსმა რუსეთის ომში მონაწილეობაზე უარი უნდა თქვას და ყველა რუსმა ჯარისკაცმა უპირობოდ უნდა დატოვოს ბელარუსი.
"ბელარუსმა ოფიციალურად უარი უნდა თქვას რუსეთის ომში მონაწილეობაზე. ყველა რუსმა ჯარისკაცმა უპირობოდ უნდა დატოვოს ბელარუსი.
ყველამ, ვინც ბელარუსის მხრიდან რუსეთის თავდასხმაში მონაწილეობს, პასუხი უნდა აგოს. დემოკრატიულმა ბელარუსმა და უკრაინამ უნდა შექმნან ალიანსი რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, - წერს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი.
ახალი გამოშტერებული
ლუკაშენკომ საქართველოს რა დაუშავა, იქნებ გვითხრათ.