პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყაზახეთში უფრო "ჩუმი" ხალხი მიდის. აქტივისტები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიქცნენ" - რა ხდება რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე?
"ყაზახეთში უფრო "ჩუმი" ხალხი მიდის. აქტივისტები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიქცნენ" - რა ხდება რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე?

სა­ქარ­თვე­ლოს შემ­დეგ, ყა­ზა­ხე­თი გახ­და რუ­სე­თი­დან ემიგ­რა­ცი­ის ახა­ლი ტალ­ღის მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვი შსს-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთ თვე­ზე ნაკ­ლებ დრო­ში ქვე­ყა­ნა­ში 200 ათა­სამ­დე რუსი შე­მო­ვი­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გა­მოც­ნო­ბა, რამ­დე­ნი მათ­გა­ნი დარ­ჩე­ბა ყა­ზა­ხეთ­ში, რამ­დე­ნი წავა შემ­დგომ და რამ­დე­ნი დაბ­რუნ­დე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ი­ტი MEDUZA რუს ემიგ­რან­ტებს ესა­უბ­რა, რომ­ლებ­მაც უკვე გა­დაკ­ვე­თეს ყა­ზა­ხე­თის სა­ზღვა­რი:

  • "ომ­სკი-ას­ტა­ნას მა­ტა­რებ­ლით ვიმ­გზავ­რე. მე­სა­ზღვრე რომ მო­ვი­და, გული ამიჩ­ქარ­და, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი სიმ­შვი­დე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. რო­დე­საც ჩემს სა­ბუთს ამოწ­მებ­დნენ, იქვე მდგომ კაცს უთხრეს, - ჩა­ა­ლა­გე შენი ნივ­თე­ბი, გეკ­რძა­ლე­ბათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის და­ტო­ვე­ბაო. რად­გან მა­მოწ­მებ­დნენ, მივ­ხვდი, რომ სი­ა­ში არ ვი­ყა­ვი. სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბაა, რო­დე­საც გი­ხა­რია, რომ სხვა არ გა­უშ­ვეს და არა - შენ".

  • "დე­დამ მი­თხრა, რომ არ უნ­დო­და შვი­ლის და­კარ­გვა და მე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი ქვეყ­ნი­დან. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვოლ­გოგ­რად­ში ძვე­ლი მან­ქა­ნა ვი­შო­ვეთ და ყა­ზა­ხე­თის სა­ზღვარ­ზე, ვიშ­ნევ­კას სა­გუ­შა­გოს მი­ვა­დე­ქით. სამი კი­ლო­მეტ­რი ფე­ხით გა­ვი­ა­რეთ... გზის პი­რას ხალ­ხმა ბა­ნა­კი მო­ა­წყო, ყვე­ლა­ფე­რი ცო­ტა­თი ჰგავ­და ჰი­პე­ბის ფეს­ტი­ვალს. კა­რა­ვი არ მქონ­და, მაგ­რამ კე­თილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ნება მომ­ცეს გავმთბა­რი­ყა­ვი, მათ შე­მი­ფა­რეს. ღა­მით ტემ­პე­რა­ტუ­რა ხუთ გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ ღა­მეს ქარი და წვი­მა არ ყო­ფი­ლა".
  • "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, ქურ­თუ­კი და სვი­ტე­რი მეც­ვა. რომ არ გავ­ყი­ნუ­ლი­ყა­ვი, ბევ­რი ვი­ა­რე. ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ ბი­ჭე­ბი, რომ­ლებ­საც თან გა­ზის სა­ნა­თე­ბი ჰქონ­დათ, იქვე დამ­სვეს, სა­დაც ყავა მზად­დე­ბო­და, ამან ცოტა გა­მათ­ბო. რომ დაბ­ნელ­და, ხალ­ხი ტე­ლე­ფო­ნებს ფან­რე­ბად იყე­ნებ­და. ბევ­რი ხალ­ხი იყო და სა­ცო­ბი. რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად გაგ­ვიშ­ვეს, ვიდ­რე ყა­ზა­ხებ­მა. ამ პა­ტა­რა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ი­წყო ხალ­ხის შეგ­რო­ვე­ბა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ზახ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა მხო­ლოდ ათი ადა­მი­ა­ნი გა­უშ­ვეს... ხალ­ხი იჯდა, იწვა ბა­ლახ­ში და იც­ვამ­და ყვე­ლა­ფერს, რაც თან ჰქონ­დათ. ისი­ნი გა­სათ­ბო­ბად ცხელ წყალს სვამ­დნენ".

  • "სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის შემ­დეგ აღ­მოვ­ჩნდით სტე­პის შუ­ა­გულ­ში, სა­დაც გზა არ იყო. უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი გვხვდე­ბოდ­ნენ და ფუ­ლის გა­დახ­დას გვთა­ვა­ზობ­დნენ, რათა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტამ­დე მივ­სუ­ლი­ყა­ვით. ძი­რი­თა­დად ისი­ნი უახ­ლო­ე­სი სა­სა­ზღვრო სოფ­ლის მკვიდ­რე­ბი იყ­ვნენ. არა­ა­დეკ­ვა­ტურ ფასს ადებ­დნენ სო­ფელ­ში მიყ­ვა­ნას, თუმ­ცა ფე­ხით მის­ვლა ერთ სა­ათ­ში შე­იძ­ლე­ბო­და. იყო რე­კე­ტის შემ­თხვე­ვე­ბიც. ბი­ჭე­ბი ფე­ხით წა­ვიდ­ნენ უახ­ლო­ეს სო­ფელ ჯა­ნი­ბეკ­ში. ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და­ი­ჭი­რეს და მუ­ქა­რის ძა­ლით ფული წა­არ­თვეს. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ატი­რა­უ­ში ყვე­ლა ჰოს­ტე­ლი რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­კა­ვეს. ერთ-ერ­თის პატ­რონს შე­ვუ­თან­ხმდით, რომ მცი­რე სა­ფა­სუ­რად შხა­პის მი­სა­ღე­ბად შეგ­ვიშ­ვებ­და. იქი­დან მა­ტა­რებ­ლით ალ­მათ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, მა­შინ ბი­ლე­თე­ბის შოვ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო..."
  • "ალ­მათ­ში პირ­ვე­ლად ვცხოვ­რობ­დი ჰოს­ტელ­ში, რო­მე­ლიც სარ­დაფ­ში იყო. იქ პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნე მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბა და ვთხო­ვე ფუ­ლით დამ­ხმა­რე­ბოდ­ნენ, რათა შიმ­ში­ლით არ მოვმკვდა­რი­ყა­ვი..."

ყა­ზა­ხე­თის დიდ ქა­ლა­ქებ­ში ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა რთუ­ლია, რად­გან გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის ფონ­ზე ფა­სე­ბიც გა­ი­ზარ­და. დე­და­ქა­ლა­ქის გა­რე­უბ­ნებ­ში ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის ფასი 200-300 ათა­სი ტენ­გე­დან (და­ახ­ლო­ე­ბით 1200 ლარი) იწყე­ბა, თუმ­ცა ადრე ცენ­ტრში გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა 180 ათა­სად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. ზო­გი­ერ­თი ახლა ქი­რა­ობს ბი­ნებს ცენ­ტრში მი­ლი­ონ ტენ­გედ. ეს ზღაპ­რუ­ლი ფუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის.

რუ­სე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან, ძნე­ლია იმის მი­ღე­ბა, რომ ერთი ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რია და­ი­წყო. მათი დიდი ნა­წი­ლი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან იქ პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბათ, რო­გორც დე­ზერ­ტი­რებს.

"ყა­ზა­ხეთ­ში უფრო "ჩუმი" ხალ­ხი მი­დის. აქ­ტი­ვის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში გა­ემ­გზავრნენ", - წერს "მე­დუ­ზა".

კი­ნო­თე­ატ­რი კი­ნო­პარ­კი ურალ­სკში რუ­სებს ღა­მის­თე­ვის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. მათ კი­ნო­დარ­ბა­ზის შე­სას­ვლელ­თან სძი­ნავთ...

"ემო­ცი­უ­რად მძი­მეა. ჯერ არ ვი­ცით, რო­გორ ვი­ცხოვ­რებთ, მაგ­რამ მა­ინც მი­ხა­რია, რომ წა­მო­ვე­დი. ჩვენ არ ვუ­ჭერთ მხარს ომს და ჩემს ქა­ლაქ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ რა­ი­მეს თქმა. რუ­სეთ­ში აღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბი", - ამ­ბობს "მე­დუ­ზას­თან" რუ­სე­თის ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
status quo
8

ორი კვირა ვიყავი ლარსის სასაზღვრო პუნქტზე.იქ შემოსული ხალხის უმრავლესობა დაბალი ფენიდან იყო.უბრალო,იაფფასიანი ტანსაცმლით და ბომჟური მეტყველება-გარეგნობით.აქ კარგი არავინ შემოდის.

stop russia
10

ეს z-პატრიოტები და აქტივისტები დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნისთვის. მთავრობას ფეხზე კიდია ყველაფერი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ყაზახეთში უფრო "ჩუმი" ხალხი მიდის. აქტივისტები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიქცნენ" - რა ხდება რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე?

"ყაზახეთში უფრო "ჩუმი" ხალხი მიდის. აქტივისტები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაიქცნენ" - რა ხდება რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე?

საქართველოს შემდეგ, ყაზახეთი გახდა რუსეთიდან ემიგრაციის ახალი ტალღის მთავარი მიმართულება, რომელიც ვლადიმერ პუტინის გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი შსს-ს მონაცემებით, ერთ თვეზე ნაკლებ დროში ქვეყანაში 200 ათასამდე რუსი შემოვიდა. შეუძლებელია იმის გამოცნობა, რამდენი მათგანი დარჩება ყაზახეთში, რამდენი წავა შემდგომ და რამდენი დაბრუნდება რუსეთის ფედერაციაში. უკრაინული საიტი MEDUZA რუს ემიგრანტებს ესაუბრა, რომლებმაც უკვე გადაკვეთეს ყაზახეთის საზღვარი:

  • "ომსკი-ასტანას მატარებლით ვიმგზავრე. მესაზღვრე რომ მოვიდა, გული ამიჩქარდა, მაგრამ ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა. როდესაც ჩემს საბუთს ამოწმებდნენ, იქვე მდგომ კაცს უთხრეს, - ჩაალაგე შენი ნივთები, გეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის დატოვებაო. რადგან მამოწმებდნენ, მივხვდი, რომ სიაში არ ვიყავი. საშინელი გრძნობაა, როდესაც გიხარია, რომ სხვა არ გაუშვეს და არა - შენ".

  • "დედამ მითხრა, რომ არ უნდოდა შვილის დაკარგვა და მე უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან. მეგობრებთან ერთად ვოლგოგრადში ძველი მანქანა ვიშოვეთ და ყაზახეთის საზღვარზე, ვიშნევკას საგუშაგოს მივადექით. სამი კილომეტრი ფეხით გავიარეთ... გზის პირას ხალხმა ბანაკი მოაწყო, ყველაფერი ცოტათი ჰგავდა ჰიპების ფესტივალს. კარავი არ მქონდა, მაგრამ კეთილმა ადამიანებმა ნება მომცეს გავმთბარიყავი, მათ შემიფარეს. ღამით ტემპერატურა ხუთ გრადუსამდე დაეცა. საბედნიეროდ, იმ ღამეს ქარი და წვიმა არ ყოფილა".
  • "განსაკუთრებულად მომზადებული არ ვიყავი, ქურთუკი და სვიტერი მეცვა. რომ არ გავყინულიყავი, ბევრი ვიარე. ძალიან დამეხმარნენ ბიჭები, რომლებსაც თან გაზის სანათები ჰქონდათ, იქვე დამსვეს, სადაც ყავა მზადდებოდა, ამან ცოტა გამათბო. რომ დაბნელდა, ხალხი ტელეფონებს ფანრებად იყენებდა. ბევრი ხალხი იყო და საცობი. რუსმა მესაზღვრეებმა გაცილებით სწრაფად გაგვიშვეს, ვიდრე ყაზახებმა. ამ პატარა ტერიტორიაზე დაიწყო ხალხის შეგროვება. მთელი ღამის განმავლობაში ყაზახმა მესაზღვრეებმა მხოლოდ ათი ადამიანი გაუშვეს... ხალხი იჯდა, იწვა ბალახში და იცვამდა ყველაფერს, რაც თან ჰქონდათ. ისინი გასათბობად ცხელ წყალს სვამდნენ".

  • "საზღვრის გადაკვეთის შემდეგ აღმოვჩნდით სტეპის შუაგულში, სადაც გზა არ იყო. უცნობი ადამიანები გვხვდებოდნენ და ფულის გადახდას გვთავაზობდნენ, რათა დასახლებულ პუნქტამდე მივსულიყავით. ძირითადად ისინი უახლოესი სასაზღვრო სოფლის მკვიდრები იყვნენ. არაადეკვატურ ფასს ადებდნენ სოფელში მიყვანას, თუმცა ფეხით მისვლა ერთ საათში შეიძლებოდა. იყო რეკეტის შემთხვევებიც. ბიჭები ფეხით წავიდნენ უახლოეს სოფელ ჯანიბეკში. ადგილობრივებმა დაიჭირეს და მუქარის ძალით ფული წაართვეს. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ატირაუში ყველა ჰოსტელი რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა დაიკავეს. ერთ-ერთის პატრონს შევუთანხმდით, რომ მცირე საფასურად შხაპის მისაღებად შეგვიშვებდა. იქიდან მატარებლით ალმათში გავემგზავრეთ, მაშინ ბილეთების შოვნა შესაძლებელი იყო..."
  • "ალმათში პირველად ვცხოვრობდი ჰოსტელში, რომელიც სარდაფში იყო. იქ პირველად გამოვიყენე მეგობრების დახმარება და ვთხოვე ფულით დამხმარებოდნენ, რათა შიმშილით არ მოვმკვდარიყავი..."

ყაზახეთის დიდ ქალაქებში ბინის დაქირავება რთულია, რადგან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ფასებიც გაიზარდა. დედაქალაქის გარეუბნებში ერთოთახიანი ბინის ფასი 200-300 ათასი ტენგედან (დაახლოებით 1200 ლარი) იწყება, თუმცა ადრე ცენტრში გარემონტებული ბინის დაქირავება 180 ათასად იყო შესაძლებელი. ზოგიერთი ახლა ქირაობს ბინებს ცენტრში მილიონ ტენგედ. ეს ზღაპრული ფულია ადგილობრივებისთვის.

რუსები დაბნეულები არიან, ძნელია იმის მიღება, რომ ერთი ცხოვრება დასრულდა და სრულიად განსხვავებული ისტორია დაიწყო. მათი დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ვეღარ დაბრუნდება, რადგან იქ პატიმრობა ემუქრებათ, როგორც დეზერტირებს.

"ყაზახეთში უფრო "ჩუმი" ხალხი მიდის. აქტივისტები საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრნენ", - წერს "მედუზა".

კინოთეატრი კინოპარკი ურალსკში რუსებს ღამისთევის უფლებას აძლევს. მათ კინოდარბაზის შესასვლელთან სძინავთ...

"ემოციურად მძიმეა. ჯერ არ ვიცით, როგორ ვიცხოვრებთ, მაგრამ მაინც მიხარია, რომ წამოვედი. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ომს და ჩემს ქალაქში შეუძლებელი იყო ამის საწინააღმდეგოდ რაიმეს თქმა. რუსეთში აღარასდროს დავბრუნდები", - ამბობს "მედუზასთან" რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე.