სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის „ნიკორა“ ახალ პროექტს იწყებს
მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის „ნიკორა“ ახალ პროექტს იწყებს

„ნი­კო­რა“ სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ნათ­ლე­ბა­სა და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა­ზე ზრუნ­ვას აგ­რძე­ლებს. კომ­პა­ნია რე­გი­ო­ნის ოთხ სკო­ლას, მათ შო­რის სამი - მთის სტა­ტუ­სის მქო­ნე სკო­ლა­სა და მოს­წავ­ლე­ებს სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცემს. პრო­ექ­ტის პირ­ველ ეტაპ­ზე, ოქ­ტომ­ბრის თვე­ში 4 სკო­ლა და­სა­ჩუქრდე­ბა პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, პირ­ვე­ლი­დან მერ­ვე კლა­სის ჩათ­ვლით ყვე­ლა მოს­წავ­ლე მი­ი­ღებს სას­კო­ლო ნივ­თებს. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია სკო­ლე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კებს სა­კი­თხავ ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­დას­ცემს სა­ჩუქ­რად, რათა რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან ჰქონ­დეთ წვდო­მა.

შერ­ჩე­უ­ლი 4 სკო­ლის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია:

  • რაჭა-ლე­ჩხუ­მი, სო­ფელ წე­სის სა­ჯა­რო სკო­ლა
  • გუ­რია, სო­ფელ ზო­ტის სა­ჯა­რო სკო­ლა
  • იმე­რე­თი, სო­ფელ ვა­ხა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა
  • მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი, სო­ფე­ლი ჟე­ბო­ტას სა­ჯა­რო სკო­ლა

„ნი­კო­რა­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, რომ სკო­ლე­ბის და­სა­ჩუქ­რე­ბას ერთჯე­რა­დი ხა­სი­ა­თი არ ექ­ნე­ბა და პრო­ექ­ტი სა­მო­მავ­ლო­დაც გაგ­რძელ­დე­ბა. ეტა­პობ­რი­ვად შე­ირ­ჩე­ვა ახა­ლი სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცემს.

გა­ნათ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და და­ფი­ნან­სე­ბა „ნი­კო­რას“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი უმ­სხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას ეხ­მა­რე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის 4-4 სტუ­დენ­ტი მე­ო­თხე წე­ლია, „ნი­კო­რას“ სა­ხე­ლო­ბის ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას იღებს. სტი­პენ­დი­ა­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა სე­მესტრუ­ლად ხდე­ბა გა­სუ­ლი სე­მესტრის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მი­ხედ­ვით. ამ­ჯე­რად კი კომ­პა­ნი­ამ პრო­ექ­ტის მას­შტა­ბი გა­ა­ფარ­თო­ვა და სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა და­ი­წყო.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის „ნიკორა“ ახალ პროექტს იწყებს

მაღალმთიანი სოფლების სკოლებისთვის „ნიკორა“ ახალ პროექტს იწყებს

„ნიკორა“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განათლებასა და ახალგაზრდა თაობაზე ზრუნვას აგრძელებს. კომპანია რეგიონის ოთხ სკოლას, მათ შორის სამი - მთის სტატუსის მქონე სკოლასა და მოსწავლეებს საჩუქრებს გადასცემს. პროექტის პირველ ეტაპზე, ოქტომბრის თვეში 4 სკოლა დასაჩუქრდება პერსონალური კომპიუტერებით, პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს სასკოლო ნივთებს. გარდა ამისა, კომპანია სკოლების ბიბლიოთეკებს საკითხავ ლიტერატურას გადასცემს საჩუქრად, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ლიტერატურასთან ჰქონდეთ წვდომა.

შერჩეული 4 სკოლის ჩამონათვალი ასეთია:

  • რაჭა-ლეჩხუმი, სოფელ წესის საჯარო სკოლა
  • გურია, სოფელ ზოტის საჯარო სკოლა
  • იმერეთი, სოფელ ვახანის საჯარო სკოლა
  • მცხეთა-მთიანეთი, სოფელი ჟებოტას საჯარო სკოლა

„ნიკორაში“ განმარტავენ, რომ სკოლების დასაჩუქრებას ერთჯერადი ხასიათი არ ექნება და პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება. ეტაპობრივად შეირჩევა ახალი სკოლები, რომლებსაც კომპანია საჩუქრებს გადასცემს.

განათლების დახმარება და დაფინანსება „ნიკორას“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კვების პროდუქტების მწარმოებელი უმსხვილესი ქართული კომპანია ახალგაზრდა თაობას ეხმარება. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების 4-4 სტუდენტი მეოთხე წელია, „ნიკორას“ სახელობის ყოველთვიურ სტიპენდიას იღებს. სტიპენდიატების გამოვლენა სემესტრულად ხდება გასული სემესტრის აკადემიური მოსწრების მიხედვით. ამჯერად კი კომპანიამ პროექტის მასშტაბი გააფართოვა და სკოლების დახმარება დაიწყო.

NS