უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში, კიდევ ერთი ქართველი მებძოლი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის დღეს, გამთენიისას რუსების მიერ უკრაინაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს ემხვერპლა.
"კიდევ ერთი გმირი ქართველი მებრძოლი დავკარგეთ უკრაინაში. ადამიანი, რომელიც 2014 წლიდან ფრონტის ხაზზე იბრძოდა რუსეთის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ და სიცოცხლე შესწირა უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებას. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს და უკრაინას!" - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე "ფეისბუქში".
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამ დრომდე 20 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
უკრაინაში გააფთრებით მეომარი,თანამედროვე ალექსანდრე მაკედონელი, ანუ მამულაშვილი რომელ სოროში იმალება ამდენი ქართველი მეომრის დაღუპვების დროს?
თუ რამე ფუჭდება, მიშას ბრალია და თუ რამე კეთდება, მთავრობის. არ დაიღალეთ ასეთი ლოგიკით.