სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული" - თბილისში, მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი, განსხვავებული ბაღი და საზამთროები "ჰამაკებში" (ფოტოები)
"გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული" - თბილისში, მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი, განსხვავებული ბაღი და საზამთროები "ჰამაკებში" (ფოტოები)

ამ ოჯა­ხის ახ­ლოს გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ან­და­ზე­ბი მახ­სენ­დე­ბა - "სო­ფე­ლი ღო­ნი­ე­რია, თუ კაცი გო­ნი­ე­რია“ და "ხერ­ხი სჯო­ბია ღო­ნე­სა, თუ კაცი მო­ი­გო­ნებ­სა." დიახ, ამ ამ გო­ნი­ერ­მა ხალ­ხმა თბი­ლის­ში, სულ რა­ღაც 90 კვად­რატ ფარ­თობ­ზე, სა­ო­ცა­რი ბაღი გა­ა­შე­ნა, სა­დაც იმ­დე­ნი მო­სა­ვა­ლი მოჰ­ყავთ, რამ­დე­ნის მოყ­ვა­ნაც 900 კვად­რატ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

პი­რა­დად მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვე­ნახ­ზე გაშ­ვე­ბუ­ლი ნეს­ვი და სა­ზამ­თრო არ მი­ნა­ხავს. პირ­ვე­ლად მათ­თან ვნა­ხე. კორ­პუ­სის ბი­ნი­დან კერ­ძო სახ­ლში გად­მო­სულ­მა ახალ­გაზ­რდა ოჯახ­მა ამ მცი­რე ფარ­თობ­ზე მარ­თლა სა­ო­ცარ შე­დეგს მი­აღ­წია. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, თეა სა­მა­დაშ­ვი­ლი-ედი­შე­რაშ­ვი­ლი, "პა­ლიტ­რა­მე­დია ჰოლ­დინ­გის" თა­ნამ­შრო­მე­ლია, ის ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას“ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რია.

კუ­ლი­ნა­რი­ა­ში შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა და დღეს უკვე გა­მოც­დი­ლი კუ­ლი­ნა­რი და კონ­დი­ტე­რია. ის ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია:

- კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ­დით, პა­ტარ ბინა იყო, ვე­ღარ ვე­ტე­ო­დით და სა­კუ­თარ სახ­ლში გად­მო­ვე­დით. სა­კუ­თა­რი ეზოს ფასი არა­ფე­რია. თა­ვი­დან ყვა­ვი­ლე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, რად­გან ყვა­ვი­ლე­ბი სულ მიყ­ვარ­და. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა. თუმ­ცა რომ ვთქვა, ბაღი და მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა მი­ზი­დავ­და-მეთ­ქი, ასე არ ყო­ფი­ლა. ეს ბე­სოს, ჩემს მე­უღ­ლეს უყ­ვარს და ამ საქ­მეს ზო­გა­დად ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მიჰ­ყვე­ბა.

კა­ხეთ­ში თა­ვი­სი მე­ურ­ნე­ო­ბა აქვს... მოკ­ლედ, კარ­გა ხანი დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მეყ­ვა­რე­ბი­ნა. აქ გად­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ახა­ლი ხე­ხი­ლი ჩავ­ყა­რეთ. სა­ერ­თოდ, დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ ბავ­შვე­ბის კვე­ბას. ვცდი­ლობ, პრო­დუქ­ტი ბა­ზარ­ში გლე­ხე­ბის­გან შე­ვი­ძი­ნო. ბე­სომ მო­ი­ფიქ­რა, - მოდი, აქვე დავ­თე­სოთ ბოსტნე­უ­ლიო, მაგ­რამ ნი­ა­და­გი არ ვარ­გო­და. ამი­ტომ მთლი­ა­ნად შევ­ცვა­ლეთ, ამაღ­ლე­ბუ­ლი კვლე­ბი გა­ა­კე­თა მულ­ჩი­რე­ბით. მიწა საკ­მა­ოდ ამო­ი­თხა­რა, სა­დაც ტყის მიწა ჩა­ი­ყა­რა, მაგ­რამ ბაღი მა­ინც პა­ტა­რა გა­მო­ვი­და.

მოდი, გა­ხე­ივ­ნე­ბაც გა­ვა­კე­თოთ და ფარ­თობს მო­ვი­გებ­თო. ბევ­რი რამ, რო­მელ­მა კულ­ტუ­რა­მაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცა, ხე­ი­ვან­ზე გა­ვუშ­ვით, მათ შო­რის, ნეს­ვი, სა­ზამ­თრო... კიტ­რი კი, ღო­ბე­ზე. რაც ბავ­შვებს სჭირ­დე­ბათ და ბაღ­ში შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს, ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს. ზამ­თარ­შიც გარ­კვე­უ­ლი მწვა­ნი­ლი გვაქვს და შე­სა­ძე­ნად გას­ვლა არ გვი­წევს.

ისე, ეზო­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში მე­ტად გა­ვაქ­ტი­ურ­დით. ამ ყვე­ლა­ფერს უფრო მი­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა.

- კვლებ­ში რა პრინ­ცი­პით გაქვთ ბოსტნე­უ­ლი და­თე­სი­ლი?

- შე­რე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი გვაქვს, მა­გა­ლი­თად, სტა­ფი­ლოს­თან უნდა იყოს ოხ­რა­ხუ­ში. თურ­მე ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბი­ან სა­რე­ვე­ლებ­თან, მავ­ნებ­ლებ­თან, მწე­რებ­თან ბრძო­ლა­ში. მოკ­ლედ, ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­ნიტ­რე­ბი არი­ან. არ ვწამ­ლავთ ქი­მი­უ­რად, მათ ზრდა­ში არა­ნა­ი­რად არ ვე­რე­ვით. გვირ­ჩევ­ნია, ნაკ­ლე­ბი მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღოთ, ვიდ­რე ბევ­რი და შე­წამ­ლუ­ლი. კარ­ტო­ფი­ლიც კი მო­ვიყ­ვა­ნეთ.

- ასეთ მცი­რე ფარ­თობ­ზე?

- კარ­ტო­ფი­ლი ნამ­ჯა­ზე მო­ვიყ­ვა­ნეთ, ნამ­ჯა სი­ნეს­ტეს უნარ­ჩუ­ნებს. ხში­რი მორ­წყვა არ სჭირ­დე­ბო­და, არც გა­მარ­გვლა და გა­თოხ­ნა უნდა. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი ერთ კვალ­ზე გა­ვა­კე­თეთ და ძა­ლი­ან მოგ­ვე­წო­ნა, მშვე­ნი­ე­რი კარ­ტო­ფი­ლი მო­ვი­და. მას მერე პა­ტა­რა კვალს სულ ვთე­სავთ, რომ ახა­ლი კარ­ტო­ფი­ლის სე­ზონ­ზე ეს პრო­დუქ­ტი გვქონ­დეს. წლის მა­რა­გის­თვის კი კარ­ტო­ფი­ლი ბე­სოს კა­ხეთ­ში მოჰ­ყავს.

- მორ­წყვი­სა და სა­რე­ვე­ლას გა­მარ­გვლის სა­კი­თხი რო­გორ გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი?

- ჩვენს ბოს­ტანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა არ სჭირ­დე­ბა. ზუს­ტად ამი­ტომ გა­ვა­კე­თეთ მულ­ჩი­რე­ბა და წვე­თო­ვა­ნი სის­ტე­მა, რომ მუდ­მი­ვად და ხე­ლით არ მოგ­ვერ­წყა. წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია, ვი­საც აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­დან­ვე რომ ჩა­ყა­როს ეს მი­ლე­ბი, სა­დაც წყა­ლი გა­დის და წვეთ-წვე­თად, ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნად ირ­წყვე­ბა, კარგ საქ­მეს გა­ა­კე­თებს. უბ­რა­ლოდ, ონ­კა­ნი უნდა გახ­სნა და მთე­ლი ბაღი თა­ვი­სით ირ­წყვე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი წყლის და­ზოგ­ვის მიზ­ნი­თაც კარ­გია, ანუ ეკო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მარ­გვლას და გა­თოხ­ნას, მსგავსს არა­ფერს ვა­კე­თებთ. სა­რე­ვე­ლა აქა-იქ თუ ამო­დის. რო­გორც გი­თხა­რით, მულ­ჩი თა­ვი­დან­ვე, კვლე­ბის შიგ­ნით გა­კეთ­და. ორ­მო­ე­ბი ამო­ი­თხა­რა, ნი­ა­და­გი შე­იც­ვა­ლა.

ბე­სომ ჭაჭა და ნამ­ჯაც ჩა­ყა­რა იქ. უბ­რა­ლოდ ის არის, რომ გა­ზა­ფხულ­ზე ამ კვლებ­ზე ახა­ლი მი­წის და­მა­ტე­ბა სჭირ­დე­ბა.

- თქვენს ჰა­ერ­ში და­კი­დე­ბულ სა­ზამ­თრო­ებ­სა და ნეს­ვებ­ზე რას გვე­ტყვით?

- სა­ზამ­თრო და ნეს­ვი ხე­ი­ვან­ზეა გაშ­ვე­ბუ­ლი. შემ­დეგ ჰა­მა­კი­ვით კეთ­დე­ბა, სა­დაც ისი­ნი ის­მე­ვა, ჰა­მა­კე­ბი კი მყა­რად მაგრდე­ბა. იმის გამო, რომ სა­სუქს არ ვაწ­ვდით, დი­დე­ბი არ იზ­რდე­ბა, ამი­ტომ ჰა­მა­კე­ბი თა­ვი­სუფ­ლად უძ­ლებს. დიდი ზო­მი­სე­ბი არ არის, მაგ­რამ ხა­რის­ხი­ა­ნი მო­სა­ვა­ლი მო­დის. ასე­ვეა ნეს­ვიც.

- მოკ­ლედ, თუ სწო­რად მი­ვუდ­გე­ბით ამ საქ­მეს, მი­ნი­მა­ლურ ფარ­თობ­ზეც შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის­თვის სა­ჭი­რო სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტის სა­კუ­თარ ეზო­ში მოყ­ვა­ნა...

- ასეა. მთა­ვა­რია, რომ სწო­რი და­გეგ­მა­რე­ბა მოხ­და, მა­ნამ­დე სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია შეგ­როვ­და სა­ი­მი­სოდ, რა რო­გორ გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ფე­რი ხომ ცოდ­ნი­დან, გა­ნათ­ლე­ბი­დან მო­დის. დღეს იმის­თვის, რომ რა­ი­მე სფე­რო­ში ცოდ­ნა მი­ი­ღო, ამის დიდი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მერე სა­კუ­თა­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გე­ბიც გიგ­როვ­დე­ბა. ვინ იცის, რამ­დე­ნი მცე­ნა­რის თეს­ლი აქვს ჩემს მე­უღ­ლეს ნა­ყი­დი, მაგ­რამ მათ­გან რა­ღაც ამო­ვი­და და რა­ღაც არა. ესეც გა­მოც­დი­ლე­ბას გიგ­რო­ვებს. გვინ­და, რომ მი­წას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვებ­მაც შე­იყ­ვა­რონ.

- მოკ­ლედ რჩე­ვე­ბის გა­ცე­მა სხვე­ბის­თვის, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ...

- ყვე­ლას ვთხოვ ხოლ­მე, ჩვე­ნი ბა­ღის ნახ­ვის შემ­დეგ თუ რა­ი­მე გა­ინ­ტე­რე­სებთ, არ მო­გე­რი­დოთ, გვკი­თხეთ, გა­გი­წევთ კონ­სულ­ტა­ცი­ას. ჩვე­ნი ცოდ­ნა შე­იძ­ლე­ბა არ არის დიდი, მაგ­რამ იმის­თვის მზად ვართ, რაც ვი­ცით და რაც გა­მოვ­ცა­დეთ პრაქ­ტი­კა­ში, სხვებს გა­დავ­ცეთ და გა­ვუ­ზი­ა­რებთ.

- თეა, თქვენ ცოდ­ნას და გა­მოც­დი­ლე­ბას, ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტე­ბის სა­ხით კუ­ლი­ნა­რი­ა­შიც უზი­ა­რებთ. ამას ჟურ­ნალ "გემ­რი­ე­ლი­ას“ სა­შუ­ა­ლე­ბით აკე­თებთ. სა­ერ­თოდ, რო­დის და რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დით ამ დარ­გით და ეს ცოდ­ნა სად და­აგ­რო­ვეთ?

- ეს ცოდ­ნაც გა­მოც­დი­ლე­ბამ, დრომ და საქ­მის სიყ­ვა­რულ­მა მო­ი­ტა­ნა. ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და. უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ. კუ­ლი­ნა­რია ჩემ­გან შორს იყო. სკო­ლა­ში შრო­მას და კუ­ლი­ნა­რი­ას მა­მი­და­ჩე­მი გვას­წავ­ლი­და და გამ­წა­რე­ბუ­ლი მყავ­და, არც ერთი გაკ­ვე­თი­ლი არ ვი­ცო­დი. ახლა ამ­ბობს, ვინ მო­ი­ფიქ­რებ­და, ასე­თი კუ­ლი­ნა­რი თუ დად­გე­ბო­დიო?! ეს ინ­ტე­რე­სე­ბი, უკვე მა­შინ გაჩ­ნდა, როცა გავ­თხოვ­დი. ამ სფე­რო­ში ჩემი ასე აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვა­ში წვლი­ლი ჩემს მე­უღ­ლეს მი­უ­ძღვის. კარ­ტო­ფი­ლი, ან კვერ­ცხი, რო­მელ­საც ვუმ­ზა­დებ­დი, თუ და­მეწ­ვე­ბო­და, საყ­ვე­დურს კი არა, სტი­მულს მაძ­ლევ­და. ერთ ღა­მეს ტორ­ტის ბის­კვი­ტი 4-ჯერ ჩა­მი­ვარ­და. ის კი პრო­დუქ­ტებ­ზე ჩა­დი­ო­და მა­ღა­ზი­ა­ში და ამოჰ­ქონ­და.

კონ­დი­ტე­რია უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს და მიყ­ვარს. ვგიჟ­დე­ბი ცო­მის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თე­რა­პი­აა. ახლა ყვე­ლა­ფე­რი მაქვს, ტექ­ნი­კუ­რად სამ­ზა­რე­უ­ლოს ინ­ვენ­ტა­რით და ტექ­ნი­კით კარ­გად ვარ აღ­ჭურ­ვი­ლი. ასე რომ მიყ­ვარს და ასეთ გულს და ენერ­გი­ას ვდებ მას­ში, ალ­ბათ, შე­დე­გიც ამი­ტომ მაქვს. ზო­გა­დად პერ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ვარ. ჩემი სტი­ლია - ყვე­ლა­ფე­რი, ან არა­ფე­რი. ეს არც ისე კარ­გი თვი­სე­ბაა და ცოტა მა­წუ­ხებს. ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზი მიყ­ვარს, ჩემ­თვის გა­რეგ­ნო­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, კერ­ძებ­ში, დე­სერ­ტებ­შიც რაც არ უნდა გემ­რი­ე­ლი იყოს, თუ არ მო­მე­წო­ნა ვი­ზუ­ა­ლუ­რად, იმას არ მო­ვამ­ზა­დებ.

ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. თა­ვი­დან ჰობი იყო. ახლა უკვე ჩემი საქ­მეა და შე­მო­სავ­ლის წყა­როც. ეს არის საქ­მე, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ. ამ კუ­თხით აქ­ტი­უ­რო­ბა­ში, მიგ­ნე­ბა-მიგ­ნე­ბა­ში, ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში აზარ­ტშიც შე­ვე­დი. მერე კონ­დი­ტე­რი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინ­გიც გა­ვი­ა­რე იტა­ლი­ე­ლებ­თან, ფრან­გებ­თან. ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე მა­პოვ­ნი­ნა.

- აღ­მო­ჩე­ნე­ბი კონ­დი­ტე­რი­ა­ში მარ­თლაც გაქვთ და სა­ო­ცა­რია თქვე­ნი ნუგა...

- კი, შევ­ქმე­ნი შო­კოჰო­ლი­კი. ვამ­ზა­დებ არ­ტი­ზა­ნულ ტკბი­ლე­ულს - ტრი­უ­ფე­ლებს, ბომ­ბო­ნებს, ნუ­გას, სა­მო­მავ­ლოდ გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბიც მაქვს. მაქვს ეზო­ში ცალ­კე მდგო­მი სა­წარ­მოც - სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა მას ასე ეძა­ხის, სა­დაც ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მის დაც­ვა ხდე­ბა. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვმარ­თავ და მარ­ტო ვმუ­შა­ობ..

ნუ­გის რე­ცეპ­ტის დახ­ვე­წას და შე­მუ­შა­ვე­ბას 4 თვე მო­ვან­დო­მე. იმ პე­რი­ოდ­ში ნორ­მა­ლუ­რად ღა­მეც არ მძი­ნე­ბია, ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ­დი. ტექ­ნი­კუ­რა­დაა რთუ­ლად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და დროც უნდა.

- რას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ კუ­ლი­ნა­რებს?

- ადა­მი­ა­ნის ჯან­საღ, გემ­რი­ელ, სა­სარ­გებ­ლო კვე­ბას რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბას, ისე უნდა შევ­ხე­დოთ. შე­სა­ბა­მი­სად, ცოტა მეტი უნდა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რას ვჭამთ. აჯო­ბებს, ჩვე­ნით ვა­კე­თოთ კერ­ძე­ბი და გა­რეთ იშ­ვი­ა­თად ვიკ­ვე­ბოთ. ჩემ­თვის ბავ­შვე­ბი არი­ან პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და ამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­ე­ბაც ამი­ტომ და­ვი­წყე, მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი ჯან­სა­ღი ეჭა­მათ. იმას, რა­საც ჩემს შვი­ლებს არ ვაჭ­მევ, სხვებ­საც არ შევ­თა­ვა­ზებ.

- ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე რე­ცეპ­ტიც გაგ­ვან­დეთ...

- თა­თა­რა: 1 ლ. ბა­და­გი 2 ჭ. ფქვი­ლი შა­ქა­რი გე­მოვ­ნე­ბით ცივ ბა­დაგ­ში გავ­ხსნათ ფქვი­ლი კარ­გად, დავ­დგათ ქუ­რა­ზე და მუდ­მი­ვი მო­რე­ვით მი­ვიყ­ვა­ნოთ ადუ­ღე­ბამ­დე. გე­მოვ­ნე­ბით და­ვა­მა­ტოთ შა­ქა­რი. ვხარ­შოთ და­ბალ ცე­ცხლზე და­ახ­ლო­ე­ბით 30 წთ. თან გა­მუდ­მე­ბით ვუ­რი­ოთ. ცხე­ლი თა­თა­რა ჩა­ვას­ხათ ღრმა ჭურ­ჭელ­ში და გა­ვა­ცი­ოთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. მომ­ზა­დე­ბის დრო 35-40 წთ.

გოგ­რის ფუნ­თუ­შე­ბი:1 ჭ რძე, 3 სკ კა­რა­ქი, 4 ჭ ფქვი­ლი, 1 ჭ შა­ქა­რი, 1 დიდი კვერ­ცხი, 0,5 ჭ. გოგ­რის პი­უ­რე, 2 ჩკ მშრა­ლი სა­ფუ­ა­რი, მწიკ­ვი მა­რი­ლი.

მომ­ზა­დე­ბა: თბილ რძე­ში ჩა­ვაგ­დოთ კა­რა­ქი და და­ვა­ცა­დოთ გად­ნო­ბა. ერ­თმა­ნეთ­ში შე­ვუ­რი­ოთ ფქვი­ლი, შა­ქა­რი, მა­რი­ლი და სა­ფუ­ა­რი. და­ვუ­მა­ტოთ კვერ­ცხი, გოგ­რის პი­უ­რე და თბი­ლი რძე და მოვ­ზი­ლოთ ცომი. დავ­დგათ ასა­ფუ­ებ­ლად. შემ­დეგ მო­ვა­გუნ­და­ოთ ცომი, მივ­ცეთ მრგვა­ლი ფორ­მა, გარ­შე­მო შე­მო­ვახ­ვი­ოთ ბამ­ბის ძაფი ისე, რომ სეგ­მენ­ტე­ბად და­ი­ყოს და არ ჩა­იჭ­რას ბო­ლომ­დე.

და­ვა­წყოთ სა­ცხობ ფორ­მა­ზე, გა­და­ვა­ფა­როთ სუფ­თა ჩაის ტილო და კი­დევ ერთხელ ამო­ვა­ფუ­ოთ. ზე­მო­დან გა­და­ვუს­ვათ კვერ­ცხის გული. გა­მო­ვა­ცხოთ 200 გრა­დუს­ზე, სა­ნამ ოქ­როს­ფერს მი­ი­ღებს.

გა­მო­ცხო­ბის შემ­დეგ, ფრთხი­ლად მოვხსნათ ძაფი, მომ­ზა­დე­ბის დრო 1,5-2 სთ. 8 ფუნ­თუ­შა ღუ­მელ­ში

გა­მომ­ცხვა­რი კარ­ტო­ფი­ლი ბე­კო­ნით 5 კარ­ტო­ფი­ლი, 30 გრ კა­რა­ქი, 5 კ გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლი, წი­წა­კა (სურ­ვი­ლით) მა­რი­ლი, 1 კ ზეთი, 5 ფირ­ფი­ტა ბე­კო­ნი. კარ­ტო­ფი­ლი გავ­რე­ცხოთ, მო­ვას­ხათ ზეთი, მო­ვა­ყა­როთ მა­რი­ლი და გა­მო­ვა­ცხოთ ღუ­მელ­ში 30 წთ. შემ­დეგ გა­მო­ვი­ღოთ, ცოტა შე­ვაგ­რი­ლოთ და და­ნით გავ­ჭრათ ისე, რომ კარ­ტო­ფი­ლის მთლი­ა­ნო­ბა არ და­ირ­ღვეს. კოვ­ზით ამო­ვი­ღოთ გული, ჩავ­ჭყლი­ტოთ კა­რაქ­ში, და­ვუ­მა­ტოთ მა­რი­ლი და გა­ხე­ხი­ლი ყვე­ლი. კარ­გად ავ­ზი­ლოთ და ისევ გა­მომ­ცხვარ კარ­ტო­ფილ­ში ამო­ვავ­სოთ. ზე­მო­დან მო­ვა­ყა­როთ დაჭ­რი­ლი ბე­კო­ნი ან შე­მო­ვახ­ვი­ოთ და გა­მო­ვა­ცხოთ 20 წთ. 250 გრა­დუს­ზე გა­ხუ­რე­ბულ ღუ­მელ­ში. მომ­ზა­დე­ბის დრო 1 სთ. 2-3 ულუ­ფა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!!!!
0

ნეტა ვიცნობდე:))

დალი აბაშიძე
0

ეს გოგო მეგობრებში მყავს და შორიდან ვიცნობ, საოცარი ადამიანია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული" - თბილისში, მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი, განსხვავებული ბაღი და საზამთროები "ჰამაკებში" (ფოტოები)

"გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული" - თბილისში, მცირე ფართობზე გაშენებული ულამაზესი, განსხვავებული ბაღი და საზამთროები "ჰამაკებში" (ფოტოები)

ამ ოჯახის ახლოს გაცნობის შემდეგ, ქართული ანდაზები მახსენდება - "სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია“ და "ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა." დიახ, ამ ამ გონიერმა ხალხმა თბილისში, სულ რაღაც 90 კვადრატ ფართობზე, საოცარი ბაღი გააშენა, სადაც იმდენი მოსავალი მოჰყავთ, რამდენის მოყვანაც 900 კვადრატზეა შესაძლებელი.

პირადად მე საქართველოში ვენახზე გაშვებული ნესვი და საზამთრო არ მინახავს. პირველად მათთან ვნახე. კორპუსის ბინიდან კერძო სახლში გადმოსულმა ახალგაზრდა ოჯახმა ამ მცირე ფართობზე მართლა საოცარ შედეგს მიაღწია. ოჯახის დიასახლისი, თეა სამადაშვილი-ედიშერაშვილი, "პალიტრამედია ჰოლდინგის" თანამშრომელია, ის ჟურნალ "გემრიელიას“ პასუხისმგებელი რედაქტორია.

კულინარიაში შემთხვევით მოხვდა და დღეს უკვე გამოცდილი კულინარი და კონდიტერია. ის ახლა ჩვენი სტუმარია:

- კორპუსში ვცხოვრობდით, პატარ ბინა იყო, ვეღარ ვეტეოდით და საკუთარ სახლში გადმოვედით. საკუთარი ეზოს ფასი არაფერია. თავიდან ყვავილებით დავინტერესდი, რადგან ყვავილები სულ მიყვარდა. ეს სიყვარული ბავშვობიდან მომყვება. თუმცა რომ ვთქვა, ბაღი და მიწის დამუშავება მიზიდავდა-მეთქი, ასე არ ყოფილა. ეს ბესოს, ჩემს მეუღლეს უყვარს და ამ საქმეს ზოგადად ძალიან აქტიურად მიჰყვება.

კახეთში თავისი მეურნეობა აქვს... მოკლედ, კარგა ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მიწასთან ურთიერთობა შემეყვარებინა. აქ გადმოსვლისთანავე ახალი ხეხილი ჩავყარეთ. საერთოდ, დიდ ყურადღებას ვაქცევ ბავშვების კვებას. ვცდილობ, პროდუქტი ბაზარში გლეხებისგან შევიძინო. ბესომ მოიფიქრა, - მოდი, აქვე დავთესოთ ბოსტნეულიო, მაგრამ ნიადაგი არ ვარგოდა. ამიტომ მთლიანად შევცვალეთ, ამაღლებული კვლები გააკეთა მულჩირებით. მიწა საკმაოდ ამოითხარა, სადაც ტყის მიწა ჩაიყარა, მაგრამ ბაღი მაინც პატარა გამოვიდა.

მოდი, გახეივნებაც გავაკეთოთ და ფართობს მოვიგებთო. ბევრი რამ, რომელმა კულტურამაც ამის საშუალება მოგვცა, ხეივანზე გავუშვით, მათ შორის, ნესვი, საზამთრო... კიტრი კი, ღობეზე. რაც ბავშვებს სჭირდებათ და ბაღში შეიძლება გვქონდეს, ყველაფერი გვაქვს. ზამთარშიც გარკვეული მწვანილი გვაქვს და შესაძენად გასვლა არ გვიწევს.

ისე, ეზოში პანდემიის პერიოდში მეტად გავაქტიურდით. ამ ყველაფერს უფრო მივაქციეთ ყურადღება.

- კვლებში რა პრინციპით გაქვთ ბოსტნეული დათესილი?

- შერეული სახეობები გვაქვს, მაგალითად, სტაფილოსთან უნდა იყოს ოხრახუში. თურმე ისინი ერთმანეთს ეხმარებიან სარეველებთან, მავნებლებთან, მწერებთან ბრძოლაში. მოკლედ, ეს მცენარეები ერთმანეთისთვის სანიტრები არიან. არ ვწამლავთ ქიმიურად, მათ ზრდაში არანაირად არ ვერევით. გვირჩევნია, ნაკლები მოსავალი მივიღოთ, ვიდრე ბევრი და შეწამლული. კარტოფილიც კი მოვიყვანეთ.

- ასეთ მცირე ფართობზე?

- კარტოფილი ნამჯაზე მოვიყვანეთ, ნამჯა სინესტეს უნარჩუნებს. ხშირი მორწყვა არ სჭირდებოდა, არც გამარგვლა და გათოხნა უნდა. ეს ექსპერიმენტი ერთ კვალზე გავაკეთეთ და ძალიან მოგვეწონა, მშვენიერი კარტოფილი მოვიდა. მას მერე პატარა კვალს სულ ვთესავთ, რომ ახალი კარტოფილის სეზონზე ეს პროდუქტი გვქონდეს. წლის მარაგისთვის კი კარტოფილი ბესოს კახეთში მოჰყავს.

- მორწყვისა და სარეველას გამარგვლის საკითხი როგორ გაქვთ გადაწყვეტილი?

- ჩვენს ბოსტანს განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა არ სჭირდება. ზუსტად ამიტომ გავაკეთეთ მულჩირება და წვეთოვანი სისტემა, რომ მუდმივად და ხელით არ მოგვერწყა. წვეთოვანი სარწყავი სისტემა ძალიან კომფორტულია, ვისაც აქვს იმის საშუალება, თავიდანვე რომ ჩაყაროს ეს მილები, სადაც წყალი გადის და წვეთ-წვეთად, ძალიან ხარისხიანად ირწყვება, კარგ საქმეს გააკეთებს. უბრალოდ, ონკანი უნდა გახსნა და მთელი ბაღი თავისით ირწყვება.

ეს ყველაფერი წყლის დაზოგვის მიზნითაც კარგია, ანუ ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. რაც შეეხება გამარგვლას და გათოხნას, მსგავსს არაფერს ვაკეთებთ. სარეველა აქა-იქ თუ ამოდის. როგორც გითხარით, მულჩი თავიდანვე, კვლების შიგნით გაკეთდა. ორმოები ამოითხარა, ნიადაგი შეიცვალა.

ბესომ ჭაჭა და ნამჯაც ჩაყარა იქ. უბრალოდ ის არის, რომ გაზაფხულზე ამ კვლებზე ახალი მიწის დამატება სჭირდება.

- თქვენს ჰაერში დაკიდებულ საზამთროებსა და ნესვებზე რას გვეტყვით?

- საზამთრო და ნესვი ხეივანზეა გაშვებული. შემდეგ ჰამაკივით კეთდება, სადაც ისინი ისმევა, ჰამაკები კი მყარად მაგრდება. იმის გამო, რომ სასუქს არ ვაწვდით, დიდები არ იზრდება, ამიტომ ჰამაკები თავისუფლად უძლებს. დიდი ზომისები არ არის, მაგრამ ხარისხიანი მოსავალი მოდის. ასევეა ნესვიც.

- მოკლედ, თუ სწორად მივუდგებით ამ საქმეს, მინიმალურ ფართობზეც შეიძლება ოჯახისთვის საჭირო სასარგებლო პროდუქტის საკუთარ ეზოში მოყვანა...

- ასეა. მთავარია, რომ სწორი დაგეგმარება მოხდა, მანამდე სწორი ინფორმაცია შეგროვდა საიმისოდ, რა როგორ გაკეთებულიყო. ყველაფერი ხომ ცოდნიდან, განათლებიდან მოდის. დღეს იმისთვის, რომ რაიმე სფეროში ცოდნა მიიღო, ამის დიდი საშუალებაა. მერე საკუთარი ექსპერიმენტის შედეგებიც გიგროვდება. ვინ იცის, რამდენი მცენარის თესლი აქვს ჩემს მეუღლეს ნაყიდი, მაგრამ მათგან რაღაც ამოვიდა და რაღაც არა. ესეც გამოცდილებას გიგროვებს. გვინდა, რომ მიწასთან ურთიერთობა ბავშვებმაც შეიყვარონ.

- მოკლედ რჩევების გაცემა სხვებისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის თავისუფლად შეგიძლიათ...

- ყველას ვთხოვ ხოლმე, ჩვენი ბაღის ნახვის შემდეგ თუ რაიმე გაინტერესებთ, არ მოგერიდოთ, გვკითხეთ, გაგიწევთ კონსულტაციას. ჩვენი ცოდნა შეიძლება არ არის დიდი, მაგრამ იმისთვის მზად ვართ, რაც ვიცით და რაც გამოვცადეთ პრაქტიკაში, სხვებს გადავცეთ და გავუზიარებთ.

- თეა, თქვენ ცოდნას და გამოცდილებას, ადამიანებს საკუთარი რეცეპტების სახით კულინარიაშიც უზიარებთ. ამას ჟურნალ "გემრიელიას“ საშუალებით აკეთებთ. საერთოდ, როდის და როგორ დაინტერესდით ამ დარგით და ეს ცოდნა სად დააგროვეთ?

- ეს ცოდნაც გამოცდილებამ, დრომ და საქმის სიყვარულმა მოიტანა. ჟურნალისტობა მინდოდა. უცხო ენების სპეციალისტი ვარ. კულინარია ჩემგან შორს იყო. სკოლაში შრომას და კულინარიას მამიდაჩემი გვასწავლიდა და გამწარებული მყავდა, არც ერთი გაკვეთილი არ ვიცოდი. ახლა ამბობს, ვინ მოიფიქრებდა, ასეთი კულინარი თუ დადგებოდიო?! ეს ინტერესები, უკვე მაშინ გაჩნდა, როცა გავთხოვდი. ამ სფეროში ჩემი ასე აქტიურად ჩართვაში წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის. კარტოფილი, ან კვერცხი, რომელსაც ვუმზადებდი, თუ დამეწვებოდა, საყვედურს კი არა, სტიმულს მაძლევდა. ერთ ღამეს ტორტის ბისკვიტი 4-ჯერ ჩამივარდა. ის კი პროდუქტებზე ჩადიოდა მაღაზიაში და ამოჰქონდა.

კონდიტერია უფრო მაინტერესებს და მიყვარს. ვგიჟდები ცომის დამუშავებაზე, მასთან ურთიერთობა ჩემთვის ჩვეულებრივი თერაპიაა. ახლა ყველაფერი მაქვს, ტექნიკურად სამზარეულოს ინვენტარით და ტექნიკით კარგად ვარ აღჭურვილი. ასე რომ მიყვარს და ასეთ გულს და ენერგიას ვდებ მასში, ალბათ, შედეგიც ამიტომ მაქვს. ზოგადად პერფექციონისტი ვარ. ჩემი სტილია - ყველაფერი, ან არაფერი. ეს არც ისე კარგი თვისებაა და ცოტა მაწუხებს. ყველაფერი ლამაზი მიყვარს, ჩემთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, კერძებში, დესერტებშიც რაც არ უნდა გემრიელი იყოს, თუ არ მომეწონა ვიზუალურად, იმას არ მოვამზადებ.

ეს ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებს. თავიდან ჰობი იყო. ახლა უკვე ჩემი საქმეა და შემოსავლის წყაროც. ეს არის საქმე, რომელსაც სიამოვნებით ვაკეთებ. ამ კუთხით აქტიურობაში, მიგნება-მიგნებაში, ექსპერიმენტებში აზარტშიც შევედი. მერე კონდიტერიაში რამდენიმე ტრენინგიც გავიარე იტალიელებთან, ფრანგებთან. ამ ყველაფერმა კი საყვარელი საქმე მაპოვნინა.

- აღმოჩენები კონდიტერიაში მართლაც გაქვთ და საოცარია თქვენი ნუგა...

- კი, შევქმენი შოკოჰოლიკი. ვამზადებ არტიზანულ ტკბილეულს - ტრიუფელებს, ბომბონებს, ნუგას, სამომავლოდ გარკვეული გეგმებიც მაქვს. მაქვს ეზოში ცალკე მდგომი საწარმოც - სურსათის უვნებლობა მას ასე ეძახის, სადაც ყველანაირი სანიტარული ნორმის დაცვა ხდება. მოკლედ, ამ ყველაფერს მარტო ვმართავ და მარტო ვმუშაობ..

ნუგის რეცეპტის დახვეწას და შემუშავებას 4 თვე მოვანდომე. იმ პერიოდში ნორმალურად ღამეც არ მძინებია, ექსპერიმენტებს ვატარებდი. ტექნიკურადაა რთულად მოსამზადებელი და დროც უნდა.

- რას ურჩევდით დამწყებ კულინარებს?

- ადამიანის ჯანსაღ, გემრიელ, სასარგებლო კვებას როგორც ხელოვნებას, ისე უნდა შევხედოთ. შესაბამისად, ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ იმაზე, რას ვჭამთ. აჯობებს, ჩვენით ვაკეთოთ კერძები და გარეთ იშვიათად ვიკვებოთ. ჩემთვის ბავშვები არიან პრიორიტეტები და ამ ყველაფრის წარმოებაც ამიტომ დავიწყე, მინდოდა, ყველაფერი ჯანსაღი ეჭამათ. იმას, რასაც ჩემს შვილებს არ ვაჭმევ, სხვებსაც არ შევთავაზებ.

- ბოლოს რამდენიმე რეცეპტიც გაგვანდეთ...

- თათარა: 1 ლ. ბადაგი 2 ჭ. ფქვილი შაქარი გემოვნებით ცივ ბადაგში გავხსნათ ფქვილი კარგად, დავდგათ ქურაზე და მუდმივი მორევით მივიყვანოთ ადუღებამდე. გემოვნებით დავამატოთ შაქარი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30 წთ. თან გამუდმებით ვურიოთ. ცხელი თათარა ჩავასხათ ღრმა ჭურჭელში და გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე. მომზადების დრო 35-40 წთ.

გოგრის ფუნთუშები:1 ჭ რძე, 3 სკ კარაქი, 4 ჭ ფქვილი, 1 ჭ შაქარი, 1 დიდი კვერცხი, 0,5 ჭ. გოგრის პიურე, 2 ჩკ მშრალი საფუარი, მწიკვი მარილი.

მომზადება: თბილ რძეში ჩავაგდოთ კარაქი და დავაცადოთ გადნობა. ერთმანეთში შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მარილი და საფუარი. დავუმატოთ კვერცხი, გოგრის პიურე და თბილი რძე და მოვზილოთ ცომი. დავდგათ ასაფუებლად. შემდეგ მოვაგუნდაოთ ცომი, მივცეთ მრგვალი ფორმა, გარშემო შემოვახვიოთ ბამბის ძაფი ისე, რომ სეგმენტებად დაიყოს და არ ჩაიჭრას ბოლომდე.

დავაწყოთ საცხობ ფორმაზე, გადავაფაროთ სუფთა ჩაის ტილო და კიდევ ერთხელ ამოვაფუოთ. ზემოდან გადავუსვათ კვერცხის გული. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს მიიღებს.

გამოცხობის შემდეგ, ფრთხილად მოვხსნათ ძაფი, მომზადების დრო 1,5-2 სთ. 8 ფუნთუშა ღუმელში

გამომცხვარი კარტოფილი ბეკონით 5 კარტოფილი, 30 გრ კარაქი, 5 კ გახეხილი ყველი, წიწაკა (სურვილით) მარილი, 1 კ ზეთი, 5 ფირფიტა ბეკონი. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და გამოვაცხოთ ღუმელში 30 წთ. შემდეგ გამოვიღოთ, ცოტა შევაგრილოთ და დანით გავჭრათ ისე, რომ კარტოფილის მთლიანობა არ დაირღვეს. კოვზით ამოვიღოთ გული, ჩავჭყლიტოთ კარაქში, დავუმატოთ მარილი და გახეხილი ყველი. კარგად ავზილოთ და ისევ გამომცხვარ კარტოფილში ამოვავსოთ. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ბეკონი ან შემოვახვიოთ და გამოვაცხოთ 20 წთ. 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. მომზადების დრო 1 სთ. 2-3 ულუფა