პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?
"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. თა­მარ მო­ლაშ­ვილ­მა პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ლე­გენ­და­რუ­ლი მო­ჭი­და­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერ­და და იქვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თე­დი­აშ­ვი­ლი მარ­ტო, "ყვე­ლას­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლი" იყო.

ასე­ვე გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფოტო. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წერ­დნენ, რომ ფოტო, რო­მე­ლიც მო­ლაშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რე­ა­ლუ­რად ფილმ "ბრა­ი­ტო­ნი­დან" იყო ამო­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი თა­მა­შობს. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ფოტო ნამ­დვი­ლად ახა­ლია და ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნის სახ­ლშია გა­და­ღე­ბუ­ლი.

რო­გო­რია რე­ა­ლუ­რად ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა და რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სოცქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი რე­ა­ლო­ბას, ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE მო­ჭი­და­ვის შვილს, ბე­სა­რი­ონ თე­დი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

"რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, არა­ნა­ი­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ყვე­ლა რო­მის პაპ­ზე მეტი კა­თო­ლი­კე რა­ტომ გა­მო­დის? წე­რენ რა­ღა­ცე­ებს და ამ დროს, საქ­მის კურ­სში არ არი­ან. არ არის ეს კაცი მი­ტო­ვე­ბუ­ლი, თუ ვინ­მეს სი­მარ­თლე აინ­ტე­რე­სებს, შე­ის­წავ­ლოს სა­კი­თხი, მო­ვი­დეს ჩემ­თან, მი­ვი­დეს ად­გილ­ზე... ხალ­ხი სი­ტუ­ა­ცი­ას შო­რი­დან აღიქ­ვამს. ვინც მიც­ნობს, იცის, ჩვენს ოჯახ­ში რაც ხდე­ბა, ვინც არა და, წერს იმას, რაც უნდა - წე­რენ, ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი მი­ტო­ვე­ბუ­ლია, არი­ქა, ვი­ღა­ცამ უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი უნდა მი­ვიდ­ნენ, და­ე­ლა­პა­რა­კო­ნო... იქ­ნებ მეც მკი­თხონ რამე, როცა რა­ღაც სჭირ­დე­ბა, მე ვუვ­ლი მა­მა­ჩემს და ვი­ღა­ცე­ე­ბი შო­რი­დან გა­მოდ­გე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, უი, მო­უვ­ლე­ლი და უპატ­რო­ნოა ეს კა­ციო. აქ ცოტა სხვა სი­ტუ­ა­ცი­აა, არაა ყვე­ლა­ფე­რი სა­აშ­კა­რა­ო­ზე და სამ­სჯე­ლოდ გა­მო­სა­ტა­ნი.

ლე­ვანს დი­ა­ბე­ტი აქვს, უკვე მე­სა­მე წრე­ზე გა­უ­კე­თეთ ფე­ხის თი­თე­ბის ამ­პუ­ტა­ცია. მას ასე­ვე აქვს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც... ნო­და­რი (კირ­კი­ტა­ძე - პირი, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ზე ლე­ვან თე­დი­აშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი) ძა­ლი­ან კარ­გი კა­ცია, და­ვე­ლა­პა­რა­კე და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდა, ბო­დი­შიც მო­მი­ხა­და. თუ ვინ­მეს რამე აინ­ტე­რე­სებს, სა­ნამ რა­მეს და­წერს, მე მკი­თხოს, ეს ხომ ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფაა? არა­ვის ვთხოვ მი­მი­ხე­დოს მა­მა­ჩემს, მაქვს იმის თავი, თვი­თონ მივ­ხე­დო და ვუვ­ლი კი­დეც.

ახლა ვუ­ყუ­რებ და მე­ცი­ნე­ბა, იმა­ზე ატე­ხეს სკან­და­ლი - რო­გორ მის­ცეს დემ­ნა გვა­სა­ლი­ას სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაო. ამ ხალ­ხს მეტი საქ­მე არ აქვს? ადა­მი­ა­ნი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლია და მსოფ­ლიო მას­შტა­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი, ზის მთე­ლი თბი­ლი­სი და გა­ნი­ხი­ლავს, რო­გორ მის­ცეს ეს წო­დე­ბა, ისიც არ იცი­ან, რაზე ლა­პა­რა­კო­ბენ. იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ ახლა ჩვენც - ლე­ვან­ზე გა­და­ი­ტა­ნეს აქ­ცენ­ტი, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე მი­ტო­ვე­ბუ­ლია და უპატ­რო­ნოო, ვი­ღა­ცე­ე­ბი მი­დი­ან, ვი­თომ გული რომ შეს­ტკი­ვათ და ვიშ­ვი­შე­ბენ. დავ­ჯდე და თავი ვი­მარ­თლო, თუ რა გა­ვა­კე­თო? ვინც ჩა­ხე­დუ­ლია, იცის ჩვე­ნი სი­ტუ­ა­ცია, ყვე­ლას ხომ ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლებ, ვინ რას წერს ინ­ტერ­ნეტ­ში? ცალ­კე მე­გობ­რე­ბი მი­რე­კა­ვენ, თუ ნა­ხეო, აქეთ დე­და­ჩე­მი ნერ­ვი­უ­ლობს, რა ვქნა, ყვე­ლას ვდიო, თუ რა გა­ვა­კე­თო?!

მა­მა­ჩემს პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ექი­მე­ბი რე­კა­ვენ, სა­ვად­მყო­ფო­შიც არ ჩერ­დე­ბა, მას სახ­ლიც აქვს, კა­რიც, უბ­რა­ლოდ, აქ არ მო­დის, სხვას­თან ცხოვ­რობს, ჩვენ­თან არ ჩერ­დე­ბა, ძა­ლით ხომ არ და­ვა­კა­ვებ, იქ უნდა, სა­და­ცაა და მორ­ჩა. არც კლი­ნი­კა­ში ჩერ­დე­ბა, არც - სახ­ლში, წამ­ლებ­საც არ სვამს, ურ­ნა­ში ყრის და ოპე­რა­ცი­ის მერე სულ ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მა მაქვს, სად გა­მი­ჩერ­დე­ბა, სად შე­მიძ­ლია მი­ვიყ­ვა­ნო. ეს იცით, რო­გო­რი ძნე­ლია? შო­რი­დან გან­სჯა ად­ვი­ლია, ყვე­ლა მო­რა­ლის­ტობს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?

"არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, მოვიდეს ჩემთან" - რას ამბობს ლევან თედიაშვილის შვილი გავრცელებულ ინფორმაციასა და მამის მდგომარეობაზე?

სოციალურ ქსელში ლევან თედიაშვილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. თამარ მოლაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარული მოჭიდავის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე წერდა და იქვე აღნიშნავდა, რომ თედიაშვილი მარტო, "ყველასგან მიტოვებული" იყო.

ასევე განხილვის საგანი გახდა მის მიერ გამოქვეყნებული ფოტო. ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ ფოტო, რომელიც მოლაშვილმა გამოაქვეყნა, რეალურად ფილმ "ბრაიტონიდან" იყო ამოღებული, სადაც ლევან თედიაშვილი თამაშობს. როგორც გავარკვიეთ, ფოტო ნამდვილად ახალია და ცნობილი სპორტსმენის სახლშია გადაღებული.

როგორია რეალურად ლევან თედიაშვილის მდგომარეობა და რამდენად შეესაბამება სოცქსელში გავრცელებული ამბავი რეალობას, ამის გასარკვევად AMBEBI.GE მოჭიდავის შვილს, ბესარიონ თედიაშვილს დაუკავშირდა:

"რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა რომის პაპზე მეტი კათოლიკე რატომ გამოდის? წერენ რაღაცეებს და ამ დროს, საქმის კურსში არ არიან. არ არის ეს კაცი მიტოვებული, თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, შეისწავლოს საკითხი, მოვიდეს ჩემთან, მივიდეს ადგილზე... ხალხი სიტუაციას შორიდან აღიქვამს. ვინც მიცნობს, იცის, ჩვენს ოჯახში რაც ხდება, ვინც არა და, წერს იმას, რაც უნდა - წერენ, ლევან თედიაშვილი მიტოვებულია, არიქა, ვიღაცამ უნდა მიაქციოს ყურადღება, მთავრობის წევრები უნდა მივიდნენ, დაელაპარაკონო... იქნებ მეც მკითხონ რამე, როცა რაღაც სჭირდება, მე ვუვლი მამაჩემს და ვიღაცეები შორიდან გამოდგებიან და ამბობენ, უი, მოუვლელი და უპატრონოა ეს კაციო. აქ ცოტა სხვა სიტუაციაა, არაა ყველაფერი სააშკარაოზე და სამსჯელოდ გამოსატანი.

ლევანს დიაბეტი აქვს, უკვე მესამე წრეზე გაუკეთეთ ფეხის თითების ამპუტაცია. მას ასევე აქვს ნევროლოგიური პრობლემებიც... ნოდარი (კირკიტაძე - პირი, რომელიც გავრცელებულ ფოტოზე ლევან თედიაშვილთან ერთად არის გადაღებული) ძალიან კარგი კაცია, დაველაპარაკე და ყველაფერს მიხვდა, ბოდიშიც მომიხადა. თუ ვინმეს რამე აინტერესებს, სანამ რამეს დაწერს, მე მკითხოს, ეს ხომ ოჯახის შეურაცხყოფაა? არავის ვთხოვ მიმიხედოს მამაჩემს, მაქვს იმის თავი, თვითონ მივხედო და ვუვლი კიდეც.

ახლა ვუყურებ და მეცინება, იმაზე ატეხეს სკანდალი - როგორ მისცეს დემნა გვასალიას საპატიო მოქალაქეობაო. ამ ხალხს მეტი საქმე არ აქვს? ადამიანი მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი პირველია და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული, ზის მთელი თბილისი და განიხილავს, როგორ მისცეს ეს წოდება, ისიც არ იციან, რაზე ლაპარაკობენ. იმავე სიტუაციაში ვართ ახლა ჩვენც - ლევანზე გადაიტანეს აქცენტი, თბილისის საპატიო მოქალაქე მიტოვებულია და უპატრონოო, ვიღაცეები მიდიან, ვითომ გული რომ შესტკივათ და ვიშვიშებენ. დავჯდე და თავი ვიმართლო, თუ რა გავაკეთო? ვინც ჩახედულია, იცის ჩვენი სიტუაცია, ყველას ხომ ვერ გავაკონტროლებ, ვინ რას წერს ინტერნეტში? ცალკე მეგობრები მირეკავენ, თუ ნახეო, აქეთ დედაჩემი ნერვიულობს, რა ვქნა, ყველას ვდიო, თუ რა გავაკეთო?!

მამაჩემს პრობლემები აქვს, ექიმები რეკავენ, სავადმყოფოშიც არ ჩერდება, მას სახლიც აქვს, კარიც, უბრალოდ, აქ არ მოდის, სხვასთან ცხოვრობს, ჩვენთან არ ჩერდება, ძალით ხომ არ დავაკავებ, იქ უნდა, სადაცაა და მორჩა. არც კლინიკაში ჩერდება, არც - სახლში, წამლებსაც არ სვამს, ურნაში ყრის და ოპერაციის მერე სულ ერთი და იგივე პრობლემა მაქვს, სად გამიჩერდება, სად შემიძლია მივიყვანო. ეს იცით, როგორი ძნელია? შორიდან განსჯა ადვილია, ყველა მორალისტობს...