პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს... ისეთი, როგორიც არასოდეს მქონია" - რატომ დატოვა ტელევიზია გვანცა დარასელიამ?
"ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს... ისეთი, როგორიც არასოდეს მქონია" - რატომ დატოვა ტელევიზია გვანცა დარასელიამ?

15 წლის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც გვან­ცა და­რა­სე­ლია "რუს­თა­ვი 2"-ზე ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზონს აღარ შე­ურთდა. რა­ტომ შე­წყვი­ტა ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და რა გეგ­მე­ბი აქვს მო­მა­ვალ­ში, ამ თე­მა­ზე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა.

- ახლა ცხოვ­რე­ბა­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ეტა­პი მაქვს, ისე­თი, რო­გო­რიც არა­სო­დეს მქო­ნია. 15 წლი­ა­ნი შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, პა­უ­ზა ავი­ღე და სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ რე­ჟიმ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. გა­და­სა­რე­ვად და­ვის­ვე­ნე ბავ­შვებ­თან, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. პრინ­ციპ­ში, ახ­ლაც ვის­ვე­ნებ.

- ტე­ლე­ვი­ზია რა­ტომ და­ტო­ვეთ?

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და, თქვენ­მა მკი­თხველ­მაც იცო­დეს, რომ პრო­ფე­სი­ი­დან არ წავ­სულ­ვარ. უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე და ცხოვ­რე­ბა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რა­ღაც ახა­ლი მინ­დო­და. პა­უ­ზის აღე­ბა და რუ­ტი­ნის­გან, რო­მე­ლიც უკვე ძვე­ლე­ბურ სი­ა­მოვ­ნე­ბას აღარ მა­ნი­ჭებ­და, დას­ვე­ნე­ბა ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­ა­ზე უარს ვამ­ბობ ან ვი­ღა­ცა­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ბედ­ნი­ე­რი გახ­ლა­ვართ, რომ თა­მა­მი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი და ასე გა­დავ­წყვი­ტე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო კა­რი­ე­რას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებ, ოღონდ - არ ვიცი, რო­დის, სად და რა პი­რო­ბებ­ში.

- 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა დრო­საც გი­ფიქ­რი­ათ ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ტო­ვე­ბა­ზე თუ ახლა გა­და­წყვი­ტეთ?

- არა, ასე­თი ფიქ­რე­ბი არა­სო­დეს მქო­ნია. ეს ეტა­პი ახლა და მგო­ნია, რომ სწორ დროს მაქვს. რად­გან არც ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვარ და არც ძა­ლი­ან დიდი. გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის.

- კო­ლე­გე­ბი თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­გორ შეხ­ვდნენ?

- კო­ლე­გებს, ვის­თა­ნაც დღემ­დე ახლო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ, მაგ­რამ მე­გობ­რო­ბა არ მთავ­რდე­ბა. სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ სამ­სა­ხუ­რი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მა­ინც გა­მიჯ­ნუ­ლი იქ­ნე­ბა. რად­გან იმის გამო, რომ ჩემი სამ­სა­ხუ­რი ოჯა­ხი­ვით იყო, რა­ღა­ცე­ბი მი­ჭირ­და, მა­გა­ლი­თად - კრი­ტი­კა. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა.

მე­უღ­ლეს რომ ვუ­თხა­რი, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მოს­ვლას ვა­პი­რებ-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა, რა თქმა უნდა, შენი გა­და­სა­წყვე­ტი­აო. სხვა­თა შო­რის, ამას წი­ნათ თიკა ფა­ცა­ცი­ას შევ­ხვდით. თი­კამ ჩემ მე­უღ­ლეს უთხრა, აი, გვან­ცა მთე­ლი დღე ჩემ­თან იყო ხოლ­მე, ახლა კი - ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბაო. ვა­ხომ უპა­სუ­ხა, - სა­მა­გი­ე­როდ ახლა ჩემ­თან ერ­თა­და­აო.

- გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში თქვენ­თვის უსი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა და იქა­უ­რო­ბა ამი­ტომ და­ტო­ვეთ...

- ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან წა­მოს­ვლა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. რა თქმა უნდა, ამას მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და. ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებ. უბ­რა­ლოდ, გარ­კვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, რო­მე­ლიც ყველ­გან ხდე­ბა და რო­მე­ლიც ვი­ღა­ცის­თვის - მი­სა­ღე­ბია, ვი­ღა­ცის­თვის - არა, მაგ­რამ კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან მომ­სვლია. არა­ვის­ზე გავ­ნა­წყე­ნე­ბულ­ვარ. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ზე ვგიჟ­დე­ბი - ეს ჩემი მშობ­ლი­უ­რი არ­ხია და არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ოდეს­მე სწო­რედ მანდ დავ­ბრუნ­დე. ამ არ­ხის მი­მართ მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლი მა­მოძ­რა­ვებს. ამ ტე­ლე­არ­ხმა გამ­ზარ­და პი­როვ­ნუ­ლა­დაც და პრო­ფე­სი­უ­ლა­დაც, რა თქმა უნდა...

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Cisans
9

 განსხვავებით ბევრისგან ჭკუით და გონიერებით გამოირჩეოდა.სილამახით ძალიან ლამაზი გოგოა

 

 

ქეთევანი
5

ვფიქრობ, გვანცას ტელევიზიიდან წასვლა ქსოვრელებთან ერთად სიმღერის წარუმატებლობამ გამოიწვია, მაგრამ არაფერია, გვანცა ისევ დაგვიბრუნდება!💖

ავტორი:

"ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს... ისეთი, როგორიც არასოდეს მქონია" - რატომ დატოვა ტელევიზია გვანცა დარასელიამ?

"ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს... ისეთი, როგორიც არასოდეს მქონია" - რატომ დატოვა ტელევიზია გვანცა დარასელიამ?

15 წლის შემდეგ, პირველი შემთხვევაა, როდესაც გვანცა დარასელია "რუსთავი 2"-ზე ახალ სატელევიზიო სეზონს აღარ შეურთდა. რატომ შეწყვიტა ტელევიზიასთან თანამშრომლობა და რა გეგმები აქვს მომავალში, ამ თემაზე ტელეწამყვანი ჟურნალ "გზას" ესაუბრა.

- ახლა ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ეტაპი მაქვს, ისეთი, როგორიც არასოდეს მქონია. 15 წლიანი შეუჩერებელი მუშაობის შემდეგ, პაუზა ავიღე და სრულიად განსხვავებულ რეჟიმში ვიმყოფები. გადასარევად დავისვენე ბავშვებთან, მეუღლესთან ერთად. პრინციპში, ახლაც ვისვენებ.

- ტელევიზია რატომ დატოვეთ?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა, თქვენმა მკითხველმაც იცოდეს, რომ პროფესიიდან არ წავსულვარ. უბრალოდ ძალიან გადავიღალე და ცხოვრებაში ცვლილებები, რაღაც ახალი მინდოდა. პაუზის აღება და რუტინისგან, რომელიც უკვე ძველებურ სიამოვნებას აღარ მანიჭებდა, დასვენება ამიტომ გადავწყვიტე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროფესიაზე უარს ვამბობ ან ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ბედნიერი გახლავართ, რომ თამამი ნაბიჯი გადავდგი და ასე გადავწყვიტე. დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო კარიერას აუცილებლად გავაგრძელებ, ოღონდ - არ ვიცი, როდის, სად და რა პირობებში.

- 15 წლის განმავლობაში სხვა დროსაც გიფიქრიათ ტელევიზიის დატოვებაზე თუ ახლა გადაწყვიტეთ?

- არა, ასეთი ფიქრები არასოდეს მქონია. ეს ეტაპი ახლა და მგონია, რომ სწორ დროს მაქვს. რადგან არც ძალიან პატარა ვარ და არც ძალიან დიდი. გამოცდილება მაქვს, მაგრამ ყველაფერი წინ არის.

- კოლეგები თქვენს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდნენ?

- კოლეგებს, ვისთანაც დღემდე ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, მაგრამ მეგობრობა არ მთავრდება. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ სამსახური და ურთიერთობები მაინც გამიჯნული იქნება. რადგან იმის გამო, რომ ჩემი სამსახური ოჯახივით იყო, რაღაცები მიჭირდა, მაგალითად - კრიტიკა. ჩვენი მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება.

მეუღლეს რომ ვუთხარი, სამსახურიდან წამოსვლას ვაპირებ-მეთქი, მიპასუხა, რა თქმა უნდა, შენი გადასაწყვეტიაო. სხვათა შორის, ამას წინათ თიკა ფაცაციას შევხვდით. თიკამ ჩემ მეუღლეს უთხრა, აი, გვანცა მთელი დღე ჩემთან იყო ხოლმე, ახლა კი - ძალიან მენატრებაო. ვახომ უპასუხა, - სამაგიეროდ ახლა ჩემთან ერთადააო.

- გავრცელდა ჭორები, რომ ტელევიზიაში თქვენთვის უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა და იქაურობა ამიტომ დატოვეთ...

- ტელევიზიიდან წამოსვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, ამას მიზეზები ჰქონდა. ხელს ვერავის დავადებ. უბრალოდ, გარკვეული სიტუაცია იყო, რომელიც ყველგან ხდება და რომელიც ვიღაცისთვის - მისაღებია, ვიღაცისთვის - არა, მაგრამ კონფლიქტი არავისთან მომსვლია. არავისზე გავნაწყენებულვარ. ამ ტელევიზიაზე ვგიჟდები - ეს ჩემი მშობლიური არხია და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოდესმე სწორედ მანდ დავბრუნდე. ამ არხის მიმართ მხოლოდ სიყვარული მამოძრავებს. ამ ტელეარხმა გამზარდა პიროვნულადაც და პროფესიულადაც, რა თქმა უნდა...