პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს... არადა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია" - ციაკო ფიფიას გულახდილი ინტერვიუ
"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს... არადა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია" - ციაკო ფიფიას გულახდილი ინტერვიუ

ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი "ვა­ნოს შოუს" შე­მოქ­მე­დე­ბით­მა გუნ­დმა "ტვ პირ­ველ­ზე“ და­ი­წყო. თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო „მთა­ვა­რი არ­ხის“ და­ტო­ვე­ბა, რა­ზეც იუ­მო­რის­ტე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა. სა­ჯა­რო პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა „მთა­ვარ­მა არ­ხმაც,“ რა­ზეც ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა პი­რა­დად უპა­სუ­ხა... ცი­ა­კო ფი­ფია იუ­მო­რის­ტე­ბის გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რია, ის ჟურ­ნალ "გზას­თან" არ­ხის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს და გულ­ნატ­კე­ნია, რომ ამის გამო, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა მათ მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი არ და­ი­შუ­რეს.

- თავს გა­და­სა­რე­ვად ვგრძნობ, რად­გან მუ­შა­ო­ბა დიდი შე­მარ­თე­ბით, და­დე­ბი­თი გან­წყო­ბით და­ვი­წყეთ. თან, იმ ხალ­ხის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობთ, ვინც ეკ­რან­თან გვე­ლო­დე­ბა, ჩვე­ნი ამ­ბა­ვი გა­ნი­ცა­და. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იმ­ხე­ლა სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ტრი­ა­ლებს, რომ კომ­ფორ­ტუ­ლად ვართ.

- გა­და­ცე­მის და­ხურ­ვის მერე, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის სა­თა­ნა­დოდ გა­ტა­რე­ბა, დას­ვე­ნე­ბა მა­ინც მო­ა­ხერ­ხე?

- დიახ, რად­გან სხვა ად­გი­ლა­საც ვმუ­შა­ობ. მე და თა­თია ბავ­შვთა გა­სარ­თობ ცენ­ტრში ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი, ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ცუდი იყო. თუმ­ცა ჩემს ბევრ თა­ნამ­შრო­მელს, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა, რად­გან და­სა­მა­ლი არა­ფე­რია - "მთა­ვარ­ზე" სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში (აპ­რი­ლი, მა­ი­სი, ივ­ნი­სი) სრუ­ლი­ად უხელ­ფა­სოდ ვი­მუ­შა­ვეთ. ელე­მენ­ტა­რუ­ლად მგზავ­რო­ბის ფული გინ­და ადა­მი­ანს. იმ ად­გი­ლას არც მეტ­რო იყო, არც ავ­ტო­ბუ­სი და არც „მარ­შუტ­კა“ მი­დი­ო­და. ან ფე­ხით უნდა მი­სუ­ლი­ყა­ვი და ან ტაქ­სით, ანუ ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში ვზა­რალ­დე­ბო­დით. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ხმას არ ვი­ღებ­დით, ვმუ­შა­ობ­დით და გა­და­ცე­მე­ბი ეთერ­ში გა­დი­ო­და. ეს ისევ ვა­ნოს დამ­სა­ხუ­რე­ბით ხდე­ბო­და. ერ­თი­ა­ნო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. მხარ­ში დგო­მაც ვი­ცით, ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მის, მაგ­რამ ჩვენს უკან ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი და შვი­ლე­ბი დგა­ნან. ასე­ვე ბან­კის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. როცა ადა­მი­ა­ნებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვაქვს აღე­ბუ­ლი, ვმუ­შა­ობთ, ვშრო­მობთ, იქ ხელ­ფა­სიც უნდა იყოს. როცა ხელ­ფა­სი არ იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არხს გვერ­დით ვე­დე­ქით.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში?

- ჰო. ხელ­ფა­სი არ გვე­რი­ცხე­ბო­და. ისე არ ყო­ფი­ლა, რომ ზუს­ტად გვცოდ­ნო­და, ხელ­ფა­სი რო­დის ჩაგ­ვე­რი­ცხე­ბო­და, - „წი­ა­წი­ად“ გვე­რი­ცხე­ბო­და. ამ არხზე გული ძა­ლი­ან დამ­წყდა და იქა­უ­რო­ბა სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ დაგ­ვი­ტო­ვე­ბია. უბ­რა­ლოდ გვი­თხრეს, რომ და­ი­ხუ­რე­ბო­და „შა­ბა­თის შოუ,“ „მთა­ვა­რი გო­გო­ე­ბი,“ „მთა­ვა­რი ბი­ჭე­ბი“ და მხო­ლოდ „ვა­ნოს შოუ“ გა­ვი­დო­და, მი­ნი­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ვა­ნომ ეს არ გა­ა­კე­თა, თა­ვი­სი გუნ­დი ვერ გა­წი­რა. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ყუ­რე­ბელ­მა, ხალ­ხმა უნდა და­ი­ნა­ხოს. მარ­თლა ჯვარს გვაც­ვეს, როცა გა­ი­გეს სხვა­გან გა­და­ვე­დით. თან ეგო­ნათ, რომ იმი­ტომ გა­და­ვე­დით ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რა­ღაც უკე­თე­სი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. ჩვენ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იმი­ტომ გა­და­ვე­დით, რომ ყვე­ლა­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსახ­სროდ დავ­რჩით. ჩვე­ნი გუნ­დი ვა­ნომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა...

ვანო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მის­გან მხარ­და­ჭე­რას ყო­ველ­თვის ვგრძნობ. ვე­ლო­დი გუნდს არ გა­წი­რავ­და, რად­გან ეს მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ და­ვი­ნა­ხე. ვანო ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც არა­ვის წი­რავს.

უბ­რა­ლოდ ხალ­ხის კო­მენ­ტა­რებ­მა გაგ­ვა­ოგ­ნა - ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დეთ. გვე­წყი­ნა, გული გვეტ­კი­ნა. ისეთ ადა­მი­ა­ნე­ბად წარ­მოგ­ვა­ჩი­ნეს, რომ­ლებ­მაც ფუ­ლის გამო ყვე­ლა­ფე­რი გა­წი­რეს და ყვე­ლა­ფერ­ზე უარი თქვეს. ეს ასე რომ არ ყო­ფი­ლა, ამის მტკი­ცე­ბას აღარ და­ვი­წყებთ. როცა სამი თვე უხელ­ფა­სოდ ვი­მუ­შა­ვეთ, ხმა არ ამოგ­ვი­ღია, მა­შინ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­ყა­ვით, ახლა ცუ­დე­ბი ვართ? გული მწყდე­ბა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თა­ვად „მთა­ვა­რი არ­ხის“ წარ­მო­მად­გენ­ლის სა­ჯა­რო „პოსტზე“ რას ფიქ­რობ?

- ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით, რად­გან ამ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან ცუ­დად არ წა­მოვ­სულ­ვართ. ჩვენ შო­რის კონ­ფლიქ­ტი და და­პი­რის­პი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ­დით და ვცემთ. შიდა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს კარ­გად ვიც­ნობთ, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, თა­ვა­დაც არ ელოდ­ნენ. არ ვიცი, რა მოხ­და. არხზე სულ სხვა თა­ნად­გო­მას ვგრძნობ­დით, „პოს­ტში“ კი სულ სხვა რამე ეწე­რა. მარ­თლა ვერ ავ­ხსნი, ეს რა­ტომ მოხ­და. მით უმე­ტეს, ის ყვე­ლა­ფე­რი „ვა­ნოს შოუს“ მარ­თლა არ ეკუთ­ვნო­და.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
3

ვანო არსად დაგეკარგოთ, მიშას კარის მასხარა.

დავით
6

ნუ მისცემთ ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას, არაა საჭირო გაწევ გამოწევა , ლაფის შესხმა და ასე შემდეგ.

ადამიანები იცვლიან სამსახურს, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

მეტი ცივილურ ქმედება ყველას მხრიდან იქნება ყველასთვის კარგი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს... არადა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია" - ციაკო ფიფიას გულახდილი ინტერვიუ

"ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს... არადა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია" - ციაკო ფიფიას გულახდილი ინტერვიუ

ახალი სატელევიზიო სეზონი "ვანოს შოუს" შემოქმედებითმა გუნდმა "ტვ პირველზე“ დაიწყო. თუმცა მანამდე იყო „მთავარი არხის“ დატოვება, რაზეც იუმორისტები საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა. საჯარო პოსტი გამოაქვეყნა „მთავარმა არხმაც,“ რაზეც ვანო ჯავახიშვილმა პირადად უპასუხა... ციაკო ფიფია იუმორისტების გუნდის ერთ-ერთი წევრია, ის ჟურნალ "გზასთან" არხის დატოვების მიზეზებზე საუბრობს და გულნატკენია, რომ ამის გამო, ადამიანების ნაწილმა მათ მიმართ კრიტიკული კომენტარები არ დაიშურეს.

- თავს გადასარევად ვგრძნობ, რადგან მუშაობა დიდი შემართებით, დადებითი განწყობით დავიწყეთ. თან, იმ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ვინც ეკრანთან გველოდება, ჩვენი ამბავი განიცადა. ამ ტელევიზიაში იმხელა სითბო და სიყვარული ტრიალებს, რომ კომფორტულად ვართ.

- გადაცემის დახურვის მერე, ზაფხულის არდადეგების სათანადოდ გატარება, დასვენება მაინც მოახერხე?

- დიახ, რადგან სხვა ადგილასაც ვმუშაობ. მე და თათია ბავშვთა გასართობ ცენტრში ვართ დაკავებულები. ამიტომ ვერ ვიტყვი, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო. თუმცა ჩემს ბევრ თანამშრომელს, სერიოზული პრობლემა შეექმნა, რადგან დასამალი არაფერია - "მთავარზე" სამი თვის განმავლობაში (აპრილი, მაისი, ივნისი) სრულიად უხელფასოდ ვიმუშავეთ. ელემენტარულად მგზავრობის ფული გინდა ადამიანს. იმ ადგილას არც მეტრო იყო, არც ავტობუსი და არც „მარშუტკა“ მიდიოდა. ან ფეხით უნდა მისულიყავი და ან ტაქსით, ანუ ორივე შემთხვევაში ვზარალდებოდით. მიუხედავად ყველაფრისა, ხმას არ ვიღებდით, ვმუშაობდით და გადაცემები ეთერში გადიოდა. ეს ისევ ვანოს დამსახურებით ხდებოდა. ერთიანობა შევინარჩუნეთ. მხარში დგომაც ვიცით, ყველაფერი გვესმის, მაგრამ ჩვენს უკან ჩვენი ოჯახები და შვილები დგანან. ასევე ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებები. როცა ადამიანებს პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ვმუშაობთ, ვშრომობთ, იქ ხელფასიც უნდა იყოს. როცა ხელფასი არ იყო, წლების განმავლობაში არხს გვერდით ვედექით.

- წლების განმავლობაში?

- ჰო. ხელფასი არ გვერიცხებოდა. ისე არ ყოფილა, რომ ზუსტად გვცოდნოდა, ხელფასი როდის ჩაგვერიცხებოდა, - „წიაწიად“ გვერიცხებოდა. ამ არხზე გული ძალიან დამწყდა და იქაურობა საკუთარი გადაწყვეტილებით არ დაგვიტოვებია. უბრალოდ გვითხრეს, რომ დაიხურებოდა „შაბათის შოუ,“ „მთავარი გოგოები,“ „მთავარი ბიჭები“ და მხოლოდ „ვანოს შოუ“ გავიდოდა, მინიმალური ადამიანების მონაწილეობით. ვანომ ეს არ გააკეთა, თავისი გუნდი ვერ გაწირა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მაყურებელმა, ხალხმა უნდა დაინახოს. მართლა ჯვარს გვაცვეს, როცა გაიგეს სხვაგან გადავედით. თან ეგონათ, რომ იმიტომ გადავედით ფინანსური თვალსაზრისით, რაღაც უკეთესი შემოგვთავაზეს. ჩვენ სხვა ტელევიზიაში იმიტომ გადავედით, რომ ყველანი აბსოლუტურად უსახსროდ დავრჩით. ჩვენი გუნდი ვანომ შეინარჩუნა...

ვანო ძალიან მიყვარს. მისგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ. ველოდი გუნდს არ გაწირავდა, რადგან ეს მანამდეც არაერთხელ დავინახე. ვანო ადამიანია, რომელიც არავის წირავს.

უბრალოდ ხალხის კომენტარებმა გაგვაოგნა - ძალიან განვიცადეთ. გვეწყინა, გული გვეტკინა. ისეთ ადამიანებად წარმოგვაჩინეს, რომლებმაც ფულის გამო ყველაფერი გაწირეს და ყველაფერზე უარი თქვეს. ეს ასე რომ არ ყოფილა, ამის მტკიცებას აღარ დავიწყებთ. როცა სამი თვე უხელფასოდ ვიმუშავეთ, ხმა არ ამოგვიღია, მაშინ კარგი ადამიანები ვიყავით, ახლა ცუდები ვართ? გული მწყდება.

- სოციალურ ქსელში, თავად „მთავარი არხის“ წარმომადგენლის საჯარო „პოსტზე“ რას ფიქრობ?

- ნამდვილად არ ველოდით, რადგან ამ ტელევიზიიდან ცუდად არ წამოვსულვართ. ჩვენ შორის კონფლიქტი და დაპირისპირება არ ყოფილა. ყველას ძალიან დიდ პატივს ვცემდით და ვცემთ. შიდა სამზარეულოში რამდენიმე ადამიანს კარგად ვიცნობთ, ახლო ურთიერთობა გვაქვს, თავადაც არ ელოდნენ. არ ვიცი, რა მოხდა. არხზე სულ სხვა თანადგომას ვგრძნობდით, „პოსტში“ კი სულ სხვა რამე ეწერა. მართლა ვერ ავხსნი, ეს რატომ მოხდა. მით უმეტეს, ის ყველაფერი „ვანოს შოუს“ მართლა არ ეკუთვნოდა.