საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრემლში გადაწყვიტეს, რომ სიკვდილზე გაეგზავნეთ... მოგიწევთ იცხოვროთ მათ გვერდით, ვინც ახლა გარბის საქართველოში, მონღოლეთში" - რეზნიკოვი რუს ოფიცებს
"კრემლში გადაწყვიტეს, რომ სიკვდილზე გაეგზავნეთ... მოგიწევთ იცხოვროთ მათ გვერდით, ვინც ახლა გარბის საქართველოში, მონღოლეთში" - რეზნიკოვი რუს ოფიცებს

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვი რუს სამ­ხედ­რო­ებს მო­უ­წო­დებს, არ და­კარ­გონ დრო და გა­და­არ­ჩი­ნოს რუ­სე­თი ტრა­გე­დი­ის­გან, ხოლო რუ­სუ­ლი არ­მია დამ­ცი­რე­ბის­გან. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში, რო­მე­ლიც რეზ­ნი­კოვ­მა გა­ავ­რცე­ლა, მი­ნის­ტრი რუს სამ­ხედ­რო­ებს არ­წმუ­ნებს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მო­ა­ტყუა, უღა­ლა­ტა მათ და სიკ­ვდი­ლის­თვის გა­წი­რა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი მიზ­ნე­ბის გამო. რეზ­ნი­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი თავს იცა­ვენ, რუ­სე­ბი კი თა­ნა­მებ­რძო­ლებს კრძა­ლა­ვენ.

"თქვე­ნი მე­დე­სან­ტე­ე­ბი ახლა დნეპ­რის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე იხო­ცე­ბი­ან. ვი­ღა­ცამ კრემლში გა­და­წყვი­ტა, რომ ისი­ნი სიკ­ვდილ­ზე გა­ეგ­ზავ­ნა. ხა­ფან­გში გა­გიშ­ვეს. თქვენ სის­ხლით იხ­დით ვი­ღა­ცის ფან­ტა­ზი­ე­ბი­სა და ცრუ მიზ­ნე­ბის გამო. ახლა ისი­ნი არ გის­მე­ნენ, რად­გან ახლა თქვე­ნი მოს­მე­ნა ნიშ­ნავს შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბას. მოს­კოვს კი სი­მარ­თლე არ მოს­წონს. მათ­თვის უფრო ად­ვი­ლია იმის თქმა, თუ რო­გორ და­ი­ღუ­პეთ გმი­რუ­ლად ნატო-ს გა­მო­გო­ნილ ლაშ­ქარ­თან ბრძო­ლა­ში“, - აცხა­დებს რეზ­ნი­კო­ვი.

მისი თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ბუნ­კერ­ში იმა­ლე­ბა და დარ­ტყმას სა­კუ­თარ თავ­ზე არ იღებს.

"ბევ­რმა თქვენ­გან­მა უკვე გა­ი­გო, რომ სა­მარ­თლი­ა­ნი საქ­მის­თვის თა­ვის გა­სა­წი­რად არ გა­მო­უგ­ზავ­ნი­ხართ. იქ­ნებ ამი­ტო­მაა, რომ თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი ბუნ­კერ­ში იმა­ლე­ბა და დარ­ტყმას თა­ვის თავ­ზე არ იღებს? მას ეში­ნია თქვე­ნი გამ­ჭრი­ა­ხო­ბის, თქვე­ნი ზი­ზღი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნი რის­ხვის“, - აცხა­დებს რეზ­ნი­კო­ვი.

მისი თქმით, რუ­სე­თის სარ­დლო­ბას უკვე ეს­მის, რომ "ომის ხა­ფან­გში“ გა­ე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­ან­თი არას­წო­რი გათ­ვლე­ბი, ქვე­შევ­რდო­მებს მი­ა­წე­როს.

"ომის შემ­დეგ თქვენ შე­ხე­დავთ თქვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის ქვრი­ვებ­სა და ობ­ლებს თვა­ლებ­ში, რად­გან მათ­თან კრემ­ლი­დან არა­ვინ გა­მო­ვა. თქვენ მო­გი­წევთ იცხოვ­როთ მათ გვერ­დით, ვინც ახლა მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­ურ­ბის ფი­ნეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და მონ­ღო­ლეთ­შიც კი და ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რომ სწო­რად მო­იქ­ცნენ“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს არ სჭირ­დე­ბათ რუ­სუ­ლი მიწა და საკ­მა­რი­სი სა­კუ­თა­რი ტე­რი­ტო­რია აქვთ.

"ჩვენ სი­ცო­ცხლეს, უსაფრ­თხო­ე­ბას და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გა­რან­ტი­ას ვაძ­ლევთ ყვე­ლას, ვინც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უარს იტყვის ბრძო­ლა­ზე. თქვენ ჯერ კი­დევ შე­გიძ­ლი­ათ იხ­სნათ რუ­სე­თი ტრა­გე­დი­ის­გან, ხოლო რუ­სუ­ლი არ­მია დამ­ცი­რე­ბის­გან. მაგ­რამ დრო მი­დის. ნუ და­კარ­გავთ მას“, - აცხა­დებს რეზ­ნი­კო­ვი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
3

ჯერ რუსეთი რა ქვეყანაა და იქიდან გამოქცეული ხომ საერთოდ!!! ჩვენი პრობლემებიც გვეყოფა..

გიგა
61

დღეს რომელიმე სოფელი არ დაგიბრუნებიათ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"კრემლში გადაწყვიტეს, რომ სიკვდილზე გაეგზავნეთ... მოგიწევთ იცხოვროთ მათ გვერდით, ვინც ახლა გარბის საქართველოში, მონღოლეთში" - რეზნიკოვი რუს ოფიცებს

"კრემლში გადაწყვიტეს, რომ სიკვდილზე გაეგზავნეთ... მოგიწევთ იცხოვროთ მათ გვერდით, ვინც ახლა გარბის საქართველოში, მონღოლეთში" - რეზნიკოვი რუს ოფიცებს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი რუს სამხედროებს მოუწოდებს, არ დაკარგონ დრო და გადაარჩინოს რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია დამცირებისგან. ვიდეომიმართვაში, რომელიც რეზნიკოვმა გაავრცელა, მინისტრი რუს სამხედროებს არწმუნებს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მოატყუა, უღალატა მათ და სიკვდილისთვის გაწირა, ვლადიმერ პუტინის მოჩვენებითი მიზნების გამო. რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელები თავს იცავენ, რუსები კი თანამებრძოლებს კრძალავენ.

"თქვენი მედესანტეები ახლა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იხოცებიან. ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა, რომ ისინი სიკვდილზე გაეგზავნა. ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნების გამო. ახლა ისინი არ გისმენენ, რადგან ახლა თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას. მოსკოვს კი სიმართლე არ მოსწონს. მათთვის უფრო ადვილია იმის თქმა, თუ როგორ დაიღუპეთ გმირულად ნატო-ს გამოგონილ ლაშქართან ბრძოლაში“, - აცხადებს რეზნიკოვი.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბუნკერში იმალება და დარტყმას საკუთარ თავზე არ იღებს.

"ბევრმა თქვენგანმა უკვე გაიგო, რომ სამართლიანი საქმისთვის თავის გასაწირად არ გამოუგზავნიხართ. იქნებ ამიტომაა, რომ თქვენი პრეზიდენტი ბუნკერში იმალება და დარტყმას თავის თავზე არ იღებს? მას ეშინია თქვენი გამჭრიახობის, თქვენი ზიზღისა და სამართლიანი რისხვის“, - აცხადებს რეზნიკოვი.

მისი თქმით, რუსეთის სარდლობას უკვე ესმის, რომ "ომის ხაფანგში“ გაება და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიანთი არასწორი გათვლები, ქვეშევრდომებს მიაწეროს.

"ომის შემდეგ თქვენ შეხედავთ თქვენი ჯარისკაცების ქვრივებსა და ობლებს თვალებში, რადგან მათთან კრემლიდან არავინ გამოვა. თქვენ მოგიწევთ იცხოვროთ მათ გვერდით, ვინც ახლა მობილიზაციას გაურბის ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთშიც კი და ისინი დარწმუნებულები იქნებიან, რომ სწორად მოიქცნენ“, - აღნიშნა მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებს არ სჭირდებათ რუსული მიწა და საკმარისი საკუთარი ტერიტორია აქვთ.

"ჩვენ სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და სამართლიანობის გარანტიას ვაძლევთ ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია დამცირებისგან. მაგრამ დრო მიდის. ნუ დაკარგავთ მას“, - აცხადებს რეზნიკოვი.

ნახეთ ასევე: