მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი: როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი?
32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან -  გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი: როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი?

"ჩემ­თვის ეს ჯილ­დო ნიშ­ნავს უფრო მეტ და­ფიქ­რე­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. რო­დე­საც ცნო­ბა­დო­ბა იზ­რდე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა გენ­დო­ბა, ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბით უნდა იყო, რომ ერთი სი­ტყვი­თაც კი, რა­ღაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მოდ­გე­ნებს ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამი­ტომ უნდა ვი­ყოთ სწორ პო­ზი­ცი­ა­ში, სწო­რი მა­გა­ლი­თი მივ­ცეთ ჩვენს უკან მდგომ ადა­მი­ა­ნებს" - გვე­უბ­ნე­ბა რო­ლანდ შა­ვა­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი გახ­და.

  • ეს 32 წლის, ახალ­გაზ­რდა პე­და­გო­გი წარ­მო­შო­ბით ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, სო­ფელ მე­კე­ი­ძე­ე­ბი­დან არის. მერ­ვე წე­ლია, რაც პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი.

AMBEBI.GE ულო­ცავს მას ამ ჯილ­დოს და მკი­თხვე­ლის­თვის მის ახ­ლოს გაც­ნო­ბას შე­ეც­დე­ბა.

რო­ლანდ შა­ვა­ძე:

- მქონ­და სხვა სკო­ლებ­შიც მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, თა­ვი­დან ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ვი­წყე, აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პროგ­რა­მის „ვას­წავ­ლოთ მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, სა­დაც 2 წელი ვას­წავ­ლი­დი. შემ­დეგ სა­ზღვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ, ბულ­გა­რეთ­ში, "ერე­ას­მუ­სის" პროგ­რა­მით წა­ვე­დი, რად­გან მა­გის­ტრა­ტუ­რის კურსს გავ­დი­ო­დი. ამის გამო სკო­ლის და­ტო­ვე­ბა მო­მი­წია. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ბა­თუ­მის 27-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვი­მუ­შა­ვე. მერე კი ჩვენს სო­ფელ­ში გა­მოჩ­ნდა ვა­კან­სია და ჩემს მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში 2018 წელს შე­ვუ­დე­ქი საქ­მი­ა­ნო­ბას. ...ახლა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლინგვის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით დოქ­ტო­რან­ტი ვარ და მალე და­ვი­ცავ.

რო­გორც რო­ლან­დი გვე­უბ­ნე­ბა, ბა­კა­ლავ­რის კურ­სი თბი­ლის­ში, შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ინ­გლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ას­რუ­ლა. მა­გის­ტრა­ტუ­რა ბა­თუმ­ში გა­ი­ა­რა, თუმ­ცა ბოლო სე­მესტრი, რო­გორც გვი­თხრა, "ერას­მუ­სის" პროგ­რა­მით ბულ­გა­რეთ­ში სწავ­ლას და­უთ­მო. ის პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დედა და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლია, მამა - ის­ტო­რი­კო­სი.

"სხვა­თა შო­რის, დედა ჩემი და­წყე­ბი­თის მას­წავ­ლე­ბე­ლი­ცაა. სო­ფელ­ში, იმ პე­რი­ოდ­ში არ არ­სე­ბობ­და სა­ბავ­შვო ბაღი (ახლა უკვე გვაქვს), ამი­ტომ ჩემი პირ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია სკო­ლას­თან მა­ნამ­დე მოხ­და, სა­ნამ სკო­ლის ასა­კის გავ­ხდე­ბო­დი, სკო­ლა­ში დე­დას დავ­ყვე­ბო­დი. სას­კო­ლო რომ გავ­ხდი, ისე და­ემ­თხვა, დე­დას პირ­ვე­ლი კლა­სე­ლე­ბი უნდა აეყ­ვა­ნა და ასე გახ­და დედა ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ის ახ­ლაც მოქ­მე­დი პე­და­გო­გია" - გვე­უბ­ნე­ბა რო­ლან­დი.

- ე.ი. კო­ლე­გე­ბი ხართ?

- კი, მაგ­რამ ჩვენს სო­ფელ­ში არა, რად­გა­ნაც ჩვე­ნი ოჯა­ხი ეკო­მიგ­რან­ტია. ამი­ტომ მშობ­ლე­ბი წალ­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცხოვ­რო­ბენ, მე ჩემს სო­ფელ­ში ვარ. ბავ­შვო­ბაც აქ გა­ვა­ტა­რე. წალ­კა­ში რომ ჩავ­სახ­ლდით, სკო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი იყო, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, სირ­თუ­ლე­ე­ბი არ­სე­ბობ­და. ამი­ტომ ბი­ძას­თან, ხუ­ლო­ში დავ­რჩი და სკო­ლა ჩემს სო­ფელ­ში და­ვამ­თავ­რე.

ასე რომ, სა­ნამ თა­ვად გავ­ხდე­ბო­დი პე­და­გო­გი, ამ პრო­ფე­სი­ა­ზე ოჯა­ხი­დან უკვე ბევ­რი რამ ვი­ცო­დი. მუდ­მი­ვად იყო სხვა­დას­ხვა თე­მის გან­ხილ­ვა, რაც სულ მეს­მო­და... იმ დრო­ის­თვის ზო­გა­დად მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ანა­ზღა­უ­რე­ბაც არ იყო შე­სა­ბა­მი­სი, მას­წავ­ლებ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი და­ბა­ლი იყო. მოკ­ლედ, არ იყო ისე­თი სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია, რომ მი­გე­ბა­ძა... მი­მაჩ­ნია, რომ იმ სფე­როს უნდა გაჰ­ყვე, რო­მელ­შიც ში­ნა­გა­ნი მო­წო­დე­ბა გაქვს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ეს პრო­ფე­სია პო­პუ­ლა­რუ­ლი არ იყო, მინ­დო­და, მა­ინც რომ ამ საქ­მე­ში თავი მო­მე­სინ­ჯა.

- ახლა რა არის ეს პრო­ფე­სია თქვენ­თვის?

- სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ახა­ლი თა­ო­ბის­თვის ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც არის. შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა სი­ტყვა­მაც - პო­ზი­ტი­ურ­მა, თუ ნე­გა­ტი­ურ­მა ადა­მი­ა­ნის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლოს. ეს არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც თან სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებს და მუდ­მი­ვად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­კის­რებს. სულ უნდა ყუ­რა­დღე­ბით იყო, არა­ფე­რი შე­გე­შა­ლოს, სხვას ზი­ა­ნი არ მი­ა­ყე­ნო.

- სწავ­ლე­ბის რო­გო­რი კურ­სი გაქვთ მოს­წავ­ლე­ებ­თან არ­ჩე­უ­ლი?

- ვცდი­ლობ, თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღი­ზარ­დონ. ჩემი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბი ეფუძ­ნე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რა­საც ზო­გა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბა ქა­და­გებს. მათ შო­რის, ვცდი­ლობ, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი ისე წარვმარ­თო, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბა არ იგ­რძნონ. ნე­ბის­მი­ე­რი რამ, რაც აკა­დე­მი­უ­რად უნდა შე­ის­წავ­ლონ, იმა­ზე იყოს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რომ არ ჰქონ­დეთ იმის გან­ცდა, რომ ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ამის სა­ჭი­რო­ე­ბას თვი­თონ უნდა გრძნობ­დნენ.

უცხო ენის შეს­წავ­ლი­სას 4 უნა­რია გა­მო­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი, რო­მელ­ზეც უნდა იმუ­შა­ონ. ესაა მოს­მე­ნა, წა­კი­თხვა, მე­ტყვე­ლე­ბა და წერა. მა­გა­ლი­თად, ინ­გლი­სუ­რის ცოდ­ნა ხელს იმა­შიც გვი­წყობს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე წვდო­მა მარ­ტი­ვად გა­მოგ­ვდის. სა­ერ­თოდ კი მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­გა­ნი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში უნდა ას­წავ­ლოს, ეს და­უ­წე­რე­ლი, მო­რა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბია, ყვე­ლა­ფერს კა­ნონ­ში ვერ ჩა­გი­წე­რენ. ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა ასე­ვე უნა­რე­ბი, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, დე­მოკ­რა­ტი, ტო­ლე­რან­ტი მო­ქა­ლა­ქე. ამ ყვე­ლა­ფერს მო­რა­ლუ­რად უნდა გრძნობ­დე, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სიც ისე უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი, რომ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი სხვა­საც გა­უ­ზი­ა­რო და ამის მა­გა­ლი­თი თვი­თო­ნაც უნდა იყო. მაგ­რამ თუ მას­წავ­ლე­ბელს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით პრობ­ლე­მა აქვს, ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ჯან­სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ვინ­მეს ხელი შე­უ­წყოს და ეს გა­აღ­ვი­ვოს.

- მა­ღალმთი­ან სო­ფელ­ში უცხო ენის მი­მართ ინ­ტე­რე­სი რო­დის გა­გიჩ­ნდათ და ისიც სა­ინ­ტე­რე­სოა, ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლო­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- 90-იანი ვარ, სკო­ლა­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, მა­შინ სას­წავ­ლო სის­ტე­მა ჩა­მოშ­ლი­ლი იყო. ინ­გლი­სუ­რის ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ჭირ­და, მათი სიმ­ცი­რე იყო. სკო­ლა ისე და­ვამ­თავ­რე, რომ ჩვენ­თან ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი არ გვყო­ლია. რუ­სულ ენას, რო­გორც უცხო ენას ვსწავ­ლობ­დი. ამი­ტომ, როცა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის დრო მო­ვი­და, ამ­ბი­ცია მქონ­და, პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, ამა­ზე კი ხელი ინ­გლი­სუ­რის არ­ცოდ­ნამ შე­მი­შა­ლა. ჩემი რუ­სუ­ლიც იმ დო­ნის არ იყო, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე კარ­გი ქულა ამე­ღო. გა­დავ­წყვი­ტე, ინ­გლი­სუ­რი სრულ­ყო­ფი­ლად მცოდ­ნო­და, რო­მე­ლიც პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელს შე­მი­წყობ­და. მივ­ხვდი, რომ ეს ენა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ყვე­ლა კარს ხსნი­და და მისი და­უფ­ლე­ბა ყვე­ლა ახალ­გაზ­რდის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. და­ვი­წყე თბი­ლის­ში რე­პე­ტი­ტორ­თან მომ­ზა­დე­ბა, შემ­დეგ უკვე - "ბრი­ტა­ნულ ცენ­ტრში". ამ ცენ­ტრის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და ინ­გლი­სუ­რი ენა უკვე პრო­ფე­სი­ად ავირ­ჩიე. ენა სრულ­ყო­ფი­ლად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­ვის­წავ­ლე.

- სკო­ლა­ში უცხო ენის და­უფ­ლე­ბის ინ­ტე­რესს რამ­დე­ნად იჩე­ნენ?

- სა­ნამ მას­წავ­ლებ­ლო­ბას და­ვი­წყებ­დი, ჩვენს ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო ინ­გლი­სუ­რად ლა­პა­რა­კი, დღეს ეს რი­ცხვი 5-ჯერ მე­ტია, უშუ­ა­ლოდ ინ­გლი­სუ­რი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არი­ან სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი. იგ­რძნეს ენის პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნე­ბი, თუ ენა იცი, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ცე­სებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ასე რომ, ჩვენ­თან სა­სი­ა­მოვ­ნო ზრდაა და სო­ფელ­ში ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტე­ბი გვეზ­რდე­ბა.

- თა­ვად რამ­დე­ნი შვი­ლი გყავთ?

- 2 შვი­ლი მყავს - სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან. შვი­ლე­ბის­თვის სამ­წუ­ხა­როდ დრო ცოტა მრჩე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი იმ სა­ჭი­რო­ე­ბებს ფლო­ბენ, რა­საც მათი სა­ფე­ხუ­რი მო­ი­თხოვს.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის დღეს თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, რა არის და­საძ­ლე­ვი?

- სა­ერ­თოდ სწავ­ლა უნდა იყოს გა­აზ­რე­ბუ­ლი, სა­ყო­ველ­თაო, მოს­წავ­ლე­ე­ბი უნდა გრძნობ­დნენ, რომ ის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ად­გე­ბათ. თუ ცოდ­ნას არ ვი­ღებთ ისე, რომ ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავთ, არ მი­ვე­ცით მას პრაქ­ტი­კუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, ასე­თი ცოდ­ნა და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცე­მა. ამი­ტომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე უნდა წარვმარ­თოთ, მოს­წავ­ლემ და­ი­ნა­ხოს, ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის მიერ არის მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ჩვე­ნი აქ­ტი­ვო­ბა ამ სფე­რო­ში ცხოვ­რე­ბას­თან უნდა და­ვა­კავ­ში­როთ.

- რო­გო­რია თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი?

- ძა­ლი­ან მალე მე­ლო­დე­ბა დოქ­ტო­რან­ტუ­რის დაც­ვის პრო­ცე­სი. მინ­და, სა­მეც­ნი­ე­რო კუ­თხი­თაც რა­ღაც წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მომ­ცემს არა მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლად ვა­კე­თო საქ­მე, არა­მედ მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაც რა­ღა­ცე­ბი შე­ვის­წავ­ლო და ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი პრაქ­ტი­კა. სა­ერ­თოდ თვალს ვა­დევ­ნებ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებს და ძა­ლი­ან მინ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბა მო­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში ვი­ხი­ლო, სა­დაც მო­ი­აზ­რე­ბა ევ­რო­პუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან - გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი: როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი?

32 წლის "მომავლის მასწავლებელი" ხულოდან -  გაიცანით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი: როგორია როლანდ შავაძის სწავლების მეთოდი?

"ჩემთვის ეს ჯილდო ნიშნავს უფრო მეტ დაფიქრებას, პასუხისმგებლობას. როდესაც ცნობადობა იზრდება და ადამიანების დიდი რაოდენობა გენდობა, ძალიან ყურადღებით უნდა იყო, რომ ერთი სიტყვითაც კი, რაღაც ზიანი მიაყენო ადამიანების წარმოდგენებს ზოგადად განათლებასთან მიმართებაში. ამიტომ უნდა ვიყოთ სწორ პოზიციაში, სწორი მაგალითი მივცეთ ჩვენს უკან მდგომ ადამიანებს" - გვეუბნება როლანდ შავაძე, ადამიანი, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

  • ეს 32 წლის, ახალგაზრდა პედაგოგი წარმოშობით ხულოს მუნიციპალიტეტიდან, სოფელ მეკეიძეებიდან არის. მერვე წელია, რაც პედაგოგიურ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული.

AMBEBI.GE ულოცავს მას ამ ჯილდოს და მკითხველისთვის მის ახლოს გაცნობას შეეცდება.

როლანდ შავაძე:

- მქონდა სხვა სკოლებშიც მუშაობის გამოცდილება, თავიდან ქედის მუნიციპალიტეტში დავიწყე, აჭარის განათლების სამინისტროს პროგრამის „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, სადაც 2 წელი ვასწავლიდი. შემდეგ საზღვარგარეთ, კერძოდ, ბულგარეთში, "ერეასმუსის" პროგრამით წავედი, რადგან მაგისტრატურის კურსს გავდიოდი. ამის გამო სკოლის დატოვება მომიწია. იქიდან დაბრუნებულმა ბათუმის 27-ე საჯარო სკოლაში ვიმუშავე. მერე კი ჩვენს სოფელში გამოჩნდა ვაკანსია და ჩემს მშობლიურ სკოლაში 2018 წელს შევუდექი საქმიანობას. ...ახლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლინგვისტიკის მიმართულებით დოქტორანტი ვარ და მალე დავიცავ.

როგორც როლანდი გვეუბნება, ბაკალავრის კურსი თბილისში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით დაასრულა. მაგისტრატურა ბათუმში გაიარა, თუმცა ბოლო სემესტრი, როგორც გვითხრა, "ერასმუსის" პროგრამით ბულგარეთში სწავლას დაუთმო. ის პედაგოგების ოჯახში დაიბადა. დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელია, მამა - ისტორიკოსი.

"სხვათა შორის, დედა ჩემი დაწყებითის მასწავლებელიცაა. სოფელში, იმ პერიოდში არ არსებობდა საბავშვო ბაღი (ახლა უკვე გვაქვს), ამიტომ ჩემი პირველი სოციალიზაცია სკოლასთან მანამდე მოხდა, სანამ სკოლის ასაკის გავხდებოდი, სკოლაში დედას დავყვებოდი. სასკოლო რომ გავხდი, ისე დაემთხვა, დედას პირველი კლასელები უნდა აეყვანა და ასე გახდა დედა ჩემი პირველი მასწავლებელი. ის ახლაც მოქმედი პედაგოგია" - გვეუბნება როლანდი.

- ე.ი. კოლეგები ხართ?

- კი, მაგრამ ჩვენს სოფელში არა, რადგანაც ჩვენი ოჯახი ეკომიგრანტია. ამიტომ მშობლები წალკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, მე ჩემს სოფელში ვარ. ბავშვობაც აქ გავატარე. წალკაში რომ ჩავსახლდით, სკოლების დეფიციტი იყო, საჯარო სკოლები არ იყო ხელმისაწვდომი, სირთულეები არსებობდა. ამიტომ ბიძასთან, ხულოში დავრჩი და სკოლა ჩემს სოფელში დავამთავრე.

ასე რომ, სანამ თავად გავხდებოდი პედაგოგი, ამ პროფესიაზე ოჯახიდან უკვე ბევრი რამ ვიცოდი. მუდმივად იყო სხვადასხვა თემის განხილვა, რაც სულ მესმოდა... იმ დროისთვის ზოგადად მასწავლებლობა ძალიან რთული იყო, ანაზღაურებაც არ იყო შესაბამისი, მასწავლებლის სოციალური სტატუსი დაბალი იყო. მოკლედ, არ იყო ისეთი სასურველი პროფესია, რომ მიგებაძა... მიმაჩნია, რომ იმ სფეროს უნდა გაჰყვე, რომელშიც შინაგანი მოწოდება გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდში ეს პროფესია პოპულარული არ იყო, მინდოდა, მაინც რომ ამ საქმეში თავი მომესინჯა.

- ახლა რა არის ეს პროფესია თქვენთვის?

- სიამოვნებასთან ერთად, ადამიანებისთვის, ახალი თაობისთვის ცოდნის გაზიარება. პასუხისმგებლობაც არის. შეიძლება ერთმა სიტყვამაც - პოზიტიურმა, თუ ნეგატიურმა ადამიანის მთელი ცხოვრება შეცვალოს. ეს არის პროფესია, რომელიც თან სიამოვნებას განიჭებს და მუდმივად პასუხისმგებლობას გაკისრებს. სულ უნდა ყურადღებით იყო, არაფერი შეგეშალოს, სხვას ზიანი არ მიაყენო.

- სწავლების როგორი კურსი გაქვთ მოსწავლეებთან არჩეული?

- ვცდილობ, თავისუფალი მოქალაქეები აღიზარდონ. ჩემი საგაკვეთილო პროცესები ეფუძნება იმ ღირებულებებს, რასაც ზოგადად თავისუფლება ქადაგებს. მათ შორის, ვცდილობ, საგაკვეთილო პროცესი ისე წარვმართო, რომ მოსწავლეებმა დაძაბულობა არ იგრძნონ. ნებისმიერი რამ, რაც აკადემიურად უნდა შეისწავლონ, იმაზე იყოს დაფუძნებული, რომ არ ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ეს ვალდებულებაა. ამის საჭიროებას თვითონ უნდა გრძნობდნენ.

უცხო ენის შესწავლისას 4 უნარია გამოსამუშავებელი, რომელზეც უნდა იმუშაონ. ესაა მოსმენა, წაკითხვა, მეტყველება და წერა. მაგალითად, ინგლისურის ცოდნა ხელს იმაშიც გვიწყობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე წვდომა მარტივად გამოგვდის. საერთოდ კი მასწავლებელმა საგანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ასწავლოს, ეს დაუწერელი, მორალური ვალდებულებებია, ყველაფერს კანონში ვერ ჩაგიწერენ. ადამიანს სჭირდება ასევე უნარები, იყოს თავისუფალი, დემოკრატი, ტოლერანტი მოქალაქე. ამ ყველაფერს მორალურად უნდა გრძნობდე, საგაკვეთილო პროცესიც ისე უნდა იყოს მიმართული, რომ ეს ღირებულებები სხვასაც გაუზიარო და ამის მაგალითი თვითონაც უნდა იყო. მაგრამ თუ მასწავლებელს დამოკიდებულების თვალსაზრისით პრობლემა აქვს, ძალიან რთულია ამ ჯანსაღი აზროვნების ჩამოყალიბებაში ვინმეს ხელი შეუწყოს და ეს გააღვივოს.

- მაღალმთიან სოფელში უცხო ენის მიმართ ინტერესი როდის გაგიჩნდათ და ისიც საინტერესოა, ინგლისური ენის მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

- 90-იანი ვარ, სკოლაში რომ ვსწავლობდი, მაშინ სასწავლო სისტემა ჩამოშლილი იყო. ინგლისურის ენის მასწავლებლებიც ჭირდა, მათი სიმცირე იყო. სკოლა ისე დავამთავრე, რომ ჩვენთან ინგლისური ენის პედაგოგი არ გვყოლია. რუსულ ენას, როგორც უცხო ენას ვსწავლობდი. ამიტომ, როცა ეროვნული გამოცდების დრო მოვიდა, ამბიცია მქონდა, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა, ამაზე კი ხელი ინგლისურის არცოდნამ შემიშალა. ჩემი რუსულიც იმ დონის არ იყო, ეროვნულ გამოცდებზე კარგი ქულა ამეღო. გადავწყვიტე, ინგლისური სრულყოფილად მცოდნოდა, რომელიც პიროვნულ განვითარებაში ხელს შემიწყობდა. მივხვდი, რომ ეს ენა საერთაშორისო ასპარეზზე ყველა კარს ხსნიდა და მისი დაუფლება ყველა ახალგაზრდისთვის აუცილებელი იყო. დავიწყე თბილისში რეპეტიტორთან მომზადება, შემდეგ უკვე - "ბრიტანულ ცენტრში". ამ ცენტრის დამთავრების შემდეგ კი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ინგლისური ენა უკვე პროფესიად ავირჩიე. ენა სრულყოფილად უნივერსიტეტში შევისწავლე.

- სკოლაში უცხო ენის დაუფლების ინტერესს რამდენად იჩენენ?

- სანამ მასწავლებლობას დავიწყებდი, ჩვენს ხეობაში რამდენიმე ადამიანს შეეძლო ინგლისურად ლაპარაკი, დღეს ეს რიცხვი 5-ჯერ მეტია, უშუალოდ ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებითაც არიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. იგრძნეს ენის პოზიტიური გავლენები, თუ ენა იცი, შესაძლებელია, საერთაშორისო პროცესებში იყო ჩართული. ასე რომ, ჩვენთან სასიამოვნო ზრდაა და სოფელში ერთმანეთის კონკურენტები გვეზრდება.

- თავად რამდენი შვილი გყავთ?

- 2 შვილი მყავს - სკოლის მოსწავლეები არიან. შვილებისთვის სამწუხაროდ დრო ცოტა მრჩება, თუმცა ისინი იმ საჭიროებებს ფლობენ, რასაც მათი საფეხური მოითხოვს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს თანამედროვე სკოლის მთავარი გამოწვევა, რა არის დასაძლევი?

- საერთოდ სწავლა უნდა იყოს გააზრებული, საყოველთაო, მოსწავლეები უნდა გრძნობდნენ, რომ ის პრაქტიკაში გამოადგებათ. თუ ცოდნას არ ვიღებთ ისე, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ, არ მივეცით მას პრაქტიკული დანიშნულება, ასეთი ცოდნა დავიწყებას მიეცემა. ამიტომ სასწავლო პროცესი ისე უნდა წარვმართოთ, მოსწავლემ დაინახოს, ნებისმიერი საკითხი, რომელიც მასწავლებლის მიერ არის მოწოდებული, რომ ცხოვრებაში გამოადგება. ნებისმიერი ჩვენი აქტივობა ამ სფეროში ცხოვრებასთან უნდა დავაკავშიროთ.

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები და სურვილები?

- ძალიან მალე მელოდება დოქტორანტურის დაცვის პროცესი. მინდა, სამეცნიერო კუთხითაც რაღაც წვლილი შევიტანო განათლების სფეროში და ეს შესაძლებლობას მომცემს არა მხოლოდ პრაქტიკულად ვაკეთო საქმე, არამედ მეცნიერულადაც რაღაცები შევისწავლო და ჩვენ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი პრაქტიკა. საერთოდ თვალს ვადევნებ საერთაშორისო კვლევებს და ძალიან მინდა, ჩვენი ქვეყნის განათლება მოწინავეთა რიგებში ვიხილო, სადაც მოიაზრება ევროპული საგანმანათლებლო სისტემები.