საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში?
"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში?

22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბი­დან ერთი წელი გა­ვი­და. ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ამ ეტაპ­ზე 2 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი - გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე და აკო ჭე­ლი­ძე.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე, გავ­რცელ­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­მარ­თალ­და­ცა­ვე­ბი ერთ-ერთი ვერ­სი­ად შეკ­ვე­თილ მკვლე­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რისი სა­ფუძ­ვე­ლიც ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად მო­ნათ­ვლის სურ­ვი­ლი გახ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 2001 წელს მოს­კოვ­ში მოკ­ლუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, და­ვით კა­კუ­ლი­ას ("დათო ტბი­ლის­კის") ერთ-ერთ შვილს, რო­მე­ლიც მა­მის მსგავ­სად ქურ­დო­ბას აპი­რებ­და, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­მარ­თულ ე.წ. სხოდ­კა­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი წო­დე­ბის მი­ღე­ბას დაჰ­პირ­დნენ, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბით. უმ­ცროს­მა კა­კუ­ლი­ამ ჩათ­ვა­ლა, რომ სტა­ტუსს მი­ი­ღებ­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შურს იძი­ებ­და მა­მის მკვლე­ლო­ბის­თვის, რა­შიც მის ნათ­ლი­ას, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მა­მას, ასე­ვე კა­ნო­ნი­ერ ქურდ გია კვა­რა­ცხე­ლი­ას (მეტ­სა­ხე­ლად "ლაფ­შას") ადა­ნა­შა­უ­ლებ­და (2001 წლის 25 აგ­ვის­ტოს).

  • ერთი-ერთი ვერ­სი­ით, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ძმებ­მა კა­კუ­ლი­ებ­მა სომ­ხეთ­ში და­ი­ბა­რეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი (კა­ვი­ლა­ძე და ჭე­ლი­ძე) და ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბაც იქ გა­და­წყდა.

ამ დრო­ის­თვის ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან, თუმ­ცა სხვა საქ­მის გამო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ დაჭ­რას და არც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გუ­შინ "კუ­რი­ერ­მა" ძმებ კა­კუ­ლი­ე­ბის ჩვე­ნე­ბა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც და­ნა­შა­ულ­თან კავ­შირს უარ­ყო­ფენ, თუმ­ცა დათა და გუგა კა­კუ­ლი­ე­ბი 22 წლის ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას ერთ-ერთ მკვლელ­თან, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბას ადას­ტუ­რე­ბენ.

დათა კა­კუ­ლია:

- გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს ვიც­ნობ ბავ­შო­ბი­დან, მას­თან მაქვს მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ წლე­ბის მან­ძილ­ზე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია. თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მას სად­მე სა­ზღვარ­გა­რეთ შევ­ხვედ­რო­დი მე­გობ­რე­ბის წრე­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ალე­კო ჭე­ლი­ძეს, მსგავ­სი სახ­ლის და გვა­რის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა არ მეც­ნო­ბა. ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას არ ვიც­ნობ და მისი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ მა­ს­მე­დი­ი­დან გა­ვი­გე.

2021 წლის ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც მახ­სოვს ივ­ნი­სის თვე­ში, პი­რად საქ­მე­ზე ჩა­ვე­დი ერე­ვან­ში და დავ­ყა­ვი და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვა­რი. იყ­ვნენ თუ არა ისი­ნი (ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - კა­ვი­ლა­ძე და ჭე­ლი­ძე) ჩა­მო­სუ­ლი სომ­ხეთ­ში ვერ ვიხ­სე­ნებ, თუმ­ცა არ გა­მოვ­რი­ცხავ ამ ფაქტს, რომ რომ ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

გუგა კა­კუ­ლია:

- მე და ჩემს ძმას გვსურ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ორ მცდე­ლო­ბა­ზე გვეთ­ქვა უარი. რო­დის და რა სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოვ­კვე­თეთ სა­ზღვა­რი, ამას ვერ გე­ტყვით. ამა­ზე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებ. კონ­კრე­ტუ­ლად, სად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის დღეს, არ მახ­სოვს, თუმ­ცა ვი­ყა­ვი სა­ზღვარ­გა­რეთ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
345
0

თუ მართლა ესენი არიან იმ ანგელოზი ბიჭის მკვლელები, გარეგნობა და ტვინი რა შეუთავსებელი ჰქონიათ.ორივე ძმას რომ შეხედავ რა ლამაზი და ახალგაზრდები არიან

სენაკელი
0

უფალი არასოდეს ყოფილა მიკერძოებული-მალე მოიმკით დამკვეთი და აღმსრულებელი,რაც არ უნდა უარყოთ ფაქტი სახეზეა

ავტორი:

"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში?

"კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ მედიიდან გავიგე... რაც შეეხება ბრალდებულ კავილაძეს, მას ვიცნობ ბავშობიდან" - გახმაურებულ საქმეზე კაკულიები დუმილს არღვევენ: რას ამბობენ ძმები ჩვენებაში?

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ამ ეტაპზე 2 პირია დაკავებული - გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე.

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობიდან მალევე, გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ სამართალდაცავები ერთ-ერთი ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას განიხილავდნენ, რისი საფუძველიც ე.წ. კანონიერ ქურდად მონათვლის სურვილი გახდა. ერთ-ერთი ვერსიით, 2001 წელს მოსკოვში მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის, დავით კაკულიას ("დათო ტბილისკის") ერთ-ერთ შვილს, რომელიც მამის მსგავსად ქურდობას აპირებდა, საზღვარგარეთ გამართულ ე.წ. სხოდკაზე კრიმინალური ავტორიტეტები წოდების მიღებას დაჰპირდნენ, თუმცა გარკვეული პირობით. უმცროსმა კაკულიამ ჩათვალა, რომ სტატუსს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ შურს იძიებდა მამის მკვლელობისთვის, რაშიც მის ნათლიას, ნიკა კვარაცხელიას მამას, ასევე კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიას (მეტსახელად "ლაფშას") ადანაშაულებდა (2001 წლის 25 აგვისტოს).

  • ერთი-ერთი ვერსიით, ნიკა კვარაცხელიას ლიკვიდაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ძმებმა კაკულიებმა სომხეთში დაიბარეს ბრალდებულები (კავილაძე და ჭელიძე) და ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაც იქ გადაწყდა.

ამ დროისთვის ძმები კაკულიები პატიმრობაში არიან, თუმცა სხვა საქმის გამო. არსებული ინფორმაციით, დაკავება რამდენიმე თვის წინ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრას და არც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს უკავშირდება. ოფიციალურად, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით წარედგინათ, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გუშინ "კურიერმა" ძმებ კაკულიების ჩვენება გაავრცელა, სადაც დანაშაულთან კავშირს უარყოფენ, თუმცა დათა და გუგა კაკულიები 22 წლის ნიკო კვარაცხელიას ერთ-ერთ მკვლელთან, გიორგი კავილაძესთან მეგობრობას ადასტურებენ.

დათა კაკულია:

- გიორგი კავილაძეს ვიცნობ ბავშობიდან, მასთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ წლების მანძილზე მასთან ურთიერთობა არ მქონია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მას სადმე საზღვარგარეთ შევხვედროდი მეგობრების წრეში. რაც შეეხება ალეკო ჭელიძეს, მსგავსი სახლის და გვარის მქონე პიროვნება არ მეცნობა. ნიკოლოზ კვარაცხელიას არ ვიცნობ და მისი მკვლელობის შესახებ მასმედიიდან გავიგე.

2021 წლის ზაფხულის პერიოდში, როგორც მახსოვს ივნისის თვეში, პირად საქმეზე ჩავედი ერევანში და დავყავი დაახლოებით თვენახევარი. იყვნენ თუ არა ისინი (ბრალდებულების - კავილაძე და ჭელიძე) ჩამოსული სომხეთში ვერ ვიხსენებ, თუმცა არ გამოვრიცხავ ამ ფაქტს, რომ რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოსულიყვნენ.

გუგა კაკულია:

- მე და ჩემს ძმას გვსურდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ორ მცდელობაზე გვეთქვა უარი. როდის და რა საშუალებით გამოვკვეთეთ საზღვარი, ამას ვერ გეტყვით. ამაზე დუმილის უფლებას ვიყენებ. კონკრეტულად, სად ვიმყოფებოდი კვარაცხელიას მკვლელობის დღეს, არ მახსოვს, თუმცა ვიყავი საზღვარგარეთ.

ნახეთ ასევე: