მომღერალი ქეთი მელუა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკესთან, ნონა გაფრინდაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს, თუ როგორი შთამაგონებელი ადამიანია ის.
"მიყვარს შემოდგომა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლონდონში ქართული ფილმის ფესტივალი ბრუნდება. პარასკევს ღამით ვნახეთ იოსებ ბლიაძის შესანიშნავი Otar’s Death. შაბათს კი ფესტივალზე იყო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისიდან Glory to the Queen-ის სანახავად ჩამოვიდა.
ფილმი აღწერს ათწლეულების განმავლობაში ჭადრაკის სამყაროში ქართველი ქალების მეფობას. ჩემი საყვარელი ცოტატა ნონასგან არის ის, რომ როდესაც მან დაიწყო კაცების დამარცხება, ისინი ეუბნებოდნენ - "ნონა, შენ ჭადრაკში ჩვენზე უკეთესი არ ხარ, შენ უბრალოდ ღამით უფრო კარგად გძინავს.“
ამ ამბის კიდევ ერთხელ მოყოლით ის ხაზს უსვამს ჯანსაღი ნერვული სისტემისა და ცხოვრებისადმი ჯანსაღი მენტალური დამოკიდებულების მნიშვნელობას.
ის საოცრად შთამაგონებელია", - წერს ქეთი მელუა.
დიდი მადლობა ქალბატონ ნონას იმ ბრწყინვალე დღეებისთვის,როცა მთელი საქართველო მოუთმენლად მოელოდა საჭადრაკო გადაცემის დაწყებას♥️მადლობა თქვენ,რომ შექმენით ქართული ჭადრაკი! იხარეთ და იბედნიერეთ მრავალჟამს🙏🙏🙏
არ ვიცი დ ა ვერ გეტყვი როდოდან გეთაყვანები ქალბატონო ნონა, მე სპორტი არ მიყვარს მაინდამაინც, მაგრამ თქვენი დაუოკებელი თაყვანისმცემელი ვარ, რა ვქნა თუ მოედანზე მორბენალ ფეხბურთელს იმდენ პატივს ვერ ვცემ რამდენსაც თქვენ გონებით მოქმედ მოჭადრაკეს.ნეტავ იცოდეთ როგორ გეთაყვანებით. გაიხარეთ და კიდევ დიდხანს იცოცხლეთ, იბედნიერეთ თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად.