პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში" - კობახიძე მმართველი პარტიიდან გასულ პირებზე
"გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში" - კობახიძე მმართველი პარტიიდან გასულ პირებზე

ღი­რე­ბუ­ლე­ბით ნა­წილ­ში ჩვენს შო­რის რა­ი­მე არ­სე­ბი­თი გან­სხვა­ვე­ბა არ არის და ეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ გა­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თად დავ­რჩეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში - ისი­ნი სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, მათ შო­რის 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის გარ­შე­მო მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მხარს და­უ­ჭე­რენ,- ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ „ხალ­ხის ძა­ლას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­საც დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­მო­ყო­ფი­ლი კი­დევ 5 დე­პუ­ტა­ტი შე­უ­ერ­თდა.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, „ტაქ­ტი­კუ­რი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა“ არ­სე­ბობს მხო­ლოდ იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა ფორ­მით უნდა გა­კეთ­დეს გან­ცხა­დე­ბე­ბი.

„ჩვე­ნი მხრი­დან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი, ჩვენ ტაქ­ტი­კუ­რი შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა გვაქვს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა დო­ზით უნდა ით­ქვას სი­მარ­თლე გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე, რა ფორ­მით უნდა გა­კეთ­დეს გან­ცხა­დე­ბე­ბი კონ­კრე­ტულ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბით ნა­წილს, ჩვენს შო­რის რა­ი­მე არ­სე­ბი­თი გან­სხვა­ვე­ბა არ არის და ეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რომ გა­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ერ­თად დავ­რჩეთ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში. ჩვენ­თვის ახალ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მხა­რი და­უ­ჭი­რონ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ უმ­რავ­ლე­სო­ბა არ აქვს, 75 დე­პუ­ტა­ტი გვყავს. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ადა­მი­ა­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რად­გან მათ გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა. ჩვენ მათ­თან კონ­სულ­ტა­ცია გვქონ­და და მათი სა­ერ­თო პო­ზი­ცია გვაქვს მოს­მე­ნი­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ისი­ნი პრინ­ცი­პუ­ლად სა­ერ­თო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მხარს და­უ­ჭე­რენ. მათ შო­რის ეს ეხე­ბა 12 რე­კო­მენ­და­ცი­ის გარ­შე­მო პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­სა­ღებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ეს ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, რა არის ის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც ხმა­მაღ­ლა ვერ სა­უბ­რო­ბენ და ეთან­ხმე­ბი­ან მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან გა­სულ დე­პუ­ტა­ტებს, კო­ბა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ არის სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ესა­უბ­რე­ბი­ან.

„ჩვენ რომ ამა­ზე სა­უ­ბა­რი შეგ­ვეძ­ლოს, სა­ჯა­როდ ვი­სა­უბ­რებ­დით. არის რა­ღაც სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ვე­სა­უბ­რე­ბით პარტნი­ო­რებს. ამა­ზე ღია სა­უ­ბა­რი გვაქვს, ოღონდ, და­ხუ­რულ კარს მიღ­მა. რა­ზეა სა­უ­ბა­რი, ვერ ვი­ტყვით,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
0

დაარიგე, პირში თითი არ ჩაიყონ და არ იცელქონ.

საოცარია
0

ეს კაცი ასეთ მარგალიტებს აფრქვევს.ვითომ გავიდნენ პარტიიდან,ვის ატყუებთ,ხალხი მართლაც დებილი გონიათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში" - კობახიძე მმართველი პარტიიდან გასულ პირებზე

"გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში" - კობახიძე მმართველი პარტიიდან გასულ პირებზე

ღირებულებით ნაწილში ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში - ისინი საერთო გადაწყვეტილებებს, მათ შორის 12 რეკომენდაციის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, „ტაქტიკური შეუთანხმებლობა“ არსებობს მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები.

„ჩვენი მხრიდან ყველაფერი ძალიან მკაფიოდ არის გაცხადებული, ჩვენ ტაქტიკური შეუთანხმებლობა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებზე, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენს შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს. „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა, ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, რადგან მათ გარეშე საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება გაგვიჭირდება. ჩვენ მათთან კონსულტაცია გვქონდა და მათი საერთო პოზიცია გვაქვს მოსმენილი იმის თაობაზე, რომ ისინი პრინციპულად საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ. მათ შორის ეს ეხება 12 რეკომენდაციის გარშემო პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა არის ის საკითხები, რაზეც ხმამაღლა ვერ საუბრობენ და ეთანხმებიან მმართველი გუნდიდან გასულ დეპუტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ არის საკითხები, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრებიან.

„ჩვენ რომ ამაზე საუბარი შეგვეძლოს, საჯაროდ ვისაუბრებდით. არის რაღაც საკითხები, რაზეც დახურულ კარს მიღმა ვესაუბრებით პარტნიორებს. ამაზე ღია საუბარი გვაქვს, ოღონდ, დახურულ კარს მიღმა. რაზეა საუბარი, ვერ ვიტყვით,“ - განაცხადა კობახიძემ.