პოლიტიკა
სპორტი
სამართალი

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამხედრო
მსოფლიო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ შეშლილ სამყაროში დასავლეთის და ამერიკის იმედი გვაქვს" - რა რეაქციები მოჰყვა ვიდეოს, სადაც, სავარაუდოდ, სომეხი ტყვეების მკვლელობაა ასახული: უმძიმესი დანაშაულის ნიშნები და მხარეების პოზიცია
"ამ შეშლილ სამყაროში დასავლეთის და ამერიკის იმედი გვაქვს" - რა რეაქციები მოჰყვა ვიდეოს, სადაც, სავარაუდოდ, სომეხი ტყვეების მკვლელობაა ასახული: უმძიმესი დანაშაულის ნიშნები და მხარეების პოზიცია

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­კად­რებს, რო­მელ­ზეც სა­ვა­რა­უ­დოდ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი სო­მეხ უია­რა­ღო ტყვე­ებს კლა­ვენ, სომ­ხე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ცნო­ბით, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შემ­თხვე­ვა 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მოხ­და.

მისი თქმით, სომ­ხე­თი გა­მო­ი­ყე­ნებს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­ქა­ნიზმს, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. "ძა­ლა­დო­ბის ასე­თი აქ­ტე­ბი სა­თა­ნა­დოდ უნდა და­ი­სა­ჯოს" - აღ­ნიშ­ნა მან.

  • თა­ვის მხრივ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ი­ძი­ე­ბა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დებს.

19 სექ­ტემ­ბერს სომ­ხურ­მა მხა­რემ გა­ავ­რცე­ლა ცნო­ბე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს­თან შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად, და­ღუ­პუ­ლად და უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 207 ადა­მი­ა­ნი, 293 კი და­იჭ­რა. მოკ­ლუ­ლია ოთხი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და კი­დევ ერთი, და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. 20 სო­მე­ხი სამ­ხედ­რო აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს ტყვედ არის ჩა­ვარ­დნი­ლი. ასე­ვე გა­ირ­კვა, რომ 28 სექ­ტემ­ბერს, სამ­ხედ­რო პირი, სა­მუ­ელ ან­ტა­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვარ­თან იპო­ვეს და ის ცო­ცხა­ლია.

  • სკან­და­ლურ ვი­დე­ოს უკვე მოჰ­ყვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა - სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ტო­ი­ვო კლა­ა­რის შე­ფა­სე­ბით, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ოს ნამ­დვი­ლო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ომის და­ნა­შა­უ­ლი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­სა­ჯონ...

20 სექ­ტემ­ბერს ჟე­ნე­ვა­ში, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სომ­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა. არა­რატ მირ­ზო­ი­ან­მა და ჯე­ი­ხუნ ბა­ი­რა­მოვ­მა კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბის­თვის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვეს. იმა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე სო­მეხ­მა მი­ნის­ტრმა დახ­ვრე­ტი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის სა­კი­თხიც და­ა­ყე­ნა, რა­ზეც ბა­ი­რა­მოვ­მა უპა­სუ­ხა, რომ საქ­მის გარ­შე­მო მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლია.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი ქრის­ტი­ნე გრი­გო­რი­ა­ნი აცხა­დებს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ამ პრო­ცესს გა­წე­ლავს, არა­და, ინ­ცი­დენ­ტი 13 სექ­ტემ­ბერს, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­სა­ზღვრო შე­ტა­კე­ბე­ბი­სას მოხ­და, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სო­მეხ სამ­ხედ­რო­ებს თავს ეს­ხმი­ან და მათ სა­სა­ზღვრო სა­გუ­შა­გოს იკა­ვე­ბენ.

"ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც სო­მეხ სამ­ხედ­რო ტყვე­ებს არაჰუ­მა­ნუ­რად ეპყრო­ბი­ან. ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბამ­დე, 16 სექ­ტემ­ბერს, სომ­ხე­თის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ან­გა­რი­ში, რომ­ლის და­ხუ­რუ­ლი ნა­წი­ლი მო­ი­ცავს ვი­დე­ო­ებს, რო­მელ­ზეც სო­მე­ხი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის წა­მე­ბაა ასა­ხუ­ლი" - წერს გრი­გო­რი­ა­ნი.

სომ­ხე­თის ყო­ფილ­მა ომ­ბუდსმენ­მა არ­მენ ტა­ტო­ი­ან­მა "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან შე­ის­წავ­ლა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ოს ში­ნა­არ­სი და გა­არ­კვია, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი ახ­ლად შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბა­ტა­ლი­ონ­მა "კო­მან­დომ" ჩა­ი­დი­ნა.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, დახ­ვრე­ტი­ლი ორი სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცის ვი­ნა­ო­ბა კად­რე­ბი­დან ამო­იც­ნეს. სხვე­ბის ვი­ნა­ო­ბა დგინ­დე­ბა, რად­გან უკვე ცნო­ბი­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად, სად მოხ­და ინ­ცი­დენ­ტი და იმ დროს ვინ ას­რუ­ლებ­და თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას. 12-14 სექ­ტემ­ბერს, იმ ად­გი­ლას თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას 17 ადა­მი­ა­ნი ას­რუ­ლებ­და. მათი ნა­წი­ლი დღემ­დე და­ღუ­პუ­ლად, ან უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და.

"ცხედ­რე­ბის ნა­წი­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არ არის. ამას­თან, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, რომ და­კარ­გუ­ლი სო­მე­ხი სამ­ხედ­რო­ე­ბი ტყვედ ჰყავ­დეთ" - წერს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი სი­რა­ნუშ სა­ა­კი­ა­ნი.

პა­რა­ლე­ლუ­რად, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში გრძელ­დე­ბა სრო­ლე­ბი. სომ­ხე­თის შსს სა­მი­ნის­ტროს პრეს-მდი­ვა­ნი ვან უნა­ნი­ა­ნი ТАСС -სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სომ­ხუ­რი მხა­რე მა­ინც გა­ნაგ­რძობს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, კარ­გი იქ­ნე­ბა, ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი არ ხდე­ბო­დეს, მაგ­რამ ომია და მას ზოგ­ჯერ კა­ნო­ნე­ბი არ აქვს, თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბის დახ­ვრე­ტას, ად­გი­ლობ­რივ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია და მისი ჩამ­დე­ნე­ბი და­უს­ჯე­ლი არ დარ­ჩე­ბი­ან. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­ნა­ჩე­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სამ­ხედ­რო­ე­ბის დას­ჯის არ სჯე­რათ სო­მეხ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახლა ერ­თა­დერ­თი თა­ვი­სი სი­ტყვის თქმა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია.

"გა­სა­გე­ბია, რომ თურ­ქე­თის პი­რის­პირ ვართ და ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის შან­სე­ბი მცი­რეა, მაგ­რამ ეს არის თვალ­სა­ჩი­ნოს და­ნა­შა­უ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან და იმე­დია, ამ საქ­მეს მა­ინც ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა. ჩვენ არ გვყავს სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე და 2020 წლის მოვ­ლე­ნებ­მა დაგ­ვა­ნა­ხა, რომ არც არას­დროს გვყო­ლია, რუ­სე­თი მხო­ლოდ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ თა­მა­შობს და ახლა არც ეს გა­მო­დის. ახლა კუ­თხე­ში მიმ­წყვდე­უ­ლი გვე­ლე­შა­პი­ვით იქ­ცე­ვა და ცე­ცხლის ფრქვე­ვას გა­ნაგ­რძობს, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით იმუქ­რე­ბა... ამ შეშ­ლილ სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის და ამე­რი­კის იმე­დი გვაქვს, სი­მარ­თლე მსოფ­ლი­ომ უნდა გა­ი­გოს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­ი­სა­ჯონ..." - ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ჰა­ი­ა­ნე ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმ,
8

ამერიკის და ევროპის იმედზე ყოფნას გერჩიათ, მეზობლებთან გქონოდათ კეთილი დამოკიდებულება, მაგრამ სიხარბეს მოუკვდა პატრონი,თქვენ მეზობლის სიკეთეს ვერ იტანთ და ყველაფერს კადრულობთ, რომ წაგლიჯოთ და დაეპატრონოთ. არადა, სამივე რესპუბლიკას ერთიანობა რომ გვქონოდა, ვერანაირი მტერი ვერ მოგვერეოდა.

ინტრიგანი
12

რაც ჩაიდენეს სომხებმა 90-იან წლებში ყარაბაღში, იმას რატომ არ აპროტესტებთ?

ავტორი:

"ამ შეშლილ სამყაროში დასავლეთის და ამერიკის იმედი გვაქვს" - რა რეაქციები მოჰყვა ვიდეოს, სადაც, სავარაუდოდ, სომეხი ტყვეების მკვლელობაა ასახული: უმძიმესი დანაშაულის ნიშნები და მხარეების პოზიცია

"ამ შეშლილ სამყაროში დასავლეთის და ამერიკის იმედი გვაქვს" - რა რეაქციები მოჰყვა ვიდეოს, სადაც, სავარაუდოდ, სომეხი ტყვეების მკვლელობაა ასახული: უმძიმესი დანაშაულის ნიშნები და მხარეების პოზიცია

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელზეც სავარაუდოდ, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სომეხ უიარაღო ტყვეებს კლავენ, სომხების მწვავე რეაქცია მოჰყვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ცნობით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა.

მისი თქმით, სომხეთი გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს, რათა უზრუნველყოს გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისმგებლობა. "ძალადობის ასეთი აქტები სათანადოდ უნდა დაისაჯოს" - აღნიშნა მან.

  • თავის მხრივ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს აზერბაიჯანის პროკურატურაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოიძიება გარემოებებისა და კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

19 სექტემბერს სომხურმა მხარემ გაავრცელა ცნობები, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანულ მხარესთან შეტაკების შედეგად, დაღუპულად და უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 207 ადამიანი, 293 კი დაიჭრა. მოკლულია ოთხი სამოქალაქო პირი და კიდევ ერთი, დაკარგულად ითვლება. 20 სომეხი სამხედრო აზერბაიჯანულ მხარეს ტყვედ არის ჩავარდნილი. ასევე გაირკვა, რომ 28 სექტემბერს, სამხედრო პირი, სამუელ ანტალიანი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, აზერბაიჯანის საზღვართან იპოვეს და ის ცოცხალია.

  • სკანდალურ ვიდეოს უკვე მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება - სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა ტოივო კლაარის შეფასებით, თუ აღნიშნული ვიდეოს ნამდვილობა დადასტურდება, ეს იქნება ომის დანაშაული და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ...

20 სექტემბერს ჟენევაში, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მონაწილეობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. არარატ მირზოიანმა და ჯეიხუნ ბაირამოვმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. იმავე შეხვედრაზე სომეხმა მინისტრმა დახვრეტილი ჯარისკაცების საკითხიც დააყენა, რაზეც ბაირამოვმა უპასუხა, რომ საქმის გარშემო მოკვლევა დაწყებულია.

ადამიანის უფლებათა დამცველი ქრისტინე გრიგორიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ პროცესს გაწელავს, არადა, ინციდენტი 13 სექტემბერს, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეტაკებებისას მოხდა, როდესაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომეხ სამხედროებს თავს ესხმიან და მათ სასაზღვრო საგუშაგოს იკავებენ.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომეხ სამხედრო ტყვეებს არაჰუმანურად ეპყრობიან. ვიდეოს გავრცელებამდე, 16 სექტემბერს, სომხეთის ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის დახურული ნაწილი მოიცავს ვიდეოებს, რომელზეც სომეხი სამხედრო ტყვეების წამებაა ასახული" - წერს გრიგორიანი.

სომხეთის ყოფილმა ომბუდსმენმა არმენ ტატოიანმა "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან შეისწავლა გავრცელებული ვიდეოს შინაარსი და გაარკვია, რომ ეს დანაშაული ახლად შექმნილი სპეციალური დანიშნულების ბატალიონმა "კომანდომ" ჩაიდინა.

სომხური მედიის ცნობით, დახვრეტილი ორი სომეხი ჯარისკაცის ვინაობა კადრებიდან ამოიცნეს. სხვების ვინაობა დგინდება, რადგან უკვე ცნობილია, კონკრეტულად, სად მოხდა ინციდენტი და იმ დროს ვინ ასრულებდა თავის მოვალეობას. 12-14 სექტემბერს, იმ ადგილას თავის მოვალეობას 17 ადამიანი ასრულებდა. მათი ნაწილი დღემდე დაღუპულად, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

"ცხედრების ნაწილი იდენტიფიცირებული არ არის. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ დაკარგული სომეხი სამხედროები ტყვედ ჰყავდეთ" - წერს უფლებადამცველი სირანუშ სააკიანი.

პარალელურად, მთიანი ყარაბაღის რეგიონში გრძელდება სროლები. სომხეთის შსს სამინისტროს პრეს-მდივანი ვან უნანიანი ТАСС -სთან ინტერვიუში ამბობს, რომ აზერბაიჯანული მხარის პროვოკაციების მიუხედავად, სომხური მხარე მაინც განაგრძობს მოლაპარაკებებში მონაწილეობას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად.

ადგილობრივების თქმით, კარგი იქნება, ასეთი საშინელებები არ ხდებოდეს, მაგრამ ომია და მას ზოგჯერ კანონები არ აქვს, თუმცა, რაც შეეხება სამხედრო ტყვეების დახვრეტას, ადგილობრივ პროკურატურაში საქმის გამოძიება დაწყებულია და მისი ჩამდენები დაუსჯელი არ დარჩებიან. აზერბაიჯანული პროკურატურის განაჩენის საფუძველზე სამხედროების დასჯის არ სჯერათ სომეხ სამოქალაქო აქტივისტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა ერთადერთი თავისი სიტყვის თქმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა საზოგადოებას შეუძლია.

"გასაგებია, რომ თურქეთის პირისპირ ვართ და ჩვენი გამარჯვების შანსები მცირეა, მაგრამ ეს არის თვალსაჩინოს დანაშაული აზერბაიჯანის მხრიდან და იმედია, ამ საქმეს მაინც ბოლომდე მიჰყვება. ჩვენ არ გვყავს სტრატეგიული მოკავშირე და 2020 წლის მოვლენებმა დაგვანახა, რომ არც არასდროს გვყოლია, რუსეთი მხოლოდ თავისი ინტერესების სასარგებლოდ თამაშობს და ახლა არც ეს გამოდის. ახლა კუთხეში მიმწყვდეული გველეშაპივით იქცევა და ცეცხლის ფრქვევას განაგრძობს, ბირთვული იარაღით იმუქრება... ამ შეშლილ სამყაროში მხოლოდ დასავლეთის და ამერიკის იმედი გვაქვს, სიმართლე მსოფლიომ უნდა გაიგოს და აზერბაიჯანელი სამხედროები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ..." - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ჰაიანე ადამიანი.