სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე... მე არ ჩავერევი სარედაქციო პოლიტიკაში" - ვიქტორ ჯაფარიძე POSTV-ის შეძენაზე
"მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე... მე არ ჩავერევი სარედაქციო პოლიტიკაში" - ვიქტორ ჯაფარიძე POSTV-ის შეძენაზე

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უნდა ავა­რი­დოთ იმ უბე­დუ­რე­ბას, რაში შეთ­რე­ვა­საც ცდი­ლობს ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ გა­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი "ხალ­ხის ძა­ლის“ ახალ­მა წევ­რმა, დე­პუ­ტატ­მა ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მოძ­რა­ო­ბის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა არის ის, რომ ხალ­ხმა სი­მარ­თლე იცო­დეს.

"ვთვლი, რომ კუ­ლი­სებ­ში ბევ­რი რამ წყდე­ბა, მაგ­რამ სა­ჯა­როდ არ გა­მო­დის ინ­ფორ­მა­ცია და ამი­ტომ მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა იცო­დეს მეტი, რათა მი­ი­ღოს ის გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­საც იღებს ჩვე­ნი ბრძე­ნი ხალ­ხი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უნდა ავა­რი­დოთ იმ უბე­დუ­რე­ბას, რაში შეთ­რე­ვა­საც ცდი­ლო­ბენ ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სი, გნე­ბავთ ჩვენ­თან, გნე­ბავთ სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი და ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ცდი­ლობს, რომ ჩაგ­ვით­რი­ონ ომში და ამ მოძ­რა­ო­ბის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა არის ის, რომ ხალ­ხმა იცო­დეს სი­მარ­თლე და შემ­დეგ გა­და­წყვი­ტოს, ჩა­ერ­თოს თუ არ უნდა ჩა­ერ­თოს კონ­ფლიქ­ტში და ომში”, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა "პოსტ ტვ“-ის შე­ძე­ნას, მან გან­მარ­ტა, რომ აინ­ტე­რე­სებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი და ტე­ლე­ვი­ზი­ის წი­ლე­ბი ამი­ტომ შე­ი­ძი­ნა.

ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძის თქმით, ის არ ჩა­ე­რე­ვა ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში, რად­გან ისე­დაც სი­მარ­თლეს სა­უბ­რობს.

"მა­ინ­ტე­რე­სებს ეგ ბიზ­ნე­სი და შე­ვი­ძი­ნე. მთა­ვა­რია, რომ უკა­ნო­ნო­ბა არ გა­მი­კე­თე­ბია, არა­დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად არ შე­მი­ძე­ნია. მე მომ­წონს ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ გა­შუ­ქე­ბუ­ლი ის აზ­რე­ბი, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­ვი­ზია და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ვთვლი, რომ ამ ბიზ­ნეს­ში უნდა მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რათა კი­დევ ერთი ტე­ლე­ვი­ზია არ­სე­ბობ­დეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც ილა­პა­რა­კებს სი­მარ­თლეს და მხო­ლოდ სი­მარ­თლეს.

მე არ ვა­პი­რებ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვას - „პოსტ ტვ“-ის შე­ძე­ნის ერთ-ერთი მი­ზე­ზი იყო ის, რომ ის სა­უბ­რობს სი­მარ­თლეს და გა­აგ­რძე­ლებს ალ­ბათ, სი­მარ­თლის სა­უ­ბარს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ შევ­თან­ხმდე­ბით. მე შე­ვი­ძი­ნე სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი“, - გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დოლარები თუ რუბლები
2

ისე, ამერიკას რო ებრძვიან და ფულები დოლარებში აქვთ, ეგ რანაირი ბრძოლააა?!

ბელა
84

ერთადერთი ხალხია ვინც ფულზე არ გაიყიდა. საუკეთესო ექსპერტები ყავთ. დარგის სპეციალისტები. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე... მე არ ჩავერევი სარედაქციო პოლიტიკაში" - ვიქტორ ჯაფარიძე POSTV-ის შეძენაზე

"მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე... მე არ ჩავერევი სარედაქციო პოლიტიკაში" - ვიქტორ ჯაფარიძე POSTV-ის შეძენაზე

ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში შეთრევასაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაარსებული "ხალხის ძალის“ ახალმა წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მოძრაობის პირველი ამოცანა არის ის, რომ ხალხმა სიმართლე იცოდეს.

"ვთვლი, რომ კულისებში ბევრი რამ წყდება, მაგრამ საჯაროდ არ გამოდის ინფორმაცია და ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს მეტი, რათა მიიღოს ის გონივრული გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებებსაც იღებს ჩვენი ბრძენი ხალხი. ჩვენი ქვეყანა უნდა ავარიდოთ იმ უბედურებას, რაში შეთრევასაც ცდილობენ ზოგიერთი პოლიტიკოსი, გნებავთ ჩვენთან, გნებავთ სხვა ქვეყნებიდან. უკრაინის მთავრობის წევრები და ზოგიერთი ევროპელი პარლამენტის წევრი ცდილობს, რომ ჩაგვითრიონ ომში და ამ მოძრაობის პირველი ამოცანა არის ის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე და შემდეგ გადაწყვიტოს, ჩაერთოს თუ არ უნდა ჩაერთოს კონფლიქტში და ომში”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება "პოსტ ტვ“-ის შეძენას, მან განმარტა, რომ აინტერესებს აღნიშნული ბიზნესი და ტელევიზიის წილები ამიტომ შეიძინა.

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ის არ ჩაერევა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში, რადგან ისედაც სიმართლეს საუბრობს.

"მაინტერესებს ეგ ბიზნესი და შევიძინე. მთავარია, რომ უკანონობა არ გამიკეთებია, არადეკლარირებულად არ შემიძენია. მე მომწონს ამ ტელევიზიის მიერ გაშუქებული ის აზრები, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზია დამახინჯებულად აწვდის საზოგადოებას და ვთვლი, რომ ამ ბიზნესში უნდა მივიღო მონაწილეობა, რათა კიდევ ერთი ტელევიზია არსებობდეს ამ ქვეყანაში, რომელიც ილაპარაკებს სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს.

მე არ ვაპირებ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას - „პოსტ ტვ“-ის შეძენის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ის საუბრობს სიმართლეს და გააგრძელებს ალბათ, სიმართლის საუბარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შევთანხმდებით. მე შევიძინე საკონტროლო პაკეტი“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.