სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლარსთან მომდგარი რუსების ნაწილი "აგვისტოს ომში" უკვე "გვსტუმრობდა", ოღონდ არა ტაქსებით, არამედ ტანკებზე "ამხედრებული" - რატომ ემალებიან დიქტატორს საქართველოში?
"ლარსთან მომდგარი რუსების ნაწილი "აგვისტოს ომში" უკვე "გვსტუმრობდა", ოღონდ არა ტაქსებით, არამედ ტანკებზე "ამხედრებული" - რატომ ემალებიან დიქტატორს საქართველოში?
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

პუ­ტინ­მა 10-წლი­ა­ნი ციხე შე­მო­ი­ღო იმ რე­ზერ­ვის­ტე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც თავს აა­რი­დე­ბენ რუ­სე­თის არ­მი­ა­ში გაწ­ვე­ვას და ისი­ნიც თავს რუ­სე­თი­დან სას­წრა­ფოდ გაქ­ცე­ვით შვე­ლი­ან, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­კე­ნაც...

უკ­რა­ი­ნას­თან ომის ჭა­ობ­ში ყე­ლამ­დე ჩა­ძი­რუ­ლი და „და­სახ­რჩო­ბად“ გან­წი­რუ­ლი რუ­სე­თის არ­მი­ის გა­და­სარ­ჩე­ნად კრემ­ლმა ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, რაც თით­ქოს 300 ათა­სი რე­ზერ­ვის­ტის გაწ­ვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. თუმ­ცა ამ მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის კა­ნო­ნის მეშ­ვი­დე პუნ­ქტი (რო­მელ­შიც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ რე­ზერ­ვის­ტთა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი) გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, რაც თა­ვად რუ­სე­თის მა­ს­მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აჩენს ეჭვს, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ოთხჯერ მეტი, 1,2 მლნ რე­ზერ­ვის­ტის მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა და­გეგ­მი­ლი.

XXI სა­უ­კუ­ნის ჰიტ­ლე­რის, პუ­ტი­ნის ავად­მყო­ფურ ზრახ­ვებს, რაც უნდა და­უჯ­დეს აღად­გი­ნოს რუ­სე­თის იმ­პე­რია და ამით და­იმ­კვიდ­როს თავი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს არ სურს შე­ე­წი­როს და ამი­ტო­მაც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლე­ბი გა­იქ­ცნენ უახ­ლო­ე­სი სა­ზღვრე­ბის­კენ. მაგ­რამ რუ­სეთ­თან სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვა უკვე მო­ას­წრეს ეს­ტო­ნეთ­მა, ლი­ე­ტუ­ვამ და ლატ­ვი­ამ, ფი­ნეთ­მა, (აზერ­ბა­ი­ჯანს სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრე­ბი კერ­ძო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე თვეა ისე­დაც ჩა­კე­ტი­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის მო­მი­ზე­ზე­ბით). ღია რჩე­ბა სა­სა­ზღვრო გა­და­სას­ვლე­ლე­ბი ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან, ჩი­ნეთ­თან, მონ­ღო­ლეთ­თან, ყა­ზა­ხეთ­თან, ბე­ლა­რუს­სა და სა­ქარ­თვე­ლოს­თან.

გა­სა­გე­ბია, რომ რუ­სე­თის ევ­რო­პუ­ლი ნა­წი­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ არ გა­იქ­ცე­ვა, რად­გან ჩი­ნე­თის სა­ზღვრამ­დე მან­ქა­ნით მი­საღ­წე­ვად დღე­ე­ბი დას­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ არც ბე­ლა­რუს­ში გა­დას­ვლით იკ­ლა­ვენ თავს და ძი­რი­თა­დი მასა სამ­ხრე­თის­კენ გა­მო­ე­შუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წრა­ფოდ შე­მო­საღ­წე­ვად, რის­თვი­საც ვი­ზაც კი არ სჭირ­დე­ბათ.

რუ­სე­თის კა­ნო­ნი "მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ" სამ­ხედ­რო­ვალ­დე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს მხო­ლოდ სამ დღე-ღა­მეს აძ­ლევს, რათა სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტებ­ში გა­მო­ცხად­დნენ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მათ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­ვრე­ბა. რუ­სე­თის იმ მო­ქა­ლა­ქე მა­მა­კაც­თა ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას გა­ურ­ბის და ცდი­ლობს სას­წრა­ფოდ გად­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 14 წლის წინ უკვე „სტუმ­რობ­და“ ჩვენ­თან, ოღონდ არა ტაქ­სე­ბით, არა­მედ ტან­კებ­ზე "ამ­ხედ­რე­ბუ­ლი"...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
alex
14

კარგი იქნებოდა ისიც დაგეწერათ რუსეთიდან გამოქცეულებში რამდენი პროცენტია ეთნიკურად არარუსი, საინტერესო იქნებოდა ეს სტატიტიკა, მარტო ლარსს არ ვგულისხმობ. თუ უმრავლესობა მართლა ეთნიკური რუსებია მაშინ მართლა მოახლოებულა რუსეთის იმპერიის დასასრული.

Akaki
70

1783 ტრაქტატი ესეთ უბედურებას თუ მოუტანდა საქართველოს, ერეკლეს || მრჩევლები არა ჰყავდაა?! ორი საუკუნის მანძილზე ყველა უბედურება მოდის ჩრდილოეთიდან! და უფლებაც არა გაქვს ამ საბედისწერო შეცდომაზე რაღაც სთქვა! გადაგვაყოლა რუსეთმა ამ ხელშეკრულებას!!!!!

ავტორი:

"ლარსთან მომდგარი რუსების ნაწილი "აგვისტოს ომში" უკვე "გვსტუმრობდა", ოღონდ არა ტაქსებით, არამედ ტანკებზე "ამხედრებული" - რატომ ემალებიან დიქტატორს საქართველოში?

"ლარსთან მომდგარი რუსების ნაწილი "აგვისტოს ომში" უკვე "გვსტუმრობდა", ოღონდ არა ტაქსებით, არამედ ტანკებზე "ამხედრებული" - რატომ ემალებიან დიქტატორს საქართველოში?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

პუტინმა 10-წლიანი ციხე შემოიღო იმ რეზერვისტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რუსეთის არმიაში გაწვევას და ისინიც თავს რუსეთიდან სასწრაფოდ გაქცევით შველიან, მათ შორის საქართველოსკენაც...

უკრაინასთან ომის ჭაობში ყელამდე ჩაძირული და „დასახრჩობად“ განწირული რუსეთის არმიის გადასარჩენად კრემლმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც თითქოს 300 ათასი რეზერვისტის გაწვევას ითვალისწინებს. თუმცა ამ მობილიზაციის კანონის მეშვიდე პუნქტი (რომელშიც მობილიზაციას დაქვემდებარებულ რეზერვისტთა ზუსტი რაოდენობაა მითითებული) გასაიდუმლოებულია, რაც თავად რუსეთის მასმედიასა და საზოგადოებაში აჩენს ეჭვს, რომ სინამდვილეში ოთხჯერ მეტი, 1,2 მლნ რეზერვისტის მობილიზაციაა დაგეგმილი.

XXI საუკუნის ჰიტლერის, პუტინის ავადმყოფურ ზრახვებს, რაც უნდა დაუჯდეს აღადგინოს რუსეთის იმპერია და ამით დაიმკვიდროს თავი მსოფლიო ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არ სურს შეეწიროს და ამიტომაც მობილიზაციის გამოცხადებისთანავე თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ უახლოესი საზღვრებისკენ. მაგრამ რუსეთთან სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა უკვე მოასწრეს ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ, ფინეთმა, (აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები კერძო ავტომობილებისთვის რამდენიმე თვეა ისედაც ჩაკეტილი აქვს კორონავირუსის პანდემიის მომიზეზებით). ღია რჩება სასაზღვრო გადასასვლელები ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან, მონღოლეთთან, ყაზახეთთან, ბელარუსსა და საქართველოსთან.

გასაგებია, რომ რუსეთის ევროპული ნაწილის მოსახლეობა აღმოსავლეთისკენ არ გაიქცევა, რადგან ჩინეთის საზღვრამდე მანქანით მისაღწევად დღეები დასჭირდებათ, მაგრამ არც ბელარუსში გადასვლით იკლავენ თავს და ძირითადი მასა სამხრეთისკენ გამოეშურა საქართველოში სასწრაფოდ შემოსაღწევად, რისთვისაც ვიზაც კი არ სჭირდებათ.

რუსეთის კანონი "მობილიზაციის შესახებ" სამხედროვალდებულ მოქალაქეებს მხოლოდ სამ დღე-ღამეს აძლევს, რათა სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. რუსეთის იმ მოქალაქე მამაკაცთა ნაწილი, რომელიც მობილიზაციას გაურბის და ცდილობს სასწრაფოდ გადმოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, 14 წლის წინ უკვე „სტუმრობდა“ ჩვენთან, ოღონდ არა ტაქსებით, არამედ ტანკებზე "ამხედრებული"...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: