საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით..." - აშშ რუსეთს, უკრაინის რეგიონების ანექსიისთვის, ახალ სანქციებს უწესებს
"ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით..." - აშშ რუსეთს, უკრაინის რეგიონების ანექსიისთვის, ახალ სანქციებს უწესებს

შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა რუ­სეთს ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა მას შემ­დეგ, რაც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ხელი მო­ა­წე­რა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ის შე­სა­ხებ.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სან­ქცი­ე­ბის ახალ პა­კეტ­ში 1000-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პირი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა შე­სუ­ლი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

სან­ქცი­რე­ბულ პი­რებს შო­რის არი­ან : რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი ბან­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ელ­ვი­რა ნა­ბი­უ­ლი­ნა, რუ­სე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რი ალექ­სან­დრე ნო­ვა­კი, რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მი­ხა­ილ მი­შუს­ტი­ნი­სა და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, სერ­გეი შო­ი­გუს ოჯა­ხე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს 109 წევ­რი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი კრე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭო და მისი 169 წევ­რი.

"ჩვენ გვერ­დზე ვერ გავ­დგე­ბით, როცა პუ­ტი­ნი თაღ­ლი­თუ­რად ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნის ნა­წი­ლის ანექ­სი­ას. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო და და აშშ-ის მთავ­რო­ბა დღეს იღე­ბენ ყოვ­ლის­მომ­ცველ ზო­მებს, რათა კი­დევ უფრო შე­ა­სუს­ტონ რუ­სე­თის ისე­დაც დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო კომ­პლექ­სი და შე­არ­ყი­ონ მისი უნა­რი, აწარ­მო­ოს უკა­ნო­ნო ომი“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა, ჯა­ნეტ იე­ლენ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

სანქციებმა ვერ იმუშავა იქნებ იფიქროთ რეალურ მოქმედებაზე ,ხალხი ეწირება შედეგი ნულია 

goga
10

უსუსტესი სანქციები გაუგონარი თავხედობის საპასუხოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით..." - აშშ რუსეთს, უკრაინის რეგიონების ანექსიისთვის, ახალ სანქციებს უწესებს

"ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით..." - აშშ რუსეთს, უკრაინის რეგიონების ანექსიისთვის, ახალ სანქციებს უწესებს

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალ პაკეტში 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი და ორგანიზაციაა შესული, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არიან დაკავშირებული.

სანქცირებულ პირებს შორის არიან : რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა, რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი, რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ოჯახები, სახელმწიფო სათათბიროს 109 წევრი, რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭო და მისი 169 წევრი.

"ჩვენ გვერდზე ვერ გავდგებით, როცა პუტინი თაღლითურად ცდილობს უკრაინის ნაწილის ანექსიას. ფინანსთა სამინისტრო და და აშშ-ის მთავრობა დღეს იღებენ ყოვლისმომცველ ზომებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ რუსეთის ისედაც დეგრადირებული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და შეარყიონ მისი უნარი, აწარმოოს უკანონო ომი“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.