სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები კრემლიდან, სადაც  უკრაინის ტერიტორიების უკანონოდ მიერთების შესახებ ღონისძიება მიმდინარეობს
ფოტოები კრემლიდან, სადაც  უკრაინის ტერიტორიების უკანონოდ მიერთების შესახებ ღონისძიება მიმდინარეობს

კრემლში მიმ­დი­ნა­რე­ობს ღო­ნის­ძი­ე­ბა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სი­რებ­სთან და­კავ­ში­რე­ბით. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქე­ბის რუ­სე­თის მიერ და­ნიშ­ნულ­მა ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის შეს­ვლის შე­თან­ხმე­ბებს.

  • მა­ნამ­დე, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი ჩა­ტარ­და და ადა­მი­ა­ნებ­მა ე.წ. „დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კებ­ში“, ასე­ვე ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქებ­ში გა­ა­კე­თეს თა­ვი­სი ცალ­სა­ხა არ­ჩე­ვა­ნი.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ფე­დე­რა­ლუ­რი კრე­ბა მხარს და­უ­ჭერს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნო­ნებს რუ­სეთ­ში ოთხი ახა­ლი რე­გი­ო­ნის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ოთხი ახა­ლი სუ­ბი­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ეს არის მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფ­ლე­ბა, მათი გა­ნუ­ყო­ფე­ლი უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­ე­როს წეს­დე­ბის პირ­ველ მუხ­ლში“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ხერ­სო­ნი­სა და ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ო­ნებ­ში ე.წ. „რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი“ 23-27 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და. რუ­სე­თის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. „ხე­ლი­სუფ­ლე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი. უკ­რა­ი­ნა და მისი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ყალ­ბი და უკა­ნო­ნო „რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის“ შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
0

აბა ჟირინოვსკისკენ ნაბიჯით იარ

უხ
0

ფურცლით მიიერთეს და ნახევარ ტერიტორიას რაც გონიათ რო მიიერთეს უკრაინელები აკონტროლებენ და ეს მხოლოდ რუსეთში ხდება თუ რაშია საქმე :დ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ფოტოები კრემლიდან, სადაც  უკრაინის ტერიტორიების უკანონოდ მიერთების შესახებ ღონისძიება მიმდინარეობს

ფოტოები კრემლიდან, სადაც  უკრაინის ტერიტორიების უკანონოდ მიერთების შესახებ ღონისძიება მიმდინარეობს

კრემლში მიმდინარეობს ღონისძიება უკრაინის ტერიტორიების ანექსირებსთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონების შესვლის შეთანხმებებს.

  • მანამდე, სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში“, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააკეთეს თავისი ცალსახა არჩევანი.

"დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ე.წ. „რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. „ხელისუფლების“ წარმომადგენლების მტკიცებით, რეგიონების მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ყალბი და უკანონო „რეფერენდუმების“ შედეგებს არ აღიარებენ.