საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კანონებს რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი რეგიონის მიღების შესახებ" - პუტინი
"დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კანონებს რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი რეგიონის მიღების შესახებ" - პუტინი

რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი ჩა­ტარ­და და ადა­მი­ა­ნებ­მა დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კებ­ში, ასე­ვე ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქებ­ში გა­ა­კე­თეს თა­ვი­სი არ­ჩე­ვა­ნი, თა­ვი­სი ცალ­სა­ხა არ­ჩე­ვა­ნი, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა კრემლში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შეს­ვლის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მისი თქმით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პარ­ლა­მენ­ტი მხარს და­უ­ჭერს კა­ნო­ნებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ.

”დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ფე­დე­რა­ლუ­რი კრე­ბა მხარს და­უ­ჭერს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნო­ნებს რუ­სეთ­ში ოთხი ახა­ლი რე­გი­ო­ნის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ოთხი ახა­ლი სუ­ბი­ექ­ტის მი­ღე­ბის შე­სა­ხებ, რად­გან ეს არის მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფ­ლე­ბა, მათი გა­ნუ­ყო­ფე­ლი უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გა­ე­როს წეს­დე­ბის პირ­ველ მუხ­ლში“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

რუ­სე­თის ლი­დე­რი ახალ რე­გი­ო­ნებს მხარ­და­ჭე­რა­სა და დახ­მა­რე­ბას დაჰ­პირ­და.

"დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კებ­ში, ასე­ვე ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­მუ­და­მოდ გახ­დე­ბი­ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კე­ბის, ასე­ვე ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, და­ვეხ­მა­რე­ბით მათ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღ­დგე­ნა­ში“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კი­ევ­მა პა­ტი­ვი უნდა სცეს დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკის, ასე­ვე ზა­პო­რო­ჟი­ე­სა და ხერ­სო­ნის ოლ­ქე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის არ­ჩე­ვანს, რად­გან ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა მშვი­დო­ბამ­დე. უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე და­სას­წრე­ბად კრემ­ლის გე­ორ­გი­ევ­სკის დარ­ბაზ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის გარ­და იმ­ყო­ფე­ბი­ან: სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, სერ­გეი ლავ­რო­ვი, რუ­სე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის დო­ნეც­კის, ლუ­განსკის, ხერ­სო­ნი­სა და ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ო­ნებ­ში ე.წ. "რე­ფე­რენ­დუ­მე­ბი“ 23-27 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­და. რუ­სე­თის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, რგი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი. უკ­რა­ი­ნა და მისი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ყალ­ბი და უკა­ნო­ნო "რე­ფე­რენ­დუ­მე­ბის“ შე­დე­გებს არ აღი­ა­რე­ბენ.

გივი
87

კიდე რა ილაპარაკა ამერიკაზე და დასავლეთზე ესეც დაწერეთ. რატომ მალავთ..ყველაფერი სწორე თქვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კანონებს რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი რეგიონის მიღების შესახებ" - პუტინი

"დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კანონებს რუსეთის შემადგენლობაში 4 ახალი რეგიონის მიღების შესახებ" - პუტინი

რეფერენდუმები ჩატარდა და ადამიანებმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გააკეთეს თავისი არჩევანი, თავისი ცალსახა არჩევანი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონებს რუსეთის ფედერაციისთვის ახალი ტერიტორიების შეერთების შესახებ.

”დარწმუნებული ვარ, რომ ფედერალური კრება მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ კანონებს რუსეთში ოთხი ახალი რეგიონის, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოთხი ახალი სუბიექტის მიღების შესახებ, რადგან ეს არის მილიონობით ადამიანის ნება და ეს, რა თქმა უნდა, არის მათი უფლება, მათი განუყოფელი უფლება, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების პირველ მუხლში“, - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის ლიდერი ახალ რეგიონებს მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.

"დონეცკსა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მცხოვრები ადამიანები სამუდამოდ გახდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ უზრუნველვყოფთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უსაფრთხოებას, დავეხმარებით მათ ინფრასტრუქტურის აღდგენაში“, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, კიევმა პატივი უნდა სცეს დონეცკსა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობის არჩევანს, რადგან ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობამდე. უკრაინის ტერიტორიების რუსეთთან მიერთების ცერემონიაზე დასასწრებად კრემლის გეორგიევსკის დარბაზში რუსეთის პრეზიდენტის გარდა იმყოფებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რუსეთის პარლამენტის წევრები და სხვა ოფიციალური პირები.

შეგახსენებთ, უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ე.წ. "რეფერენდუმები“ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, რგიონების მოსახლეობის დიდმა ნაწილმა რუსეთთან შეერთებას დაუჭირა მხარი. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ყალბი და უკანონო "რეფერენდუმების“ შედეგებს არ აღიარებენ.