სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია... მამა ჩემზე ემოციურია" - ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა: რას ჰყვება მარიამ მათიაშვილი მშობლებსა და ახლადდაქორწინებულ ძმაზე
"მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია... მამა ჩემზე ემოციურია" - ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა: რას ჰყვება მარიამ მათიაშვილი მშობლებსა და ახლადდაქორწინებულ ძმაზე

სულ ახ­ლა­ხან სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვის, თეა დარ­ჩი­ას და მისი მე­უღ­ლის გუჯა მა­თი­აშ­ვი­ლის ვაჟ­მა მი­რი­ან­მა იქორ­წი­ნა. მი­რი­ა­ნის რჩე­უ­ლი ელი­ჩკა ბა­რა­მი­ძეა... ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ფარ­თოდ გავ­რცელ­და და დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა კი გუჯა მა­თი­აშ­ვი­ლის და უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის - მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბულ­მა ცეკ­ვამ გა­მო­იწ­ვია...

თეას და გუ­ჯას ოთხი შვი­ლი ჰყავთ. უფ­რო­სი, მა­რი­ა­მი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვეა..

"სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ხა­ტო შენ­და­მი ჩემი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა, უბ­რა­ლოდ მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ ჩემი მა­მი­კო ხარ, უსა­ზღვროდ მიყ­ვარ­ხარ" - ამ წარ­წე­რით გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­რი­ამ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო, რა­საც ბევ­რი ემო­ცი­უ­რი კო­მენ­ტა­რიც მოჰ­ყვა...

AMBEBI.GE მა­რი­ამ მა­თი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, ვინც ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი გა­ი­ზა­ი­ა­რა და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­ხა­ტა... ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ას­მა­გად და­მიბ­რუნ­და, რად­გან ჩემი ემო­ცი­ე­ბი იმ­დე­ნად დიდი იყო, სი­ტყვე­ბით რომ ვერ გად­მოვ­ცემ. ჩემი ოცი წლის ძმა და­ქორ­წინ­და და ძა­ლი­ან გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი სცე­ნა იყო, რო­დე­საც ცეკ­ვა მა­მას­თან ერ­თად შე­ვას­რუ­ლე.

- რო­გორც ვიცი, მა­მას დიდი ამა­გი აქვს შვი­ლებ­ზე, რად­გან ქალ­ბა­ტო­ნი თეა ხში­რად გას­ტრო­ლებ­ზე იყო და თქვენ­ზე მამა ძა­ლი­ან ზრუ­ნავ­და...

- დია, ნამ­დვი­ლად ასეა... მთე­ლი ოჯა­ხის­თვის მამა უძ­ვირ­ფა­სე­სი ადა­მი­ა­ნია. მან დე­დას ძა­ლი­ან ხელი შე­უ­წყო, თა­ვის პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. მა­მას მარ­თლაც დიდი ამა­გი აქვს ჩვენ­ზე, მისი გაზ­რდი­ლე­ბი ვართ.

- ცეკ­ვა თქვენც პა­ტა­რა ასა­კი­დან და­ი­წყეთ...

- დიახ, რაც თავი მახ­სოვს, მარ­თლაც სულ ვცეკ­ვავ. დე­და­ჩე­მი ჩემ­ზე ფეხ­მძი­მედ იყო, როცა კვლავ ცეკ­ვავ­და. ბოლო დღე­ებ­ში და­ა­ნე­ბა ცეკ­ვას თავი, რა­ღაც პე­რი­ო­დი... მთე­ლი ბავ­შვო­ბა რა­საც ვხე­დავ­დი, ეს იყო დე­დას, მა­მას ცეკ­ვა... თუმ­ცა მო­ცეკ­ვა­ვის პრო­ფე­სია სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლი არ მქონ­და, თე­ას­თან დავ­დი­ო­დი ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში, შემ­დეგ ან­სამ­ბლის სტუ­დი­ა­ში გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა. დე­დას კო­ლე­გამ, ქალ­ბა­ტონ­მა - ტატა გო­მე­ლა­ურ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა უბ­რა­ლოდ მე­ცა­და და ამის მერე და­ი­წყო ჩემი ცეკ­ვის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

- ალ­ბათ დღემ­დე სულ არის შე­და­რე­ბა თქვენ­სა და ქალ­ბა­ტონ თეას შო­რის...

- და­სა­წყი­სის­თვის მარ­თლაც ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი მწყინ­და კი­დეც, მაგ­რამ შემ­დეგ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მაძ­ლი­ე­რა. სტი­მუ­ლი მომ­ცა, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რა­ღაც რომ მეც შე­მეძ­ლო. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში დედა გვერ­დით გედ­გათ?

- დედა ჩემს მი­მართ ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი იყო და ბუ­ნებ­რი­ვია ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­ში მედ­გა, მაგ­რამ რა­მეს თუ არას­წო­რად ვა­კე­თებ­დი, არა­სო­დეს მომფრ­თხი­ლე­ბია. როცა სა­ჭი­რო იყო, შე­ნიშ­ვნას აუ­ცი­ლებ­ლად მომ­ცემ­და. დღეს ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რად­გან თუ რა­მეს წარ­მო­ვად­გენ, მთლი­ა­ნად მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. დღეს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის, ან­სამ­ბლ "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ წევ­რი ვარ. აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი ვარ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ ან­სამ­ბლის სა­ხე­ლი გა­ვა­მარ­თლო, ვიყო „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ წევ­რი! სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მით ძა­ლი­ან ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობთ.

- უფრო მეტი რომ გვი­თხრათ, თქვე­ნი ახ­ლად­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ძმის შე­სა­ხებ...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დედ­მაშ­ვი­ლე­ბი­დან უფ­რო­სი მე გახ­ლა­ვართ... მი­რი­ა­ნი ოცი წლის არის. რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნია, მაგ­რამ მას­ზე ძა­ლი­ან დიდი ამა­გი მაქვს. მახ­სოვს, რო­გორ ვაჭ­მევ­დი, ვა­ძი­ნებ­დი, ვუვ­ლი­დი... ამი­ტო­მაც იყო ეს ქორ­წი­ლი ჩემ­თვის ასე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლი, თით­ქოს ჩემ­მა შვილ­მა იქორ­წი­ნა, მარ­თლა ასე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და. მთე­ლი ქორ­წი­ლი ვტი­რო­დი, ცრემ­ლი არ შემშრო­ბია. მერე ეს ძა­ლი­ან სა­ხუ­მა­რო თემა იყო... თან ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ელე­ნე სა­ო­ცა­რი გო­გოა. ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ და თან ნა­თე­ლი მსგავ­სე­ბა აქვთ. ძა­ლი­ან თბი­ლი, ლაღი წყვი­ლია და უსა­ზღვროდ მი­ხა­რია..

- მა­მას­თვის რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი იყო ეს დღე?

- მა­მა­ჩე­მი ჩემ­ზე ალ­ბათ ბევ­რად უფრო ემო­ცი­უ­რია, მაგ­რამ ასე სა­ხალ­ხოდ გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, ნერ­ვი­უ­ლობ­და რა რო­გორ იქ­ნე­ბო­და... შვი­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ლი იყო და ცხა­დია ძა­ლი­ან დიდ გან­ცდებ­ში იყო.

- ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი გე­ყო­ლე­ბათ და თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც ხომ ვერ გაგ­ვან­დობთ რა­მეს?

- არა, ჩემ­თან მარ­თლაც არა­ფე­რი არ არის ახა­ლი და ამ მხრივ სათ­ქმე­ლიც არა­ფე­რი მაქვს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაჭუკის
17

ფიქრობ მაინც რას ამბობ,სირცხვილი შენი,ოჯახი ხარობს რა სიმდაბლეა...

პაჭუკი
72

კი მაგრამ, მარიამ მათიაშვილი ვინღაა? რა სასტუმროებში არ ვყოფილვარ და არსად შემხვედრია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია... მამა ჩემზე ემოციურია" - ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა: რას ჰყვება მარიამ მათიაშვილი მშობლებსა და ახლადდაქორწინებულ ძმაზე

"მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია... მამა ჩემზე ემოციურია" - ცეკვა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა: რას ჰყვება მარიამ მათიაშვილი მშობლებსა და ახლადდაქორწინებულ ძმაზე

სულ ახლახან სუხიშვილების ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას და მისი მეუღლის გუჯა მათიაშვილის ვაჟმა მირიანმა იქორწინა. მირიანის რჩეული ელიჩკა ბარამიძეა... ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში ფართოდ გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა... განსაკუთრებული აღფრთოვანება კი გუჯა მათიაშვილის და უფროსი ქალიშვილის - მარიამ მათიაშვილის შესრულებულმა ცეკვამ გამოიწვია...

თეას და გუჯას ოთხი შვილი ჰყავთ. უფროსი, მარიამი "სუხიშვილების" მოცეკვავეა..

"სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო შენდამი ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, უბრალოდ მადლობა ღმერთს, რომ ჩემი მამიკო ხარ, უსაზღვროდ მიყვარხარ" - ამ წარწერით გამოაქვეყნა მარიამმა აღნიშნული ვიდეო, რასაც ბევრი ემოციური კომენტარიც მოჰყვა...

AMBEBI.GE მარიამ მათიაშვილს ესაუბრა:

- ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ჩვენი სიხარული გაიზაიარა და აღფრთოვანება გამოხატა... ალბათ ყველაფერი ასმაგად დამიბრუნდა, რადგან ჩემი ემოციები იმდენად დიდი იყო, სიტყვებით რომ ვერ გადმოვცემ. ჩემი ოცი წლის ძმა დაქორწინდა და ძალიან გულისამაჩუყებელი სცენა იყო, როდესაც ცეკვა მამასთან ერთად შევასრულე.

- როგორც ვიცი, მამას დიდი ამაგი აქვს შვილებზე, რადგან ქალბატონი თეა ხშირად გასტროლებზე იყო და თქვენზე მამა ძალიან ზრუნავდა...

- დია, ნამდვილად ასეა... მთელი ოჯახისთვის მამა უძვირფასესი ადამიანია. მან დედას ძალიან ხელი შეუწყო, თავის პროფესიული საქმიანობა გაეგრძელებინა. მამას მართლაც დიდი ამაგი აქვს ჩვენზე, მისი გაზრდილები ვართ.

- ცეკვა თქვენც პატარა ასაკიდან დაიწყეთ...

- დიახ, რაც თავი მახსოვს, მართლაც სულ ვცეკვავ. დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო, როცა კვლავ ცეკვავდა. ბოლო დღეებში დაანება ცეკვას თავი, რაღაც პერიოდი... მთელი ბავშვობა რასაც ვხედავდი, ეს იყო დედას, მამას ცეკვა... თუმცა მოცეკვავის პროფესია სერიოზულად გადაწყვეტილი არ მქონდა, თეასთან დავდიოდი ცეკვის სტუდიაში, შემდეგ ანსამბლის სტუდიაში გავაგრძელე სწავლა. დედას კოლეგამ, ქალბატონმა - ტატა გომელაურმა შემომთავაზა უბრალოდ მეცადა და ამის მერე დაიწყო ჩემი ცეკვის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება.

- ალბათ დღემდე სულ არის შედარება თქვენსა და ქალბატონ თეას შორის...

- დასაწყისისთვის მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო. პატარა რომ ვიყავი მწყინდა კიდეც, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფერმა გამაძლიერა. სტიმული მომცა, დამემტკიცებინა, რაღაც რომ მეც შემეძლო. ყველანაირად ვცდილობდი, წინ წავსულიყავი და განვითარებულიყავი.

- წარმატების მიღწევაში დედა გვერდით გედგათ?

- დედა ჩემს მიმართ ძალიან მომთხოვნი იყო და ბუნებრივია ასეც უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერში მედგა, მაგრამ რამეს თუ არასწორად ვაკეთებდი, არასოდეს მომფრთხილებია. როცა საჭირო იყო, შენიშვნას აუცილებლად მომცემდა. დღეს ძალიან მადლიერი ვარ, რადგან თუ რამეს წარმოვადგენ, მთლიანად მისი დამსახურებაა. დღეს ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლ "სუხიშვილების“ წევრი ვარ. აქტიურად ჩართული ვარ ამ საქმიანობაში, ყველანაირად ვცდილობ ანსამბლის სახელი გავამართლო, ვიყო „სუხიშვილების“ წევრი! საკონცერტო პროგრამით ძალიან ბევრს ვმოგზაურობთ.

- უფრო მეტი რომ გვითხრათ, თქვენი ახლადდაქორწინებული ძმის შესახებ...

- მოგეხსენებათ, დედმაშვილებიდან უფროსი მე გახლავართ... მირიანი ოცი წლის არის. რთულად წარმოსადგენია, მაგრამ მასზე ძალიან დიდი ამაგი მაქვს. მახსოვს, როგორ ვაჭმევდი, ვაძინებდი, ვუვლიდი... ამიტომაც იყო ეს ქორწილი ჩემთვის ასე გულისამაჩუყებელი, თითქოს ჩემმა შვილმა იქორწინა, მართლა ასეთი შეგრძნება მქონდა. მთელი ქორწილი ვტიროდი, ცრემლი არ შემშრობია. მერე ეს ძალიან სახუმარო თემა იყო... თან ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ელენე საოცარი გოგოა. ერთმანეთი ძალიან უყვართ და თან ნათელი მსგავსება აქვთ. ძალიან თბილი, ლაღი წყვილია და უსაზღვროდ მიხარია..

- მამასთვის რამდენად ემოციური იყო ეს დღე?

- მამაჩემი ჩემზე ალბათ ბევრად უფრო ემოციურია, მაგრამ ასე სახალხოდ გამოხატვის საშუალება არ ჰქონდა. ძალიან განიცდიდა, ნერვიულობდა რა როგორ იქნებოდა... შვილებიდან პირველი ქორწილი იყო და ცხადია ძალიან დიდ განცდებში იყო.

- ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ და თქვენს პირად ცხოვრებაზეც ხომ ვერ გაგვანდობთ რამეს?

- არა, ჩემთან მართლაც არაფერი არ არის ახალი და ამ მხრივ სათქმელიც არაფერი მაქვს.