მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გემუდარებით, თავი დამანებეთ და სადმე სხვაგან იყავით უბედურები" - ჯასტინი, ჰეილი და სელენა: სასიყვარულო სამკუთხედის საგა, რომელიც არ სრულდება
"გემუდარებით, თავი დამანებეთ და სადმე სხვაგან იყავით უბედურები" - ჯასტინი, ჰეილი და სელენა: სასიყვარულო სამკუთხედის საგა, რომელიც არ სრულდება

ჯას­ტინ ბი­ბე­რის ცოლი, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რი, პოდ­კას­ტში "Call Her Daddy" პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ალა­პა­რაკ­და. მო­დე­ლი კა­ნა­დელ ვარ­სკვლავ­ზე ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ფა­ნებ­მა კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს და მას მომ­ღე­რალ სე­ლე­ნა გო­მე­სის­თვის შეყ­ვა­რე­ბუ­ლის წარ­თმე­ვა­ში დღემ­დე ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჰე­ი­ლიმ ამ სა­კი­თხზე ისა­უბ­რა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ აგ­რე­სი­უ­ლი ფა­ნე­ბი ახლა მა­ინც და­ა­ნე­ბე­ბენ თავს.

  • სე­ლე­ნა და ჯას­ტი­ნი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ამ პე­რი­ოდ­ში ისი­ნი რამ­დენ­ჯერ­მე და­შორ­დნენ და შე­რიგ­დნენ. ბო­ლოს 2017 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 2018 წლის მარ­ტამ­დე იყ­ვნენ ერ­თად. ამა­ვე წლის ივ­ნის­ში ჯას­ტინ­მა და ჰე­ი­ლიმ გა­ნა­ახ­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბა (წყვი­ლი წარ­სულ­შიც ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს) და მომ­დევ­ნო თვე­ში უკვე და­ი­ნიშ­ნენ.

2018 წელს, სე­ლე­ნა გო­მეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტი­დან მა­ლე­ვე, ჯას­ტინ ბი­ბე­რი ჰე­ი­ლი­ზე და­ი­ნიშ­ნა. იმის გამო, რომ ჯას­ტი­ნის ამ ორ ურ­თი­ერ­თო­ბას შო­რის დრო­ის მცი­რე შუ­ა­ლე­დი იყო, სე­ლე­ნა გო­მე­სის ფა­ნე­ბი ჯას­ტინს ღა­ლატ­ში სდებ­დნენ ბრალს და ისი­ნი რო­გორც ჯას­ტინს, ასე­ვე ჰე­ი­ლის უტევ­დნენ.

მას შემ­დეგ, ჰე­ი­ლი ბი­ბე­რის­კენ მი­მარ­თუ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი და მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი მე­სი­ჯე­ბი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

პოდ­კას­ტში სა­უბ­რი­სას, ჰე­ი­ლიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ჯას­ტინ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ა­ბამ­და, თუ მას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბო­და. "ჩემს ბუ­ნე­ბა­ში არაა სხვის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩა­რე­ვა. ამას არას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი. ჩემს მშობ­ლებს ასე არ გა­ვუზ­რდი­ვარ,“- ამ­ბობს 25 წლის მო­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჰე­ი­ლის აზ­რით, ფა­ნებს იმი­ტომ უჭირთ მისი და ჯას­ტი­ნის ქორ­წი­ნე­ბას­თან შე­გუ­ე­ბა, რომ თვლი­ან, გო­მესს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წა­არ­თვა.

ჰე­ი­ლიმ ისიც თქვა, რომ კა­ნა­დელ მომ­ღე­რალ­თან ქორ­წი­ლის შემ­დეგ, სე­ლე­ნას­თან ამ თე­მა­ზე ისა­უბ­რა და რომ მათ შო­რის არა­ნა­ირ გა­უ­გებ­რო­ბას, ან და­ძა­ბუ­ლო­ბას არ აქვს ად­გი­ლი. ამი­ტომ ის გო­მე­სის ფა­ნებს სთხოვს, რომ პა­ტი­ვი სცენ და ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბის წე­რის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

"უკვე საკ­მა­რი­სი დრო გა­ვი­და, ასე რომ დროა, ხალ­ხი შე­მეშ­ვას. გე­მუ­და­რე­ბით, ეს ჩემი ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნაა. თავი და­მა­ნე­ბეთ და სად­მე სხვა­გან იყა­ვით უბე­დუ­რე­ბი“, - ამ­ბობს ჰე­ი­ლი.

წყა­რო: insider

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
10

ჰო ორი ლამაზი ქალი 

არაა ცუდი ვარიანტი

ავტორი:

"გემუდარებით, თავი დამანებეთ და სადმე სხვაგან იყავით უბედურები" - ჯასტინი, ჰეილი და სელენა: სასიყვარულო სამკუთხედის საგა, რომელიც არ სრულდება

"გემუდარებით, თავი დამანებეთ და სადმე სხვაგან იყავით უბედურები" - ჯასტინი, ჰეილი და სელენა: სასიყვარულო სამკუთხედის საგა, რომელიც არ სრულდება

ჯასტინ ბიბერის ცოლი, ჰეილი ბიბერი, პოდკასტში "Call Her Daddy" პირადი ცხოვრების დეტალებზე ალაპარაკდა. მოდელი კანადელ ვარსკვლავზე ქორწინების შემდეგ ფანებმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და მას მომღერალ სელენა გომესისთვის შეყვარებულის წართმევაში დღემდე ადანაშაულებენ. ჰეილიმ ამ საკითხზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აგრესიული ფანები ახლა მაინც დაანებებენ თავს.

  • სელენა და ჯასტინი 10 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ პერიოდში ისინი რამდენჯერმე დაშორდნენ და შერიგდნენ. ბოლოს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტამდე იყვნენ ერთად. ამავე წლის ივნისში ჯასტინმა და ჰეილიმ განაახლეს ურთიერთობა (წყვილი წარსულშიც ხვდებოდა ერთმანეთს) და მომდევნო თვეში უკვე დაინიშნენ.

2018 წელს, სელენა გომესთან ურთიერთობის გაწყვეტიდან მალევე, ჯასტინ ბიბერი ჰეილიზე დაინიშნა. იმის გამო, რომ ჯასტინის ამ ორ ურთიერთობას შორის დროის მცირე შუალედი იყო, სელენა გომესის ფანები ჯასტინს ღალატში სდებდნენ ბრალს და ისინი როგორც ჯასტინს, ასევე ჰეილის უტევდნენ.

მას შემდეგ, ჰეილი ბიბერისკენ მიმართული ნეგატიური და მუქარის შემცველი მესიჯები არ შეჩერებულა.

პოდკასტში საუბრისას, ჰეილიმ განაცხადა, რომ ჯასტინთან ურთიერთობას არავითარ შემთხვევაში არ გააბამდა, თუ მას შეყვარებული ეყოლებოდა. "ჩემს ბუნებაში არაა სხვის ურთიერთობაში ჩარევა. ამას არასდროს გავაკეთებდი. ჩემს მშობლებს ასე არ გავუზრდივარ,“- ამბობს 25 წლის მოდელი ინტერვიუში.

ჰეილის აზრით, ფანებს იმიტომ უჭირთ მისი და ჯასტინის ქორწინებასთან შეგუება, რომ თვლიან, გომესს შეყვარებული წაართვა.

ჰეილიმ ისიც თქვა, რომ კანადელ მომღერალთან ქორწილის შემდეგ, სელენასთან ამ თემაზე ისაუბრა და რომ მათ შორის არანაირ გაუგებრობას, ან დაძაბულობას არ აქვს ადგილი. ამიტომ ის გომესის ფანებს სთხოვს, რომ პატივი სცენ და ნეგატიური კომენტარების წერისგან თავი შეიკავონ.

"უკვე საკმარისი დრო გავიდა, ასე რომ დროა, ხალხი შემეშვას. გემუდარებით, ეს ჩემი ერთადერთი თხოვნაა. თავი დამანებეთ და სადმე სხვაგან იყავით უბედურები“, - ამბობს ჰეილი.

წყარო: insider

მოამზადა: ანა სიბოშვილმა