სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მჯეროდა, ჩემზე თუ საუბრობდა. დაგვიბარა, გვეგონა, უნდა მოელოცა, მაგრამ არ მსურს გავიმეორო, რა სიტყვებიც გვაკადრა" - რას პასუხობს წიკლაური წულუკიანის ბრალდებას
"არ მჯეროდა, ჩემზე თუ საუბრობდა. დაგვიბარა, გვეგონა, უნდა მოელოცა, მაგრამ არ მსურს გავიმეორო, რა სიტყვებიც გვაკადრა" - რას პასუხობს წიკლაური წულუკიანის ბრალდებას

ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად ამოქ­მედ­და მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ეს, ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის ამ სა­ღა­მოს ნათ­ქვა­მი ცი­ლის­წა­მე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და - ვინც მე მიც­ნობს იცის, რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლია ეს ბრალ­დე­ბა, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი, რომ გან­ხილ­ვა­საც არ და­ვი­წყებ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ვის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და­ვით წიკ­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის ბრალ­დე­ბას, რომ და­ვით წიკ­ლა­ურ­მა მას­ზე და­სარ­ტყმე­ლად გა­ი­წია.

რო­გორც ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მი­ნის­ტრმა მას შე­უთ­ვა­ლა, რომ ხმის ამო­უ­ღებ­ლად და უხ­მა­უ­როდ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი, რა­საც და­ვით წიკ­ლა­უ­რი არ და­თან­ხმდა.

"მო­ვის­მი­ნე ქალ­ბა­ტო­ნი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა ჩემს მი­მართ.

კარ­გა ხანს არც მჯე­რო­და ჩემ­ზე თუ სა­უბ­რობ­და, იმ­დე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო. კრი­ვის ის­ტო­რი­ა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, სა­მი­ნის­ტრო­ში რომ დაგ­ვი­ბა­რეს, ჩვენ ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ უნ­დო­დათ ეს გა­მარ­ჯვე­ბა მო­ე­ლო­ცათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი რა­საც ჰქვია, გა­მოგ­ვყა­რა მი­ნის­ტრმა შე­ნო­ბი­დან. მე­ტიც, არც მსურს გა­ვი­მე­ო­რო, რა სი­ტყვე­ბი გვა­კად­რა და ეს მხო­ლოდ ჩვენს უწყი­ნარ თხოვ­ნა­ზე, რომ ფე­დე­რა­ცი­ის­თვის კუთ­ვნი­ლი ფი­ნან­სე­ბი გად­მო­ე­რი­ცხათ, რო­მე­ლიც მისი ბრძა­ნე­ბით ჯერ გაგ­ვი­ნა­ხევ­რეს, შემ­დეგ სულ გაგ­ვი­ნუ­ლეს.

ჩემს მო­სა­შო­რებ­ლად ამოქ­მედ­და მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ეს, ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრის ამ სა­ღა­მოს ნათ­ქვა­მი ცი­ლის­წა­მე­ბით დაგ­ვირ­გვინ­და. ვინც მე მიც­ნობს იცის, რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლია ეს ბრალ­დე­ბა, იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი, რომ გან­ხილ­ვა­საც არ და­ვი­წყებ.

უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. ის ფაქ­ტი, რომ მე დავ­წე­რე სტა­ტუ­სი და ღიად გან­ვა­ცხა­დე, რომ არ ვა­პი­რებ არ­სად წას­ვლას და მზად ვარ სი­მარ­თლის­თვის ვიბ­რძო­ლო ბო­ლომ­დე, აი, სწო­რედ ამ სტა­ტუ­სით მიხ­ვდა ქალ­ბა­ტო­ნი მი­ნის­ტრი, რომ მის შე­მოთ­ვლილ ულ­ტი­მა­ტუმს, და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ხმის ამო­უ­ღებ­ლად და უხ­მა­უ­როდ ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სტა­ტუ­სი არ დავ­თან­ხმდი და ეს იყო მისი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი. აკი შე­მო­მით­ვა­ლეს, რომ ჯობ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვი ჩემი ნე­ბით, რომ "ჩემს უკან ოჯა­ხი დგას" ეს ფრა­ზა გან­ცხა­დე­ბა­ში ღი­ა­დაც კი თქვა ქალ­ბა­ტონ­მა მი­ნის­ტრმა.

მოკ­ლედ, რო­გორც ჩანს, ქალ­ბა­ტო­ნი თეას შუ­რის­ძი­ე­ბის ობი­ექ­ტი ვარ და დიდი ალ­ბა­თო­ბით, ნე­ტავ ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ ჩემ­ზე არ გა­ჩერ­დე­ბა. ყვე­ლას ერ­თი­ა­ნო­ბა და თა­ნად­გო­მა დღეს რო­გორც არას­დროს ისე სჭირ­დე­ბა სპორ­ტს, კულ­ტუ­რას და ახალ­გაზ­რდო­ბას, ყვე­ლა­ფერს იმას, რისი მი­ნის­ტრი­ცაა და რა­საც წარ­მო­ად­გენს ეს ქალ­ბა­ტო­ნი - ეს ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ მის­გა­ნაა გა­და­სარ­ჩე­ნი და თან სას­წრა­ფოდ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ნათ­ქვამს, გა­მე­ო­რე­ბაც არ მინ­და, კა­ცის­თვის ამა­ზე დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ არ­სე­ბობს, ქალ­ზე რომ გა­ი­წევს. და თან ამას და­აბ­რა­ლე­ბენ. წინა სტა­ტუ­სი რომ დავ­წე­რე, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ აზრს გა­მოთ­ქვამ­დნენ, ზოგი არც ისე კო­რექ­ტუ­ლად და ჩემი კო­მენ­ტა­რიც კი დევს, მო­ვუ­წო­დე, შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­რე­შე ვაკ­რი­ტი­კოთ და გენ­დერუ­ლი ნიშ­ნით სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­შია-თქო. თა­მა­რის ქვე­ყა­ნა­ში ქალი მი­ნის­ტრი ვის უკ­ვირს-თქო. მის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ და პი­როვ­ნუ­ლი ნიშ­ნით არა­ვინ შე­ვუ­რა­ცხყოთ-თქო. ხოდა აგე­რაა ის სტა­ტუ­სიც და კო­მენ­ტა­რიც. რას მო­ვი­ფიქ­რებ­დი, ამას რომ ვწერ­დი, მის თავ­ში, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით ასე­თი ცი­ლის­წა­მე­ბა თუ ცხვე­ბო­და. ამას მარ­თლა ვერ მო­ვი­ფიქ­რებ­დი“, - წერს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნი, ვინც მას­ზე "გა­ი­წია და­სარ­ტყმე­ლად", კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ვით წიკ­ლა­უ­რია. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ამ ფაქ­ტი­სა, ქარ­თულ კრივს სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან ხელ­შე­წყო­ბა ექ­ნე­ბა, თუმ­ცა ფე­დე­რა­ცი­ის გვერ­დის ავ­ლით.

მკითხველის კომენტარები / 49 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჩე!
3

ნაცების "ფსიქოლოგი" რომ მეგია გოცირიძე იქნება , ხომ წარმოგიდგენიათ მაგათი მდგომარეობა!!!!

ამირანი
7

კომპლექსებით გაბოროტებული არსებაა წულუკიანი.იმ მიკროფონს სხვა დანიშნულება მისცა თუ დაუბრუნა პატრონს?

ავტორი:

"არ მჯეროდა, ჩემზე თუ საუბრობდა. დაგვიბარა, გვეგონა, უნდა მოელოცა, მაგრამ არ მსურს გავიმეორო, რა სიტყვებიც გვაკადრა" - რას პასუხობს წიკლაური წულუკიანის ბრალდებას

"არ მჯეროდა, ჩემზე თუ საუბრობდა. დაგვიბარა, გვეგონა, უნდა მოელოცა, მაგრამ არ მსურს გავიმეორო, რა სიტყვებიც გვაკადრა" - რას პასუხობს წიკლაური წულუკიანის ბრალდებას

ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა - ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ, - ასე ეხმაურება საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრალდებას, რომ დავით წიკლაურმა მასზე დასარტყმელად გაიწია.

როგორც ფედერაციის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, მინისტრმა მას შეუთვალა, რომ ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ დაეტოვებინა პრეზიდენტის სტატუსი, რასაც დავით წიკლაური არ დათანხმდა.

"მოვისმინე ქალბატონი თეა წულუკიანის დაუჯერებელი ბრალდება ჩემს მიმართ.

კარგა ხანს არც მჯეროდა ჩემზე თუ საუბრობდა, იმდენად გამაოგნებელი იყო. კრივის ისტორიაში უპრეცედენტო გამარჯვების მოპოვების შემდეგ, სამინისტროში რომ დაგვიბარეს, ჩვენ ყველას გვეგონა, რომ უნდოდათ ეს გამარჯვება მოელოცათ, სინამდვილეში კი რასაც ჰქვია, გამოგვყარა მინისტრმა შენობიდან. მეტიც, არც მსურს გავიმეორო, რა სიტყვები გვაკადრა და ეს მხოლოდ ჩვენს უწყინარ თხოვნაზე, რომ ფედერაციისთვის კუთვნილი ფინანსები გადმოერიცხათ, რომელიც მისი ბრძანებით ჯერ გაგვინახევრეს, შემდეგ სულ გაგვინულეს.

ჩემს მოსაშორებლად ამოქმედდა მექანიზმები და ეს, ქალბატონი მინისტრის ამ საღამოს ნათქვამი ცილისწამებით დაგვირგვინდა. ვინც მე მიცნობს იცის, როგორი აბსურდულია ეს ბრალდება, იმდენად აბსურდული, რომ განხილვასაც არ დავიწყებ.

უბრალოდ, ყველაფერი ნათელია. ის ფაქტი, რომ მე დავწერე სტატუსი და ღიად განვაცხადე, რომ არ ვაპირებ არსად წასვლას და მზად ვარ სიმართლისთვის ვიბრძოლო ბოლომდე, აი, სწორედ ამ სტატუსით მიხვდა ქალბატონი მინისტრი, რომ მის შემოთვლილ ულტიმატუმს, დამეტოვებინა ხმის ამოუღებლად და უხმაუროდ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსი არ დავთანხმდი და ეს იყო მისი შემდეგი ნაბიჯი. აკი შემომითვალეს, რომ ჯობდა წავსულიყავი ჩემი ნებით, რომ ,,ჩემს უკან ოჯახი დგას'' ეს ფრაზა განცხადებაში ღიადაც კი თქვა ქალბატონმა მინისტრმა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ქალბატონი თეას შურისძიების ობიექტი ვარ და დიდი ალბათობით, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ჩემზე არ გაჩერდება. ყველას ერთიანობა და თანადგომა დღეს როგორც არასდროს ისე სჭირდება სპორტს, კულტურას და ახალგაზრდობას, ყველაფერს იმას, რისი მინისტრიცაა და რასაც წარმოადგენს ეს ქალბატონი - ეს ყველაფერი სწორედ მისგანაა გადასარჩენი და თან სასწრაფოდ.

რაც შეეხება მის ნათქვამს, გამეორებაც არ მინდა, კაცისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არსებობს, ქალზე რომ გაიწევს. და თან ამას დააბრალებენ. წინა სტატუსი რომ დავწერე, იქ ადამიანები თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ, ზოგი არც ისე კორექტულად და ჩემი კომენტარიც კი დევს, მოვუწოდე, შეურაცხყოფის გარეშე ვაკრიტიკოთ და გენდერული ნიშნით საერთოდ არაფერ შუაშია-თქო. თამარის ქვეყანაში ქალი მინისტრი ვის უკვირს-თქო. მის არაკომპეტენტურობაზე ვისაუბროთ და პიროვნული ნიშნით არავინ შევურაცხყოთ-თქო. ხოდა აგერაა ის სტატუსიც და კომენტარიც. რას მოვიფიქრებდი, ამას რომ ვწერდი, მის თავში, შურისძიების მიზნით ასეთი ცილისწამება თუ ცხვებოდა. ამას მართლა ვერ მოვიფიქრებდი“, - წერს კრივის ფედერაციის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანი, ვინც მასზე "გაიწია დასარტყმელად", კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით წიკლაურია. მისი თქმით, მიუხედავად ამ ფაქტისა, ქართულ კრივს სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა ექნება, თუმცა ფედერაციის გვერდის ავლით.