ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ აფხაზეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ახალ იმპულსს იძენს.
"ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს: ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთს პირველად სტუმრობს.
ბჟანიამ დასძინა, რომ შეხვედრაზე ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილეს და გამოთქვა რწმენა, რომ "სახელმწიფოთაშორისი“ ურთიერთობები დინამიკურად განვითარდება.
ლუკაშენკომ ბჟანიასთან ბიჭვინთაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთთან სერიოზული ურთიერთობების დამყარება სურს.
"მე გამოცდილი ადამიანი ვარ, მრავალი წელია, პოლიტიკაში ვარ. ვისაუბროთ, ვიფიქროთ როგორ ვიცხოვროთ. მთავარი ის არის, რომ აქ ხალხი ღირსეულად ცხოვრობდეს, რადგან ეს სამოთხეა დედამიწაზე. საბჭოთა დროიდან მახსოვს, როცა აქ ვიყავი. ამიტომ, ჩვენ გვინდა დავამყაროთ არა მხოლოდ მეგობრობის ხიდი, არამედ ძალიან სერიოზული ურთიერთობები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხი განიხილეს.
"გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და მივედით ერთ დასკვნამდე, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება. მას დახმარება სჭირდება, რათა ეს აყვავებული მიწა, ხალხი, ვინც აქ ცხოვრობს, ნორმალურად ცხოვრობდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
რომ ეგ აგურები მალე თავში მოგხვდებათ.
რუსეთი დროებით უკრაინის ოთხ რეგიონს "იერთებს",შესაბამისად დიდი ფინანსიური სახსრების გადასროლა მოუწევს ამ რეგიონებში.შესაბამისად აფხაზეთისა და სამაჩაბლოსათვის მაგათ აღარ ცხელათ.
ფინანსები თითქმის ყველაფერს განსაზღვრავს და აფხაზები რამენაირად ხომ უნდა დააწყნარონ.მართალია ლუკაშენკოს ვიზიტი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფეხებზე დაკიდებაა,მაგრამ ის, რომ აფხაზებს წმინდანები უწოდა უფრო გაშაყირებას ჰგავს. ეგენი ,პუტინი განსაკუთრებით ზამთარს ელოდებიან და უცდიან ევროპა წუწუნს დაიწყებს,თუ არა.
რუსები ყოველთვის აქცენტს ზამთარზე აკეთებენ.