ბოლო პერიოდში თბილისში, მეტროში, მგზავრთა ნაკადის საგრძნობი მატების გამო, მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების პრობლემა შეექმნათ. სოციალურ ქსელში არაერთხელ გავრცელდა ვიდეო თუ ფოტო მასალა, სადაც ჩანს, ხალხით გადავსებული მეტროს გვირაბები და ის, რომ გადაადგილება ფატქობრივად შეუძლებელია. დღეს მეტროში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მგზავრთა შეუფერეხებელი გადაადგილება უზრუნველყონ.
როგორც თბილისის მერიის საზოადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, მეტროს მონიტორინგის თანამშრომლები მგზავრებს მიუთითებენ, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაონ, რომ გადაადგილება შეუფერხებელად შეძლონ.
"მეტროს მონიტრინგის თანამშრომლები აწესრიგებენ მგზავრთა მოძრაობას, შეუფერხებელი გადაადგილება რომ მოხდეს, ალბათ, მიუთითებენ რა მიმართულებთ უნდა იმოძრაონ მათ" - განუცხადეს ambebi.ge -ს თბილისის მერიაში.
დაბრუნდით სოფლებში და ამოისუნთქებს ქალაქი
რა გაგიხდათ რკინის ჯებირები ა?