სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი" - ნეკა დოროყაშვილი
"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი" - ნეკა დოროყაშვილი

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს გან­ქორ­წი­ნე­ბა სურ­და, თუმ­ცა უნ­დო­და ის ფიქ­ტი­უ­რი ცოლი ყო­ფი­ლი­ყო.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა, ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვის შემ­დეგ, ის და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე.

"ნი­კო­ლოზს სურ­და გან­ქორ­წი­ნე­ბა, ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე სურ­და. ნი­კო­ლოზს უნ­დო­და გან­ქორ­წი­ნე­ბა, მაგ­რამ უნ­დო­და, რომ მისი ფიქ­ტი­უ­რი ცოლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რა­საც არა­ვინ და­თან­ხმდე­ბა. გა­აგ­რძე­ლებ­დით თქვენ ასეთ თა­ნა­ცხოვ­რე­ბას? ხელი გა­ა­წე­რო და ფიქ­ტი­უ­რი ცოლი იყო? ცოტა ცუ­დად ჟღერს, ქმარ­თან ხელი გა­ა­წე­რო და ისე იცხოვ­რო",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ გა­ა­უქ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მას­ზე გე­ნე­რა­ლუ­რი მინ­დო­ბი­ლო­ბა, რო­დე­საც გან­ქორ­წინ­დნენ და ჰქონ­და თუ არა მის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა, დო­რო­ყაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ გა­უ­უქ­მე­ბია.

მან დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ასე­ვე ისა­უბ­რა იმა­ზე, რომ თურ­ქეთ­ში სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი წნე­ხი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის გამო გა­წყვი­ტა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით დარ­ღვე­ვის­თვის თან­ხა თა­ვად აა­ნა­ზღა­უ­რა.

ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის თქმით, მას იმ­დე­ნად რთუ­ლი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ჰქონ­და, რომ გა­და­ღე­ბე­ბის დროს ტი­რო­და.

"რა უნდა ვუ­სურ­ვო ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც ასე­თი ტან­ჯვა გა­მო­მა­ტა­რა, მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ",-გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა ად­ვო­კა­ტის კი­თხვა­ზე სა­პა­სუ­ხოდ, თუ რას უსურ­ვებს ბა­სი­ლაშ­ვილს.

და­მა­ტე­ბით კი­თხვა­ზე, უთხრა თუ არა მან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს შემ­დე­გი სი­ტყვე­ბი, "ელო­დე ბო­რო­ტი ნე­კას ბო­როტ საქ­ცი­ელს", დო­რო­ყაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: "მით­ქვამს, ამით მი­ვა­ნიშ­ნებ­დი იმას, რომ სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თავ­დი და ყვე­ლა­ფერს ვი­ტყო­დი, რა­საც მი­კე­თებ­და, არას­დროს სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამ­და იმას, რომ ამას მარ­თლა გა­ვა­კე­თებ­დი",-გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას შვი­ლის გარ­და, არა­ვინ შეს­წრე­ბია. მისი თქმით, ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ძი­რი­თა­დად სახ­ლში ან სას­ტუმ­რო­ში ხდე­ბო­და.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
2

ყველა ოჯახი მეცოდება, სადაც ასეთი ურჩხული შევა.

მოუშორებელი ჭირია, რა.

xxxx
2

"ფიქტიური ცოლო" არა, საყვარელი. სისულელეა ოღონდა თავი დაგაღწიოს და შენსკენ როგორღა გამოიხედავს.მგონი ქალი სულ შეაძულე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი" - ნეკა დოროყაშვილი

"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი" - ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს განქორწინება სურდა, თუმცა უნდოდა ის ფიქტიური ცოლი ყოფილიყო.

როგორც მან დღევანდელ პროცესზე აღნიშნა, ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, ის და ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან ხშირად საუბრობდნენ განქორწინებაზე.

"ნიკოლოზს სურდა განქორწინება, ოღონდ ეს ყველაფერი სასამართლოს გარეშე სურდა. ნიკოლოზს უნდოდა განქორწინება, მაგრამ უნდოდა, რომ მისი ფიქტიური ცოლი ვყოფილიყავი, რასაც არავინ დათანხმდება. გააგრძელებდით თქვენ ასეთ თანაცხოვრებას? ხელი გააწერო და ფიქტიური ცოლი იყო? ცოტა ცუდად ჟღერს, ქმართან ხელი გააწერო და ისე იცხოვრო",- განაცხადა დოროყაშვილმა.

კითხვაზე, თუ გააუქმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მასზე გენერალური მინდობილობა, როდესაც განქორწინდნენ და ჰქონდა თუ არა მის საბანკო ანგარიშებზე წვდომა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ არ გაუუქმებია.

მან დღევანდელ პროცესზე ასევე ისაუბრა იმაზე, რომ თურქეთში სამოდელო კონტრაქტი ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებული წნეხისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო გაწყვიტა და ხელშეკრულებით დარღვევისთვის თანხა თავად აანაზღაურა.

ნელი დოროყაშვილის თქმით, მას იმდენად რთული ფსიქოემოციური მდგომარეობა ჰქონდა, რომ გადაღებების დროს ტიროდა.

"რა უნდა ვუსურვო ადამიანს, რომელმაც ასეთი ტანჯვა გამომატარა, მტერსაც არ ვუსურვებ",-განაცხადა დოროყაშვილმა ადვოკატის კითხვაზე საპასუხოდ, თუ რას უსურვებს ბასილაშვილს.

დამატებით კითხვაზე, უთხრა თუ არა მან ნიკოლოზ ბასილაშვილს შემდეგი სიტყვები, "ელოდე ბოროტი ნეკას ბოროტ საქციელს", დოროყაშვილმა უპასუხა: "მითქვამს, ამით მივანიშნებდი იმას, რომ სასამართლოს მივმართავდი და ყველაფერს ვიტყოდი, რასაც მიკეთებდა, არასდროს სერიოზულად არ აღიქვამდა იმას, რომ ამას მართლა გავაკეთებდი",-განაცხადა დოროყაშვილმა.

მისი თქმით, ბასილაშვილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას შვილის გარდა, არავინ შესწრებია. მისი თქმით, ძალადობის შემთხვევები ძირითადად სახლში ან სასტუმროში ხდებოდა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.