სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა... მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ იყო" - უკრაინელი მომღერლის უმძიმესი ისტორია: როგორ მოუკლეს ქმარი რაშისტებმა?
"სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა...  მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ იყო" - უკრაინელი მომღერლის უმძიმესი ისტორია: როგორ მოუკლეს ქმარი რაშისტებმა?

ტრა­გე­დი­ი­დან თით­ქმის ექ­ვსი თვის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნელ­მა მომ­ღე­რალ­მა ULTRA-მ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პირ­ვე­ლად ისა­უბ­რა, თუ რა ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს მისი ქმა­რი.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის და­წყე­ბი­დან, ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლის ULTRA-ს მოღ­ვა­წე­ო­ბა და ცხოვ­რე­ბა შუ­ა­ზე გა­ი­ყო. ომის პირ­ველ დღე­ებ­ში ქალ­მა ქმა­რი და­კარ­გა და თა­ვად სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა.

ვარ­სკვლავ­მა აღი­ა­რა, რომ ის და მისი მე­უღ­ლე დიდ­ხანს ფიქ­რობ­დნენ, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ თუ არა კი­ე­ვი, მაგ­რამ რო­დე­საც ბრძო­ლა ჟი­ტო­მი­რის გზატ­კე­ცილ­ზე და­ი­წყო, გა­და­წყვი­ტეს უსაფრ­თხო ად­გი­ლას გამ­გზავ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ.

გზად, ბე­ლა­ია ცერ­კო­ვის მახ­ლობ­ლად, გზატ­კე­ცილ­ზე სრო­ლას შე­ეს­წრნენ.

"სრო­ლა და­ი­წყო კი­ე­ვის მახ­ლობ­ლად გზა­ზე. ჩემი ქმა­რი წინ მი­დი­ო­და, მე სხვა მან­ქა­ნით უკან მივ­ყვე­ბო­დი... ის გზის პი­რას გა­ჩერ­და. მეც მის ახ­ლოს გავ­ჩერ­დი. რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე მან­ქა­ნას ეს­როდ­ნენ, მა­შინ­ვე და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე ია­ტაკ­ზე და­წო­ლი­ლი­ყო. პა­სუ­ხად მი­თხრა: "მილა, მიყ­ვარ­ხარ. მინ­და ცხოვ­რე­ბა. მკლა­ვენ..."

მერე ისევ ვუ­რე­კავ­დი, მაგ­რამ აღარ მი­პა­სუ­ხა... ია­რა­ღის ხმა მეს­მო­და. ტყვი­ე­ბის ჯერი ჩემს მან­ქა­ნა­ზეც გა­და­ა­ტა­რეს, ია­ტაკ­ზე ვი­წე­ქი, თავ­ზე ბა­ლიშს ვი­ფა­რებ­დი და ში­შის­გან ვკან­კა­ლებ­დი. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და... კვლავ და კვლავ ვრე­კავ­დი, მაგ­რამ ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი არ მპა­სუ­ხობ­და“, - ამ­ბობს ULTRA.

რო­დე­საც სრო­ლა დას­რულ­და, ქალი მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და და ნახა, რომ მისი ქმა­რი მკვდა­რი იყო.

"არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ამ კოშ­მა­რუ­ლი დღის ერთი დე­ტა­ლიც კი... სრო­ლა შე­წყდა, სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და... მან­ქა­ნი­დან გა­და­ვე­დი, ვხვდე­ბო­დი, რომ ჩემი ქმა­რი ცო­ცხლი აღარ იყო, ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი წუ­თე­ბი. ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი რა მოხ­და...რა­ტომ ის... მე რა­ტომ გა­დავ­რჩი...

ექვს თვე­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც ეს ტრა­გე­დია მოხ­და და მივ­ხვდი, რომ მსურს მის­თვის ვი­ცხოვ­რო. ჩემი ქმა­რი ასე­ვე მუ­სი­კო­სი იყო, წერ­და სიმ­ღე­რის ტექ­სტებს, მუ­სი­კას, აკე­თებ­და არან­ჟი­რე­ბას ჩემი სიმ­ღე­რე­ბის­თვის... და ოც­ნე­ბობ­და, რომ ჩვე­ნი სიმ­ღე­რე­ბი უკ­რა­ი­ნა­სა და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო... ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ“, - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით
2

მაგარი გოგოა

ვუთანაგრძნობთ

ვახო
120

ტუჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ,დიდხანს არ იქნება მარტო...

ავტორი:

"სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა... მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ იყო" - უკრაინელი მომღერლის უმძიმესი ისტორია: როგორ მოუკლეს ქმარი რაშისტებმა?

"სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა...  მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხალი აღარ იყო" - უკრაინელი მომღერლის უმძიმესი ისტორია: როგორ მოუკლეს ქმარი რაშისტებმა?

ტრაგედიიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ, უკრაინელმა მომღერალმა ULTRA-მ, ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა, თუ რა ვითარებაში მოკლეს მისი ქმარი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ახალგაზრდა უკრაინელი მომღერლის ULTRA-ს მოღვაწეობა და ცხოვრება შუაზე გაიყო. ომის პირველ დღეებში ქალმა ქმარი დაკარგა და თავად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ვარსკვლავმა აღიარა, რომ ის და მისი მეუღლე დიდხანს ფიქრობდნენ, დაეტოვებინათ თუ არა კიევი, მაგრამ როდესაც ბრძოლა ჟიტომირის გზატკეცილზე დაიწყო, გადაწყვიტეს უსაფრთხო ადგილას გამგზავრებულიყვნენ.

გზად, ბელაია ცერკოვის მახლობლად, გზატკეცილზე სროლას შეესწრნენ.

"სროლა დაიწყო კიევის მახლობლად გზაზე. ჩემი ქმარი წინ მიდიოდა, მე სხვა მანქანით უკან მივყვებოდი... ის გზის პირას გაჩერდა. მეც მის ახლოს გავჩერდი. როდესაც დავინახე მანქანას ესროდნენ, მაშინვე დავურეკე და ვთხოვე იატაკზე დაწოლილიყო. პასუხად მითხრა: "მილა, მიყვარხარ. მინდა ცხოვრება. მკლავენ..."

მერე ისევ ვურეკავდი, მაგრამ აღარ მიპასუხა... იარაღის ხმა მესმოდა. ტყვიების ჯერი ჩემს მანქანაზეც გადაატარეს, იატაკზე ვიწექი, თავზე ბალიშს ვიფარებდი და შიშისგან ვკანკალებდი. ვიმედოვნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... კვლავ და კვლავ ვრეკავდი, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანი არ მპასუხობდა“, - ამბობს ULTRA.

როდესაც სროლა დასრულდა, ქალი მანქანიდან გადავიდა და ნახა, რომ მისი ქმარი მკვდარი იყო.

"არასდროს დამავიწყდება ამ კოშმარული დღის ერთი დეტალიც კი... სროლა შეწყდა, სიჩუმე ჩამოვარდა... მანქანიდან გადავედი, ვხვდებოდი, რომ ჩემი ქმარი ცოცხლი აღარ იყო, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წუთები. ვერ ვაცნობიერებდი რა მოხდა...რატომ ის... მე რატომ გადავრჩი...

ექვს თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგედია მოხდა და მივხვდი, რომ მსურს მისთვის ვიცხოვრო. ჩემი ქმარი ასევე მუსიკოსი იყო, წერდა სიმღერის ტექსტებს, მუსიკას, აკეთებდა არანჟირებას ჩემი სიმღერებისთვის... და ოცნებობდა, რომ ჩვენი სიმღერები უკრაინასა და მსოფლიოში პოპულარული ყოფილიყო... ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - ამბობს მომღერალი.