სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სინათლის მოცეკვავე ტალღები - მაგიური მოვლენა: მითი და რეალობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სანახაობაზე
სინათლის მოცეკვავე ტალღები - მაგიური მოვლენა: მითი და რეალობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სანახაობაზე

ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა, ანუ პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე სი­ნათ­ლის ტალ­ღე­ბია, რაც ხალ­ხს ათას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატყვე­ვებ­და და დღე­საც ატყვე­ბებს. ბუ­ნე­ბის ეს მოვ­ლე­ნა მა­გი­ას­თა­ნაც არა­ერ­თხელ გა­უ­ი­გი­ვე­ბი­ათ და არ­ცთუ უმი­ზე­ზოდ - ვი­საც ამ სამ­ყა­როს უშ­რე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სჯე­რა, მას­ზე ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა ნამ­დვი­ლად დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს.

პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლი ატ­მოს­ფე­როს ფე­ნებ­ში მზის ქა­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. მაგ­ნი­ტუ­რი ველი მზის ელექტრო­ნე­ბის ნა­კადს ჩრდი­ლო­ე­თი­სა და სამ­ხრე­თის მაგ­ნი­ტუ­რი პო­ლუ­სე­ბის სა­ზღვრებს გა­რეთ გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს. სწო­რედ ეს არის მი­ზე­ზი, რომ პო­ლა­რუ­ლი ნა­თე­ბის ხილ­ვა პო­ლა­რუ­ლი წრის მაგ­ნი­ტუ­რი სფე­როს გა­რეთ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ეს მოვ­ლე­ნა არის მშვე­ნი­ე­რი, მო­ცეკ­ვა­ვე სი­ნათ­ლის ტალ­ღე­ბი, რომ­ლის ხილ­ვაც გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს.

  • ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის ის­ტო­რია

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სა­ხე­ლი - "aurora borealis“ იტა­ლი­ელ­მა ას­ტრო­ნავტმა, გა­ლი­ლეო გა­ლი­ლე­იმ 1619 წელს და­არ­ქვა და ის ცის­კრის რო­მა­უ­ლი ქალღმერ­თის, ავ­რო­რა­სა და ჩრდი­ლო­ე­თის ქა­რის ბერ­ძნუ­ლი ღმერ­თის, ბო­რე­ა­სის სა­ხე­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას წარ­მო­ად­გენს, ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ჩა­ნა­წე­რი 3 000-ზე მეტ წელს ით­ვლის და ის საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ გა­მოქ­ვა­ბულ­ში არ­სე­ბულ მხატ­ვრო­ბა­ში გვხვდე­ბა.

იმ დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ცი­ვი­ლი­ზა­ცია გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავს ამ ცი­უ­რი ფე­ნო­მე­ნის მი­მართ. ძველ ას­ტრო­ნავ­ტებ­საც აქვთ ჩა­ნა­წე­რე­ბი ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის შე­სა­ხებ. NASA-ს ცნო­ბით, ბა­ბი­ლო­ნის მეფე ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორ II-ის სა­მე­ფო ას­ტრო­ნომ­მა ამ ფე­ნო­მე­ნის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბაც კი და­წე­რა.

  • რა არის ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა?

"ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის ნა­თე­ლი ფე­რე­ბი დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­როს ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი“, - გა­ნა­ცხა­და ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დი­რექ­ტორ­მა, ას­ტრო­ნომ­მა ბილი ტეტსმა,.

"ყო­ვე­ლი ტი­პის ატო­მი, იქ­ნე­ბა ეს ატო­მუ­რი წყალ­ბა­დი თუ მო­ლე­კუ­ლა, რო­გო­რი­ცაა ნახ­ში­რორ­ჟან­გი, შთან­თქავს და ას­ხი­ვებს ფერ­თა სა­კუ­თარ უნი­კა­ლურ კომ­პლექტს, რაც ანა­ლო­გი­უ­რია იმი­სა, რომ მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა ადა­მი­ანს უნი­კა­ლუ­რი თი­თის ანა­ბეჭ­დი გა­აჩ­ნია, "ავ­რო­რა­ში" ნაჩ­ვე­ნე­ბი ზოგ­ჯერ დო­მი­ნან­ტუ­რი ფე­რია წი­თე­ლი, აზო­ტის მო­ლე­კუ­ლე­ბის მიერ წარ­მოქ­მნი­ლი ელ­ფე­რი და მწვა­ნე, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა ჟანგბა­დის მო­ლე­კუ­ლე­ბით“, - გა­ნუ­ცხა­და ტიტსმა Space.com-ს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მზის ქარს პე­რი­ო­დუ­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია და ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მუდ­მი­ვია, მზის ემი­სი­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 11 - წლი­ან ციკლს გა­დის. სიმ­შვი­დის შემ­დეგ არის ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წას უკი­დუ­რე­სად დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ენერ­გი­ით ატყდე­ბა თავს. ვი­ზუ­ა­ლუ­რად ამას მა­შინ მივ­ხვდე­ბით, რო­დე­საც ნა­თე­ბა ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შაა. მზის უკა­ნას­კნე­ლი მაქ­სი­მუ­მი 2014 წელს მოხ­და, მომ­დევ­ნო კი - 2025 წელს იქ­ნე­ბა.

მეც­ნი­ე­რე­ბის წინსვლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ ამო­უხ­სნე­ლია. NASA კვლავ ეძებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ "მუ­შა­ობს“ ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა. 2018 წელს კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ გა­უშ­ვა პარ­კე­რის მზის ზონ­დი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მზის გარ­შე­მო ბრუ­ნავს და სა­ბო­ლო­ოდ საკ­მა­რი­სად მი­ახ­ლოვ­დე­ბა, რომ მის გარსს "შე­ე­ხოს“. იქ ყოფ­ნი­სას კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი შე­აგ­რო­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც უფრო მეტს გა­მო­ავ­ლენს ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის შე­სა­ხებ.

  • ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა, სამ­ხრე­თის ნა­თე­ბა და STEVE

დე­და­მი­წა­ზე ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის ანა­ლო­გი სამ­ხრეთ ნა­ხე­ვარსფე­რო­შიც არის და მას სამ­ხრე­თის ნა­თე­ბა ჰქვია - ისი­ნი ფი­ზი­კუ­რად ერ­თნა­ი­რია და მხო­ლოდ მათი მდე­ბა­რე­ო­ბით გან­სხვავ­დე­ბი­ან. მეც­ნი­ე­რე­ბი მუდ­მი­ვად მო­ე­ლი­ან, რომ ერთხე­ლაც ნა­თე­ბა ერ­თდრო­უ­ლად მოხ­დე­ბა მზის ქა­რიშ­ხლის დროს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ერ­თის და­წყე­ბა მე­ო­რეს მუდ­მი­ვად ჩა­მორ­ჩე­ბა.

კი­დევ ერთი, "ავ­რო­რას" მსგავ­სი მოვ­ლე­ნა დე­და­მი­წა­ზე არის STEVE ("ძლი­ე­რი თერ­მუ­ლი ემი­სი­ის სიჩ­ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა"). ჩრდი­ლო­ე­თი­სა და სამ­ხრე­თის ნა­თე­ბის მსგავ­სად, STEVE არის მბზი­ნა­ვი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ფე­ნო­მე­ნი, მაგ­რამ ის ოდ­ნავ გან­სხვავ­დე­ბა მისი ტალ­ღო­ვა­ნი "კო­ლე­გე­ბის­გან“.

"ეს ემი­სი­ე­ბი ვიწ­რო და მკა­ფიო რკა­ლი­ვით ჩანს, ჩვე­უ­ლებ­რივ ია­სამ­ნის­ფე­რი ფე­რი­საა და ხში­რად მო­ი­ცავს მწვა­ნე სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც ნელა მოძ­რა­ობს და­სავ­ლე­თის­კენ“, - აცხა­დე­ბენ მკვლე­ვა­რე­ბი.

2019 წელს, ჟურ­ნალ­ში Geophysical Research Letters გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, სა­დაც გა­ირ­კვა, STEVE ერ­თგვა­რად ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის ჰიბ­რიდს წარ­მო­ად­გენს.

  • რო­დის და სად უნდა ვნა­ხოთ ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა

ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის სა­კუ­თა­რი თვა­ლით და­ნახ­ვა ას­ტრო­ნო­მი­ის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის და მოგ­ზა­ურ­თათ­ვის ერ­თგვა­რი ფუ­ფუ­ნე­ბის სა­გა­ნია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს მოვ­ლე­ნა არც ისე იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. მთა­ვა­რია, კონ­კრე­ტულ დროს კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდეთ და ცოტა ბედ­მაც გა­გი­ღი­მოთ.

”ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა ხდე­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვი­რა­ში შვი­დი დღე, წე­ლი­წად­ში 365 დღე", - გა­ნა­ცხა­და ფო­ტოგ­რაფ­მა ჩად ბლე­ი­კიმ, - მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია. თქვენ უნდა იყოთ სა­ჭი­რო ად­გი­ლას სა­ჭი­რო დროს“.

ტრომ­სოს გე­ო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის თა­ნახ­მად, ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის სა­ნა­ხა­ვად სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლია ტე­რი­ტო­რია ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუ­სი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2500 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში. ყვე­ლა­ზე ხში­რად პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლის ნახ­ვა ნორ­ვე­გი­ა­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, სწო­რედ აქ ჩნდე­ბა "ავ­რო­რა" ყვე­ლა­ზე ხში­რად, თუმ­ცა ფე­ნო­მე­ნი შე­იძ­ლე­ბა უფრო სამ­ხრე­თი­თაც "გა­ცურ­დეს“, გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რი მზის ქა­რიშ­ხლე­ბის დროს.

მა­გა­ლი­თად, 1989 წლის მარ­ტში, მზის ძლი­ერ­მა ამოფრქვე­ვამ ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა ხილ­ვა­დი გა­ხა­და ჰონ­დუ­რა­სის სამ­ხრე­თით.

თუკი "ავ­რო­რას ზო­ნა­ში“ ამ მოვ­ლე­ნის სა­ნა­ხა­ვად წახ­ვალთ, უმ­ჯო­ბე­სია ქა­ლა­ქი­დან რაც შე­იძ­ლე­ბა შორს იყოთ, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რი ხილ­ვა­დო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გქონ­დეთ.

მის სა­ნა­ხა­ვად სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი სექ­ტემ­ბრი­დან აპ­რი­ლამ­დეა, რო­დე­საც ცა საკ­მა­რი­სად ბნელ­დე­ბა ავ­რო­რას და­სა­ნა­ხად. ყვე­ლა­ზე ხში­რად მას სა­ღა­მოს 9 სა­ა­თი­დან დი­ლის 3 სა­ა­თამ­დე და­ი­ნა­ხავთ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მთვა­რის ფა­ზე­ბი, რად­გან კაშ­კა­შა სავ­სე მთვა­რემ შე­საძ­ლოა ღა­მის ცა შუ­ქით აავ­სოს. შე­ა­მოწ­მეთ ად­გი­ლობ­რი­ვი ამინ­დის პროგ­ნო­ზიც, რად­გან ღრუბ­ლებ­ში "ავ­რო­რას" ვერ შე­ამ­ჩნევთ.

  • ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბის ნახ­ვას შეძ­ლებთ: ნორ­ვე­გია, ის­ლან­დია, კა­ნა­და, შვე­დე­თი, ალას­კა, ფი­ნე­თი, გრენ­ლან­დია, ახა­ლი ზე­ლან­დია, ავ­სტრა­ლია.

უჩ­ვე­უ­ლო ფე­რე­ბის თა­მაშს მრა­ვა­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცია ღმერ­თებ­სა და სუ­ლებს მი­ა­წერ­და, მერე თან­ხმდე­ბოდ­ნენ, რომ ეს მხო­ლოდ ფან­ტა­ზი­აა და ამ მოვ­ლე­ნის მეც­ნი­ე­რულ ახ­სნა­საც მი­აკ­ვლი­ეს, მაგ­რამ მა­ინც... არ­სე­ბობს უამ­რა­ვი კი­თხვა, რო­მელ­თა პა­სუ­ხად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თე­ბა სამ­ყა­როს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­გი­უ­რი მოვ­ლე­ნაა.

  • ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათ
1

1619 წელს ასტრონავტები გვყოლია😂😂😂თან გალილეო 😂😂

naka
1

ისლანდიაში არის ეს სილამაზე საოცრებაა ვოცნებობ თვალით ვიხილო

ავტორი:

სინათლის მოცეკვავე ტალღები - მაგიური მოვლენა: მითი და რეალობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სანახაობაზე

სინათლის მოცეკვავე ტალღები - მაგიური მოვლენა: მითი და რეალობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო სანახაობაზე

ჩრდილოეთის ნათება, ანუ პოლარული ციალი მოცეკვავე სინათლის ტალღებია, რაც ხალხს ათასწლეულების განმავლობაში ატყვევებდა და დღესაც ატყვებებს. ბუნების ეს მოვლენა მაგიასთანაც არაერთხელ გაუიგივებიათ და არცთუ უმიზეზოდ - ვისაც ამ სამყაროს უშრეტი შესაძლებლობების სჯერა, მასზე ჩრდილოეთის ნათება ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

პოლარული ციალი ატმოსფეროს ფენებში მზის ქარებითაა გამოწვეული. მაგნიტური ველი მზის ელექტრონების ნაკადს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მაგნიტური პოლუსების საზღვრებს გარეთ გადაამისამართებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პოლარული ნათების ხილვა პოლარული წრის მაგნიტური სფეროს გარეთ არის შესაძლებელი.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს მოვლენა არის მშვენიერი, მოცეკვავე სინათლის ტალღები, რომლის ხილვაც განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

  • ჩრდილოეთის ნათების ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი - "aurora borealis“ იტალიელმა ასტრონავტმა, გალილეო გალილეიმ 1619 წელს დაარქვა და ის ცისკრის რომაული ქალღმერთის, ავრორასა და ჩრდილოეთის ქარის ბერძნული ღმერთის, ბორეასის სახელების ერთობლიობას წარმოადგენს, ჩრდილოეთის ნათების ყველაზე ადრეული ჩანაწერი 3 000-ზე მეტ წელს ითვლის და ის საფრანგეთის ერთ-ერთ გამოქვაბულში არსებულ მხატვრობაში გვხვდება.

იმ დროიდან მოყოლებული, ცივილიზაცია გაოცებას ვერ მალავს ამ ციური ფენომენის მიმართ. ძველ ასტრონავტებსაც აქვთ ჩანაწერები ჩრდილოეთის ნათების შესახებ. NASA-ს ცნობით, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის სამეფო ასტრონომმა ამ ფენომენის შესახებ მოხსენებაც კი დაწერა.

  • რა არის ჩრდილოეთის ნათება?

"ჩრდილოეთის ნათების ნათელი ფერები დედამიწის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობით არის ნაკარნახევი“, - განაცხადა ვანდერბილტის უნივერსიტეტის დირექტორმა, ასტრონომმა ბილი ტეტსმა,.

"ყოველი ტიპის ატომი, იქნება ეს ატომური წყალბადი თუ მოლეკულა, როგორიცაა ნახშირორჟანგი, შთანთქავს და ასხივებს ფერთა საკუთარ უნიკალურ კომპლექტს, რაც ანალოგიურია იმისა, რომ მაგალითად, ყველა ადამიანს უნიკალური თითის ანაბეჭდი გააჩნია, "ავრორაში" ნაჩვენები ზოგჯერ დომინანტური ფერია წითელი, აზოტის მოლეკულების მიერ წარმოქმნილი ელფერი და მწვანე, რომელიც წარმოიქმნება ჟანგბადის მოლეკულებით“, - განუცხადა ტიტსმა Space.com-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მზის ქარს პერიოდულობა არ გააჩნია და ის, ფაქტობრივად, მუდმივია, მზის ემისიები დაახლოებით 11 - წლიან ციკლს გადის. სიმშვიდის შემდეგ არის ქარიშხალი, რომელიც დედამიწას უკიდურესად დიდი რაოდენობის ენერგიით ატყდება თავს. ვიზუალურად ამას მაშინ მივხვდებით, როდესაც ნათება ყველაზე კაშკაშაა. მზის უკანასკნელი მაქსიმუმი 2014 წელს მოხდა, მომდევნო კი - 2025 წელს იქნება.

მეცნიერების წინსვლისა და განვითარების მიუხედავად, ჩრდილოეთის ნათების შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ ამოუხსნელია. NASA კვლავ ეძებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ "მუშაობს“ ჩრდილოეთის ნათება. 2018 წელს კოსმოსურმა სააგენტომ გაუშვა პარკერის მზის ზონდი, რომელიც ამჟამად მზის გარშემო ბრუნავს და საბოლოოდ საკმარისად მიახლოვდება, რომ მის გარსს "შეეხოს“. იქ ყოფნისას კოსმოსური ხომალდი შეაგროვებს ინფორმაციას, რომელიც უფრო მეტს გამოავლენს ჩრდილოეთის ნათების შესახებ.

  • ჩრდილოეთის ნათება, სამხრეთის ნათება და STEVE

დედამიწაზე ჩრდილოეთის ნათების ანალოგი სამხრეთ ნახევარსფეროშიც არის და მას სამხრეთის ნათება ჰქვია - ისინი ფიზიკურად ერთნაირია და მხოლოდ მათი მდებარეობით განსხვავდებიან. მეცნიერები მუდმივად მოელიან, რომ ერთხელაც ნათება ერთდროულად მოხდება მზის ქარიშხლის დროს, მაგრამ ჯერჯერობით, ერთის დაწყება მეორეს მუდმივად ჩამორჩება.

კიდევ ერთი, "ავრორას" მსგავსი მოვლენა დედამიწაზე არის STEVE ("ძლიერი თერმული ემისიის სიჩქარის გაძლიერება"). ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნათების მსგავსად, STEVE არის მბზინავი ატმოსფერული ფენომენი, მაგრამ ის ოდნავ განსხვავდება მისი ტალღოვანი "კოლეგებისგან“.

"ეს ემისიები ვიწრო და მკაფიო რკალივით ჩანს, ჩვეულებრივ იასამნისფერი ფერისაა და ხშირად მოიცავს მწვანე სტრუქტურას, რომელიც ნელა მოძრაობს დასავლეთისკენ“, - აცხადებენ მკვლევარები.

2019 წელს, ჟურნალში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა კვლევა, სადაც გაირკვა, STEVE ერთგვარად ჩრდილოეთის ნათების ჰიბრიდს წარმოადგენს.

  • როდის და სად უნდა ვნახოთ ჩრდილოეთის ნათება

ჩრდილოეთის ნათების საკუთარი თვალით დანახვა ასტრონომიის მოყვარულთათვის და მოგზაურთათვის ერთგვარი ფუფუნების საგანია. საბედნიეროდ, ეს მოვლენა არც ისე იშვიათად ხდება. მთავარია, კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილზე აღმოჩნდეთ და ცოტა ბედმაც გაგიღიმოთ.

”ჩრდილოეთის ნათება ხდება 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, წელიწადში 365 დღე", - განაცხადა ფოტოგრაფმა ჩად ბლეიკიმ, - მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ადვილად შესამჩნევია. თქვენ უნდა იყოთ საჭირო ადგილას საჭირო დროს“.

ტრომსოს გეოფიზიკური ობსერვატორიის თანახმად, ჩრდილოეთის ნათების სანახავად საუკეთესო ადგილია ტერიტორია ჩრდილოეთ პოლუსიდან დაახლოებით 2500 კილომეტრის რადიუსში. ყველაზე ხშირად პოლარული ციალის ნახვა ნორვეგიაში არის შესაძლებელი, სწორედ აქ ჩნდება "ავრორა" ყველაზე ხშირად, თუმცა ფენომენი შეიძლება უფრო სამხრეთითაც "გაცურდეს“, განსაკუთრებით ძლიერი მზის ქარიშხლების დროს.

მაგალითად, 1989 წლის მარტში, მზის ძლიერმა ამოფრქვევამ ჩრდილოეთის ნათება ხილვადი გახადა ჰონდურასის სამხრეთით.

თუკი "ავრორას ზონაში“ ამ მოვლენის სანახავად წახვალთ, უმჯობესია ქალაქიდან რაც შეიძლება შორს იყოთ, რათა მაქსიმალური ხილვადობის შესაძლებლობა გქონდეთ.

მის სანახავად საუკეთესო პერიოდი სექტემბრიდან აპრილამდეა, როდესაც ცა საკმარისად ბნელდება ავრორას დასანახად. ყველაზე ხშირად მას საღამოს 9 საათიდან დილის 3 საათამდე დაინახავთ. გაითვალისწინეთ მთვარის ფაზები, რადგან კაშკაშა სავსე მთვარემ შესაძლოა ღამის ცა შუქით აავსოს. შეამოწმეთ ადგილობრივი ამინდის პროგნოზიც, რადგან ღრუბლებში "ავრორას" ვერ შეამჩნევთ.

  • ადგილები, სადაც ჩრდილოეთის ნათების ნახვას შეძლებთ: ნორვეგია, ისლანდია, კანადა, შვედეთი, ალასკა, ფინეთი, გრენლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია.

უჩვეულო ფერების თამაშს მრავალი ცივილიზაცია ღმერთებსა და სულებს მიაწერდა, მერე თანხმდებოდნენ, რომ ეს მხოლოდ ფანტაზიაა და ამ მოვლენის მეცნიერულ ახსნასაც მიაკვლიეს, მაგრამ მაინც... არსებობს უამრავი კითხვა, რომელთა პასუხად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩრდილოეთის ნათება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაგიური მოვლენაა.

  • ავტორი: ეკა დარჩიაშვილი