პოლიტიკა
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპანტების სარაკეტო იერიში ხარკოვზე და მძიმე ბრძოლა ხერსონის რეგიონში  - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?
ოკუპანტების სარაკეტო იერიში ხარკოვზე და მძიმე ბრძოლა ხერსონის რეგიონში  - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

უკ­რა­ი­ნა­ში, ფრონ­ტის ხაზ­ზე კვლავ ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბაა. უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცნო­ბით, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, ოკუ­პან­ტებ­მა ქა­ლაქ ხარ­კოვ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში­სას, მი­ზან­ში ამო­ი­ღეს რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რია და 18 000-ზე მეტი სახ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე და­ტო­ვეს. ხარ­კო­ვის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, ოლეგ სი­ნე­გუ­ბო­ვის თქმით, რუ­სე­თის ძა­ლებ­მა ის­რო­ლეს S-300 ტი­პის რა­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ან­ტი­სა­რა­კე­ტო ია­რა­ღა­დაა შექ­მნი­ლი, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მათ იყე­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე შე­ტე­ვის­თვის.

მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

მძი­მე ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა ხერ­სო­ნის რე­გი­ონ­შიც - ამის თა­ო­ბა­ზე იუ­წყე­ბა ბრი­ტა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

ბრი­ტა­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის ცნო­ბით, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მდი­ნა­რის მარ­ჯვე­ნა მხა­რეს არი­ან გან­ლა­გე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის მა­სობ­რი­ვი შე­ტე­ვე­ბის სა­მიზ­ნე­ში არი­ან მოქ­ცე­უ­ლი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი ავი­ა­ცია დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბით ბომ­ბავს რუ­სულ პო­ზი­ცი­ებს ხერ­სო­ნის რა­ი­ონ­ში. თუმ­ცა რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რია ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. უკ­რა­ი­ნე­ლებს წინსვლა უჭირთ. რე­ა­ლუ­რად, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ორი­ვე მხრი­დან დიდი ძა­ლაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, და­ნა­კარ­გიც მა­ღა­ლია.

ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვა ასე­ვე იუ­წყე­ბა, რომ რუ­სე­თის ძა­ლე­ბი კვლავ ცდი­ლო­ბენ წინსვლას ბახ­მუტ­თან, დო­ნეც­კის ოლ­ქში, მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე ზე­წო­ლი­სა ჩრდი­ლო­ე­თის და სამ­ხრე­თის ფრონ­ტე­ბი­დან.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 70 წლის
7

პირველად ვკითხულობ ასეთ სტატიას რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, სადაც მაქსიმალურად ობიექტურადაა გაშუქებული ფრონტზე ორივე მხარის მიღწევები და წარუმატებლობები.

მახსენდება ბავშვობის დროს ნანახი საბჭოთა ფილმები მეორე მსოფლიო ომის შესახებ, სადაც საბჭოთა ჯარისკაცები ჟუჟავდნენ უტვინო, მშიშარ და მხდალ გერმანელებს. მოკლედ, გაზვიადებული იყო ერთი მხარე და დაკნინებული - მეორე მხარე.

რაც შეეხება დღევანდელ დღეს. სამწუხაროდ მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. ერთმორწმუნე და მონათესავო ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩართული! და უბედურება მდგომარეობს იმაში, რომ უკან დამხევი არავინაა, ვინაიდან წაგებული კარგავს ყველაფერს!

ჩემი პირადი აზრით ამ ომის გაჩაღებაში ორივე მხარეა დამნაშავე. უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რუსეთის პროვოცირებისათვის, ხოლო რუსეთს მართებდა მეტი თავშეკავება, რომ არ დაეწყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მის წინააღმდეგ.

***
2

რატომ სდუმს ქართული მედია რუსულ გაზსადენების "ჩრდილოეთ 1-ის და 2-აფეთქებასთან დაკავშირებით?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ოკუპანტების სარაკეტო იერიში ხარკოვზე და მძიმე ბრძოლა ხერსონის რეგიონში  - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

ოკუპანტების სარაკეტო იერიში ხარკოვზე და მძიმე ბრძოლა ხერსონის რეგიონში  - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

უკრაინაში, ფრონტის ხაზზე კვლავ ურთულესი ვითარებაა. უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო იერიშისას, მიზანში ამოიღეს რკინიგზის სადგურის ტერიტორია და 18 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს. ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ისროლეს S-300 ტიპის რაკეტები, რომლებიც ანტისარაკეტო იარაღადაა შექმნილი, თუმცა ამჟამად მათ იყენებენ უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევისთვის.

მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

მძიმე ბრძოლა გრძელდება ხერსონის რეგიონშიც - ამის თაობაზე იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც მდინარის მარჯვენა მხარეს არიან განლაგებული, უკრაინის თავდაცვის ძალების მასობრივი შეტევების სამიზნეში არიან მოქცეული.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული ავიაცია დიდი ინტენსივობით ბომბავს რუსულ პოზიციებს ხერსონის რაიონში. თუმცა რუსული არტილერია ასევე ძალიან აქტიურია. უკრაინელებს წინსვლა უჭირთ. რეალურად, ამ მიმართულებით ორივე მხრიდან დიდი ძალაა წარმოდგენილი, შესაბამისად, დანაკარგიც მაღალია.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე იუწყება, რომ რუსეთის ძალები კვლავ ცდილობენ წინსვლას ბახმუტთან, დონეცკის ოლქში, მიუხედავად მძიმე ზეწოლისა ჩრდილოეთის და სამხრეთის ფრონტებიდან.