სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩაერთე რაგბიში" - ახალი პროგრამა, რომელიც ბავშვებს რაგბისადმი ინტერესს გაუღვივებს
"ჩაერთე რაგბიში" - ახალი პროგრამა, რომელიც ბავშვებს რაგბისადმი ინტერესს გაუღვივებს

27 სექ­ტემ­ბერს, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ქარ­თუს" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, ნი­კო­ლოზ ჩხე­ტი­ან­მა და სა­ქარ­თვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, იო­სებ ტყე­მა­ლა­ძემ "ლე­ლოს" სა­რაგ­ბო ბა­ზა­ზე ხელი მო­ა­წე­რეს მე­მო­რან­დუმს სკო­ლებ­ში ბავ­შვთა რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო რაგ­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ შე­ი­მუ­შა­ვა და არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია და­ნერ­გი­ლი (მაგ. ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია, ირ­ლან­დია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, აშშ).

პროგ­რა­მის "ჩა­ერ­თე რაგ­ბი­ში" მი­ზა­ნია გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ-გა­სარ­თო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გზით და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლოს გუნ­დუ­რო­ბა, ერ­თმა­ნე­თი­სა და აღ­მზრდე­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა, გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა, სხარ­ტი სტრა­ტე­გი­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, -0:06 სო­ცი­ა­ლუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოს ბავ­შვე­ბის ფი­ზი­კუ­რი გა­ჯან­სა­ღე­ბა, გა­უღ­ვი­ვოს მათ რაგ­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი და ამ სპორ­ტში ჩარ­თვის სურ­ვი­ლი. სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, და­სა­ხე­ლე­ბით "თეგ რაგ­ბი" ეფუძ­ნე­ბა სპორ­ტულ წე­სებს, თუმ­ცა სრუ­ლად გა­მო­რი­ცხავს ფი­ზი­კურ კონ­ტაქტს და ტრამ­ვას, რად­გან რაგ­ბის ბურ­თით მოძ­რა­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის შე­სა­ჩე­რებ­ლად საკ­მა­რი­სია მის ქა­მარ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ლენ­ტის აძ­რო­ბა; "თეგ რაგბს" ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი ერთ გუნ­დად თა­მა­შო­ბენ.

მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად პროგ­რა­მა­ში, პირ­ველ ეტაპ­ზე, 11 რე­გი­ო­ნის 150 სკო­ლა და 15 ათა­სი მოს­წავ­ლე ჩა­ებ­მე­ბა, მომ­ზად­დე­ბა 60 ინ­სტრუქ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც თა­ვის მხრივ ფიზ-აღ­ზრდის 300 მას­წავ­ლე­ბელს გა­და­ამ­ზა­დე­ბენ, პროგ­რა­მის შე­დე­გად სა­ბო­ლო­ოდ მას­ში 2000 სკო­ლა და 120 ათა­სი მოს­წავ­ლე ჩა­ებ­მე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ჩაერთე რაგბიში" - ახალი პროგრამა, რომელიც ბავშვებს რაგბისადმი ინტერესს გაუღვივებს

"ჩაერთე რაგბიში" - ახალი პროგრამა, რომელიც ბავშვებს რაგბისადმი ინტერესს გაუღვივებს

27 სექტემბერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა და საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა, იოსებ ტყემალაძემ "ლელოს" სარაგბო ბაზაზე ხელი მოაწერეს მემორანდუმს სკოლებში ბავშვთა რაგბის განვითარების პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მსოფლიო რაგბის ადმინისტრაციამ შეიმუშავა და არაერთ ქვეყანაშია დანერგილი (მაგ. ავსტრალია, ახალი ზელანდია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ).

პროგრამის "ჩაერთე რაგბიში" მიზანია გამაჯანსაღებელ-გასართობი აქტივობების გზით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ასწავლოს გუნდურობა, ერთმანეთისა და აღმზრდელის პატივისცემა, გენდერული თანასწორობა, სხარტი სტრატეგიული აზროვნება, -0:06 სოციალური და ფსიქოლოგიური გამოწვევებისადმი წინააღმდეგობა, უზრუნველყოს ბავშვების ფიზიკური გაჯანსაღება, გაუღვივოს მათ რაგბისადმი ინტერესი და ამ სპორტში ჩართვის სურვილი. სასწავლო აქტივობები, დასახელებით "თეგ რაგბი" ეფუძნება სპორტულ წესებს, თუმცა სრულად გამორიცხავს ფიზიკურ კონტაქტს და ტრამვას, რადგან რაგბის ბურთით მოძრავი მოწინააღმდეგის შესაჩერებლად საკმარისია მის ქამარზე დამაგრებული ლენტის აძრობა; "თეგ რაგბს" ბიჭები და გოგონები ერთ გუნდად თამაშობენ.

მემორანდუმის თანახმად პროგრამაში, პირველ ეტაპზე, 11 რეგიონის 150 სკოლა და 15 ათასი მოსწავლე ჩაებმება, მომზადდება 60 ინსტრუქტორი, რომლებიც თავის მხრივ ფიზ-აღზრდის 300 მასწავლებელს გადაამზადებენ, პროგრამის შედეგად საბოლოოდ მასში 2000 სკოლა და 120 ათასი მოსწავლე ჩაებმება.

R