პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ნიკოლოზის გამო ვტიროდი - შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა, ალბათ, "სტოკჰოლმის სინდრომი" მქონდა" - ნეკა დოროყაშვილი
"ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ნიკოლოზის გამო ვტიროდი - შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა, ალბათ, "სტოკჰოლმის სინდრომი" მქონდა" - ნეკა დოროყაშვილი

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა თმით ით­რია. რო­გორც მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტა, მას სხე­ულ­ზე ნა­კაწ­რე­ბი და სი­წით­ლე ჰქონ­და.

"თმით მათ­რევ­და და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე და­წით­ლე­ბე­ბი მქონ­და. რო­დე­საც ჩო­გა­ნი მომ­ხდა თავ­ში და სხე­ულ­ზე, მახ­სოვს, რომ მო­ვი­ხა­რე და ხელი ავი­ფა­რე. ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს ტე­ლე­ფო­ნი სად და­ვარ­და. სი­წით­ლე­ე­ბი მემ­ჩნე­ო­და. ეს არ იყო და­ჟე­ჟი­ლო­ბა, მქონ­და ნა­კაწ­რე­ბი და სი­წით­ლე­ე­ბი",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, იმ­დე­ნად მძი­მე ემო­ცი­უ­რი ფონი ჰქონ­და, ფო­ტოს გა­და­ღე­ბა ვერ მო­ი­ფიქ­რა.

"ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო ძა­ლი­ან დას­ტრე­სი­ლი ვი­ყა­ვი, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად ვი­ყა­ვი, არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და და მა­იგ­ნო­რებ­და", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­ნიც­დი­და მო­ძა­ლა­დე ადა­მი­ა­ნის სხვა­გან წას­ვლას, თუ მის მი­მართ მარ­თლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, დო­რო­ყაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ შე­საძ­ლოა, მის მი­მართ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ჰქონ­და.

"იყო შემ­თხვე­ვა, როცა ვრიგ­დე­ბო­დით. ალ­ბათ, ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ გა­მე­აზ­რე­ბი­ნა, მეც და ყვე­ლა ქალი ძა­ლა­დო­ბას და­ას­რუ­ლებ­და. ჩემს თავ­ზე ვბრაზ­დე­ბი, რომ მას­ზე ვტი­რო­დი და ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს არ იმ­სა­ხუ­რებ­და. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მას­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. შე­იძ­ლე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა მქონ­და მო­ძა­ლა­დის მი­მართ ან მიყ­ვარ­და. ალ­ბათ, იმ მო­მენ­ტში სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრო­მი მქონ­და. ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია", -გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გი­ნა, რაც გუ­ლის­ხმობს ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბას არას­რულ­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბა­სი­ლაშ­ვილს ბრალ­დე­ბა და­უ­ზუს­ტა და მას ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­თან ერ­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ეკო­ნო­მი­კურ ძა­ლა­დო­ბა­საც ედა­ვე­ბი­ან.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 21 მა­ისს, თბი­ლის­ში, ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი 2020 წლის 22 მა­ისს და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ბა­სი­ლაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 100 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის 4 და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ერთ ეპი­ზოდ­ზე ედე­ბა ბრა­ლი.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ეს ქალი არის მანიაკი!!! 

ნანიკო
0

ეს ქალი ვინმე ნიკაზე მდიდარმა ითხოვოს რაა, შავღონდიიიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ნიკოლოზის გამო ვტიროდი - შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა, ალბათ, "სტოკჰოლმის სინდრომი" მქონდა" - ნეკა დოროყაშვილი

"ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ ნიკოლოზის გამო ვტიროდი - შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა, ალბათ, "სტოკჰოლმის სინდრომი" მქონდა" - ნეკა დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, იყო შემთხვევა, როდესაც ის ნიკოლოზ ბასილაშვილმა თმით ითრია. როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განმარტა, მას სხეულზე ნაკაწრები და სიწითლე ჰქონდა.

"თმით მათრევდა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაწითლებები მქონდა. როდესაც ჩოგანი მომხდა თავში და სხეულზე, მახსოვს, რომ მოვიხარე და ხელი ავიფარე. ნამდვილად არ მახსოვს ტელეფონი სად დავარდა. სიწითლეები მემჩნეოდა. ეს არ იყო დაჟეჟილობა, მქონდა ნაკაწრები და სიწითლეები",- განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე თქმით, იმდენად მძიმე ემოციური ფონი ჰქონდა, ფოტოს გადაღება ვერ მოიფიქრა.

"ფიზიკური ძალადობის გამო ძალიან დასტრესილი ვიყავი, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავი, არ მელაპარაკებოდა და მაიგნორებდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.

კითხვაზე, რატომ განიცდიდა მოძალადე ადამიანის სხვაგან წასვლას, თუ მის მიმართ მართლა ხორციელდებოდა ძალადობა, დოროყაშვილმა უპასუხა, რომ შესაძლოა, მის მიმართ მიჯაჭვულობა ჰქონდა.

"იყო შემთხვევა, როცა ვრიგდებოდით. ალბათ, ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა, მეც და ყველა ქალი ძალადობას დაასრულებდა. ჩემს თავზე ვბრაზდები, რომ მასზე ვტიროდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებდა. ამ ყველაფრის შემდეგ მასზე ვნერვიულობდი. შეიძლება მიჯაჭვულობა მქონდა მოძალადის მიმართ ან მიყვარდა. ალბათ, იმ მომენტში სტოკჰოლმის სინდრომი მქონდა. ეს ჩემი სუბიექტური აზრია", -განაცხადა დოროყაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.