პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა - "კონდიციონერი ჩართე!“, "არ მუშაობს“ - ეს წარსულს ჩავაბარეთ" - კალაძე
"ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა - "კონდიციონერი ჩართე!“, "არ მუშაობს“ - ეს წარსულს ჩავაბარეთ" - კალაძე

"ხომ არ დაგ­ვა­ვი­წყდა, რა ვი­თა­რე­ბა იყო ე.წ. მარ­შუტ­კებ­ში?! ცხვირ-პი­რის მტვრე­ვა რომ მი­დი­ო­და: "კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩარ­თე!“ , "არ მუ­შა­ობს“. ეს წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რეთ" - ადა­მი­ან­მა, 500, 700 - დო­ლა­რი­ა­ნი მან­ქა­ნა კი არ უნდა შე­ი­ძი­ნოს, რომ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ად­გილ­დეს, ისე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რომ მას ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ ჰქონ­დეს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერი აღ­ნიშ­ნავს, გა­და­ად­გი­ლე­ბის კუ­თხით პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რია.

"შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ეს არის ის, რომ უნდა გავ­ზარ­დოთ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და კომ­ფორ­ტუ­ლო­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია და ახა­ლი. მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი იყო ის ძირ­გა­მომ­პა­ლი, დან­გრე­უ­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ყვი­თე­ლი "ბოგ­და­ნე­ბი“, რო­მე­ლიც უდი­დეს პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და მგზავ­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით და ეკო­ლო­გი­უ­რად.

ხომ არ დაგ­ვა­ვი­წყდა, რა ვი­თა­რე­ბა იყო ე.წ. მარ­შუტ­კებ­ში?! ცხვირ-პი­რის მტვრე­ვა რომ მი­დი­ო­და: "კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ჩარ­თე!“ , "არ მუ­შა­ობს“. ეს წარ­სულს ჩა­ვა­ბა­რეთ თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით, ეს არის ის, რაც გვაძ­ლი­ე­რებს და გვაძ­ლევს სტი­მულს ხვალ უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ.

დღეს გვაქვს პრობ­ლე­მა და ამა­საც ვხსნით, რა­ტომ არის გა­და­ად­გი­ლე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში პრობ­ლე­მუ­რი. ეს კომ­პლექ­სუ­რია, მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. რა თქმა უნდა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რომ იზ­რდე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ესეც უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ამას უნდა და­ვუ­პი­რის­პი­როთ, გა­მარ­თუ­ლი, კომ­ფორ­ტუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ტრან­სპორ­ტი. ადა­მი­ან­მა, 500, 700 - დო­ლა­რი­ა­ნი მან­ქა­ნა კი არ უნდა შე­ი­ძი­ნოს, რომ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ად­გილ­დეს, ისე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი უნდა იყოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი, რომ მას ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ ჰქონ­დეს.

პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ჩვენს ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე სწრა­ფი, კომ­ფორ­ტუ­ლი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა. ზუს­ტად ამის გამო კეთ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც დღეს პრობ­ლე­მას ქმნის. არა­ვინ არ უარ­ყოფს, რომ დის­კომ­ფორ­ტია. სამ­წუ­ხა­როდ, დის­კომ­ფორ­ტია, იმი­ტომ, რომ ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გამ­ზი­რი გა­და­თხრი­ლია, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მუ­შაო მიმ­დი­ნა­რე­ობს. მერ­წმუ­ნეთ, ძა­ლი­ან მალე იქ­ნე­ბა სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი. გა­და­ად­გი­ლე­ბის კუ­თხით პრობ­ლე­მა მოხ­სნი­ლი იქ­ნე­ბა. თბი­ლის­ში სა­ცო­ბი ყო­ველ­თვის იყო, არის კონ­კრე­ტუ­ლი კვან­ძი, რო­მე­ლიც უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა ქა­ლა­ქის­თვის, ყვე­ლა გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს სამ­სა­ხურს, თუ სად არის სა­ჭი­რო ჩა­რე­ვა“,-აღ­ნიშ­ნავს კა­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია9
0

რა გემართებათ ხალხნო, თუ ტკივილია და ერთი ერი და ერთი რჯული ხართ, რატომ ერთნაირად არ გტკივათ. რა არის ასე დაუნდობლად ლანძღვა და გინება ერთმანეთის, მეც ბევრ რამეზე მტკივა გული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს შენ გახარებული დაქროდე ქალაქში. კახის ითხი შვილი ყავს, ოთხი შვილის მამას არ ეტკინა ეს ამბავი და ხაბეიშვილს ეტკინა?. მე ვხედავ და მესმის რატომ კორტნით ასე კახის და ეს მარტო კახის ბედი არ არის, ჩვენ, ქართველებს ძალიან არ გვიყვარს ბედნიერი ადამიანი, მდიდარი, კარგად ჩაცმული, კეთილი, ჩვენ ის გვიყვარს ვინც დაჩმორებულია, რა ქნას კახიმ. იმან გააბა მავთულები ბასეინში? ხო, ერთში შეიძლება ტყუოდეს, სხვა ადგილზე ცუდად მომუშავე კაცი საპასუხისმგებლო საქმეზე აღარ უნდა დაუშვა, მაგრამ კახი რა შუაშია, დღე და ღამე გარეთაა, თან ყვება მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მართალია გასაკეთებელი ბევრი რჩება, მაგრამ მომსახურე პერსონალი არ ყავს ალბათ საჭიროებისამებრ განსწავლული. თქვენ არ იცით რამდენი დიპლომები იყიდებოდა.იოსელიანმა რომ საქართველო დაანგრია, მაშინ დიპლომები 700 დოლარი ღირდა. ერთმა შვიდკლას დამთავრებულმა ლამის იყიდა ამ ფასად და სიკვდილი დაეტაკა და მოკვდა.ნუ შეახოცავთ მას ხელებს, თორემ იქნება ისეთი მოგიყვანონ თავბედი გვაწყევლინოს. ნუ გვეჯავრება კარგი ადამიანი, ივანიშვილი ლამის კბილებით დაგლიჯოთ, რატომ აშენებს, რატომ ყიდულობს და რატომ ცხოვრობს სხვაზე კარგად, ასეთი სხვები გამოიკვლიეთ, ყაჩაღები , ნამდვილი ყაჩაღები, დაანებეთ ამ საკუთარი ფეხებით ნაშოვნი ფულის მქონეთ თავი. თქვენ როგორები იქნებოდით, თქვენ ის გამოჩხრიკეთ. რომელი ხართ კეთილშობილებით თავით ფეხებამდე სავსე საწყალი კახი?მილიონიან 

ნათია ბაბო
0

არ შემიძლია არ დავწერო, არ ვიცი ჩამაგდებენ თუ არა ადამიანად და გამოაქვეყნებენ ჩემს სათქმელს. ძალიან კარგი ბიჭი ხარ, ძალიან კარგი ოჯახი გაქვს და ადამიანობაც არ გაქვს ცუდი,მაგრამ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის თავის ქება, რადენჯერ დავწერე და პასუხს არ მაძლევ, რატომ შემოაღობინე კორპუსების გარშემო ხალხს ეზოები, რატომ გახადეთ საზოგაოების ქონება ხალხის ქონებად, მე გწერდი რომ ეზოს გარდა წასვლა აღარსად შემეძლო, მაგრამ ეზოე სავსეა ავტოფარეხებით, ვისი გეშინია,ისევ და ისევ შენი თანასოფლელების ალბათ. რას გავს ჩემო ეზო, სად დავისვენო აქ რომ ჩამოვიდე. ყველგან ავტოფარეხი, ყველგან დამტვრეული მანქანა და გარშემო დაჟანგულიო მავთულხლართებით შემოღობილი ავტოფარეხები. ერთი ახლა ამთავრებს იმხელა ავტოფარეხს სასახლე გეგონება, ასე უნდა მოეპყრა შენ თანამდებობას, კიდევ გახსენებ,ვის ეფერები.ალბათ ჩამოსულებს, რადგან თბილიოსელი აქ არავინ ცხოვრობს ორი ოჯახის მეტი. რატომ ჩამიშხამეთ სიცოცხლის ბოლო, თუ ისევ არ მომაქცევთ ყურადღებას, ვამთავრებ ჩემი წიგნის მეორე ნაწილს, პირველი დიდი ხანია გაიყიდა და იმ წიგნში უფრო კარგად გაგცემ პასუხს და დარჩები ისტორია, მაგრამ არამც და არამც ტყუილს არაფერს არ დავწერ.ეს არის თბილისი? ამას ეძახით თბილისს, ეს ნაგვით სავსე კუთხე, სემოიარე ერთხელ და დაათვალელიერე რას გავს მაღაზიებად გადაკეტებული ფარეხები, საერთოდ რა ამბავია ამდენი ავტოფარეხები. მოხსენი ყველა და მანქანები ისე დააყენონ არ შეძლება? არ დამიბლოკოდ.ძალიან გთხოვთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა - "კონდიციონერი ჩართე!“, "არ მუშაობს“ - ეს წარსულს ჩავაბარეთ" - კალაძე

"ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა - "კონდიციონერი ჩართე!“, "არ მუშაობს“ - ეს წარსულს ჩავაბარეთ" - კალაძე

"ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: "კონდიციონერი ჩართე!“ , "არ მუშაობს“. ეს წარსულს ჩავაბარეთ" - ადამიანმა, 500, 700 - დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

როგორც დედაქალაქის მერი აღნიშნავს, გადაადგილების კუთხით პრობლემა კომპლექსურია.

"შემდეგი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რომ უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა გადაადგილების თვალსაზრისით. ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები მოწესრიგებულია და ახალი. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი "ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მგზავრების გადაადგილების თვალსაზრისით და ეკოლოგიურად.

ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა: "კონდიციონერი ჩართე!“ , "არ მუშაობს“. ეს წარსულს ჩავაბარეთ თქვენი მხარდაჭერით, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ.

დღეს გვაქვს პრობლემა და ამასაც ვხსნით, რატომ არის გადაადგილება დედაქალაქში პრობლემური. ეს კომპლექსურია, მხოლოდ ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა რომ იზრდება ყოველწლიურად ესეც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ ამას უნდა დავუპირისპიროთ, გამართული, კომფორტული და ხელმისაწვდომი ტრანსპორტი. ადამიანმა, 500, 700 - დოლარიანი მანქანა კი არ უნდა შეიძინოს, რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილდეს, ისეთი კომფორტული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მას ამის საჭიროება არ ჰქონდეს.

პირობას გაძლევთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება. ზუსტად ამის გამო კეთდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც დღეს პრობლემას ქმნის. არავინ არ უარყოფს, რომ დისკომფორტია. სამწუხაროდ, დისკომფორტია, იმიტომ, რომ ორი მნიშვნელოვანი გამზირი გადათხრილია, უმნიშვნელოვანესი სამუშაო მიმდინარეობს. მერწმუნეთ, ძალიან მალე იქნება სამუშაოები დასრულებული. გადაადგილების კუთხით პრობლემა მოხსნილი იქნება. თბილისში საცობი ყოველთვის იყო, არის კონკრეტული კვანძი, რომელიც უდიდესი პრობლემაა ქალაქისთვის, ყველა განსაზღვრული აქვს სამსახურს, თუ სად არის საჭირო ჩარევა“,-აღნიშნავს კალაძე.