სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნასას წარმატებული მისია - კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს მოძრაობის ტრაექტორია შეუცვალა
ნასას წარმატებული მისია - კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს მოძრაობის ტრაექტორია შეუცვალა

ნა­სამ წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა მი­სია და დე­და­მი­წი­დან 11 მი­ლი­ო­ნი კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით მოძ­რავ ას­ტე­რო­იდს კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი შე­ა­ჯა­ხა. ორ­მა­გი ას­ტე­რო­ი­დის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბის ტეს­ტი (DART) იყო "პლა­ნე­ტა­რუ­ლი თავ­დაც­ვის სის­ტე­მის“ პირ­ვე­ლი გა­მოც­და.

თუ რა­ი­მე ობი­ექ­ტის დე­და­მი­წი­დან კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნით ას­ტე­რო­ი­დის ორ­ბი­ტის შეც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია, კა­ცობ­რი­ო­ბას შე­საძ­ლოა, შან­სი მი­ე­ცეს თავი და­იც­ვას ისე­თი კა­ტას­ტრო­ფის­გან, რო­გო­რიც მი­ლი­ო­ნო­ბით წლის წინ მოხ­და და დი­ნო­ზავ­რე­ბის გა­და­შე­ნე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

ნა­სამ და ას­ტრო­ნომ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დმა ფრთხი­ლად შე­არ­ჩია სა­მიზ­ნე. წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად მათ სჭირ­დე­ბო­დათ ისე­თი ას­ტე­რო­ი­დი, რომ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დე­გაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქე­ბო­და. მათ ასე­ვე ზუს­ტად უნდა სცოდ­ნო­დათ, რომ ას­ტე­რო­ი­დი დე­და­მი­წის­კენ არ და­ი­წყებ­და მოძ­რა­ო­ბას. სა­ბო­ლო­ოდ, მათ წყვი­ლი ას­ტე­რო­ი­დი აირ­ჩი­ეს, 780 მეტ­რის სი­გა­ნის დი­დი­მო­სი და დი­მორ­ფო­სი, რო­მე­ლიც 160 მეტ­რის სი­გა­ნი­საა.

"ნა­სას" ხო­მალ­დის კა­მე­რი­დან და­ნა­ხუ­ლი დი­მორ­ფო­სის ას­ტე­რო­ი­დი

ას­ტე­რო­ი­დის­კენ კოს­მოს­ში გაგ­ზავ­ნილ კოს­მო­სურ ხო­მალდს და­სა­მიზ­ნებ­ლად უნდა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მარ­თვის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი სის­ტე­მა. ას­ტე­რო­ი­დი ზო­მით იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ Dart-ის კა­მე­რებ­ში შე­ჯა­ხე­ბამ­დე მხო­ლოდ და მხო­ლოდ 50 წუ­თით ადრე გა­მოჩ­ნდა. ახლა ას­ტრო­ნო­მებს იმის იმე­დი აქვთ, რომ ის მცი­რე­დი გავ­ლე­ნის შე­დე­გად, რაც ამ შე­ჯა­ხე­ბამ დი­მორ­ფო­სის ორ­ბი­ტა­ზე იქო­ნია, მო­მა­ვალ­ში შექ­მნან ისე­თი ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც სხვა ას­ტე­რო­ი­დებს დე­და­მი­წას­თან შე­ჯა­ხე­ბის­გან და­ა­ზღვევს.

"ნა­სას" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ

წყა­რო: sky.com

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამყრელიძე
9

არმაგედონი,,,,

ნანა
12

იცი რა მაინტერესებს?! ამ ასტეროედმა ბილიარდის პრინციპით რომ იმოქმედოს და შეცვლილი კურსით ისეთ ასტეროიდს რომ დაეჯახოს რომელიც კიდევ შეიცვლის კურსს და სხვას დაეჯახება და ა. შ. ხომ შეიძლება მივიღოთ ჩვენსკენ წამოსული სხვა ასტეროიდი, რომელიც აქამდე დედამიწისკენ წამოსვლას არ გეგმავდა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ნასას წარმატებული მისია - კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს მოძრაობის ტრაექტორია შეუცვალა

ნასას წარმატებული მისია - კოსმოსურმა ხომალდმა ასტეროიდს მოძრაობის ტრაექტორია შეუცვალა

ნასამ წარმატებით შეასრულა მისია და დედამიწიდან 11 მილიონი კილომეტრის დაშორებით მოძრავ ასტეროიდს კოსმოსური ხომალდი შეაჯახა. ორმაგი ასტეროიდის გადამისამართების ტესტი (DART) იყო "პლანეტარული თავდაცვის სისტემის“ პირველი გამოცდა.

თუ რაიმე ობიექტის დედამიწიდან კოსმოსში გაგზავნით ასტეროიდის ორბიტის შეცვლა შესაძლებელია, კაცობრიობას შესაძლოა, შანსი მიეცეს თავი დაიცვას ისეთი კატასტროფისგან, როგორიც მილიონობით წლის წინ მოხდა და დინოზავრების გადაშენების მიზეზი გახდა.

ნასამ და ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ფრთხილად შეარჩია სამიზნე. წარმატების მისაღწევად მათ სჭირდებოდათ ისეთი ასტეროიდი, რომლის მონიტორინგი შეჯახების შემდეგაც შესაძლებელი იქებოდა. მათ ასევე ზუსტად უნდა სცოდნოდათ, რომ ასტეროიდი დედამიწისკენ არ დაიწყებდა მოძრაობას. საბოლოოდ, მათ წყვილი ასტეროიდი აირჩიეს, 780 მეტრის სიგანის დიდიმოსი და დიმორფოსი, რომელიც 160 მეტრის სიგანისაა.

"ნასას" ხომალდის კამერიდან დანახული დიმორფოსის ასტეროიდი

ასტეროიდისკენ კოსმოსში გაგზავნილ კოსმოსურ ხომალდს დასამიზნებლად უნდა გამოეყენებინა მართვის ავტონომიური სისტემა. ასტეროიდი ზომით იმდენად პატარაა, რომ Dart-ის კამერებში შეჯახებამდე მხოლოდ და მხოლოდ 50 წუთით ადრე გამოჩნდა. ახლა ასტრონომებს იმის იმედი აქვთ, რომ ის მცირედი გავლენის შედეგად, რაც ამ შეჯახებამ დიმორფოსის ორბიტაზე იქონია, მომავალში შექმნან ისეთი ტექნოლოგია, რომელიც სხვა ასტეროიდებს დედამიწასთან შეჯახებისგან დააზღვევს.

"ნასას" თანამშრომლები მისიის წარმატებით დასრულებას აღნიშნავენ

წყარო: sky.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა