სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა" - ნეკა დოროყაშვილი
"ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა" - ნეკა დოროყაშვილი

ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, და­ზა­რა­ლე­ბულ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ტე­ლე­ფონ­ზე მო­სას­მე­ნი და­უ­ყე­ნა.

"ჩემი ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­ტე­ხა და "სამ­სუნ­გი" და­მი­ტო­ვა, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­მენ­და", - გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ის გა­ტე­ხილ ტე­ლე­ფონს ინა­ხავს - "ხან­და­ხან ვჯდე­ბი და ჩემ სტრე­სებს ვახ­სე­ნებ ჩემ თავს". ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მის­თვის ჩოგ­ბურ­თი ტრამ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

"როცა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვას­რუ­ლე, ეს წიგ­ნი დავ­ხუ­რე და შევ­წყვი­ტე ჩოგ­ბურთთან ურ­თი­ერ­თო­ბა, მე ჩემ გო­ნე­ბას და­ვა­ვი­წყე ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩემ­თვის მატ­რამ­ვი­რე­ბე­ლია ჩოგ­ბურ­თი, ჩო­გა­ნი, ბურ­თი",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის თქმით, იმ ეტაპ­ზე, როცა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბუ­ლი იყო, ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მას მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა.

"ურ­თი­ერ­თო­ბა და­ძა­ბულ ფა­ზა­ში იყო, ღა­ლა­ტის ამ­ბა­ვი ახა­ლი გა­გე­ბუ­ლი მქონ­და, მი­თხრა, ცუდი არ იქ­ნე­ბა, მე­ო­რე ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნოო. გან­ცდა მქონ­და, რომ მას უნ­დო­და გა­შო­რე­ბის შემ­დეგ მას­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რად­გან იმ მო­მენ­ტში ნი­კას ჩემ მი­მართ გრძნო­ბე­ბი არ ჰქონ­და და არც მე მქონ­და. უნ­დო­და, ისევ მორ­ჩი­ლე­ბა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მისი ბრძა­ნე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე გა­იხ­სე­ნა მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, დე­დამ­თი­ლის მიერ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის­თვის ნათ­ქვა­მი ფრა­ზა, რო­მე­ლიც მან გა­ი­გო­ნა.

"ნა­კე­ის­რალ ქალ­თან ერ­თად რომ წევ­ხარ, არ წუხ­დე­ბი? წა­მო­დი და ჩვენ­თან დარ­ჩიო, უთხრა",- გა­ნა­ცხა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა დო­რო­ყაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მას ვი­ღაც უთ­ვალ­თვა­ლებ­და, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, პო­ლი­ცი­ას გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა. ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ სა­ლა­ყა­ი­ამ დო­რო­ყაშ­ვილს კი­თხვით მი­მარ­თა.

"თქვენ გან­ცდა გქონ­დათ, რომ შე­საძ­ლოა, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გით­ვალ­თვა­ლებ­დათ. თქვენ ხომ არ უთ­ვალ­თვა­ლებ­დით ნი­კო­ლოზს, ან კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვის სამ­სა­ხურს ხომ არ მი­მარ­თეთ?" - იკი­თხა ად­ვო­კატ­მა, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა უარ­ყო.

პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პრო­კუ­რო­რი ნა­თია გუ­რუ­ლი მოწ­მე ნელი დო­რო­ყაშ­ვილს მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე პა­სუ­ხებს წერ­და, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ ის ტე­ლე­ფონს არც კი გა­კა­რე­ბია და რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია. მო­სა­მარ­თლე ხა­თუ­ნა ხარ­ჩი­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე აღ­ნიშ­ნულ­ზე მხა­რის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია. ამას­თან, მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნა, რომ მოწ­მე მისი თვალ­თა­ხედ­ვის არე­ში იმ­ყო­ფე­ბა და არ უნა­ხავს, რომ მას ტე­ლე­ფონ­ში ჩა­ე­ხე­და და რამე წა­ე­კი­თხა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აბა ჰეეეე
6

აბა ნელი გორსალას როგორ შეიძლებოდა სამსაუნგი ჭეროდა? ვინ იყავი შენ ქალო ასეთი ამბიციები რომ გაქვს? წურბელასავით მოაჯექი ბასილასვილებს და წოვ ფულებს....ერთი სამსარცხვინო დედაკაცი ხარ რომელმაც მთელ დედამიწას შეაზიზღე და მოაბეზრე თავი...

გიორგი
5

სტოკოჰოლმის სინდრომი მქონდაო 🤣სტოკჰოლმის არ ვიცი მარა კარგი და ფუფუნება ცხოვრების რომ გქონდა ეგ კი ვიცი ეხლაც იმიტო არ აკეტებ განქორწინებას ფულები რომ მოიტხოვო 🤣

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა" - ნეკა დოროყაშვილი

"ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი“ დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა" - ნეკა დოროყაშვილი

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, დაზარალებულ ნელი დოროყაშვილის განცხადებით, მას ბასილაშვილმა ტელეფონზე მოსასმენი დაუყენა.

"ჩემი ტელეფონი გამიტეხა და "სამსუნგი" დამიტოვა, ერთი თვის განმავლობაში მისმენდა", - განაცხადა დოროყაშვილმა.

მისივე ცნობით, ის გატეხილ ტელეფონს ინახავს - "ხანდახან ვჯდები და ჩემ სტრესებს ვახსენებ ჩემ თავს". ნელი დოროყაშვილის განმარტებით, მისთვის ჩოგბურთი ტრამვასთან ასოცირდება.

"როცა ეს ურთიერთობა დავასრულე, ეს წიგნი დავხურე და შევწყვიტე ჩოგბურთთან ურთიერთობა, მე ჩემ გონებას დავავიწყე ეს ყველაფერი, ჩემთვის მატრამვირებელია ჩოგბურთი, ჩოგანი, ბურთი",- განაცხადა დოროყაშვილმა.

დაზარალებულის თქმით, იმ ეტაპზე, როცა მათი ურთიერთობა დაძაბული იყო, ბასილაშვილმა მას მეორე შვილის გაჩენა შესთავაზა.

"ურთიერთობა დაძაბულ ფაზაში იყო, ღალატის ამბავი ახალი გაგებული მქონდა, მითხრა, ცუდი არ იქნება, მეორე ბავშვი გააჩინოო. განცდა მქონდა, რომ მას უნდოდა გაშორების შემდეგ მასზე მიჯაჭვული ვყოფილიყავი, რადგან იმ მომენტში ნიკას ჩემ მიმართ გრძნობები არ ჰქონდა და არც მე მქონდა. უნდოდა, ისევ მორჩილებაში ვყოფილიყავი და მისი ბრძანებების შესრულება გამეგრძელებინა",- განაცხადა დოროყაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა მშობიარობის შემდეგ, დედამთილის მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ნათქვამი ფრაზა, რომელიც მან გაიგონა.

"ნაკეისრალ ქალთან ერთად რომ წევხარ, არ წუხდები? წამოდი და ჩვენთან დარჩიო, უთხრა",- განაცხადა დაზარალებულმა დოროყაშვილმა.

მისივე განმარტებით, მას ვიღაც უთვალთვალებდა, რასთან დაკავშირებითაც, პოლიციას განცხადებით მიმართა. ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დოროყაშვილს კითხვით მიმართა.

"თქვენ განცდა გქონდათ, რომ შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილი გითვალთვალებდათ. თქვენ ხომ არ უთვალთვალებდით ნიკოლოზს, ან კერძო დეტექტივის სამსახურს ხომ არ მიმართეთ?" - იკითხა ადვოკატმა, რაც დაზარალებულმა უარყო.

პროცესის მიმდინარეობისას, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა, რომ პროკურორი ნათია გურული მოწმე ნელი დოროყაშვილს მობილურ ტელეფონზე პასუხებს წერდა, რასთან დაკავშირებითაც, პროკურორმა განმარტა, რომ ის ტელეფონს არც კი გაკარებია და რომ მსგავსი განცხადება მისთვის შეურაცხმყოფელია. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას განცხადებით, მტკიცებულების გარეშე აღნიშნულზე მხარის დადანაშაულება მიუღებელია. ამასთან, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოწმე მისი თვალთახედვის არეში იმყოფება და არ უნახავს, რომ მას ტელეფონში ჩაეხედა და რამე წაეკითხა.