სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები" - ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე
"კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები" - ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე

ნარ­სი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და სა­ხე­ზე, და­კა­ვე­ბის დროს მი­ი­ღო. კაცს ჰქონ­და ას­ხმუ­ლი ბომ­ბე­ბი და ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი, და­ა­კა­ვეს, და­აწ­ვი­ნეს, არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და და მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ქუ­თა­ის­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დამ­სხმელ გრი­გოლ ნარ­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, გრი­გოლ ნარ­სი­ას შე­უძ­ლია იჩივ­ლოს თუ ის მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­და­მე­ტე­ბა იყო და ამას სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი და პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­ის­წავ­ლის.

"მე ნამ­დვი­ლად არ მი­ნა­ხავს ეს ფოტო. რო­დე­საც ავე­დით დე­პარ­ტა­მენ­ტში ამ ადა­მი­ანს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და სა­ხე­ზე. შე­ვე­დი, ვე­სა­უბ­რე. რაზე ვე­სა­უბ­რე მა­გას არ ვი­ტყვი ახლა, არ მოვ­ყვე­ბი. და­კა­ვე­ბის დროს ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. არის სამ­სა­ხუ­რე­ბი და თუ ის ადა­მი­ა­ნი ჩი­ვის, რომ მერე სცე­მეს, ან სად­მე სცე­მეს, ან ზე­წო­ლა იყო, იჩივ­ლებს და სხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი - სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი, პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ი­ძი­ე­ბენ თუ გა­და­ა­მე­ტეს უფ­ლე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ცნო­ბით, გრი­გოლ ნარ­სია 20 სექ­ტემ­ბერს, სამ­ხედ­რო უნი­ფორ­მით, ნიღ­ბით და ხელ­თათ­მა­ნე­ბით შე­მო­სი­ლი პირი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ხელ­ყუმ­ბა­რით, კუს­ტა­რუ­ლად გა­და­კე­თე­ბუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­თა და საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბით, და­ნით, ხელ­ნა­კე­თი იმი­ტი­რე­ბუ­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით ქუ­თა­ის­ში, "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ერთ-ერთ სერ­ვის­ცენ­ტრში შე­იჭ­რა და იქ მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­ში­ნე­ბის მიზ­ნით ია­რა­ღი გა­ის­რო­ლა, რის შემ­დე­გაც შე­ნო­ბა­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რით, მისი მი­თი­თე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­თხო­ვა.

თავ­დამ­სხმე­ლის ბან­კში შეჭ­რის­თა­ნა­ვე რამ­დე­ნი­მე პირ­მა შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­ა­ხერ­ხა, ხოლო შე­ნო­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი 13 პირი ბრალ­დე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით მძევ­ლად აიყ­ვა­ნა.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა და ტა­რე­ბა), 323-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი) და 329-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მძევ­ლად ხელ­ში ჩაგ­დე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი მიზ­ნით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნარ­სი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
1

უტიფრობა ნაცების უპირველესი მახასიათებელია

ველური
16

მანტერესებს რატომ აქვთ თვალები დათხრილი და ცხოვრება დანგრეული მაკო გომურს და სხვა დანარჩენებს!? ოცი ივნისი დაზარალებულებს რამდენი ბობით იყვნენ აღჭურვილნი! თანაც უტიფრად იმეორებენ ამის ჩამდენნი კიდევ იგივეს ვზამთო!@ .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები" - ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე

"კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები" - ვახტანგ გომელაური "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე

ნარსიას დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავების დროს მიიღო. კაცს ჰქონდა ასხმული ბომბები და ხელყუმბარები, დააკავეს, დააწვინეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქუთაისში "საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გრიგოლ ნარსიას შეუძლია იჩივლოს თუ ის მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იყო და ამას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და პროკურატურა შეისწავლის.

"მე ნამდვილად არ მინახავს ეს ფოტო. როდესაც ავედით დეპარტამენტში ამ ადამიანს დაზიანებები ჰქონდა სახეზე. შევედი, ვესაუბრე. რაზე ვესაუბრე მაგას არ ვიტყვი ახლა, არ მოვყვები. დაკავების დროს ჰქონდა მიღებული დაზიანებები. არის სამსახურები და თუ ის ადამიანი ჩივის, რომ მერე სცემეს, ან სადმე სცემეს, ან ზეწოლა იყო, იჩივლებს და სხვა სამსახურები - სახელმწიფო ინსპექტორი, პროკურატურა გამოიძიებენ თუ გადაამეტეს უფლებები პოლიციელებმა“, - განაცხადა გომელაურმა.

საგამოძიებო უწყების ცნობით, გრიგოლ ნარსია 20 სექტემბერს, სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, "საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა და იქ მყოფი მოქალაქეების დაშინების მიზნით იარაღი გაისროლა, რის შემდეგაც შენობაში მყოფ მოქალაქეებს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მისი მითითებების შესრულება მოსთხოვა.

თავდამსხმელის ბანკში შეჭრისთანავე რამდენიმე პირმა შენობის დატოვება მოახერხა, ხოლო შენობაში დარჩენილი 13 პირი ბრალდებულმა ტერორისტული მიზნით მძევლად აიყვანა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.