სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაგეგმეთ წინასწარ: არ წვიმდა, როცა ნოემ კიდობანი ააგო!
დაგეგმეთ წინასწარ: არ წვიმდა, როცა ნოემ კიდობანი ააგო!

და­გეგ­მვა რომ ბიზ­ნე­სის სწო­რად მარ­თვის უმ­თავ­რეს პრინ­ციპს წარ­მო­ად­გენს, ამას ერ­თხმად ყვე­ლა აღი­ა­რებს. და­გეგ­მვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მო­აზ­როვ­ნე, ავ­ტო­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი და ა. შ. წერ­და, ყვე­ლა იმას უს­ვამ­და ხაზს, რომ გეგ­მის გა­რე­შე შორს ვერ წა­ვალთ და ჩვე­ნი მიზ­ნე­ბი უბ­რა­ლოდ სურ­ვი­ლე­ბად დარ­ჩე­ბა.

“და­გეგ­მვა მო­მავ­ლის აწ­მყო­ში გად­მო­ტა­ნაა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, გან­სა­ზღვროთ ხვა­ლინ­დე­ლი დღე!”― წერს ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რი ალან ლა­კე­ი­ნი. თუ გვსურს ჩვე­ნი ბიზ­ნე­სის მო­მა­ვა­ლი ჩვენ­ვე გან­ვსა­ზღვროთ და არა შემ­თხვე­ვი­თო­ბამ, მა­შინ და­გეგ­მვის პრო­ცეს­ზე უარი არ უნდა ვთქვათ, თუ გვსურს მა­ღა­ლი და მყა­რი კოშ­კი ავა­შე­ნოთ, დრო არ უნდა დაგ­ვე­ნა­ნოს და თავ­და­პირ­ვე­ლად მყა­რი სა­ძირ­კვე­ლი უნდა ჩა­ვას­ხათ.

არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბით ახლა შე­ა­ბი­ჯეთ ბიზ­ნეს სამ­ყა­რო­ში, თუ უკვე მარ­თავთ გან­ვი­თა­რე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე ბიზ­ნესს, თუ ოდ­ნავ მა­ინც გიძ­ნელ­დე­ბათ თქვე­ნი იდე­ე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბა და სტრუქ­ტუ­რა­ში მოყ­ვა­ნა, BPN Georgia მზად არის იყოს თქვე­ნი მეგ­ზუ­რი ამ სამ­ყა­რო­ში.

ბიზ­ნეს გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან ერ­თად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უკა­ვია ფი­ნან­სურ გათ­ვლებს, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ნან­სებს ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სის­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ჰა­ე­რი­ვით არის მის­თვის. ყვე­ლა ბიზ­ნე­სი ის­წრაფ­ვის მუდ­მი­ვად ჰქონ­დეს საკ­მა­რი­სი ჟანგბა­დი, თა­ვი­სუფ­ლად სუნ­თქვა რომ შეძ­ლოს. ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა სწო­რედ ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბას ჰგავს, რო­მელ­საც სწო­რი დო­ზი­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა ნა­ვი­გა­ცი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბა­საც შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ. თუ იცი, სად ხარ მო­ცე­მულ მო­მენ­ტში და სად გინ­და იყო კონ­კრე­ტულ დროს, არ გა­გი­ჭირ­დე­ბა ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თვა და სა­სურ­ველ დროს აღ­მოჩ­ნდე­ბი სწო­რედ იქ, სა­დაც გეგ­მავ­დი მის­ვლას. მაგ­რამ თუ არ გაქვს ინ­ფორ­მა­ცია სად ხარ ახლა, არ იცი, სა­ვა­რა­უ­დოდ სად იქ­ნე­ბი ხვალ, გა­გი­ჭირ­დე­ბა იყო ბიზ­ნე­სის კარ­გი მმარ­თვე­ლი.

ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა მარ­თვის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ინ­სტრუ­მენტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის მი­ზა­ნი­ცაა, ფული, რო­გორც ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სი, მაქ­სი­მა­ლუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს კომ­პა­ნი­ამ. სის­ტე­მუ­რი ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა ბიზ­ნე­სის გრძელ­ვა­დი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იდეა გაქვთ, ახლა დგამთ პირ­ველ ნა­ბი­ჯებს მის სის­რუ­ლე­ში მო­საყ­ვა­ნად, სტარ­ტა­პი ხართ, თუ უკვე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის და ის­ტო­რი­ის მქო­ნე ბიზ­ნე­სი, ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა ერ­თნა­ი­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას­თვის. სწო­რად და­გეგ­მი­ლი ფი­ნან­სე­ბი გან­სა­ზღვრავს ბიზ­ნე­სის ხვა­ლინ­დელ დღეს.

“თუ აკონ­ტრო­ლებ შენს ფი­ნან­სებს დღეს, მათი მსხვერ­პლი არ გახ­დე­ბი ხვალ.”-ემი­ლი სტრო­უ­დი

ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში სრუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გვქონ­დეს რამ­დე­ნად «ჯან­მრთე­ლია» ჩვე­ნი კომ­პა­ნია, რამ­დე­ნად შეს­წევს უნა­რი სხვა­დას­ხვა მოკ­ლე თუ გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ფა­როს. გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვა­კონ­ტრო­ლოთ კომ­პა­ნი­ის შე­მო­სავ­ლე­ბი, ხარ­ჯე­ბი, მო­გე­ბა, რენ­ტა­ბე­ლუ­რო­ბა, ლიკ­ვი­დუ­რო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად გა­დავ­დგათ, ან არ გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს მო­ი­თხოვს. ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა ამავდრო­უ­ლად გვაძ­ლევს შანსს ვა­კონ­ტრო­ლოთ, რამ­დე­ნად შევ­ძე­ლით ჩვე­ნი გეგ­მე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა. შეგ­ვიძ­ლია ისიც გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, რა ხარ­ვე­ზე­ბი გვქონ­და და რის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე უნდა ვიზ­რუ­ნოთ.

სამ­წუ­ხა­როდ, ციფ­რე­ბი, ფორ­მუ­ლე­ბი, გა­მოთ­ვლა, ან­გა­რი­ში ძა­ლი­ან ბევ­რს აში­ნებს, არ უყ­ვარს, ბევ­რსაც ეზა­რე­ბა. არა­ერ­თი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად იმა­საც ფიქ­რობს, რომ ფი­ნან­სე­ბი მთლი­ა­ნად სხვას(ბუ­ღალ­ტერს, ფი­ნან­სურ მე­ნე­ჯერს) უნდა გა­და­ა­ბა­როს. დიახ, სა­ჭი­როა, კომ­პე­ტენ­ტუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი(ბუ­ღალ­ტე­რი, ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი) გყავ­დეთ გვერ­დით, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია და მათი ანა­ლი­ზის უნა­რი ნამ­დვი­ლად თა­ვად მმარ­თველს უნდა ჰქონ­დეს, რათა სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნას დრო­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი.

ნე­ბის­მი­ე­რი ბიზ­ნე­სი ის­წრაფ­ვის წარ­მა­ტე­ბის­კენ, მისი მი­ზა­ნია გრძელ­ვა­დი­ა­ნად გან­ვი­თარ­დეს, მი­აღ­წი­ოს მის­თვის სა­სურ­ველ მას­შტაბს და იყოს სა­ნი­მუ­შო. და­გეგ­მვის გა­რე­შე ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. სწო­რად და დრო­უ­ლად გათ­ვლი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­დე­ბით გავ­ლე­ნას ახ­დენს კომ­პა­ნი­ის ბრუნ­ვა­ზე, მო­გე­ბა­ზე, ლიკ­ვი­დუ­რო­ბა­ზე. ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა და­გეხ­მა­რე­ბათ თა­ვი­დან აი­რი­დოთ შეც­დო­მე­ბი, შე­ამ­ცი­როთ რის­კე­ბი, გა­ა­კე­თოთ სწო­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, უზ­რუნ­ველ­ყოთ ფირ­მის ლიკ­ვი­დუ­რო­ბა და მი­აღ­წი­ოთ თქვენს მიერ და­სა­ხულ მიზ­ნებს.

ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა თქვე­ნი კომ­პა­ნი­ის ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბის სრულ ანა­ლიზს გუ­ლის­ხმობს და სა­სურ­ვე­ლია მო­ი­ცავ­დეს მა­გა­ლი­თად შემ­დეგს:

  • მო­გე­ბა-ზა­რა­ლის უწყი­სი
  • საპ­როგ­ნო­ზო მო­გე­ბა-ზა­რა­ლის უწყი­სი
  • გა­ყიდ­ვე­ბის გეგ­მა
  • ბა­ლან­სი
  • ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის მოძ­რა­ო­ბის უწყი­სი
  • სა­ინ­ვეს­ტი­ციო გეგ­მა
  • ლიკ­ვი­დუ­რო­ბის გეგ­მა
  • სა­ჭი­რო კა­პი­ტა­ლის სტრუქ­ტუ­რა

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­მე­წარ­მეო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, ზოგ­ჯერ გეგ­მი­დან გა­დახ­ვე­ვაც გვი­წევს, მაგ­რამ ბიზ­ნეს გეგ­მა ფი­ნან­სურ გათ­ვლებ­თან ერ­თად უპი­რო­ბოდ წარ­მო­ად­გენს ბიზ­ნე­სის მარ­თვის უმ­თავ­რეს ინ­სტრუ­მენტს. გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა გვი­ად­ვი­ლებს მიზ­ნე­ბამ­დე მის­ვლას, ფუნ­და­მენ­ტია მდგრა­დი ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის­თვის. მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი გეგ­მა არის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის, დრო­უ­ლად გვაძ­ლევს შანსს ამო­ვიც­ნოთ მაგ. ლიკ­ვი­დუ­რო­ბის პრობ­ლე­მა და სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ვა­ტა­როთ. ყვე­ლა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერ­თად გვაძ­ლევს სრულ სუ­რათს ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და მხო­ლოდ ამა­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია დავ­გეგ­მოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. არ შე­გე­შინ­დეს ციფ­რე­ბის, და­გეგ­მე, შე­ამ­ცი­რე რის­კე­ბი, გან­ვი­თარ­დი და გახ­დი კი­დევ უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი!

BPN Georgia მზა­დაა ამ პრო­ცეს­შიც იყოს შენი პი­რა­დი მრჩე­ვე­ლი, შე­მოგ­ვი­ერ­თდი ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის ვორ­ქშოფ­ზე, მი­ი­ღე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი და შვე­ი­ცა­რი­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან, არ შე­გე­შინ­დეს ციფ­რე­ბის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

დაგეგმეთ წინასწარ: არ წვიმდა, როცა ნოემ კიდობანი ააგო!

დაგეგმეთ წინასწარ: არ წვიმდა, როცა ნოემ კიდობანი ააგო!

დაგეგმვა რომ ბიზნესის სწორად მართვის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს, ამას ერთხმად ყველა აღიარებს. დაგეგმვის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დროს არაერთი ცნობილი მოაზროვნე, ავტორი, ბიზნესმენი და ა. შ. წერდა, ყველა იმას უსვამდა ხაზს, რომ გეგმის გარეშე შორს ვერ წავალთ და ჩვენი მიზნები უბრალოდ სურვილებად დარჩება.

“დაგეგმვა მომავლის აწმყოში გადმოტანაა, რაც საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ ხვალინდელი დღე!”― წერს ამერიკელი ავტორი ალან ლაკეინი. თუ გვსურს ჩვენი ბიზნესის მომავალი ჩვენვე განვსაზღვროთ და არა შემთხვევითობამ, მაშინ დაგეგმვის პროცესზე უარი არ უნდა ვთქვათ, თუ გვსურს მაღალი და მყარი კოშკი ავაშენოთ, დრო არ უნდა დაგვენანოს და თავდაპირველად მყარი საძირკველი უნდა ჩავასხათ.

არ აქვს მნიშვნელობა საინტერესო იდეებით ახლა შეაბიჯეთ ბიზნეს სამყაროში, თუ უკვე მართავთ განვითარების პოტენციალის მქონე ბიზნესს, თუ ოდნავ მაინც გიძნელდებათ თქვენი იდეების ფორმულირება და სტრუქტურაში მოყვანა, BPN Georgia მზად არის იყოს თქვენი მეგზური ამ სამყაროში.

ბიზნეს გეგმაზე მუშაობის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ფინანსურ გათვლებს, რადგან მოგეხსენებათ, ფინანსებს ნებისმიერი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჰაერივით არის მისთვის. ყველა ბიზნესი ისწრაფვის მუდმივად ჰქონდეს საკმარისი ჟანგბადი, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. ფინანსური დაგეგმარება სწორედ ჟანგბადის მიწოდებას ჰგავს, რომელსაც სწორი დოზირება სჭირდება.

ფინანსური დაგეგმარება ნავიგაციის მოწყობილობასაც შეიძლება შევადაროთ. თუ იცი, სად ხარ მოცემულ მომენტში და სად გინდა იყო კონკრეტულ დროს, არ გაგიჭირდება ამ მოწყობილობის მართვა და სასურველ დროს აღმოჩნდები სწორედ იქ, სადაც გეგმავდი მისვლას. მაგრამ თუ არ გაქვს ინფორმაცია სად ხარ ახლა, არ იცი, სავარაუდოდ სად იქნები ხვალ, გაგიჭირდება იყო ბიზნესის კარგი მმართველი.

ფინანსური გეგმა მართვის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის მიზანიცაა, ფული, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი რესურსი, მაქსიმალურად მომგებიანად და ეფექტურად გამოიყენოს კომპანიამ. სისტემური ფინანსური დაგეგმარება ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებული განვითარების წინაპირობაა. არ აქვს მნიშვნელობა იდეა გაქვთ, ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს მის სისრულეში მოსაყვანად, სტარტაპი ხართ, თუ უკვე დიდი გამოცდილების და ისტორიის მქონე ბიზნესი, ფინანსური გეგმა ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველასთვის. სწორად დაგეგმილი ფინანსები განსაზღვრავს ბიზნესის ხვალინდელ დღეს.

“თუ აკონტროლებ შენს ფინანსებს დღეს, მათი მსხვერპლი არ გახდები ხვალ.”-ემილი სტროუდი

ფინანსური გეგმა საშუალებას გვაძლევს დროის ნებისმიერ მონაკვეთში სრული წარმოდგენა გვქონდეს რამდენად «ჯანმრთელია» ჩვენი კომპანია, რამდენად შესწევს უნარი სხვადასხვა მოკლე თუ გრძელვადიანი ვალდებულებები დაფაროს. გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ კომპანიის შემოსავლები, ხარჯები, მოგება, რენტაბელურობა, ლიკვიდურობა და შესაბამისად გადავდგათ, ან არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. ფინანსური გეგმა ამავდროულად გვაძლევს შანსს ვაკონტროლოთ, რამდენად შევძელით ჩვენი გეგმების სისრულეში მოყვანა. შეგვიძლია ისიც გავაანალიზოთ, რა ხარვეზები გვქონდა და რის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ.

სამწუხაროდ, ციფრები, ფორმულები, გამოთვლა, ანგარიში ძალიან ბევრს აშინებს, არ უყვარს, ბევრსაც ეზარება. არაერთი კომპანიის დამფუძნებელი ამ ყველაფერთან ერთად იმასაც ფიქრობს, რომ ფინანსები მთლიანად სხვას(ბუღალტერს, ფინანსურ მენეჯერს) უნდა გადააბაროს. დიახ, საჭიროა, კომპეტენტური თანამშრომელი(ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი) გყავდეთ გვერდით, თუმცა კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაცია და მათი ანალიზის უნარი ნამდვილად თავად მმართველს უნდა ჰქონდეს, რათა სწორი გადაწყვეტილებები იქნას დროულად მიღებული.

ნებისმიერი ბიზნესი ისწრაფვის წარმატებისკენ, მისი მიზანია გრძელვადიანად განვითარდეს, მიაღწიოს მისთვის სასურველ მასშტაბს და იყოს სანიმუშო. დაგეგმვის გარეშე ეს შეუძლებელია. სწორად და დროულად გათვლილი გადაწყვეტილებები დადებით გავლენას ახდენს კომპანიის ბრუნვაზე, მოგებაზე, ლიკვიდურობაზე. ფინანსური გეგმა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ შეცდომები, შეამციროთ რისკები, გააკეთოთ სწორი ინვესტიციები, უზრუნველყოთ ფირმის ლიკვიდურობა და მიაღწიოთ თქვენს მიერ დასახულ მიზნებს.

ფინანსური დაგეგმარება თქვენი კომპანიის ფულადი ნაკადების სრულ ანალიზს გულისხმობს და სასურველია მოიცავდეს მაგალითად შემდეგს:

  • მოგება-ზარალის უწყისი
  • საპროგნოზო მოგება-ზარალის უწყისი
  • გაყიდვების გეგმა
  • ბალანსი
  • ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
  • საინვესტიციო გეგმა
  • ლიკვიდურობის გეგმა
  • საჭირო კაპიტალის სტრუქტურა

მოგეხსენებათ, სამეწარმეო გადაწყვეტილებები აქტუალური სიტუაციიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ გეგმიდან გადახვევაც გვიწევს, მაგრამ ბიზნეს გეგმა ფინანსურ გათვლებთან ერთად უპირობოდ წარმოადგენს ბიზნესის მართვის უმთავრეს ინსტრუმენტს. გრძელვადიანი გეგმა გვიადვილებს მიზნებამდე მისვლას, ფუნდამენტია მდგრადი ოპტიმიზაციისთვის. მოკლევადიანი ფინანსური გეგმა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დროულად გვაძლევს შანსს ამოვიცნოთ მაგ. ლიკვიდურობის პრობლემა და საჭირო ღონისძიებები გავატაროთ. ყველა მაჩვენებელი ერთად გვაძლევს სრულ სურათს ჩვენი კომპანიის მდგომარეობაზე და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავგეგმოთ სტრატეგიული ნაბიჯები ჩვენი კომპანიის განვითარებისთვის. არ შეგეშინდეს ციფრების, დაგეგმე, შეამცირე რისკები, განვითარდი და გახდი კიდევ უფრო წარმატებული!

BPN Georgia მზადაა ამ პროცესშიც იყოს შენი პირადი მრჩეველი, შემოგვიერთდი ფინანსური დაგეგმარების ვორქშოფზე, მიიღე ინდივიდუალური კონსულტაციები ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტებისგან, არ შეგეშინდეს ციფრების!