რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებსა და სურათებზე ასახულია, რომ უღელტეხილზე უმოძრაოდ მყოფი ტრანსპორტის გრძელი რიგებია - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამერიკული მედიასაშუალების ცნობით, დღეს ტერიტორიაზე დრონით გადაღებული ვიდეო მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის მხარეს ასობით მანქანაა თავმოყრილი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხალხი საქართველოში გადასვლას თითქმის 48 საათია ელოდება.
როგორც CNN წერს, რამდენიმე ვიდეოზე ასახულია, რომ რუსეთის უსაფრთხოების დამატებითი ძალები საზღვარზე ჯავშანტრანსპორტიორით ჩადის..
მათივე ცნობით, ზემო ლარსის გადასასვლელზე და სხვა სასაზღვრო პუნქტებზე რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
"მოულოდნელი შემოდინების ფონზე, ჩვენ ზეწოლას ვახორციელებთ მთავრობაზე, რათა სავიზო რეჟიმი შემოიღოს ან/და საზღვრების დახუროს“, - განუცხადა CNN-ს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ნონა მამულაშვილმა.
ამერიკული მედიასაშუალბა დასძენს, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარი კვლავ ღიაა.
Არა საზღვარი არ უნდა დაიკეტოს დეზერტირებისა და ლტოლვილებისთვის.ხალხს არ უნდა ომში წასვლა და კარგიცაა,რაც ნაკლები ბრძოლისუნარიანი დარჩება რუსეთში ვფიქრობ ომიც მალე დასრულდება.
Მაგრამ რაც უნდა გააკეთოს ჩვენმა მთავრობამ კანონი შემოიღოს უცხოელებზე უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვაზე.ასე ვერცერთი რუსი ვერ დარჩება დიდხანს საქართველოში.
რუსეთ/ფინეთის საზღვარიც ღიაა. აღარაფერს ვამბობ რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრებზე. ყველას ეშინია დაჭრილი მხეცის.