სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება სერიალ "კლონის" მსახიობების საერთო შვილი - ჰადეს და ლუკასის რეალური სიყვარულის ამბავი და სკანდალური განქორწინება: "ამჯერად ფანები მათმა ახალმა ფოტომ გაახარა"
როგორ გამოიყურება სერიალ "კლონის" მსახიობების საერთო შვილი - ჰადეს და ლუკასის რეალური სიყვარულის ამბავი და სკანდალური განქორწინება: "ამჯერად ფანები მათმა ახალმა ფოტომ გაახარა"

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ნათ­ლის მოს­ვლას ხალ­ხი სა­ყო­ველ­თაო ჟრი­ა­მუ­ლით ხვდე­ბო­და, ერ­თა­დერ­თი გა­სარ­თო­ბი სე­რი­ა­ლე­ბი იყო. ლა­მა­ზი ქა­ლე­ბით, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სით, მდიდ­რუ­ლი სახ­ლე­ბით გა­ჯე­რე­ბულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა ეკ­რანს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მი­ა­ჯაჭ­ვა. ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი სე­რი­ა­ლი, რო­მე­ლიც 2000-ია­ნე­ბის თა­ო­ბას კარ­გად ახ­სოვს, ბრა­ზი­ლი­უ­რი „კლო­ნია...“

ქა­რიზ­მა­ტულ, ძლი­ე­რი და ფა­ტა­ლუ­რი მუს­ლი­მი გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ჰადე ბე­დის წი­ნა­აღ­მდეგ წავა და ბრა­ზი­ლი­ე­ლი ლუ­კა­სი შე­უყ­ვარ­დე­ბა. სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რე­ბი ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლი და მუ­რი­ლიო ბე­ნი­სიო მა­ყუ­რე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად შე­იყ­ვა­რა. გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც. ყვე­ლას ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ისი­ნი რე­ა­ლუ­რა­დაც და­ქორ­წინ­დნენ, თუმ­ცა მათი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გზა სა­ინ­ტე­რე­სოდ გან­ვი­თარ­და. ამა­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­ნამ­დე კი, ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით...

ის დღეს ცნო­ბი­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ფო­ტო­მო­დე­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და პრო­დი­უ­სე­რია. ახალ­გაზ­რდა ჯო­ვა­ნი სცე­ნა­ზე 11 წლის ასაკ­ში ავი­და. მისი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი კი 16 წლის ასაკ­ში შედ­გა. პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ალ „ტრო­პი­კან­კას“ მოჰ­ყვა, შემ­დეგ იყო სე­რი­ა­ლი „ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი“. კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე ჯო­ვა­ნიმ რო­ლე­ბის­თვის უამ­რა­ვი ჯილ­დო მი­ი­ღო. ითა­მა­შა ბევრ ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს ჰა­დეს რო­ლით უყ­ვართ.

ჰადე რა­ში­დის როლ­მა, სე­რი­ალ­ში "კლო­ნი" ის მსოფ­ლიო ვარ­სკვლა­ვად აქ­ცია. სე­რი­ა­ლი აჩ­ვე­ნეს მსოფ­ლი­ოს 90 ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში. სე­რი­ალ­ში მუს­ლი­მე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი დე­ტა­ლუ­რად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი.

ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლი სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქმა­რი ბიზ­ნეს­მე­ნი რი­კარ­დო მე­დი­ნა გახ­ლდათ, რო­მელ­საც სკო­ლი­დან იც­ნობ­და. მათ ერ­თად მხო­ლოდ ოთხი წელი გა­ა­ტა­რეს და 2001 წელს და­შორ­დნენ. სე­რი­ა­ლი "კლო­ნის" გა­და­ღე­ბე­ბის დროს მთა­ვა­რი გმი­რი მუ­რი­ლიო ბე­ნი­სიო შე­უყ­ვარ­და. ხან­გრძლი­ვი გა­და­ღე­ბის შემ­დეგ ისი­ნი ვე­ღარ და­შორ­დნენ ერ­თმა­ნეთს და ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­დეს. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა მათი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

2005 წლის 24 მა­ისს წყვილს ვაჟი შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც მშობ­ლებ­მა პი­ეტ­რო და­არ­ქვეს, თუმ­ცა შვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე წყვილ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა.

2007 წელს ჯო­ვა­ნა ხე­ლახ­ლა და­ქორ­წინ­და, მისი რჩე­უ­ლი იტა­ლი­უ­რი წარ­მო­შო­ბის ამე­რი­კე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი რო­ბერ­ტო ლო­კა­სიო გახ­ლდათ. იტა­ლი­ა­ში ბრწყინ­ვა­ლე ქორ­წი­ლის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი ახალ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად აშშ-ში გა­დას­ვლას აპი­რებ­და. თუმ­ცა ოც­ნე­ბის ახ­დე­ნას ხელი ჯო­ვა­ნას ყო­ფილ­მა ქმარ­მა შე­უ­შა­ლა, მუ­რი­ლიო ბე­ნი­სი­ომ შვი­ლის თან წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა არ მის­ცა. მუ­რი­ლიო ბე­ნი­სი­ოს­თან წა­მო­წყე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, სა­ბო­ლო­ოდ რო­ბერ­ტო ლო­კა­სი­ოს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. ეს ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ 4 თვე გაგ­რძელ­და.

რე­ჟი­სორ ლე­ო­ნარ­დო ნო­გე­ი­რას ჯო­ვა­ნა 2009 წელს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე შეხ­ვდა. 2010 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი - ან­ტო­ნია და სო­ფია შე­ე­ძი­ნათ. შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლან.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­ჩე­ნას­თან ერ­თად მსა­ხი­ობ­მა და­ი­წყო სა­ჯა­რო გვერ­დებ­ზე აქ­ტი­უ­რო­ბა. ამ დრო­ის­თვის, ჯო­ვა­ნას ინ­სტაგ­რამ­ზე 15,6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, რომ­ლებ­საც ხში­რად უყ­ვე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ...

ჯო­ვა­ნის და მუ­რი­ლი­ოს სა­ერ­თო ვაჟი

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ფა­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­ხა­რა ახალ­მა ფო­ტომ, სა­დაც ჩანს, რომ მუ­რი­ლიო ბე­ნი­სიო და ჯო­ვა­ნა ან­ტო­ნე­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად შე­იკ­რიბ­ნენ. ფო­ტო­ზე წყვი­ლის სა­ერ­თო ვა­ჟის გარ­და, ჯო­ვა­ნას ტყუ­პე­ბი არი­ან და ასე­ვე მუ­რი­ლი­ოს პირ­ვე­ლი ვაჟი, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს ჰა­დეს­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ­დე შე­ე­ძი­ნა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nika
7

მეც მაგრად მიყვარდა ეგ სერიალი 

ეჰ
22

რატომ აღარ აჩვენებენ ბრაზილიურ სერიალებს? რა კარგი დრო იყო, მთელი ოჯახი ვუყურებდით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

როგორ გამოიყურება სერიალ "კლონის" მსახიობების საერთო შვილი - ჰადეს და ლუკასის რეალური სიყვარულის ამბავი და სკანდალური განქორწინება: "ამჯერად ფანები მათმა ახალმა ფოტომ გაახარა"

როგორ გამოიყურება სერიალ "კლონის" მსახიობების საერთო შვილი - ჰადეს და ლუკასის რეალური სიყვარულის ამბავი და სკანდალური განქორწინება: "ამჯერად ფანები მათმა ახალმა ფოტომ გაახარა"

2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში სინათლის მოსვლას ხალხი საყოველთაო ჟრიამულით ხვდებოდა, ერთადერთი გასართობი სერიალები იყო. ლამაზი ქალებით, განსხვავებული ცხოვრების წესით, მდიდრული სახლებით გაჯერებულმა სერიალებმა ეკრანს მთელი საქართველო მიაჯაჭვა. ერთ-ერთი საყვარელი სერიალი, რომელიც 2000-იანების თაობას კარგად ახსოვს, ბრაზილიური „კლონია...“

ქარიზმატულ, ძლიერი და ფატალური მუსლიმი გოგონა, სახელად ჰადე ბედის წინააღმდეგ წავა და ბრაზილიელი ლუკასი შეუყვარდება. სერიალის მთავარი გმირები ჯოვანა ანტონელი და მურილიო ბენისიო მაყურებელმა განსაკუთრებულად შეიყვარა. გულშემატკივრობდნენ რეალურ ცხოვრებაშიც. ყველას ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგეს, რომ ისინი რეალურადაც დაქორწინდნენ, თუმცა მათი ცხოვრებისეული გზა საინტერესოდ განვითარდა. ამაზე მოგვიანებით, მანამდე კი, ჯოვანა ანტონელის შესახებ მოგიყვებით...

ის დღეს ცნობილი ბრაზილიელი მსახიობი, ფოტომოდელი, წარმატებული ბიზნესმენი, ტელეწამყვანი და პროდიუსერია. ახალგაზრდა ჯოვანი სცენაზე 11 წლის ასაკში ავიდა. მისი კინოდებიუტი კი 16 წლის ასაკში შედგა. პირველი დიდი წარმატება სერიალ „ტროპიკანკას“ მოჰყვა, შემდეგ იყო სერიალი „ოჯახური კავშირები“. კარიერის მანძილზე ჯოვანიმ როლებისთვის უამრავი ჯილდო მიიღო. ითამაშა ბევრ ფილმსა და სერიალში, მაგრამ მაყურებლების დიდ ნაწილს ჰადეს როლით უყვართ.

ჰადე რაშიდის როლმა, სერიალში "კლონი" ის მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. სერიალი აჩვენეს მსოფლიოს 90 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. სერიალში მუსლიმების ცხოვრების წესი დეტალურად არის ნაჩვენები.

ჯოვანა ანტონელი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქმარი ბიზნესმენი რიკარდო მედინა გახლდათ, რომელსაც სკოლიდან იცნობდა. მათ ერთად მხოლოდ ოთხი წელი გაატარეს და 2001 წელს დაშორდნენ. სერიალი "კლონის" გადაღებების დროს მთავარი გმირი მურილიო ბენისიო შეუყვარდა. ხანგრძლივი გადაღების შემდეგ ისინი ვეღარ დაშორდნენ ერთმანეთს და ქორწინების შესახებ გამოაცხადეს. ამ ფაქტმა ძალიან გაახარა მათი გულშემატკივარი.

2005 წლის 24 მაისს წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც მშობლებმა პიეტრო დაარქვეს, თუმცა შვილის დაბადებიდან მალევე წყვილმა განქორწინების შესახებ განცხადება გააკეთა.

2007 წელს ჯოვანა ხელახლა დაქორწინდა, მისი რჩეული იტალიური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი რობერტო ლოკასიო გახლდათ. იტალიაში ბრწყინვალე ქორწილის შემდეგ, მსახიობი ახალ მეუღლესთან ერთად აშშ-ში გადასვლას აპირებდა. თუმცა ოცნების ახდენას ხელი ჯოვანას ყოფილმა ქმარმა შეუშალა, მურილიო ბენისიომ შვილის თან წაყვანის უფლება არ მისცა. მურილიო ბენისიოსთან წამოწყებული სასამართლო პროცესი, საბოლოოდ რობერტო ლოკასიოსთან განქორწინებით დასრულდა. ეს ქორწინება მხოლოდ 4 თვე გაგრძელდა.

რეჟისორ ლეონარდო ნოგეირას ჯოვანა 2009 წელს გადასაღებ მოედანზე შეხვდა. 2010 წლის 8 ოქტომბერს ტყუპი ქალიშვილი - ანტონია და სოფია შეეძინათ. შვილების გაჩენის მიუხედავად, ისინი ოფიციალურად არ დაქორწინებულან.

სოციალური ქსელების გაჩენასთან ერთად მსახიობმა დაიწყო საჯარო გვერდებზე აქტიურობა. ამ დროისთვის, ჯოვანას ინსტაგრამზე 15,6 მილიონი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უყვება მისი ცხოვრების შესახებ...

ჯოვანის და მურილიოს საერთო ვაჟი

რამდენიმე თვის წინ ფანები განსაკუთრებულად გაახარა ახალმა ფოტომ, სადაც ჩანს, რომ მურილიო ბენისიო და ჯოვანა ანტონელი შვილებთან ერთად შეიკრიბნენ. ფოტოზე წყვილის საერთო ვაჟის გარდა, ჯოვანას ტყუპები არიან და ასევე მურილიოს პირველი ვაჟი, რომელიც მსახიობს ჰადესთან თანაცხოვრებამდე შეეძინა...