პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახალი სპორტის სასახლის ლოკაციის განსაზღვრა გახარიას დანიშვნამდე მოხდა" - მიხეილ დაუშვილი თეა წულუკიანს პასუხობს
"ახალი სპორტის სასახლის ლოკაციის განსაზღვრა გახარიას დანიშვნამდე მოხდა" - მიხეილ დაუშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლის ლო­კა­ცი­ის გან­სა­ზღვრა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და­ნიშ­ვნამ­დე, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მოხ­და - გა­და­საბ­რა­ლე­ბე­ლი არაა, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი იყო და ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი გვეს­მის, ეს შემ­თხვე­ვით არ გა­კე­თე­ბუ­ლა,- ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რმა მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბას, რომ გა­ხა­რი­ას ჰკი­თხონ, „რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში სპორ­ტის სა­სახ­ლე“.

და­უშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რა­ტომ შე­ირ­ჩა სპორ­ტის სა­სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად ის ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ის ახლა მდე­ბა­რე­ობს და გა­ნა­ცხა­და, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნის ად­გილ­ზე გა­მო­იკ­ვლევ­და, რა­ტომ გა­ი­ზარ­და პრო­ექ­ტის სა­წყი­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 20 მლნ ლა­რით არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

„2019 წლის, თუ სწო­რად მახ­სოვს, ივ­ლი­სის შუა რი­ცხვებ­ში უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­ბას­კე­ტი უნდა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო და უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო სპორ­ტუ­ლი არე­ნა, რად­გან არ­სე­ბუ­ლი არე­ნე­ბი ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ჯერ კი­დევ ბახ­ტა­ძის პრე­მი­ე­რო­ბის პე­რი­ო­დი იყო, ჩვენ კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­ყა­ვით, შე­იქ­მნა კო­მი­სია, რო­მელ­საც უნდა მი­ე­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და მო­ეხ­დი­ნა ყვე­ლაფ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა - და­წყე­ბუ­ლი არე­ნის მშე­ნებ­ლო­ბი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბით. ეს ამ­ბა­ვი და­ი­წყო ჯერ კი­დევ ბახ­ტა­ძის პე­რი­ო­დის დროს. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის შერ­ჩე­ვა - გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი იყო, სექ­ტემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში და­ი­ნიშ­ნა გა­ხა­რია და იქამ­დე, და­ნიშ­ვნამ­დე, ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა ლო­კა­ცი­ის გან­სა­ზღვრა.

ლო­კა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იყო, მათ შო­რის ერთი იყო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩის. ეს ლო­კა­ცია ლო­ჯის­ტი­კუ­რად არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამა­ვე დროს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე აშენ­და, მის გვერ­დით 2014-2015 წლებ­ში იყო აშე­ნე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი არე­ნა. ოღონდ ის შე­და­რე­ბით პა­ტა­რა დარ­ბა­ზია. ლო­გი­კა იყო ის, რომ ამ უკვე არ­სე­ბულ არე­ნას­თან თუ აშენ­დე­ბო­და ახა­ლი კომ­პლექ­სი, თან­ხე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ეკო­ნო­მია მოხ­დე­ბო­და. და­ახ­ლო­ე­ბით ორ­ჯერ ძვი­რი ჯდე­ბო­და სხვა­გან აშე­ნე­ბა, სხვა პრო­ექ­ტით - 150 მლნ-მდე, ხოლო იმ კომ­პლექ­სის სა­ტენ­დერო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც გა­ხა­რი­ას დროს და­ი­წყო, 70-მლნ იყო.

ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნა იყო ის, რომ უკვე არ­სე­ბობ­და კომ­პლექ­სი და მას­თან ერ­თად ახა­ლი კომ­პლექ­სის გან­ვი­თა­რე­ბა იყო ლო­გი­კუ­რი. ამა­ვე დროს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩაა, ბევ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია და ახალ­გაზ­რდე­ბის თვალ­საზ­რი­სით ლო­გი­კუ­რი და მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყო ამ პრო­ექ­ტის იქვე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

სა­ბო­ლო­ოდ, რო­დე­საც წუ­ლუ­კი­ა­ნი ამას აკ­რი­ტი­კებს, უნდა ახ­სე­ნოს, რომ თა­ვის დრო­ზე პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი იყო, რო­დე­საც ძვე­ლი სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სი აა­შე­ნეს ამ ად­გი­ლას. მა­შინ რა­ტომ იყო ლო­გი­კუ­რი და ახლა რა­ტომ არაა ლო­გი­კუ­რი. სა­კი­თხა­ვი და გა­უ­გე­ბა­რია. ქალ­ბა­ტო­ნი თეას ად­გილ­ზე, უფრო იმა­ზე გა­ვა­კე­თებ­დი აქ­ცენტს, რომ პრო­ექ­ტის სა­წყი­სის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 70 მლნ იყო და შემ­დეგ, გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს, სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ბი­უ­ჯე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 20 მლნ-ით გა­ზარ­დეს. ამის გა­მოკ­ვლე­ვით უფრო დავ­კავ­დე­ბო­დი, რა ხარ­ჯი იყო და მი­თუ­მე­ტეს სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში რა­ტომ მოხ­და პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 20 მლნ-ით გაზ­რდა. რა­ტომ გა­ი­ზარ­და პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და რა­ი­მე კო­რუფ­ცი­უ­ლიც ხომ არ იყო გა­რე­უ­ლი?

ნა­ხევ­რად ირო­ნი­ით, იმის უფრო ვე­ლო­დი, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­ვით გა­მო­ვი­დო­და და იტყო­და, თა­ვის ხალ­ხს რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი და­უ­ში­ნაო, ვიდ­რე სა­საფ­ლა­ო­ებ­თან სპორ­ტუ­ლი არე­ნის აშე­ნე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ და­უშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე „მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში გა­მოს­ვლი­სას ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის კი­თხვას, „ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ ახა­ლი სპორ­ტის სა­სახ­ლე ამ ად­გი­ლას უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო“, უპა­სუ­ხა, რომ ეს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას უნდა ჰკი­თხონ.

"გა­ხა­რი­ას ჰკი­თხეთ, რა­ტომ აა­შე­ნა სა­საფ­ლა­ო­ში სპორ­ტის სა­სახ­ლე - ერთ-ერთი მატ­ჩის დროს წა­მო­ვე­დი, ავ­წიე თავი და ვხე­დავ, ბა­ბუ­ა­ჩე­მის საფ­ლავ­თან ვარ, ტრა­გი­კო­მე­დი­აა, მაგ­რამ დი­დიც არა­ფე­რი შავ­დე­ბა - შუ­ა­ღა­მეს საფ­ლავ­ზე მის­ვლა გა­მი­ხარ­და“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჩე!
8

ეს ბიჭი,საუბრის მანერითაც კი გახარიას "კლონია",ასე ადამიანი ბაძავდეს თავის ლიდერს პირველად ვნახე! თეა მაგარი ადამიანი ხარ, რაც არ უნდა სიტუაცია იყოს ის თავის სიმაღლეზეა!!!!

ალექს
7

კაცო ეს შსს სპორტის ხერხემალი კიდევაა ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ახალი სპორტის სასახლის ლოკაციის განსაზღვრა გახარიას დანიშვნამდე მოხდა" - მიხეილ დაუშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

"ახალი სპორტის სასახლის ლოკაციის განსაზღვრა გახარიას დანიშვნამდე მოხდა" - მიხეილ დაუშვილი თეა წულუკიანს პასუხობს

ახალი სპორტის სასახლის ლოკაციის განსაზღვრა გიორგი გახარიას დანიშვნამდე, ზაფხულის პერიოდში მოხდა - გადასაბრალებელი არაა, გარდამავალი პერიოდი იყო და ჩვენ ამ გადაწყვეტილების შინაარსი გვესმის, ეს შემთხვევით არ გაკეთებულა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ გახარიას ჰკითხონ, „რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე“.

დაუშვილი განმარტავს, რატომ შეირჩა სპორტის სასახლის ასაშენებლად ის ტერიტორია, სადაც ის ახლა მდებარეობს და განაცხადა, რომ წულუკიანის ადგილზე გამოიკვლევდა, რატომ გაიზარდა პროექტის საწყისი ღირებულება 20 მლნ ლარით არჩევნებამდე.

„2019 წლის, თუ სწორად მახსოვს, ივლისის შუა რიცხვებში უკვე დადასტურებული იყო, რომ საქართველოში ევრობასკეტი უნდა ჩატარებულიყო და უნდა გაკეთებულიყო სპორტული არენა, რადგან არსებული არენები ვერ უზრუნველყოფდა. ამავე პერიოდში, ჯერ კიდევ ბახტაძის პრემიერობის პერიოდი იყო, ჩვენ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიყავით, შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა მიეღო გადაწყვეტილებები და მოეხდინა ყველაფრის უზრუნველყოფა - დაწყებული არენის მშენებლობიდან, დასრულებული საორგანიზაციო საკითხებით. ეს ამბავი დაიწყო ჯერ კიდევ ბახტაძის პერიოდის დროს. ამავე პერიოდში ხდება ტერიტორიის შერჩევა - გარდამავალი პერიოდი იყო, სექტემბრის შუა რიცხვებში დაინიშნა გახარია და იქამდე, დანიშვნამდე, ზაფხულის პერიოდში ხდება ლოკაციის განსაზღვრა.

ლოკაციის რამდენიმე ალტერნატივა იყო, მათ შორის ერთი იყო უნივერსიტეტის ქუჩის. ეს ლოკაცია ლოჯისტიკურად არ იყო განვითარებული, ამავე დროს ტერიტორიაზე, სადაც ახალი სპორტის სასახლე აშენდა, მის გვერდით 2014-2015 წლებში იყო აშენებული სპორტული არენა. ოღონდ ის შედარებით პატარა დარბაზია. ლოგიკა იყო ის, რომ ამ უკვე არსებულ არენასთან თუ აშენდებოდა ახალი კომპლექსი, თანხების სერიოზული ეკონომია მოხდებოდა. დაახლოებით ორჯერ ძვირი ჯდებოდა სხვაგან აშენება, სხვა პროექტით - 150 მლნ-მდე, ხოლო იმ კომპლექსის სატენდერო ღირებულება, რომლის მშენებლობაც გახარიას დროს დაიწყო, 70-მლნ იყო.

ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ უკვე არსებობდა კომპლექსი და მასთან ერთად ახალი კომპლექსის განვითარება იყო ლოგიკური. ამავე დროს, უნივერსიტეტის ქუჩაა, ბევრი უნივერსიტეტია და ახალგაზრდების თვალსაზრისით ლოგიკური და მიზანშეწონილი იყო ამ პროექტის იქვე განხორციელება.

საბოლოოდ, როდესაც წულუკიანი ამას აკრიტიკებს, უნდა ახსენოს, რომ თავის დროზე პრემიერი ღარიბაშვილი იყო, როდესაც ძველი სპორტული კომპლექსი ააშენეს ამ ადგილას. მაშინ რატომ იყო ლოგიკური და ახლა რატომ არაა ლოგიკური. საკითხავი და გაუგებარია. ქალბატონი თეას ადგილზე, უფრო იმაზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ პროექტის საწყისის ღირებულება 70 მლნ იყო და შემდეგ, გასული წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ-ით გაზარდეს. ამის გამოკვლევით უფრო დავკავდებოდი, რა ხარჯი იყო და მითუმეტეს საარჩევნო პერიოდში რატომ მოხდა პროექტის ღირებულების 20 მლნ-ით გაზრდა. რატომ გაიზარდა პროექტის ღირებულება და რაიმე კორუფციულიც ხომ არ იყო გარეული?

ნახევრად ირონიით, იმის უფრო ველოდი, რომ ღარიბაშვილივით გამოვიდოდა და იტყოდა, თავის ხალხს რეზინის ტყვიები დაუშინაო, ვიდრე სასაფლაოებთან სპორტული არენის აშენებაა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეგახსენებთ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას, „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“, უპასუხა, რომ ეს გიორგი გახარიას უნდა ჰკითხონ.

"გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში სპორტის სასახლე - ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, ავწიე თავი და ვხედავ, ბაბუაჩემის საფლავთან ვარ, ტრაგიკომედიაა, მაგრამ დიდიც არაფერი შავდება - შუაღამეს საფლავზე მისვლა გამიხარდა“, - განაცხადა წულუკიანმა.