პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს

1-თვი­ა­ნი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, „ვა­კის სა­ცუ­რაო აუზი“ ახალ სე­ზონს სრუ­ლი­ად გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი შეხ­ვდა.

გა­ნახ­ლე­ბე­ბი შე­ე­ხო სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის ყვე­ლა სივ­რცეს:

სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა გა­სახ­დე­ლი და საშ­ხა­პე ოთა­ხე­ბის იერ­სა­ხე, შე­იც­ვა­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მო­წეს­რი­გე­ბის პრო­ცე­სი უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გახ­და.

შე­იც­ვა­ლა აუ­ზის დე­ტა­ლე­ბი, გა­ნახ­ლდა წყლის ფილტრა­ცი­ის სის­ტე­მა და „ევრო 7“ სტან­დარ­ტის მქო­ნე ოლიმ­პი­უ­რი აუზი კი­დევ უფრო უსაფრ­თხო გახ­და სტუმ­რე­ბის­თვის. ეს ერ­თა­დერ­თი აუ­ზია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც წყა­ლი სუფ­თავ­დე­ბა ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბით, ქლო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი და­მა­ტე­ბით. ეს მე­თო­დი უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას, კა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას და თმის სტრუქ­ტუ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

გა­ნახ­ლდა ფიტ­ნეს დარ­ბა­ზის რო­გორც ინ­ტე­რი­ე­რი, ისე - სპორ­ტუ­ლი და­ნად­გა­რე­ბი. სივ­რცე სრუ­ლად აღი­ჭურ­ვა Technogym-ის ბრენ­დის უმაღ­ლე­სი კლა­სის, Artis-ის ხა­ზის ტრე­ნა­ჟო­რე­ბით, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ვა­კის სა­ცუ­რაო აუზ­ზეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს არის 2022 წლის ინო­ვა­ცი­უ­რი, ჭკვი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტულ ვარ­ჯიშს.

Artis-ის ხაზი კარ­დიო და ძა­ლის­მი­ე­რი ვარ­ჯი­შე­ბის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რია. ეს ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტრე­ნა­ჟო­რე­ბი აგ­რო­ვებს თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის მო­ნა­ცემს და ქმნის მის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ პერ­სო­ნა­ლურ სა­ვარ­ჯი­შო პროგ­რა­მას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი უფრო სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მი­იღ­წე­ვა.

ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის „ვა­კის სა­ცუ­რაო აუზი“ ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლია, რად­გან ამ სივ­რცე­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია - სა­ცუ­რაო აუზი, ფიტ­ნეს დარ­ბა­ზი, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი, და­ი­ვინ­გი, აე­რო­ბი­კა, აკვა აე­რო­ბი­კა, პი­ლა­ტე­სი, Body Slim, SLT, კრი­ვი, სვე­ლი და მშრა­ლი სა­უ­ნე­ბი, ჯა­კუ­ზი, მა­სა­ჟი, სპა, ტე­რა­სა და კაფე, რომ­ლის მე­ნიუ და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, ჯან­სა­ღი კერ­ძე­ბით.

და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე, „ვა­კის სა­ცუ­რაო აუზი“ მომ­ხმა­რებ­ლებს პრე­მი­უმ ხა­რის­ხის სივ­რცეს და მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

ეგ აუზი ბენდუქიძემ არ იყიდა?

თამარი
2

ეგ იყო უნიკალური ნაგებობა თავისი ადგილმდებარეობით,სუფთა ჰაერით და იოლად მისადგომი- წინ გაჩერებიდან ჩამომავალი ფართო ხეივანი მანქანების პარკინგებით და ქვეითად მოსიარულეთა ფართო გზით,ირგვლივ წიწვოვანი ტყე და სიმყუდროვე.ახლა ეგ ადგილები მიტაცებული აქვს ხარბ "მშენებლებს" ხარბ მავანთა წყალობით და იმსიმაღლე სიმახინჯეებია ჩამწკრივებული ცა აღარ ჩანს.ერთი ვიწრო გზა მანქანებს ვერ ატარებს,სულ საცობია.პარკირებაზე ვერც იოცნებებ,ფეხით თუ ივლი კარგი მაგრამ აუზიდან დაბანილი ზამთარში რომ გამოხვალ, თავად განსაჯეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს

განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს

1-თვიანი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, „ვაკის საცურაო აუზი“ ახალ სეზონს სრულიად განახლებული და კეთილმოწყობილი შეხვდა.

განახლებები შეეხო სპორტული კომპლექსის ყველა სივრცეს:

სრულიად შეიცვალა გასახდელი და საშხაპე ოთახების იერსახე, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და მოწესრიგების პროცესი უფრო კომფორტული გახდა.

შეიცვალა აუზის დეტალები, განახლდა წყლის ფილტრაციის სისტემა და „ევრო 7“ სტანდარტის მქონე ოლიმპიური აუზი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა სტუმრებისთვის. ეს ერთადერთი აუზია საქართველოში, სადაც წყალი სუფთავდება ულტრაიისფერი სხივებით, ქლორის მინიმალური დამატებით. ეს მეთოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, კანის ჯანმრთელობას და თმის სტრუქტურის შენარჩუნებას.

განახლდა ფიტნეს დარბაზის როგორც ინტერიერი, ისე - სპორტული დანადგარები. სივრცე სრულად აღიჭურვა Technogym-ის ბრენდის უმაღლესი კლასის, Artis-ის ხაზის ტრენაჟორებით, რომელიც საქართველოში მხოლოდ ვაკის საცურაო აუზზეა წარმოდგენილი. ეს არის 2022 წლის ინოვაციური, ჭკვიანი მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულ ვარჯიშს.

Artis-ის ხაზი კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშების უმაღლესი საფეხურია. ეს ულტრათანამედროვე ტრენაჟორები აგროვებს თითოეული მომხმარებლის მონაცემს და ქმნის მის გამოცდილებაზე დაფუძნებულ პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას, რომლის საშუალებითაც სასურველი შედეგი უფრო სწრაფად და ეფექტურად მიიღწევა.

ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის „ვაკის საცურაო აუზი“ ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია - საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, დაივინგი, აერობიკა, აკვა აერობიკა, პილატესი, Body Slim, SLT, კრივი, სველი და მშრალი საუნები, ჯაკუზი, მასაჟი, სპა, ტერასა და კაფე, რომლის მენიუ დაკომპლექტებულია დაბალანსებული, ჯანსაღი კერძებით.

დაარსებიდან დღემდე, „ვაკის საცურაო აუზი“ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის სივრცეს და მომსახურებას სთავაზობს.

R