სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყადაღა სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის ქონებას დაედო... მათ შორისაა ბინები, ნაკვეთები და იარაღები" - გამომძიებელი
"ყადაღა სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის ქონებას დაედო... მათ შორისაა ბინები, ნაკვეთები და იარაღები" - გამომძიებელი

ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს გა­მომ­ძი­ებ­ლის, და­ვით მშვილ­და­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სუს-ის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, სოსო გო­გაშ­ვი­ლის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბის უძ­რავ-მოძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ყა­და­ღის და­დე­ბი­სა და ამო­ღე­ბის პრო­ცე­დუ­რა თბი­ლის­თან ერ­თად, იმე­რე­თი­სა და კა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლურ ავ­ტო­სად­გომ­ზე მოხ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­ავ­რცე­ლებს.

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ყა­და­ღა და­ე­დო სოსო გო­გაშ­ვი­ლის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის უძ­რავ და მოძ­რავ ქო­ნე­ბას. ესე­ნია: სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი, მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, ავტო და მოტო ტექ­ნი­კა, სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კა, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი და სხვა.

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მოძ­რა­ვი ნივ­თე­ბის ამო­ღე­ბა, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 157-ე მუხ­ლის მეშ­ვი­დე ნა­წი­ლით. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე იმე­რეთ­სა და კა­ხეთ­ში. და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და და­ყა­და­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით მო­გაწ­ვდით ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი”, - აღ­ნიშ­ნა და­ვით მშვილ­და­ძემ.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
manana
1

ყადაღა კი არა სასწრაფოდ ამოიღეთ ყველაფერი რაც კი ყაჩაღობით და ბ....თ აქვთ ნაშოვნი!

გიორგი
2

ცოტა გაუძელი სოსო :( ახალი მთავრობა რომ მოვა იქ მოიპარავ კიდე.

ავტორი:

"ყადაღა სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის ქონებას დაედო... მათ შორისაა ბინები, ნაკვეთები და იარაღები" - გამომძიებელი

"ყადაღა სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და გარემოცვის ქონებას დაედო... მათ შორისაა ბინები, ნაკვეთები და იარაღები" - გამომძიებელი

ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლის, დავით მშვილდაძის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის წევრების უძრავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისა და ამოღების პროცედურა თბილისთან ერთად, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში მიმდინარეობს.

როგორც გამომძიებელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დაყადაღებული ავტომობილების გადაყვანა სპეციალურ ავტოსადგომზე მოხდება. მისივე თქმით, ამოღებული ნივთების რაოდენობასა და დაყადაღებული ნივთების შესახებ დამატებით ინფორმაციას ანტიკორუფციული სააგენტო გაავრცელებს.

"ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც შეეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ყადაღა დაედო სოსო გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და უახლოესი გარემოცვის უძრავ და მოძრავ ქონებას. ესენია: საცხოვრებელი ბინები, მიწის ნაკვეთები, ავტო და მოტო ტექნიკა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა.

ამჟამად მიმდინარეობს მოძრავი ნივთების ამოღება, რაც გათვალისწინებულია 157-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით. აღნიშნული მოქმედებები მიმდინარეობს როგორც თბილისში, ასევე იმერეთსა და კახეთში. დამატებით ინფორმაციას ამოღებული ნივთების რაოდენობასა და დაყადაღებული ნივთების შესახებ დამატებით მოგაწვდით ჩვენი სამსახური”, - აღნიშნა დავით მშვილდაძემ.

ნახეთ ასევე: