სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებასა და წარმატებაზე
"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებასა და წარმატებაზე

სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად სკო­ლა­სა თუ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა მი­დის. წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც არი­ან. ამ ახალ­გაზ­რდებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლად ვწერთ კი­დეც. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრის გვერ­დზე ეს ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"ნიტა ლო­მი­ძემ სულ ახ­ლა­ხან წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში Idyllwild Arts Academy და უკვე #NY-ის Pace University-ს სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სის სტუ­დენ­ტია, თან STEM პროგ­რა­მის President's Scholarship Award- ის მფლო­ბე­ლი"!

ნიტა ლო­მი­ძეს, ამ ნი­ჭი­ერ, მხი­ა­რულ და თბილ გო­გო­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ. ის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლის რჩე­უ­ლიც არის, ერთ-ერთ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა და თბი­ლის­ში ბი­ნი­თაც და­ა­სა­ჩუქ­რეს. ცეკ­ვა­ზე და ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ­მა ნი­ტამ სწავ­ლა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლა­ში გა­ნაგ­რძო, რო­მე­ლიც წელს და­ას­რუ­ლა და უკვე ნიუ-იორ­კის ერთ-ერთი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი­ცაა.

ცნო­ბის­თვის, ნიტა ლო­მი­ძე ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის - ნიკა ლო­მი­ძი­სა და თეა გო­ბე­ჯიშ­ვი­ლის შვი­ლია. გო­გო­ნას გა­მო­საშ­ვებ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ამე­რი­კა­ში მა­მა­მაც ჩა­ა­კი­თხა.

ნიკა ლო­მი­ძე:

- კი, ნი­ტამ სკო­ლა და­ამ­თავ­რა, ჰქონ­და გა­მო­საშ­ვე­ბი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, თა­ვის ქუ­დე­ბის ჰა­ერ­ში ას­რო­ლით და ყვე­ლა სა­ხა­სი­ა­თო ელე­მენ­ტით. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას მეც და­ვეს­წა­რი... მერე ორი­ვე­ნი ჩა­მო­ვე­დით სა­ქარ­თვე­ლო­ში, ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბი აქ გა­ა­ტა­რა. იმ პე­რი­ოდ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად თა­ვი­სი გა­ნა­ცხა­დი სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­ზავ­ნა. 7 უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მო­უ­ვი­და. მათ­გან ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი "პე­ის­ტი" აირ­ჩია. მერე ამე­რი­კა­ში ისევ ერ­თად გა­ვემ­გზავ­რეთ და უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუს­ში და­ვა­ბი­ნა­ვე, ბარ­გის გა­და­ტა­ნა­ში და­ვეხ­მა­რე და იქვე დავ­ტო­ვე.

- ამე­რი­კულ­მა სკო­ლამ ნი­ტას რა მის­ცა და რამ­დე­ნად შეც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბა?

- გარ­და იმი­სა, რომ ცეკ­ვას სწავ­ლობ­და, სკო­ლამ მისი აზ­როვ­ნე­ბა შეც­ვა­ლა. მან სტა­ტი­აც და­წე­რა ზუს­ტად ამა­ზე, სა­დაც თქვა, ამ პე­რი­ოდ­ში რო­გორ ადა­მი­ა­ნებ­თან, ხაზ­გას­მით ადა­მი­ა­ნებ­თან, ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით ის უხა­რია, რომ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ის­წავ­ლა. ამას მარ­თლა ცოდ­ნა უნდა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­და პი­როვ­ნე­ბად და მხო­ლოდ მას მერე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ამ ქვე­ყა­ნა­ში და სწავ­ლის შემ­დგო­მი ეტა­პი იქვე გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რას ფიქ­რობს ის ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე, რაც იქ ძა­ლი­ან მძაფ­რად და კარ­გად აქვთ.

გა­უღ­რმავ­და იმის გან­ცდა, რომ მი­ვეხ­მა­როთ ბუ­ნე­ბას, დე­და­მი­წას, აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­კი­თხებ­ში. ასე რომ, გარ­და თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბი­სა, ბევ­რი და­დე­ბი­თი, სა­ჭი­რო და სა­ინ­ტე­რე­სო რამ შე­ი­ძი­ნა. ამ ყვე­ლა­ფერს იქ დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. იქ ბავ­შვე­ბი ასე იზ­რდე­ბი­ან და ასე აზ­როვ­ნე­ბენ. მერე მათ რომ უს­მენ, გრცხვე­ნია, სხვა­ნა­ი­რად ვე­ღარ აკე­თებ რა­ღა­ცებს. ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ ბევრ რა­მეს, აქ­ცევ და სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას, სწავ­ლას რა სჯობს, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას ვურ­ჩევ, თუ ამას შეძ­ლე­ბენ, წა­ვიდ­ნენ. ეს დღეს მარ­თლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მშობ­ლებს ნი­ტას და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სრულ­ყო­ფი­ლად სახ­სრე­ბი არ გვქონ­და, მაგ­რამ იყო­ჩა­ღა და ეს და­ფი­ნან­სე­ბაც ჯერ სკო­ლა­ში და ახლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თვი­თონ მო­ი­პო­ვა. შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

- რა სპე­ცი­ა­ლო­ბას უნდა, რომ და­ე­უფ­ლოს?

- ცეკ­ვას პა­რა­ლე­ლუ­რად მიჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ხრით და­ი­წყო სწავ­ლა. 4 წელი სკო­ლა­ში ის­წავ­ლა, ახლა 4 წელი სა­ბა­კა­ლავ­რო კურსს დას­ჭირ­დე­ბა და მერე კი­დევ 2 წელი. სულ 6 მო­უ­წევს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა.

- ნი­ჭი­ე­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე, ჭკვი­ა­ნი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გო­გო­ნაა და თან, უკვე სრულ­წლო­ვა­ნი. დღეს 19 წლის გახ­და და გი­ლო­ცავთ... მშობ­ლის­თვის ალ­ბათ მა­ინც არ უნდა იყოს მარ­ტი­ვი შვი­ლის წლო­ბით ასე შორს მან­ძილ­ზე ყოფ­ნა...

- რთუ­ლია მშობ­ლის­თვის, მაგ­რამ ტვი­ნი ისე გა­დავ­რთეთ, რომ გა­მოვ­რთეთ ეგო­იზ­მი. ვე­ცა­დეთ, ეს ბა­რი­ე­რი გა­დაგ­ვე­ლა­ხა. ბო­ლომ­დე ამის დაძ­ლე­ვა არ ხდე­ბა, რად­გან მა­ინც ნერ­ვი­უ­ლობ, გე­ნატ­რე­ბა, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად გახ­სენ­დე­ბა, რომ მისი მო­მავ­ლის­თვის ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე რომ, ჩვე­ნი მო­ნატ­რე­ბა და ეგო­იზ­მი გვერ­დით გა­დავ­დეთ და ბავ­შვის მო­მა­ვალს ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ცი­ეთ.

- ამით მის სურ­ვილს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ცხა­დია, პა­ტი­ვი ეცით...

- კი, მეც ასე ვარ გაზ­რდი­ლი და თეაც. თვი­თონ ავირ­ჩი­ეთ პრო­ფე­სი­ე­ბი, სამ­სა­ხუ­რე­ბი, ჩვენ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლეთ. მომ­წონს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია, არ ჩავ­რე­ულ­ვარ არც სკო­ლის არ­ჩე­ვა­ში და არც უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვა­ში. ნი­ტას ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბი­ან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, ერთ-ერთი სა­კონ­სულ­ტა­ციო ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა მოს­წავ­ლე­ებს, სტუ­დენ­ტებს დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა­ში მხარ­ში უდ­გა­ნან და ამას უსას­ყიდ­ლოდ აკე­თე­ბენ.

Trinity Education-ი სკო­ლის არ­ჩე­ვა­ში, აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა­ში, მე­რეც, სწავ­ლის პრო­ცეს­ში და ახლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­ცხა­დე­ბის გაგ­ზავ­ნა­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მარ­ნენ...

- ჩვენც სწო­რედ ამ ცენ­ტრის გვერ­დი­დან შე­ვი­ტყვეთ ნი­ტას წარ­მა­ტე­ბე­ბის შე­სა­ხებ. სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და გი­წევთ?

- ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რი გვექ­ნე­ბა გა­და­სახ­დე­ლი, დიდი ნა­წი­ლი და­ფი­ნან­სე­ბის თვი­თონ მო­ი­პო­ვა... ახლა ჯერ კამ­პუს­ში იცხოვ­რებს და მერე მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ბი­ნას იქი­რა­ვე­ბენ, რაც უფრო იაფი ჯდე­ბა.

- ადრე მი­თხა­რი, რომ ნი­ტას სახ­ლი, რო­მე­ლიც კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბი­სას სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო, გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია და ის თან­ხა მის ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბას ხმარ­დე­ბა. ახლა?

- კი, ის თან­ხა სა­ხარ­ჯოდ თვი­თონ ყოფ­ნის.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის გრან­დი­ო­ზულ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი?

- თბი­ლის­ში 53-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და სად იყო მა­შინ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. რაც იქ ვნა­ხე, მხო­ლოდ ფილმში მქონ­და ნა­ნა­ხი და რე­ა­ლუ­რად კი­დევ უკე­თე­სი სა­ნა­ხა­ვი ყო­ფი­ლა, -სას­წა­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი მქონ­და. სა­ოც­რად გან­ვი­ცა­დე... მერე უნდა ნა­ხოთ, რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ პე­და­გო­გებს, სკო­ლას ბავ­შვებ­თან. ყვე­ლა ბავ­შვს ცალ­კე აცხა­დე­ბენ, მას­ზე ჰყვე­ბი­ან, ახა­სი­ა­თე­ბენ, აჯილ­დო­ე­ბენ. ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი წუ­თე­ბია, ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და....

- და რო­დე­საც ნი­ტა­ზე სა­უბ­რობ­დნენ...

- ვი­ტი­რე... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­ცხა­დე­ბა ჰქონ­და. სხვა­ნა­ი­რად არ მინ­და გა­ი­გოთ, მაგ­რამ კლას­ში მარ­თლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო. და­ა­ჯლ­დო­ეს და უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი და ამა­ყი ვი­ყა­ვი. კი, ვი­ტი­რე...

- ასე რომ, მის ცხოვ­რე­ბა­ში აღარ ერე­ვი...

- არა, სრულ­წლო­ვა­ნია. დღეს (22 სექ­ტემ­ბე­რი - ავტ.) უკვე 19 წლის გახ­და. მშობ­ლე­ბის სურ­ვი­ლია, რო­გორც ახ­ლაა, როცა ამ­დენ კარგ სი­ტყვებს ვის­მენთ მას­ზე, ასე­ვე გაგ­რძელ­დეს და ამას ვუ­სურ­ვებ სულ. ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნიც.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბლა ბლა
13

ეგენი თაღლითები იყვნენ მთელი ტელევიზიები ამაზე ლაპარტაკობდნენ და ძაფსრცხეს საქმე ეგრე მჯერავს კონკურსზეც გააკეთებდნენ საქმეს და ბინა მიიღეს ან ეს ქლესია კაცი,,,, ეგრე თუ უყვარდა ცეკვა სად ფსიქოლოგია სად ცეკვა

თამარი
4

ნიტას ვუსურვებ დიდ წარმატებებს. იმსახურებს ეს უნიჭიერესი გოგონა. ეხლა ვიხსენებ ჩემ შვილთან ერთად სწავლობდა პირველ კლასში. მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ დავბრუნდით ისევ იერუსალიმში... ჩემი გოგოც ეხლა ცხრამეტი წლის არის და მსახურობს ისრაელის არმიაში. უფალმა დაგლოცოთ ჩემი შვილის კლასელებო. წარმატებები თქვენ. 

ავტორი:

"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებასა და წარმატებაზე

"როცა ნიტა გამოაცხადეს ვიტირე, უზომოდ ამაყი ვიყავი... ჯერჯერობით კამპუსში იცხოვრებს და შემდეგ ბინას იქირავებს" - ნიკა ლომიძე შვილის ამერიკულ ცხოვრებასა და წარმატებაზე

საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად სკოლასა თუ უნივერსიტეტში არაერთი ახალგაზრდა მიდის. წარმატებულებიც არიან. ამ ახალგაზრდებზე პერიოდულად ვწერთ კიდეც. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი საკონსულტაციო ცენტრის გვერდზე ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა:

"ნიტა ლომიძემ სულ ახლახან წარმატებით დაასრულა კალიფორნიაში Idyllwild Arts Academy და უკვე #NY-ის Pace University-ს საბაკალავრო კურსის სტუდენტია, თან STEM პროგრამის President's Scholarship Award- ის მფლობელი"!

ნიტა ლომიძეს, ამ ნიჭიერ, მხიარულ და თბილ გოგონას საქართველოში კარგად იცნობენ. ის ჩვენი საზოგადოების, ტელემაყურებლის რჩეულიც არის, ერთ-ერთ კონკურსში გაიმარჯვა და თბილისში ბინითაც დაასაჩუქრეს. ცეკვაზე და ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებულმა ნიტამ სწავლა კალიფორნიაში სახელოვნებო სკოლაში განაგრძო, რომელიც წელს დაასრულა და უკვე ნიუ-იორკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტიცაა.

ცნობისთვის, ნიტა ლომიძე ცნობილი მშობლების - ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილია. გოგონას გამოსაშვებ ცერემონიალზე ამერიკაში მამამაც ჩააკითხა.

ნიკა ლომიძე:

- კი, ნიტამ სკოლა დაამთავრა, ჰქონდა გამოსაშვები ცერემონიალი როგორც ხდება ხოლმე, თავის ქუდების ჰაერში ასროლით და ყველა სახასიათო ელემენტით. ამ ღონისძიებას მეც დავესწარი... მერე ორივენი ჩამოვედით საქართველოში, ზაფხულის არდადეგები აქ გაატარა. იმ პერიოდში, პარალელურად თავისი განაცხადი სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგზავნა. 7 უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხი მოუვიდა. მათგან ნიუ-იორკის უნივერსიტეტი "პეისტი" აირჩია. მერე ამერიკაში ისევ ერთად გავემგზავრეთ და უნივერსიტეტის კამპუსში დავაბინავე, ბარგის გადატანაში დავეხმარე და იქვე დავტოვე.

- ამერიკულმა სკოლამ ნიტას რა მისცა და რამდენად შეცვალა მისი ცხოვრება?

- გარდა იმისა, რომ ცეკვას სწავლობდა, სკოლამ მისი აზროვნება შეცვალა. მან სტატიაც დაწერა ზუსტად ამაზე, სადაც თქვა, ამ პერიოდში როგორ ადამიანებთან, ხაზგასმით ადამიანებთან, ჰქონდა ურთიერთობა, რითაც ძალიან კმაყოფილია. განსაკუთრებით ის უხარია, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ისწავლა. ამას მართლა ცოდნა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდა პიროვნებად და მხოლოდ მას მერე მიიღო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო ამ ქვეყანაში და სწავლის შემდგომი ეტაპი იქვე გაეგრძელებინა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ის ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე, რაც იქ ძალიან მძაფრად და კარგად აქვთ.

გაუღრმავდა იმის განცდა, რომ მივეხმაროთ ბუნებას, დედამიწას, აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში. ასე რომ, გარდა თავისი სპეციალობისა, ბევრი დადებითი, საჭირო და საინტერესო რამ შეიძინა. ამ ყველაფერს იქ დიდ ყურადღებას აქცევენ. იქ ბავშვები ასე იზრდებიან და ასე აზროვნებენ. მერე მათ რომ უსმენ, გრცხვენია, სხვანაირად ვეღარ აკეთებ რაღაცებს. ყურადღებას აქცევ ბევრ რამეს, აქცევ და სხვანაირად ფიქრობ. საქართველოში ცხოვრებას, სწავლას რა სჯობს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველას ვურჩევ, თუ ამას შეძლებენ, წავიდნენ. ეს დღეს მართლაც შესაძლებელია. მშობლებს ნიტას დასაფინანსებლად სრულყოფილად სახსრები არ გვქონდა, მაგრამ იყოჩაღა და ეს დაფინანსებაც ჯერ სკოლაში და ახლა უნივერსიტეტში თვითონ მოიპოვა. შეუძლებელი არაფერია.

- რა სპეციალობას უნდა, რომ დაეუფლოს?

- ცეკვას პარალელურად მიჰყვება, მაგრამ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით დაიწყო სწავლა. 4 წელი სკოლაში ისწავლა, ახლა 4 წელი საბაკალავრო კურსს დასჭირდება და მერე კიდევ 2 წელი. სულ 6 მოუწევს უნივერსიტეტში სწავლა.

- ნიჭიერი, შრომისმოყვარე, ჭკვიანი, დამოუკიდებელი გოგონაა და თან, უკვე სრულწლოვანი. დღეს 19 წლის გახდა და გილოცავთ... მშობლისთვის ალბათ მაინც არ უნდა იყოს მარტივი შვილის წლობით ასე შორს მანძილზე ყოფნა...

- რთულია მშობლისთვის, მაგრამ ტვინი ისე გადავრთეთ, რომ გამოვრთეთ ეგოიზმი. ვეცადეთ, ეს ბარიერი გადაგველახა. ბოლომდე ამის დაძლევა არ ხდება, რადგან მაინც ნერვიულობ, გენატრება, მაგრამ პარალელურად გახსენდება, რომ მისი მომავლისთვის ეს მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენი მონატრება და ეგოიზმი გვერდით გადავდეთ და ბავშვის მომავალს ყურადღება მივაქციეთ.

- ამით მის სურვილს და გადაწყვეტილებასაც ცხადია, პატივი ეცით...

- კი, მეც ასე ვარ გაზრდილი და თეაც. თვითონ ავირჩიეთ პროფესიები, სამსახურები, ჩვენ შეცდომებზე ვისწავლეთ. მომწონს, რომ დამოუკიდებელია, არ ჩავრეულვარ არც სკოლის არჩევაში და არც უნივერსიტეტის არჩევაში. ნიტას ძალიან ეხმარებიან არაჩვეულებრივი ადამიანები, ერთ-ერთი საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ახალგაზრდა მოსწავლეებს, სტუდენტებს დაკვალიანებაში მხარში უდგანან და ამას უსასყიდლოდ აკეთებენ.

Trinity Education-ი სკოლის არჩევაში, აპლიკაციების შევსებაში, მერეც, სწავლის პროცესში და ახლა უნივერსიტეტში განაცხადების გაგზავნაში ძალიან დაეხმარნენ...

- ჩვენც სწორედ ამ ცენტრის გვერდიდან შევიტყვეთ ნიტას წარმატებების შესახებ. სწავლის საფასურის გადახდა გიწევთ?

- ძალიან მინიმალური გვექნება გადასახდელი, დიდი ნაწილი დაფინანსების თვითონ მოიპოვა... ახლა ჯერ კამპუსში იცხოვრებს და მერე მეგობრებთან ერთად, ბინას იქირავებენ, რაც უფრო იაფი ჯდება.

- ადრე მითხარი, რომ ნიტას სახლი, რომელიც კონკურსში გამარჯვებისას საჩუქრად მიიღო, გაქირავებულია და ის თანხა მის ამერიკაში ცხოვრებას ხმარდება. ახლა?

- კი, ის თანხა სახარჯოდ თვითონ ყოფნის.

- სკოლის დამთავრების გრანდიოზულ ცერემონიალზე პირველად ვიყავი?

- თბილისში 53-ე სკოლა დავამთავრე და სად იყო მაშინ ასეთი რაღაცები. რაც იქ ვნახე, მხოლოდ ფილმში მქონდა ნანახი და რეალურად კიდევ უკეთესი სანახავი ყოფილა, -სასწაული ემოციები მქონდა. საოცრად განვიცადე... მერე უნდა ნახოთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ პედაგოგებს, სკოლას ბავშვებთან. ყველა ბავშვს ცალკე აცხადებენ, მასზე ჰყვებიან, ახასიათებენ, აჯილდოებენ. ძალიან ამაღელვებელი წუთებია, ცრემლები მომდიოდა....

- და როდესაც ნიტაზე საუბრობდნენ...

- ვიტირე... განსაკუთრებული გამოცხადება ჰქონდა. სხვანაირად არ მინდა გაიგოთ, მაგრამ კლასში მართლა განსაკუთრებული მოსწავლე იყო. დააჯლდოეს და უზომოდ გახარებული და ამაყი ვიყავი. კი, ვიტირე...

- ასე რომ, მის ცხოვრებაში აღარ ერევი...

- არა, სრულწლოვანია. დღეს (22 სექტემბერი - ავტ.) უკვე 19 წლის გახდა. მშობლების სურვილია, როგორც ახლაა, როცა ამდენ კარგ სიტყვებს ვისმენთ მასზე, ასევე გაგრძელდეს და ამას ვუსურვებ სულ. ეს ყველაფერი საკმარისია ჩემთვის და მნიშვნელოვანიც.