მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია, მაგრამ ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე..." - თეონა ცირამუას ცხოვრების მთავარი ამბები
"გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია, მაგრამ ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე..." - თეონა ცირამუას ცხოვრების მთავარი ამბები

"ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი“ - ასე და­ვარ­ქვით რუბ­რი­კას, რომ­ლის პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სი, გო­რის ქალ­თა კა­მე­რუ­ლი გუნ­დის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ო­ნა ცი­რა­მუაა.

მალე 10 წელი გახ­დე­ბა, რაც ის გო­რის ქალ­თა გუნდს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო, უნდა შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა გუნ­დის მრა­ვალ­წლი­ა­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ თა­ვი­სი ხელ­წე­რაც და­ე­ტყო. მან ეს სე­რი­ო­ზუ­ლი და გა­ნუ­წყვე­ტე­ლი მუ­შა­ო­ბით შეძ­ლო.

თე­ო­ნა ცი­რა­მუა ambebi.ge - ს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ამ­ბებს უყ­ვე­ბა:

  • ბავ­შვო­ბა

- წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დან ვარ, თუმ­ცა თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. ბავ­შვო­ბის ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ის იყო, რომ ყო­ველ ზა­ფხულს სა­მეგ­რე­ლო­ში ვის­ვე­ნებ­დი. ამან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, ძა­ლი­ან იმოქ­მე­და... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლა ხში­რად მი­წევს, მაგ­რამ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, სის­ხლის ყი­ვი­ლი თა­ვი­სას შვრე­ბა - სა­მეგ­რე­ლო­ში ყო­ვე­ლი ჩას­ვლა, ჩემს სა­ო­ცარ აღ­ტა­ცე­ბას და გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბას იწ­ვევს...

ვცხოვ­რობ­დი და ვცხოვ­რობ დიღ­მის მა­სივ­ში. ძა­ლი­ან მიყ­ვარს, გემ­რი­ე­ლი უბა­ნია და სხვა­გან გა­დას­ვლა არც მი­ფიქ­რია. ამი­ტომ, იქვე ახალ კორ­პუს­ში გა­და­ვე­დი და ჩე­მებ­თან 100 მეტრში ვარ. გა­ვი­ზარ­დე ოჯახ­ში, სა­დაც ყვე­ლას - მშობ­ლებს, და-ძმას ერ­თმა­ნეთ­თან იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და. ჩემი ძმა გი­ორ­გი ჩემი ხერ­ხე­მა­ლია...

  • ბავ­შვო­ბის მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი

- მე-14 მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ მუ­სი­კა­ზე, სულ ძა­ლით დავ­ყავ­დით. არც გუნ­დზე დავ­დი­ო­დი, მას­წავ­ლე­ბე­ლიც არ ვი­ცო­დი, ვინ იყო. ერთ დღე­საც, დე­რე­ფან­ში ჩემი გუნ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი ესმა მა­თი­აშ­ვი­ლი შემ­ხვდა. მიც­ნო - თე­ო­ნა ცი­რა­მუა არ ხარო? ვი­ფიქ­რე - ახლა მაგ­რად დამ­სჯის-მეთ­ქი. დიახ-მეთ­ქი, - შე­ში­ნე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე. - აბა წა­მო­დი, მო­გის­მი­ნოო. დარ­ბაზ­ში შე­მიყ­ვა­ნა. იმ­ხა­ნად მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა "თეთ­რი რაში“ ვუმ­ღე­რე. ორი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი ჰყავ­და, - დიდი გუნ­დი და ან­სამ­ბლი. ორი­ვე­გან ჩამ­სვა. თე­ო­ნა ჩემი ჯი­ლა­აო, - ამ­ბობ­და.

დედა მუ­შა­ობ­და, სულ და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, ტრი­კო­ტა­ჟის ფაბ­რი­კა­ში მთა­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი გახ­ლდათ. ამი­ტომ ჩვენს კონ­ცერ­ტებს ვერ ეს­წრე­ბო­და... რა­ი­ო­ნულ შე­ჯიბ­რე­ბა­ში გა­ვი­მარ­ჯვეთ და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მცი­რე დარ­ბაზ­ში გა­მოვ­დი­ო­დით. მოხ­და სას­წა­უ­ლი და დედა კონ­ცერ­ტზე მო­ვი­და. ესმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­შინ პირ­ვე­ლად ნახა და უთხრა - ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი­აო. დე­დამ კი მი­უ­გო, - არც ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და­დის და არც - სოლ­ფე­ჯი­ო­ზეო. არა უშავს, მა­გას ამოვ­ქა­ჩავთ და სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო­ზე რომ ჩა­ვა­ბა­რე­ბი­ნოთ, ეს სა­უ­კე­თე­სო რამ იქ­ნე­ბაო...

ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ესმა და გუნ­დიც, ბავ­შვებ­საც უყ­ვარ­დათ. გაკ­ვე­თი­ლი რომ მთავ­რდე­ბო­და, შინ წას­ვლა არ გვინ­დო­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას რომ გავ­ყე­ვი, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ამ­დე მე-3 მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმ­ში ჩა­ბა­რე­ბაც მან მირ­ჩია. მას­წავ­ლე­ბელ­ზე რამ­დე­ნი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი... სამი წლის წინ ვი­ნა­ხუ­ლე. გა­გიჟ­და, ისე გა­უ­ხარ­და, - ვა­მა­ყობ შე­ნი­თო. მერე ნო­ტე­ბი მა­ჩუ­ქა თბი­ლი წარ­წე­რით.

  • კონ­სერ­ვა­ტო­რია

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩემი პე­და­გო­გი შალ­ვა მო­სი­ძე იყო. ტე­ნო­რი, სოპ­რა­ნო, ალტი სად შე­დის და სად გა­მო­დის - ამას, თუ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­დი­ხარ, ისე­დაც სწავ­ლობ. აი, ხელი და ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია, ხე­ლის მტე­ვა­ნი, თი­თე­ბის ბა­ლი­შე­ბი, მგრძნო­ბე­ლო­ბა... რო­გო­რი კონ­ტაქ­ტი უნდა გქონ­დეს გუნდთან, რო­გორ გი­პა­სუ­ხებს ასე­თი ჟეს­ტის დროს გუნ­დი - ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მან მას­წავ­ლა... ფრა­ზი­რე­ბაც სხვა­ნა­ი­რად და­მა­ნა­ხა. ცუ­დად არ ვმღე­რო­დი, მაგ­რამ უმე­ტე­სად ჩემი ინ­ტუ­ი­ცი­ით, ჩე­მით ვა­ლა­მა­ზებ­დი. მერე კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას სტრუქ­ტუ­რა რომ და­ვი­ნა­ხე, რა და რო­გორ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, უკვე სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­ვი­ღე... შალ­ვა მო­სი­ძის პე­და­გო­გო­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

  • მუ­სი­კა

- მუ­სი­კა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ნა­წარ­მო­ებს, მის ში­ნა­არსს, ლექსს სიღ­რმი­სე­უ­ლად თუ არ ჩავ­წვდი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ძა­ლი­ან ღრმად უნდა ჩახ­ვი­დე. ჯერ თით­ქოს სულ­ში ატა­რებ, მერე კი ისევ გა­მო­გაქვს სა­ჯა­როდ მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე.

  • გო­რის ქალ­თა გუნ­დი

- შალ­ვა მო­სი­ძის დროს გუნ­დი ზე­ნი­ტში იყო. ვიდ­რე ხელ­მძღვა­ნე­ლად მო­ვი­დო­დი, პა­ტა­რა ჩა­ვარ­დნა ჰქონ­და... მოს­ვლის შემ­დეგ კად­რე­ბი გა­მოვ­ცვა­ლე, მაგ­რამ რე­პერ­ტუ­ა­რის ძი­რი­თა­დი ხაზი არ შე­მიც­ვლია, რად­გან პრო­ფე­სი­უ­ლი და აკა­დე­მი­უ­რი გუნ­დია, მაგ­რამ ადრე უფრო მძი­მე, სამ­გლო­ვი­ა­რო ნა­წარ­მო­ე­ბებს მღე­როდ­ნენ. თით­ქოს შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მსმე­ნე­ლიც ჰყავ­დათ. მინ­დო­და, ეს კედ­ლე­ბი გახ­სნი­ლი­ყო და ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გო­რის ქალ­თა გუნ­დის მსმე­ნე­ლი 2 წლის ბავ­შვი­დან და­წყე­ბუ­ლი, ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი გამ­ხდა­რი­ყო. ამას რე­პერ­ტუ­ა­რის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით მი­ვაღ­წიე. ვე­ცა­დე, ხა­რის­ხიც ყო­ფი­ლი­ყო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მუ­სი­კაც.

ამი­ტო­მა­ცაა, რომ ვმღე­რით ქარ­თულ და აფ­რი­კულ მუ­სი­კას, მექ­სი­კურს, თურ­ქულს, ფრან­გულს, ინ­გლი­სურს. ახლა ფოლკ­ლორ­საც მოვ­კი­დე ხელი, მა­ნამ­დე ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კაც ვცა­დე. ცოტა ხან­ში "შავ­ნა­ბა­დას­თან“ ერ­თად, "შე­მოდ­გო­მის თბი­ლი­სის“ ფარ­გლებ­ში, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცერ­ტი გვექ­ნე­ბა. ასე­ვე, და­მი­კავ­შირ­და ფო­თის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელი რა­მაზ იო­სე­ლი­ა­ნი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის "გან­დე­გილს“ ვდგამთ. მუ­სი­კა გოგი ჩლა­ი­ძემ და­წე­რა.

მთა­ვა­რია, ნა­წარ­მო­ებ­მა და­მა­ინ­ტე­რე­სოს და მა­ღა­ლი დო­ნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყოს, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი მიყ­ვარს. თუ წი­ნა­და­დე­ბა მო­მე­წო­ნა, უარს არ ვამ­ბობ, რად­გა­ნაც მას­ზე მუ­შა­ო­ბა თვი­თონ მა­ინ­ტე­რე­სებს. სცე­ნა­ზე ცო­ცხლად ვიმ­ღე­რებთ. ტურ­ნეს თე­ლა­ვი­დან და­ვი­წყებთ, გორი, ქუ­თა­ი­სი, ბა­თუ­მი, სე­ნა­კი და ბო­ლოს თბი­ლი­სი - რუს­თა­ვე­ლის ან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში წარ­მო­ვად­გენთ. დი­რი­ჟო­რი ვარ და გო­გიმ სო­ლო­ე­ბიც მომ­ცა. გუნდს თან უნდა ვუ­დი­რი­ჟო­რო და თან ვიმ­ღე­რო. ასე გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნდა გო­რის ქალ­თა გუნ­დის მი­მარ­თუ­ლე­ბა და რე­პერ­ტუ­ა­რიც.

  • ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი

- ამ­ბო­ბენ, რომ მუ­შა­ო­ბის დროს მკაც­რი ვარ... სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის... იცით, რო­გო­რი ვარ? თავ­საც არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებ, პა­სუ­ხის გამ­ცე­მი ვარ რო­გორც რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, ისე მის მიღ­მაც. სა­მა­გი­ე­როდ, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მე­გობ­რო­ბა, გა­ტა­ნა ბო­ლომ­დე ვიცი. ოჯახ­ში შე­იძ­ლე­ბა, სა­ერ­თოდ მთე­ლი დღე გა­ვი­დეს და ხმა არ ამო­ვი­ღო. სახ­ლი ჩემ­თვის მყუდ­რო ად­გი­ლია, სა­დაც ვის­ვე­ნებ, ენერ­გი­ას ვიკ­რებ, რომ მერე რე­პე­ტი­ცი­ა­ში ჩავ­დო.

  • ქეთი მე­ლუა

- ქეთი მე­ლუა რა­ღაც ქარ­თულ მუ­სი­კას ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებ­და და გო­რის ქალ­თა კა­მე­რუ­ლი გუნ­დის დისკს წა­ა­წყდა, რო­მე­ლიც 1991 წელს შალ­ვა მო­სი­ძის დროს ჩა­ი­წე­რა. მაგ პე­რი­ოდ­ში გუნდში ახალ­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ უკვე ვჩან­დი, გუნ­დმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. ატე­ნის სი­ონს ზე­მოთ სო­ფე­ლი ბობ­ნევ­ში ჩვე­ნი გუნ­დის­თვის კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ინ­დე­ლი კო­ტე­ჯე­ბი იყო, სა­დაც 2 კვი­რით ვრჩე­ბო­დით და დილა-სა­ღა­მოს ვრე­პე­ტი­ცი­ობ­დით. მოკ­ლედ, იქ მო­რიგ ჯერ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გი­ორ­გი ლომ­თა­თი­ძემ და­მი­რე­კა, - ქეთი მე­ლუაა თქვე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი, თუ შე­იძ­ლე­ბა, მივ­ცეო? - კი, ბა­ტო­ნო-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს გუნ­დის­თვის არ მით­ქვამს. ზო­გა­დად სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტი­ლი თუ არ არის, გუნდს არ ვე­უბ­ნე­ბი.

მე­ო­რე დღეს ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე უცხო ზარი შე­მო­ვი­და. უკაც­რა­ვად, თე­ო­ნას ვე­სა­უბ­რე­ბი? ქეთი მე­ლუა ვარ. თბი­ლის­ში მოვფრი­ნავ, აე­რო­პორ­ტი­დან გი­კავ­შირ­დე­ბით და სად შე­იძ­ლე­ბა, გნა­ხო­თო? თბი­ლის­ში არ ვარ-მეთ­ქი. პრობ­ლე­მა არ არის, სა­დაც ხართ, იქ მო­ვა­ლო. ამო­ვი­და ბობ­ნევ­ში. 10 სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თის ნა­წარ­მო­ე­ბი შე­ვარ­ჩიე და ვუმ­ღე­რეთ, რათა ენა­ხა, რომ ყვე­ლა­ნა­ირ ხა­სი­ათს ვერ­გე­ბით. რე­პე­ტი­ცია ვი­დე­ო­ზე გა­და­ი­ღო. ქე­თის სხვა რა­ღაც უნ­დო­და და ჩვე­ნი მოს­მე­ნი­სას სხვა იდე­ე­ბი გა­უჩ­ნდა... თვი­თონ ამ­ბობს, - გუნ­დი­დან ისე­თი სიძ­ლი­ე­რე ვიგ­რძე­ნი, აზრი იქვე შე­მეც­ვა­ლაო. მარ­ტო ვერ გა­და­წყვეტ­და, მე­ნე­ჯერს უნდა და­ლა­პა­რა­კე­ბო­და. გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლა წა­ი­ღო, - ყვე­ლა­ფერს განვხი­ლავთ და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხით და­გი­კავ­შირ­დე­ბი­თო.

ზუს­ტად ერთი თვის თავ­ზე და­მი­რე­კა - გა­დავ­წყვი­ტეთ, თქვენ­თან ერ­თად ალ­ბო­მი ჩავ­წე­რო­თო. და ასე გა­მო­ვე­ცით ჩვე­ნი ცნო­ბი­ლი ალ­ბო­მი. სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ბობ ჩი­კო­ტი ჩარ­თო, გუნ­დის არან­ჟი­რე­ბა მან გა­ა­კე­თა. აქაც ჩა­მო­ვიდ­ნენ, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვქონ­და...

მერე აგორ­და, აგორ­და და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, ახა­ლი ალ­ბო­მი შევ­ქმე­ნით. პრე­ზენ­ტა­ცია ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა. 2016 წელს ალ­ბო­მის პირ­ვე­ლი ევ­რო­ტუ­რი და­ი­წყო, რო­მელ­მაც და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. მე­ო­რე ევ­რო­ტუ­რი 2018-ში და­ვი­წყეთ და მუ­სი­კის კრი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან უფრო მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი და­ვიმ­სა­ხუ­რეთ.

ქეთი მა­ღა­ლი დო­ნის, კულ­ტუ­რუ­ლი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კო­სია. არის კარ­გი მე­გო­ბა­რი. დღემ­დე ვმე­გობ­რობთ. 16 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბის დღე აქვს, მი­სა­ლო­ცი ვი­დეო ჩავ­წე­რე და გა­ვუგ­ზავ­ნე. ხში­რად ვეხ­მი­ა­ნე­ბით და ერ­თმა­ნე­თის ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით. ზუს­ტად ვიცი, რომ ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და იმა­ნაც იცის, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გარ­და იმი­სა, რომ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, სი­ტყვის პატ­რო­ნია, რა­საც იტყვის, იცი, რომ იმას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ას­რუ­ლებს.

  • გუ­ლის­წყვე­ტა

- ჭო­რებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, მაგ­რამ არის რა­ღა­ცე­ბი, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, არა­და, ასე პირ­და­პირ გაბ­რა­ლე­ბენ. თუ რას, არ ვა­კონ­კრე­ტებ, სა­კი­თხი ჩემს საქ­მეს შე­ე­ხე­ბა. გულ­და­სა­წყვე­ტი ისაა, რომ სი­მარ­თლეს ერთი მის­ხლი­თაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუ გუნ­დი წინ წა­ვი­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლია, ეს არა­ვის და­ჩაგ­ვრის ხარ­ჯზე არ მომ­ხდა­რა.

გორ­ში რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ჩავ­დი­ვარ, ვი­კე­ტე­ბი, ვა­კე­თებ მუ­სი­კას და ის მუ­სი­კა თა­ვის საქ­მეს აკე­თებს... ამ მუ­სი­კამ თურ­მე რა­ღა­ცე­ბიც გა­მო­იწ­ვია... მი­ზე­ზი შური მგო­ნია. მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ... თუმ­ცა თა­ვი­დან რომ იგებ, ამას გუ­ლის­წყვე­ტა ახ­ლავს, თან, გან­სა­კუთ­რე­ბით იმას რომ გიმ­ტკი­ცე­ბენ, თვი­თონ აზ­რზე რომ არ არი­ან.

  • პი­რა­დი ამ­ბე­ბი

- სამი წლის წინ, 2019 წლის 3 აგ­ვის­ტოს გავ­თხოვ­დი, 17-ში ქორ­წი­ლი გვქონ­და, 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან პან­დე­მია და­ი­წყო... ჩემი მე­უღ­ლე გოჩა ჭან­ტუ­რია სე­ნა­კი­და­ნაა. სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მუ­შა­ობს, ქა­ლაქ­ში მე­რის რწმუ­ნე­ბუ­ლია. ვხუმ­რობ ხოლ­მე - შა­ბათ-კვი­რის ცოლ-ქმა­რი ვართ-მეთ­ქი. მე ჩემს საქ­მეს ვერ ვა­ნე­ბებ თავს და ის - თა­ვი­სას... გვი­ან გა­დავ­დგი ეს ნა­ბი­ჯი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩემ­ნა­ი­რი გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის ქალი ოჯახ­ში რთუ­ლია. ყვე­ლა კაცს, რაც არ უნდა თქვას, არაო, მე­უღ­ლე ქვეც­ნო­ბი­ე­რად მა­ინც შინ უნდა რომ ჰყავ­დეს. მეც ვე­ძებ­დი ისეთ ადა­მი­ანს, ვინც მარ­ტო მე კი არა, ჩემს საქ­მე­საც შე­იყ­ვა­რებ­და. გო­ჩას შემ­თხვე­ვა­ში სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. ჩემი აბ­სო­ლუ­ტუ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, აქ­ტი­უ­რად არის ჩემს საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი... რჩე­ვებს მაძ­ლევს. თუ გუნ­დი მაბ­რა­ზებს და ვჩხუ­ბობ, მა­წყნა­რებს... ვი­საც ვე­ძებ­დი, ის ვი­პო­ვე... პრო­ფე­სი­ით მშე­ნე­ბელ-ინ­ჟი­ნე­რია. რაც ცხოვ­რე­ბა მე და­მი­კავ­ში­რა, გუნ­დუ­რი მუ­სი­კის მოს­მე­ნა მას მერე და­ი­წყო. ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. სხვა­თა შო­რის, მის გარ­და ოჯახ­ში ყვე­ლა მღე­რის, თურ­მე დე­დამ­თი­ლი და მა­მამ­თი­ლიც ხმებ­ში მღე­როდ­ნენ, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვალ­ნენ.

გო­ჩას ძმა უკ­რავს, მღე­რის, ასე­ვე მა­მი­დე­ბი, დე­ი­დე­ბი. ჩემი მე­უღ­ლე კი უბ­რა­ლოდ კარ­გი მსმე­ნე­ლია, მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ და მგულ­შე­მატ­კივ­რობს.

  • სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

- ბევ­რი პრო­ექ­ტი, კონ­ცერ­ტია, ნა­წილ­ზე ვი­სა­უბ­რეთ კი­დეც. ასე­ვე მიყ­ვარს რე­გი­ო­ნებ­ში ჩას­ვლა და ბავ­შვე­ბის­თვის კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა. უმე­ტე­სად ლექ­ცია-კონ­ცერტს ვა­ტა­რებ ხოლ­მე. ვიდ­რე ნა­წარ­მო­ებს შევ­თა­ვა­ზებ, მა­ნამ­დე მო­ვუ­თხრობ მის შე­სა­ხებ და ბავ­შვე­ბიც მუ­სი­კას მერე სხვა­ნა­ი­რად ის­მე­ნენ. ამას იმი­ტომ ვა­კე­თებ, რომ არ იცი, ვინ გის­მენს, რას გა­აღ­ვი­ძებ მათ­ში... რო­გორც ჩემ­ზე იმოქ­მე­და ეს­მამ, ასე­ვე მინ­და, ჩემი შეს­რუ­ლე­ბით ბავ­შვებს კარ­გი აზ­რე­ბი და­ე­ბა­დოთ. მინ­და, ახალ­გაზ­რდო­ბას ხელი შე­ვუ­წყო. ამი­ტომ, ასეთ გას­ვლებს ისევ ვგეგ­მავ...

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
0

გილოცავთ , თეონა, სიცოცხლით ტკბობას გისურვებთ მრავალჟამიერ!

 

ტერეზა მეი
0

უნიჭიერესი დირიჟორი. პროფესიულ წარმატებებს და ოჯახურ ბედნეირებას ვუსურვებ <3 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია, მაგრამ ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე..." - თეონა ცირამუას ცხოვრების მთავარი ამბები

"გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია, მაგრამ ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე..." - თეონა ცირამუას ცხოვრების მთავარი ამბები

"ჩემი ცხოვრების მთავარი ამბები“ - ასე დავარქვით რუბრიკას, რომლის პირველი სტუმარი წარმატებული მუსიკოსი, გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუაა.

მალე 10 წელი გახდება, რაც ის გორის ქალთა გუნდს სათავეში ჩაუდგა. ეს სერიოზული გამოწვევა იყო, უნდა შეენარჩუნებინა გუნდის მრავალწლიანი ტრადიციები, მაგრამ თავისი ხელწერაც დაეტყო. მან ეს სერიოზული და განუწყვეტელი მუშაობით შეძლო.

თეონა ცირამუა ambebi.ge - ს თავისი ცხოვრების მთავარ ამბებს უყვება:

  • ბავშვობა

- წარმოშობით სამეგრელოდან ვარ, თუმცა თბილისში დავიბადე. ბავშვობის ნათელი წერტილი ის იყო, რომ ყოველ ზაფხულს სამეგრელოში ვისვენებდი. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ძალიან იმოქმედა... მოგეხსენებათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა ხშირად მიწევს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სისხლის ყივილი თავისას შვრება - სამეგრელოში ყოველი ჩასვლა, ჩემს საოცარ აღტაცებას და გულის აჩქარებას იწვევს...

ვცხოვრობდი და ვცხოვრობ დიღმის მასივში. ძალიან მიყვარს, გემრიელი უბანია და სხვაგან გადასვლა არც მიფიქრია. ამიტომ, იქვე ახალ კორპუსში გადავედი და ჩემებთან 100 მეტრში ვარ. გავიზარდე ოჯახში, სადაც ყველას - მშობლებს, და-ძმას ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვქონდა. ჩემი ძმა გიორგი ჩემი ხერხემალია...

  • ბავშვობის მთავარი ამბავი

- მე-14 მუსიკალური სკოლა დავამთავრე, მაგრამ მუსიკაზე, სულ ძალით დავყავდით. არც გუნდზე დავდიოდი, მასწავლებელიც არ ვიცოდი, ვინ იყო. ერთ დღესაც, დერეფანში ჩემი გუნდის მასწავლებელი ესმა მათიაშვილი შემხვდა. მიცნო - თეონა ცირამუა არ ხარო? ვიფიქრე - ახლა მაგრად დამსჯის-მეთქი. დიახ-მეთქი, - შეშინებულმა ვუპასუხე. - აბა წამოდი, მოგისმინოო. დარბაზში შემიყვანა. იმხანად მერაბ სეფაშვილის პოპულარული სიმღერა "თეთრი რაში“ ვუმღერე. ორი მუსიკალური ჯგუფი ჰყავდა, - დიდი გუნდი და ანსამბლი. ორივეგან ჩამსვა. თეონა ჩემი ჯილააო, - ამბობდა.

დედა მუშაობდა, სულ დაკავებული იყო, ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მთავარი ტექნოლოგი გახლდათ. ამიტომ ჩვენს კონცერტებს ვერ ესწრებოდა... რაიონულ შეჯიბრებაში გავიმარჯვეთ და კონსერვატორიის მცირე დარბაზში გამოვდიოდით. მოხდა სასწაული და დედა კონცერტზე მოვიდა. ესმა მასწავლებელმა მაშინ პირველად ნახა და უთხრა - ძალიან ნიჭიერიაო. დედამ კი მიუგო, - არც ფორტეპიანოზე დადის და არც - სოლფეჯიოზეო. არა უშავს, მაგას ამოვქაჩავთ და საგუნდო-სადირიჟოროზე რომ ჩავაბარებინოთ, ეს საუკეთესო რამ იქნებაო...

ძალიან შემიყვარდა ესმა და გუნდიც, ბავშვებსაც უყვარდათ. გაკვეთილი რომ მთავრდებოდა, შინ წასვლა არ გვინდოდა. ამ მიმართულებას რომ გავყევი, მისი დამსახურებაა. კონსერვატორიამდე მე-3 მუსიკალურ ტექნიკუმში ჩაბარებაც მან მირჩია. მასწავლებელზე რამდენი რამ არის დამოკიდებული... სამი წლის წინ ვინახულე. გაგიჟდა, ისე გაუხარდა, - ვამაყობ შენითო. მერე ნოტები მაჩუქა თბილი წარწერით.

  • კონსერვატორია

- კონსერვატორიაში ჩემი პედაგოგი შალვა მოსიძე იყო. ტენორი, სოპრანო, ალტი სად შედის და სად გამოდის - ამას, თუ გაკვეთილებზე დადიხარ, ისედაც სწავლობ. აი, ხელი და ჟესტიკულაცია, ხელის მტევანი, თითების ბალიშები, მგრძნობელობა... როგორი კონტაქტი უნდა გქონდეს გუნდთან, როგორ გიპასუხებს ასეთი ჟესტის დროს გუნდი - ეს ყველაფერი კი მან მასწავლა... ფრაზირებაც სხვანაირად დამანახა. ცუდად არ ვმღეროდი, მაგრამ უმეტესად ჩემი ინტუიციით, ჩემით ვალამაზებდი. მერე კონსულტაციისას სტრუქტურა რომ დავინახე, რა და როგორ გამეკეთებინა, უკვე სასურველი შედეგი მივიღე... შალვა მოსიძის პედაგოგობამ სერიოზული კვალი დატოვა ჩემი მუსიკალური გემოვნების განვითარებაში.

  • მუსიკა

- მუსიკაზე მუშაობისას, რეპეტიციაზე ნაწარმოებს, მის შინაარსს, ლექსს სიღრმისეულად თუ არ ჩავწვდი, წარმოუდგენელია. ძალიან ღრმად უნდა ჩახვიდე. ჯერ თითქოს სულში ატარებ, მერე კი ისევ გამოგაქვს საჯაროდ მსმენელის წინაშე.

  • გორის ქალთა გუნდი

- შალვა მოსიძის დროს გუნდი ზენიტში იყო. ვიდრე ხელმძღვანელად მოვიდოდი, პატარა ჩავარდნა ჰქონდა... მოსვლის შემდეგ კადრები გამოვცვალე, მაგრამ რეპერტუარის ძირითადი ხაზი არ შემიცვლია, რადგან პროფესიული და აკადემიური გუნდია, მაგრამ ადრე უფრო მძიმე, სამგლოვიარო ნაწარმოებებს მღეროდნენ. თითქოს შეზღუდული რაოდენობის მსმენელიც ჰყავდათ. მინდოდა, ეს კედლები გახსნილიყო და ჩემი ხელმძღვანელობით გორის ქალთა გუნდის მსმენელი 2 წლის ბავშვიდან დაწყებული, ყველა ასაკის ადამიანი გამხდარიყო. ამას რეპერტუარის გამრავალფეროვნებით მივაღწიე. ვეცადე, ხარისხიც ყოფილიყო და მრავალფეროვანი მუსიკაც.

ამიტომაცაა, რომ ვმღერით ქართულ და აფრიკულ მუსიკას, მექსიკურს, თურქულს, ფრანგულს, ინგლისურს. ახლა ფოლკლორსაც მოვკიდე ხელი, მანამდე ელექტრონული მუსიკაც ვცადე. ცოტა ხანში "შავნაბადასთან“ ერთად, "შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, ძალიან საინტერესო კონცერტი გვექნება. ასევე, დამიკავშირდა ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი. ილია ჭავჭავაძის "განდეგილს“ ვდგამთ. მუსიკა გოგი ჩლაიძემ დაწერა.

მთავარია, ნაწარმოებმა დამაინტერესოს და მაღალი დონის შემოთავაზება იყოს, ექსპერიმენტები მიყვარს. თუ წინადადება მომეწონა, უარს არ ვამბობ, რადგანაც მასზე მუშაობა თვითონ მაინტერესებს. სცენაზე ცოცხლად ვიმღერებთ. ტურნეს თელავიდან დავიწყებთ, გორი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და ბოლოს თბილისი - რუსთაველის ან მარჯანიშვილის თეატრში წარმოვადგენთ. დირიჟორი ვარ და გოგიმ სოლოებიც მომცა. გუნდს თან უნდა ვუდირიჟორო და თან ვიმღერო. ასე გამრავალფეროვნდა გორის ქალთა გუნდის მიმართულება და რეპერტუარიც.

  • ხასიათის შტრიხები

- ამბობენ, რომ მუშაობის დროს მკაცრი ვარ... სხვანაირად არ გამოდის... იცით, როგორი ვარ? თავსაც არავის დავაჩაგვრინებ, პასუხის გამცემი ვარ როგორც რეპეტიციაზე, ისე მის მიღმაც. სამაგიეროდ, ამის პარალელურად მეგობრობა, გატანა ბოლომდე ვიცი. ოჯახში შეიძლება, საერთოდ მთელი დღე გავიდეს და ხმა არ ამოვიღო. სახლი ჩემთვის მყუდრო ადგილია, სადაც ვისვენებ, ენერგიას ვიკრებ, რომ მერე რეპეტიციაში ჩავდო.

  • ქეთი მელუა

- ქეთი მელუა რაღაც ქართულ მუსიკას ინტერნეტში ეძებდა და გორის ქალთა კამერული გუნდის დისკს წააწყდა, რომელიც 1991 წელს შალვა მოსიძის დროს ჩაიწერა. მაგ პერიოდში გუნდში ახალმოსული ვიყავი, მაგრამ უკვე ვჩანდი, გუნდმა წარმატებული ნაბიჯები გადადგა. ატენის სიონს ზემოთ სოფელი ბობნევში ჩვენი გუნდისთვის კომუნისტების დროინდელი კოტეჯები იყო, სადაც 2 კვირით ვრჩებოდით და დილა-საღამოს ვრეპეტიციობდით. მოკლედ, იქ მორიგ ჯერზე მუშაობისას გიორგი ლომთათიძემ დამირეკა, - ქეთი მელუაა თქვენით დაინტერესებული და კოორდინატები, თუ შეიძლება, მივცეო? - კი, ბატონო-მეთქი, მაგრამ ეს გუნდისთვის არ მითქვამს. ზოგადად საკითხი გადაწყვეტილი თუ არ არის, გუნდს არ ვეუბნები.

მეორე დღეს ჩემს ტელეფონზე უცხო ზარი შემოვიდა. უკაცრავად, თეონას ვესაუბრები? ქეთი მელუა ვარ. თბილისში მოვფრინავ, აეროპორტიდან გიკავშირდებით და სად შეიძლება, გნახოთო? თბილისში არ ვარ-მეთქი. პრობლემა არ არის, სადაც ხართ, იქ მოვალო. ამოვიდა ბობნევში. 10 სხვადასხვანაირი ხასიათის ნაწარმოები შევარჩიე და ვუმღერეთ, რათა ენახა, რომ ყველანაირ ხასიათს ვერგებით. რეპეტიცია ვიდეოზე გადაიღო. ქეთის სხვა რაღაც უნდოდა და ჩვენი მოსმენისას სხვა იდეები გაუჩნდა... თვითონ ამბობს, - გუნდიდან ისეთი სიძლიერე ვიგრძენი, აზრი იქვე შემეცვალაო. მარტო ვერ გადაწყვეტდა, მენეჯერს უნდა დალაპარაკებოდა. გადაღებული მასალა წაიღო, - ყველაფერს განვხილავთ და კონკრეტული პასუხით დაგიკავშირდებითო.

ზუსტად ერთი თვის თავზე დამირეკა - გადავწყვიტეთ, თქვენთან ერთად ალბომი ჩავწეროთო. და ასე გამოვეცით ჩვენი ცნობილი ალბომი. სამუშაო პროცესში ნიჭიერი ადამიანი ბობ ჩიკოტი ჩართო, გუნდის არანჟირება მან გააკეთა. აქაც ჩამოვიდნენ, ექსპერიმენტული რეპეტიციები გვქონდა...

მერე აგორდა, აგორდა და ძალიან მაღალი დონის პროფესიონალების მონაწილეობით, ახალი ალბომი შევქმენით. პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა. 2016 წელს ალბომის პირველი ევროტური დაიწყო, რომელმაც დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. მეორე ევროტური 2018-ში დავიწყეთ და მუსიკის კრიტიკოსების მხრიდან უფრო მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ.

ქეთი მაღალი დონის, კულტურული, გემოვნებიანი მუსიკოსია. არის კარგი მეგობარი. დღემდე ვმეგობრობთ. 16 სექტემბერს დაბადების დღე აქვს, მისალოცი ვიდეო ჩავწერე და გავუგზავნე. ხშირად ვეხმიანებით და ერთმანეთის ყველაფერი ვიცით. ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ და იმანაც იცის, რომ ძალიან მიყვარს. გარდა იმისა, რომ ნიჭიერი ადამიანია, სიტყვის პატრონია, რასაც იტყვის, იცი, რომ იმას აუცილებლად შეასრულებს.

  • გულისწყვეტა

- ჭორებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, არადა, ასე პირდაპირ გაბრალებენ. თუ რას, არ ვაკონკრეტებ, საკითხი ჩემს საქმეს შეეხება. გულდასაწყვეტი ისაა, რომ სიმართლეს ერთი მისხლითაც არ შეესაბამება. თუ გუნდი წინ წავიდა, წარმატებულია, ეს არავის დაჩაგვრის ხარჯზე არ მომხდარა.

გორში რეპეტიციაზე ჩავდივარ, ვიკეტები, ვაკეთებ მუსიკას და ის მუსიკა თავის საქმეს აკეთებს... ამ მუსიკამ თურმე რაღაცებიც გამოიწვია... მიზეზი შური მგონია. მაგრამ ხომ ვამბობ, ყურადღებას არ ვაქცევ... თუმცა თავიდან რომ იგებ, ამას გულისწყვეტა ახლავს, თან, განსაკუთრებით იმას რომ გიმტკიცებენ, თვითონ აზრზე რომ არ არიან.

  • პირადი ამბები

- სამი წლის წინ, 2019 წლის 3 აგვისტოს გავთხოვდი, 17-ში ქორწილი გვქონდა, 2020 წლის თებერვლიდან პანდემია დაიწყო... ჩემი მეუღლე გოჩა ჭანტურია სენაკიდანაა. სენაკის მუნიციპალიტეტში მუშაობს, ქალაქში მერის რწმუნებულია. ვხუმრობ ხოლმე - შაბათ-კვირის ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი. მე ჩემს საქმეს ვერ ვანებებ თავს და ის - თავისას... გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია. ყველა კაცს, რაც არ უნდა თქვას, არაო, მეუღლე ქვეცნობიერად მაინც შინ უნდა რომ ჰყავდეს. მეც ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვინც მარტო მე კი არა, ჩემს საქმესაც შეიყვარებდა. გოჩას შემთხვევაში სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი აბსოლუტური გულშემატკივარია, აქტიურად არის ჩემს საქმეში ჩართული... რჩევებს მაძლევს. თუ გუნდი მაბრაზებს და ვჩხუბობ, მაწყნარებს... ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე... პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. რაც ცხოვრება მე დამიკავშირა, გუნდური მუსიკის მოსმენა მას მერე დაიწყო. ზოგადად განათლებული ადამიანია. სხვათა შორის, მის გარდა ოჯახში ყველა მღერის, თურმე დედამთილი და მამამთილიც ხმებში მღეროდნენ, სამწუხაროდ, გარდაიცვალნენ.

გოჩას ძმა უკრავს, მღერის, ასევე მამიდები, დეიდები. ჩემი მეუღლე კი უბრალოდ კარგი მსმენელია, მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მგულშემატკივრობს.

  • სამომავლო გეგმები

- ბევრი პროექტი, კონცერტია, ნაწილზე ვისაუბრეთ კიდეც. ასევე მიყვარს რეგიონებში ჩასვლა და ბავშვებისთვის კონცერტის ჩატარება. უმეტესად ლექცია-კონცერტს ვატარებ ხოლმე. ვიდრე ნაწარმოებს შევთავაზებ, მანამდე მოვუთხრობ მის შესახებ და ბავშვებიც მუსიკას მერე სხვანაირად ისმენენ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არ იცი, ვინ გისმენს, რას გააღვიძებ მათში... როგორც ჩემზე იმოქმედა ესმამ, ასევე მინდა, ჩემი შესრულებით ბავშვებს კარგი აზრები დაებადოთ. მინდა, ახალგაზრდობას ხელი შევუწყო. ამიტომ, ასეთ გასვლებს ისევ ვგეგმავ...